მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გაბრიელს საფლავიდან ამოასვენებენ
მამა გაბრიელს საფლავიდან ამოასვენებენ

უახ­ლო­ეს 3-4 კვი­რა­ში სამ­თავ­როს დე­და­თა მო­სან­ტერ­ში, წმინ­და­ნად შე­რა­ცხუ­ლი მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი გა­იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა დე­კა­ნოზ­მა მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის გახ­სნა და წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ამოს­ვე­ნე­ბა სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა. მამა გაბ­რი­ელს სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის მთა­ვარ ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

ამას­თან, მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა პა­რას­კე­ვას მცი­რე კე­ლი­ის დე­მონ­ტა­ჟიც, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც ბოლო დღე­ებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, სწო­რედ საფ­ლა­ვის გახ­სნის­თვის მზა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"აინ­ტე­რე­სებთ, თუ რა­ტომ მოხ­და იმ მცი­რე კე­ლი­ის დე­მონ­ტა­ჟი, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის მახ­ლობ­ლად იყო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის მიერ შექ­მნი­ლია წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი კო­მი­სია. იგეგ­მე­ბა მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის გახ­სნა და მისი ცხედ­რის სამ­თავ­როს ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­დას­ვე­ნე­ბა. ამი­ტო­მაც, იქ გარ­კვე­უ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია და კე­ლი­ის დე­მონ­ტა­ჟიც ამ სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა. ამან ერ­თგვა­რი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. დედა პა­რას­კე­ვა იყო სა­პატ­რი­არ­ქო­ში. მისი უწ­მინ­დე­სო­ბა გა­ე­სა­უბ­რა მას და არა­ნა­ი­რი კი­თხვე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს", - დას­ძი­ნა მამა მი­ქა­ელ­მა.

დე­კა­ნო­ზის გან­მარ­ტე­ბით, საფ­ლა­ვის გახ­სნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3-4 კვი­რა­ში, მოხ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდ­მა 2012 წლის 21 დე­კემ­ბრის სი­ნო­დის სხდო­მა­ზე არ­ქი­მან­დრი­ტი გაბ­რი­ე­ლი (ურ­გე­ბა­ძე) წმინ­და­ნად შე­რა­ცხა. მას ღირ­სი მამა გაბ­რი­ე­ლი აღმსა­რე­ბე­ლი-სა­ლო­სი ეწო­და და მისი ხსე­ნე­ბის დღედ გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე, 2 ნო­ემ­ბე­რი, და­წეს­და.

იხი­ლეთ აუ­დიო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მამა გაბრიელს საფლავიდან ამოასვენებენ

მამა გაბრიელს საფლავიდან ამოასვენებენ

უახლოეს 3-4 კვირაში სამთავროს დედათა მოსანტერში,  წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და წმინდა ნაწილების ამოსვენება საზეიმო ვითარებაში მოხდება. მამა გაბრიელს სამთავროს დედათა მონასტრის მთავარ ტაძარში დაკრძალავენ.

ამასთან, მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით,  დედა პარასკევას  მცირე კელიის დემონტაჟიც, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაციები, სწორედ საფლავის გახსნისთვის მზადებას უკავშირდება.

"აინტერესებთ, თუ რატომ მოხდა იმ მცირე კელიის დემონტაჟი, რომელიც მამა გაბრიელის საფლავის მახლობლად იყო. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შექმნილია წმინდა სინოდის წევრებით დაკომპლექტებული კომისია. იგეგმება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და მისი ცხედრის სამთავროს ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში გადასვენება. ამიტომაც, იქ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და კელიის დემონტაჟიც ამ საკითხს უკავშირდება. ამან ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დედა პარასკევა იყო საპატრიარქოში. მისი უწმინდესობა გაესაუბრა მას და არანაირი კითხვები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს", - დასძინა მამა მიქაელმა.

დეკანოზის განმარტებით, საფლავის გახსნა, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში, 3-4 კვირაში, მოხდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2012 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.

იხილეთ აუდიო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია