პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედიას" ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვები 2013 წელს 81,3%-ით გაიზარდა
"პალიტრა მედიას" ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვები 2013 წელს 81,3%-ით გაიზარდა

"პა­ლიტ­რა მე­დია" ჰოლ­დინ­გის ინ­ტერ­ნეტ სა­რეკ­ლა­მო გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2013 წელს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 81,3 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და.

რო­გორც "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" სა­რეკ­ლა­მო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირი­ნა შარ­ვა­ში­ძე აცხა­დებს, რეკ­ლა­მის დამ­კვე­თე­ბის მხრი­დან ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლა­მის მი­მართ ასეთ და­ინ­ტე­რე­სე­ბას ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს, რაც ამ ტი­პის რეკ­ლა­მას გა­აჩ­ნია.

"კერ­ძოდ, ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბი­სას რეკ­ლა­მის დამ­კვეთს აქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი - გა­ნა­თავ­სოს ვი­დეო, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი რეკ­ლა­მა მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ სა­ი­ტებ­ზე, რაც მისი პრო­დუქ­ტი­სა თუ სერ­ვი­სის გა­ყიდ­ვებ­სა და ცნო­ბა­დო­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა," - ამ­ბობს ირი­ნა შარ­ვა­ში­ძე და ინ­ტერ­ნეტ სა­რეკ­ლა­მო გა­ყიდ­ვე­ბის 80 პრო­ცენ­ტი­ან ზრდას პროგ­ნო­ზი­რებს მიმ­დი­ნა­რე წლის­თვი­საც.

რაც შე­ე­ხე­ბა რეკ­ლა­მის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს, "პა­ლიტ­რა მე­დია" ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვალ­მა ბეჭ­დურ­მა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა შარ­შან სა­რეკ­ლა­მო გა­ყიდ­ვე­ბის 11,4%-იანი ზრდა აჩ­ვე­ნეს და მიმ­დი­ნა­რე წელ­საც 12%-იან ზრდა­ზე გეგ­მა­ვენ გას­ვლას.

"რა­დიო პა­ლიტ­რას" კი, გა­სულ წელს სა­რეკ­ლა­მო გა­ყიდ­ვებ­ში 17%-იანი ზრდა ჰქონ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის რა­დიო გეგ­მავს რეკ­ლა­მის გა­ყიდ­ვე­ბის 30%-ით გა­ზარ­დოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰოლ­დინგს გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს ახა­ლი მი­მა­თუ­ლე­ბე­ბი: ტე­ლე­ვი­ზია და გარე რეკ­ლა­მა (outdoor) და­ე­მა­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­რეკ­ლა­მო დე­პარ­ტა­მენ­ტი წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­რეკ­ლა­მო გა­ყიდ­ვე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას გეგ­მავს.

ირი­ნა შარ­ვა­ში­ძის თქმით, სა­ერ­თო ჯამ­ში, ქარ­თუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა და გა­მო­ცო­ცხლე­ბის ტენ­დენ­ცია აშ­კა­რად შე­სამ­ჩნე­ვია, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს კი­დეც "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" სა­რეკ­ლა­მო დე­პარ­ტა­მენ­ტის პო­ზი­ტი­ურ მო­ლო­დი­ნებს მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის.

bpn.ge

"პალიტრა მედიას" ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვები 2013 წელს 81,3%-ით გაიზარდა

"პალიტრა მედიას" ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვები 2013 წელს 81,3%-ით გაიზარდა

"პალიტრა მედია" ჰოლდინგის ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვების მაჩვენებელი 2013 წელს წინა წელთან შედარებით 81,3 პროცენტით გაიზარდა.

როგორც "პალიტრა მედიას" სარეკლამო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა შარვაშიძე აცხადებს, რეკლამის დამკვეთების მხრიდან ინტერნეტ რეკლამის მიმართ ასეთ დაინტერესებას ის შესაძლებლობები განაპირობებს, რაც ამ ტიპის რეკლამას გააჩნია.

"კერძოდ, ინტერნეტ რეკლამის განთავსებისას რეკლამის დამკვეთს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი - განათავსოს ვიდეო, ინტერაქტიული, არასტანდარტული რეკლამა მაღალრეიტინგულ საიტებზე, რაც მისი პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვებსა და ცნობადობაზე დადებითად აისახება," - ამბობს ირინა შარვაშიძე და ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვების 80 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს მიმდინარე წლისთვისაც.

რაც შეეხება რეკლამის სხვა მიმართულებებს, "პალიტრა მედია" ჰოლდინგში შემავალმა ბეჭდურმა მედია საშუალებებმა შარშან სარეკლამო გაყიდვების 11,4%-იანი ზრდა აჩვენეს და მიმდინარე წელსაც 12%-იან ზრდაზე გეგმავენ გასვლას.

"რადიო პალიტრას" კი, გასულ წელს სარეკლამო გაყიდვებში 17%-იანი ზრდა ჰქონდა. მიმდინარე წლისთვის რადიო გეგმავს რეკლამის გაყიდვების 30%-ით გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგს გასული წლის მიწურულს ახალი მიმათულებები: ტელევიზია და გარე რეკლამა (outdoor) დაემატა. შესაბამისად, სარეკლამო დეპარტამენტი წელს ამ მიმართულებებზე სარეკლამო გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს.

ირინა შარვაშიძის თქმით, საერთო ჯამში, ქართული სარეკლამო ბაზრის გააქტიურებისა და გამოცოცხლების ტენდენცია აშკარად შესამჩნევია, რაც განაპირობებს კიდეც "პალიტრა მედიას" სარეკლამო დეპარტამენტის პოზიტიურ მოლოდინებს მიმდინარე წლისთვის.

bpn.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები