პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარი მყარდება
ლარი მყარდება

ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში დღეს 107 პუნ­ქტით გამ­ყარ­და და ოფი­ცი­ა­ლურ­მა გაც­ვლით­მა კურ­სმა 1.7703 შე­ად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კუ­რი პორ­ტა­ლი bpn.ge წერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სი­დან ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩნე­ვა, დღეს კი ლარი 21 იან­ვრის მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უხ­ლოვ­და.

161 პუნ­ქტით გა­იმ­ყა­რა პო­ზი­ცი­ე­ბი ეროვ­ნულ­მა ვა­ლუ­ტამ ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც და დღეს 1 ლარი 2.3915 ევ­როდ ივაჭ­რე­ბა.

ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა შე­მოდ­გო­მი­დან და­ი­წყო და პიკს იან­ვარ­ში მი­აღ­წია. თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს სა­გან­გა­შოდ არ მი­იჩ­ნევ­დნენ.

რო­გორც გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ რა­დე­ნი­მე დღის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი, რა­მაც ლა­რის კურ­სზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, შერ­ბი­ლე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა და ექ­სპან­სი­უ­რი ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, ამ დრო­ის­თვის შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

"ასე­ვე ამო­წუ­რუ­ლია სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი - ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის­გან მო­მა­ვა­ლი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს და ინფლა­ცი­ას, ჩვენ 12 თე­ბერ­ვალს გვაქვს მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, სა­დაც საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებ­ზე ვიმ­სჯე­ლებთ. ახლა ვართ ყვე­ლა მო­ნა­ცე­მის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის ფა­ზა­ში. თუ და­ვი­ნა­ხავთ, რომ ინფლა­ცი­უ­რი პროგ­ნო­ზი გა­და­ა­ჭარ­ბებს ჩვენს მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს, და­ვი­წყებთ გამ­კაც­რე­ბის პო­ლი­ტი­კას და ინფლა­ცია და ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლარი მყარდება

ლარი მყარდება

ლარი დოლართან მიმართებაში დღეს 107 პუნქტით გამყარდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 1.7703 შეადგინა. ამის შესახებ ეკონომიკური პორტალი bpn.ge წერს.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა, დღეს კი ლარი 21 იანვრის მაჩვენებელს მიუხლოვდა.

161 პუნქტით გაიმყარა პოზიციები ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებაშიც და დღეს 1 ლარი 2.3915 ევროდ ივაჭრება.

ლარის გაუფასურება შემოდგომიდან დაიწყო და პიკს იანვარში მიაღწია. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი აღნიშნულ პროცესს საგანგაშოდ არ მიიჩნევდნენ.

როგორც გიორგი ქადაგიძემ რადენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, ამ დროისთვის შეჩერებულია.

"ასევე ამოწურულია საგარეო ფაქტორები - ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისგან მომავალი მაკროეკონომიკური გავლენები. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ფასებს და ინფლაციას, ჩვენ 12 თებერვალს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც საპროცენტო განაკვეთებზე ვიმსჯელებთ. ახლა ვართ ყველა მონაცემის გაანალიზების ფაზაში. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური პროგნოზი გადააჭარბებს ჩვენს მიზნობრივ მაჩვენებელს, დავიწყებთ გამკაცრების პოლიტიკას და ინფლაცია და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა ქადაგიძემ.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ