Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

დე­მოგ­რა­ფი­ის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე არა­ერ­თი სტა­ტია მო­ვამ­ზა­დეთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­სა­ტა­რე­ბელ რე­ფორ­მებ­ზე "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" და შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი უკვე მუ­შა­ო­ბენ. ამ­ჯე­რად თქვენს ყუ­რა­დღე­ბას გა­ე­როს კი­დევ ერთ და არა­ნაკ­ლებ სა­გან­გა­შო დას­კვნა­ზე შე­ვა­ჩე­რებთ, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ: "სა­ქარ­თვე­ლო­ში 77 000 ბავ­შვი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს და დღე­ში 2 ლარ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს... სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ყო­ველ­წლი­უ­რად 5 წლამ­დე ასა­კის 800-მდე ბავ­შვი იღუ­პე­ბა". ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა. ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მხრივ ევ­რო­პის 44 ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო 42-ე ად­გილ­ზეა.

მაია ქურ­ცი­კი­ძე, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- როცა ვამ­ბობთ, რომ უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში 77 000 ბავ­შვი ცხოვ­რობს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ დღე­ში 2 ლარ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს, მაგ­რამ ეს თან­ხა მხო­ლოდ კვე­ბის­თვის არ არის გან­კუთ­ვნი­ლი. 205 ათა­სი ბავ­შვი ფარ­დო­ბით სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დღე­ში 3.50 ლარ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს. ჩვე­ნი კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს, ბავ­შვთა ინ­ტე­რე­სებს სა­თა­ნა­დოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი უფრო ღა­რი­ბე­ბი არი­ან. ჩვენ­თან ბავ­შვთა გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ჯან­დაც­ვა­ზე ევ­რო­პი­სა და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იხარ­ჯე­ბა. ბავ­შვს, რო­მე­ლიც ღა­რიბ ოჯახ­ში იზ­რდე­ბა, არ მი­უწ­ვდე­ბა ხელი გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი, რაც ქვეყ­ნის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. ქვე­ყა­ნა ხომ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­ნა­ვი­თა­რონ. ამი­ტომ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი უნდა გახ­დეს. ჩვენ კვლე­ვა (და­სახ­ლე­ბის სი­დი­დი­სა და მთა­სა თუ ბარ­ში მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით) სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ.

- დას­კვნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა?

- ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ მთავ­რო­ბას­თან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან. მას შემ­დეგ, რაც კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ვაც­ნო­ბეთ, და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, გა­და­სინ­ჯუ­ლი­ყო არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა. რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვის­წავ­ლეთ: რა მოხ­დე­ბა, თუ გა­იზ­რდე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა (შე­ღა­ვა­თის მიმ­ღებ­თა) რა­ო­დე­ნო­ბა? რა მოხ­დე­ბა, თუ მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა? თუ ბავ­შვე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­მო­ღე­ბუ­ლი? ეს სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი სი­ღა­რი­ბეს რამ­დე­ნად შე­ამ­ცი­რებს? ჩვე­ნი გა­მოთ­ვლე­ბით, თუ ყვე­ლა ბავ­შვის­თვის თვე­ში 30 ლა­რის დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­მო­ღე­ბუ­ლი, სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცირ­დე­ბა.

- ყვე­ლა ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. თან­ხის მიზ­ნობ­რი­ვად მი­მარ­თვა რომ მოხ­დეს, არ იქ­ნე­ბა უკე­თე­სი?

- ეს ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, ყვე­ლა დე­ტა­ლი ციფ­რე­ბით გვაქვს გათ­ვლი­ლი. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში შექ­მნი­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს სწავ­ლობს. ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მე­ლიც შემ­დგომ პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

- სა­გან­გა­შოა თქვე­ნი ერთი კვლე­ვის შე­დე­გი: ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, ევ­რო­პის 44 ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო 42-ე ად­გილ­ზეა!

- ეს ჩვე­ნი სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ყო­ველ­წლი­უ­რად 5 წლამ­დე ასა­კის 800-მდე ბავ­შვი იღუ­პე­ბა. კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დი და­ბა­დე­ბი­დან 1 კვი­რაა.

- უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მი­ზე­ზი რა არის?

- კვე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ეს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, საკ­ვე­ბის ქონა-არ­ქო­ნას არ ნიშ­ნავს (თუმ­ცა, ზო­გი­ერთ ოჯახ­ში ეს პრობ­ლე­მაც მწვა­ვედ დგას). ეს არის ძი­რი­თა­დად დე­დე­ბის ანე­მია, ძუ­ძუ­თი არას­წო­რად კვე­ბა. ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის ნაკ­ლე­ბო­ბა, მცი­რე­წო­ნი­ა­ნო­ბა. იმ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ბავ­შვის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მხო­ლოდ კვე­ბის დე­ფი­ცი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, წე­ლი­წად­ში 300 ბავ­შვი იღუ­პე­ბა. არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვის ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მის აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბა­ზე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში - ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე ქალ­სა და ბავ­შვს აღე­ნიშ­ნე­ბა კვე­ბის დე­ფი­ცი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის დარ­ღვე­ვა. გა­მო­ვით­ვა­ლეთ, სა­ხელ­მწი­ფოს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის შე­დე­გად 1.3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ზა­რა­ლი ად­გე­ბა და 3400 ახალ­შო­ბი­ლი იღუ­პე­ბა. ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­მა­ტი საკ­ვებ­ზე, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით. სა­ხელ­მწი­ფოს ეს წე­ლი­წად­ში ბავ­შვზე მხო­ლოდ 7 ლარი უჯ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დეს ძუ­ძუ­თი კვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ფქვი­ლის ფორ­ტი­პი­კა­ცია (ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბა). მთავ­რო­ბას­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ. პარ­ლა­მენ­ტმა წლე­ვან­დე­ლი წელი ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის წლად გა­მო­ა­ცხა­და. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მუ­შა­ო­ბას მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­ვა­აქ­ტი­უ­რებთ. ამ კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოჯახ­ში ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი არ არის, მშობ­ლებს აქვთ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, და­ა­ვა­დე­ბე­ბი... ამ დროს რა უნდა მოხ­დეს?

- ბავ­შვის ოჯა­ხი­დან გან­რი­დე­ბა უკი­დუ­რე­სი ზო­მაა და იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, თუ მას საფრ­თხე ექ­მნე­ბა. ჩვენ­თვის გა­დამ­წყვე­ტი ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბია. სა­ხელ­მწი­ფო ერე­ვა და იღებს კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბავ­შვთა ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შე­იქ­მნა სხვა­დას­ხვა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი. ბავ­შვთა სახ­ლე­ბი და­ი­ხუ­რა. ერთი ფორ­მა ეს არის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა (უმე­ტე­სად ბავ­შვთა სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ბავ­შვებს ეხე­ბა), მე­ო­რე არის მინ­დო­ბი­თი აღ­ზრდის სამ­სა­ხუ­რი - ე.წ. შვი­ლო­ბი­ლო­ბა და არის მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბიც, სა­დაც ერთ ოჯახ­ში 8-10 ბავ­შვი იზ­რდე­ბა, ჰყავთ დე­დო­ბი­ლი და მა­მო­ბი­ლი. სა­ხელ­მწი­ფო ამას აფი­ნან­სებს. ის თან­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვთა სახ­ლე­ბის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "გა­და­ის­რო­ლეს". ჩვენ ამას მი­ვე­სალ­მე­ბით, რად­გან ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ბავ­შვის აღ­ზრდა ბევ­რად უკე­თე­სია. სა­ხელ­მწი­ფოს ბავ­შვთა სახ­ლე­ბის შე­ნახ­ვა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი უჯ­დე­ბო­და, ვიდ­რე ამ ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა. ბავ­შვთა სახ­ლებ­ში მყო­ფი 5 000 ბავ­შვი­დან ოჯახ­ში 2 300 დაბ­რუნ­და და სა­ხელ­მწი­ფო ამ ოჯა­ხებს ეხ­მა­რე­ბა. ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბავ­შვთა სახ­ლებ­ში სი­ღა­რი­ბის გამო იყო მოხ­ვედ­რი­ლი. სა­დაც დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა (ზო­გან დის­ფუნ­ქცი­უ­რი ოჯა­ხია, ზო­გან - ალ­კოჰო­ლიზ­მის პრობ­ლე­მა), გა­მო­ი­ყე­ნეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი კერ­ძო სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში და იმ ოჯა­ხებ­ში, სა­დაც ბავ­შვთა მინ­დო­ბი­თი აღ­ზრდა ხდე­ბა. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

დემოგრაფიის სავალალო მდგომარეობაზე არაერთი სტატია მოვამზადეთ. ამ მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე "დემოგრაფიული განვითარების ფონდი" და შესაბამისი სამინისტროები უკვე მუშაობენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას გაეროს კიდევ ერთ და არანაკლებ საგანგაშო დასკვნაზე შევაჩერებთ, რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს... სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800-მდე ბავშვი იღუპება". ეს სამწუხარო რეალობაა. ბავშვთა სიკვდილიანობის მხრივ ევროპის 44 ქვეყნიდან საქართველო 42-ე ადგილზეა.

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი:

- როცა ვამბობთ, რომ უკიდურეს სიღარიბეში 77 000 ბავშვი ცხოვ­რობს, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ კვებისთვის არ არის განკუთვნილი. 205 ათასი ბავშვი ფარდობით სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 3.50 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, ბავშვთა ინტერესებს სათანადოდ არ ითვალისწინებს. საქართველოში ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბები არიან. ჩვენთან ბავშვთა განათლებაზე, ჯანდაცვაზე ევროპისა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იხარჯება. ბავშვს, რომელიც ღარიბ ოჯახში იზრდება, არ მიუწვდება ხელი განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, არ აქვს განვითარების შესაფერისი პირობები, რაც ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ქვეყანა ხომ ადამიანებმა უნდა განავითარონ. ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს. ჩვენ კვლევა (დასახლების სიდიდისა და მთასა თუ ბარში მდებარეობის მიხედვით) საქართველოს ყველა რეგიონში ერთდროულად ჩავატარეთ.

- დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პრობლემის მოსაგვარებლად რა ნაბიჯები გადაიდგა?

- ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან. მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგები ვაცნობეთ, დაიწყო მუშაობა, გადასინჯულიყო არსებული სოციალური დაცვის სისტემა. რამდენიმე მიმართულება შევისწავლეთ: რა მოხდება, თუ გაიზრდება ბენეფიციართა (შეღავათის მიმღებთა) რაოდენობა? რა მოხდება, თუ მიზნობრივი სოციალური დახმარება გაიზრდება? თუ ბავშვებისთვის სპეციალური ფულადი დახმარება იქნება შემოღებული? ეს სხვადასხვა ვარიანტი სიღარიბეს რამდენად შეამცირებს? ჩვენი გამოთვლებით, თუ ყველა ბავშვისთვის თვეში 30 ლარის დახმარება იქნება შემოღებული, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდება.

- ყველა ოჯახი დახმარებას არ საჭიროებს. თანხის მიზნობრივად მიმართვა რომ მოხდეს, არ იქნება უკეთესი?

- ეს ჩვენი რეკომენდაციაა, ყველა დეტალი ციფრებით გვაქვს გათვლილი. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს სწავლობს. ისინი მიიღებენ რეკომენდაციას, რომელიც შემდგომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

- საგანგაშოა თქვენი ერთი კვლევის შედეგი: ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპის 44 ქვეყნიდან საქართველო 42-ე ადგილზეა!

- ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა. საქართველოში სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800-მდე ბავშვი იღუპება. კრიტიკული პერიოდი დაბადებიდან 1 კვირაა.

- უმეტეს შემთხვევაში მიზეზი რა არის?

- კვების დეფიციტი. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, საკვების ქონა-არქონას არ ნიშნავს (თუმცა, ზოგიერთ ოჯახში ეს პრობლემაც მწვავედ დგას). ეს არის ძირითადად დედების ანემია, ძუძუთი არასწორად კვება. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა, მცირეწონიანობა. იმ მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც აუცილებელია როგორც დედის ჯანმრთელობისთვის, ასევე ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. მხოლოდ კვების დეფიციტით გამოწვეული პრობლემების გამო, წელიწადში 300 ბავშვი იღუპება. არასრულფასოვანი კვება გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, მის აკადემიურ მოსწრებაზე, საბოლოო ჯამში - ქვეყნის განვითარებაზე. საქართველოში ნახევარ მილიონამდე ქალსა და ბავშვს აღენიშნება კვების დეფიციტით გამოწვეული სხვადასხვა ტიპის დარღვევა. გამოვითვალეთ, სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში, არასრულფასოვანი კვების შედეგად 1.3 მილიარდი დოლარის ზარალი ადგება და 3400 ახალშობილი იღუპება. ამის საწინააღმდეგოდ, ძალიან მარტივი და იაფფასიანი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ეს არის სპეციალური დანამატი საკვებზე, რომელიც გაჯერებული იქნება ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. სახელმწიფოს ეს წელიწადში ბავშვზე მხოლოდ 7 ლარი უჯდება. მნიშვნელოვანია, მოხდეს ძუძუთი კვების პოპულარიზაცია და ფქვილის ფორტიპიკაცია (ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გამდიდრება). მთავრობასთან ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. პარლამენტმა წლევანდელი წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა. საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობას მომავალში კიდევ უფრო გავააქტიურებთ. ამ კვლევის პრეზენტაციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.

- იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ბავშვის განვითარებისთვის საჭირო პირობები არ არის, მშობლებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაავადებები... ამ დროს რა უნდა მოხდეს?

- ბავშვის ოჯახიდან განრიდება უკიდურესი ზომაა და იმ შემთხვევაში ხდება, თუ მას საფრთხე ექმნება. ჩვენთვის გადამწყვეტი ბავშვის ინტერესებია. სახელმწიფო ერევა და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. საქართველოში უკვე ხორციელდება ბავშვთა ზრუნვის სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სხვადასხვა ტიპის მომსახურებები. ბავშვთა სახლები დაიხურა. ერთი ფორმა ეს არის ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება (უმეტესად ბავშვთა სახლებიდან დაბრუნებულ ბავშვებს ეხება), მეორე არის მინდობითი აღზრდის სამსახური - ე.წ. შვილობილობა და არის მცირე საოჯახო ტიპის სახლებიც, სადაც ერთ ოჯახში 8-10 ბავშვი იზრდება, ჰყავთ დედობილი და მამობილი. სახელმწიფო ამას აფინანსებს. ის თანხები, რომლებიც ბავშვთა სახლებისთვის იყო გამოყოფილი, ამ მიმართულებით "გადაისროლეს". ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდა ბევრად უკეთესია. სახელმწიფოს ბავშვთა სახლების შენახვა გაცილებით ძვირი უჯდებოდა, ვიდრე ამ ბავშვების დახმარება. ბავშვთა სახლებში მყოფი 5 000 ბავშვიდან ოჯახში 2 300 დაბრუნდა და სახელმწიფო ამ ოჯახებს ეხმარება. ბავშვების უმრავლესობა ბავშვთა სახლებში სიღარიბის გამო იყო მოხვედრილი. სადაც დაბრუნება ვერ მოხერხდა (ზოგან დისფუნქციური ოჯახია, ზოგან - ალკოჰოლიზმის პრობლემა), გამოიყენეს ალტერნატიული ფორმები კერძო საოჯახო ტიპის სახლებში და იმ ოჯახებში, სადაც ბავშვთა მინდობითი აღზრდა ხდება. მათ მდგომარეობას სოციალური მუშაკები აკონტროლებენ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია