მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რას ვჭამთ!"
"გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რას ვჭამთ!"

"ცხო­ვე­ლე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, მე არ ვჭამ ჩემს მე­გობ­რებს", - ამ­ბობ­და ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ჯორჯ ბერ­ნარდ შოუ, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბი ცხო­ვე­ლებს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ საკ­ვე­ბად იყე­ნებ­დნენ. რო­გორც ვე­ტე­რი­ნა­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, შპს "ნი­კო­რას" ექი­მი-ზე­დამ­ხედ­ვე­ლი თე­ი­მუ­რაზ მარ­ხვაშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­საკ­ლა­ო­ზე მიყ­ვა­ნილ ცხო­ვე­ლებს პულ­სი და სუნ­თქვა უჩ­ქარ­დე­ბათ, სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არი­ან და ისე­ვე იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც გო­ნი­ე­რი არ­სე­ბე­ბი.

- ბა­ტო­ნო თე­ი­მუ­რაზ, თავ­და­პირ­ვე­ლად თქვე­ნი ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ.

- ჩემს ფუნ­ქცი­ებს შო­რის უმ­თავ­რე­სი სა­საკ­ლა­ო­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის კლი­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბაა: უნდა გა­ვუ­ზო­მო ტემ­პე­რა­ტუ­რა, პულ­სი, სუნ­თქვა და შემ­დეგ და­ვად­გი­ნო, კლი­ნი­კუ­რად ჯან­სა­ღია თუ არა. ვიდ­რე სა­საკ­ლა­ო­ზე გა­იყ­ვან­დნენ, პი­რუ­ტყვი ორი სა­ა­თით მა­ინც უნდა გა­ა­ჩე­რო იმი­ტომ, რომ ამ დროს ის სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, პულ­სი და სუნ­თქვაც აჩ­ქა­რე­ბუ­ლი აქვს და ამ სიმპტო­მებ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტი შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს. ამი­ტომ ჯერ უნდა დამ­შვიდ­დეს და ამის შემ­დეგ გაჰ­ყავთ და­საკ­ლა­ვად. სა­საკ­ლა­ო­ე­ბი ჩვენ­თან ბევ­რია: გა­ჩი­ან­ში, ყა­რა­ჯა­ლა­ში, რუს­თავ­ში, ტა­ბახ­მე­ლა­ში და ა.შ. რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო სა­საკ­ლა­ოც არის, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, კერ­ძო სა­საკ­ლა­ო­ე­ბია.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ ხორ­ცი, რო­მელ­საც სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ვყი­დუ­ლობთ, უვ­ნე­ბე­ლი და ჯან­სა­ღია?

- შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ის გი­თხრათ, რაც ჩვენს სა­საკ­ლა­ო­ზე ხდე­ბა: ჩვენ­გან მა­ღა­ზი­ებ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ი­მე­დო და შე­მოწ­მე­ბუ­ლი ხორ­ცი შე­დის.

უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი: ჯილე­ხი, ბრუ­ცე­ლო­ზი, თურ­ქუ­ლი, არ­სე­ბობს არა­ნაკ­ლებ სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ხალ­ხში "ჭრი­ჭი­ნას" ეძა­ხი­ან: ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს პი­რუ­ტყვის კანი და­ხორკლი­ლია და თით­ქოს ჭრი­ჭი­ნებს, ამი­ტო­მაც და­ერ­ქვა ეს სა­ხე­ლი. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ადა­მი­ან­ზეც გა­და­დის და მის ჯან­მრთე­ლო­ბას დიდ საფრ­თხეს უქ­მნის. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო პას­ტე­რე­ლო­ზი, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბაა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პას­ტე­რე­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რუ­ტყვის ხორცს შე­ჭამს, მო­ი­წამ­ლე­ბა, თუ დრო­ზე არ მი­ა­კი­თხა ექიმს, შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბამ სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს. უაღ­რე­სად სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა ცო­ფიც. მას თა­ვი­სი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი აქვს, რო­მე­ლიც 6 სა­ა­თი­დან 2 კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა. გლეხ­მა ხში­რად არც კი იცის, პი­რუ­ტყვს ესა თუ ის ინ­ფექ­ცია აქვს თუ - არა. სწო­რედ ამი­ტო­მაა სა­ში­ში ქუ­ჩა­ში გა­მო­ტა­ნი­ლი, შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი ხორ­ცის შე­ძე­ნა.

ბრუ­ცე­ლო­ზი და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, მათი ბა­ცი­ლე­ბი გა­და­დის შარ­დშიც, ფე­კა­ლი­ებ­შიც და რძე­შიც. ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რუ­ტყვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­მოწ­მე­ბა.

ადრე ყვე­ლა და­ბა­სა და სო­ფელ­ში იყო ვე­ტე­რი­ნა­რი, რომ­ლის­გა­ნაც გლეხს თა­ვი­სი სა­ქონ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბა უნდა აეღო. ამ მოწ­მო­ბას "ფორ­მაN 1" ერ­ქვა, მას­ში ეწე­რა და­საკ­ლა­ვი პი­რუ­ტყვის ჯიში, სქე­სი, ასა­კი, ახლა კი შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მო­ი­პა­როს პი­რუ­ტყვი, დაკ­ლას და გა­ყი­დოს ისე, რომ პა­სუ­ხიც არ მო­ე­თხო­ვოს. არა­და, ეს მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბი პი­რუ­ტყვი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­დის და პი­რი­ქით - ადა­მი­ა­ნი­დან ცხო­ველ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ბა­ცი­ლა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდგრა­დია, რაც უნდა დიდ­ხანს ხარ­შოთ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­ა­ნი სა­ქონ­ლის ხორ­ცი, ბა­ცი­ლა აუ­ცი­ლებ­ლად სად­მე დარ­ჩე­ბა. უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბაა ბრუ­ცე­ლო­ზიც, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს ჯან­მრთე­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ადა­მი­ა­ნის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებს. ქალს საკ­ვერ­ცხე­ებს უზი­ა­ნებს, ხოლო მა­მა­კაცს პო­ტენ­ცი­ას უკარ­გავს. ბრუ­ცე­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა მთე­ლი სი­ცო­ცხლე უნდა იმ­კურ­ნა­ლოს. ბრუ­ცე­ლო­ზი ადა­მი­ან­ზე რძის ნა­წარ­მი­დან და ყვე­ლი­და­ნაც გა­და­დის, ამი­ტომ

ჭყინ­ტი ყვე­ლი სა­ში­შია. ყვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­ჩე­როთ მა­რილ­წყალ­ში 4-5 დღით მა­ინც. როცა მა­რი­ლის ხსნა­რით გა­იჟღინ­თე­ბა, სა­ში­ში აღარ არის.

ასე­ვე არ არის სა­ში­ში სულ­გუ­ნი, რად­გან მომ­ზა­დე­ბი­სას დიდ­ხანს იხარ­შე­ბა.

- რო­გორ ხვდე­ბა სა­ვაჭ­რო ქსელ­ში სა­ხედ­რი­სა და ცხე­ნის ხორ­ცი, ან სუ­ლაც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხორ­ცი?

- თბი­ლისს ხორ­ცით ქა­ლა­ქის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი ამა­რა­გე­ბენ. მო­ვაჭ­რე­ე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ ხბო­რებს, ზრდი­ან, ასუ­ქე­ბენ, მერე კლა­ვენ და ხორცს ყი­დი­ან. ყვე­ლას თა­ვი­სი კლი­ენ­ტუ­რა ჰყავს. არი­ან ქორ­ვაჭ­რე­ბიც. სწო­რედ მათი "დამ­სა­ხუ­რე­ბაა", რომ ორი­ო­დე კვი­რის წინ სა­ვაჭ­რო ქსელ­ში სა­ხედ­რის ხორ­ცი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ხოლო უფრო ადრე - ცხე­ნის ხორ­ცი. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ძაღ­ლის ხორ­ციც აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. სხვა­თა შო­რის, ია­კუ­ტი­ა­ში ძაღ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რად ასუ­ქე­ბენ და ჭა­მენ, მას ტკბი­ლი გემო აქვს, ვერც კი გა­არ­ჩევ ცხვრის ხორ­ცი­სა­გან. სა­ხე­დარს, რო­დე­საც გა­ტყა­ვე­ბუ­ლია, სპე­ცი­ა­ლის­ტი თუ არა ხარ და ნეკ­ნე­ბი თუ არ და­უთ­ვა­ლე, ვე­რაფ­რით გა­ნას­ხვა­ვებ ხბოს ხორ­ცი­სა­გან. იგი­ვე უნდა ით­ქვას ცხე­ნის ხორ­ცზეც. მარ­თა­ლია, ცხე­ნის ხორცს მომ­ჟა­ვო გემო აქვს, მაგ­რამ ის სა­სარ­გებ­ლოა კუჭ-ნაწ­ლა­ვი­სა და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მი­სათ­ვის. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ცხე­ნის ხორ­ცი კი არა, დე­ლი­კა­ტე­სად ბა­ყა­ყი და ლო­კო­კი­ნაც ით­ვლე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­გვარ საკ­ვებს არ მი­ირ­თმე­ვენ, ამი­ტომ სა­ხედ­რი­სა და ცხე­ნის ხორ­ცი ბა­ზარ­ზე არ უნდა მოხ­ვდეს.

- რო­გორ მიხ­ვდეს ადა­მი­ა­ნი, რომ ჯან­საღ ხორცს ყი­დუ­ლობს?

- თუ ხორცს ღია წი­თე­ლი ფერი აქვს, ესე იგი, ახა­ლია, ხოლო ხუთ წელს ზე­მოთ ასა­კის სა­ქონ­ლის ხორცს მოყ­ვი­თა­ლო ფერი გა­დაჰ­კრავს, რად­გან უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცხიმს შე­ი­ცავს. რაც მთა­ვა­რია, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბეჭ­დის არ­სე­ბო­ბას ხორ­ცზე.

- ბევ­რს უყ­ვარს ღვიძ­ლი, რო­მე­ლიც ხში­რად შე­ი­ცავს ექი­ნო­კო­კის ბა­ცი­ლებს. არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ექი­ნო­კო­კი გა­დაგ­ვე­დოს?

- სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შიგ­ნე­ულ­სა და მათ შო­რის გულ-ღვიძლსაც გულ­მოდ­გი­ნედ ვა­მუ­შა­ვებთ და თუ აღ­მო­ვა­ჩენთ ექი­ნო­კო­კურ ბუშ­ტებს, ამო­ვაჭ­რით ხოლ­მე - ეს ინ­სტრუქ­ცი­ით დაშ­ვე­ბუ­ლია. ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რებ­საც გა­დავ­სე­რავთ და კარ­გად ვა­სუფ­თა­ვებთ. თუ ღვიძ­ლის ზე­და­პი­რი და­სე­რი­ლია და ალაგ-ალაგ ამოჭ­რი­ლიც, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ის უკვე სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ გა­სინ­ჯუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, უხი­ფა­თოა, ხოლო თუ ღვიძლს სწო­რი ზე­და­პი­რი აქვს, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ კარ­გია, შე­იძ­ლე­ბა შიგ­ნით ჩირ­ქო­ვა­ნი კე­რე­ბი იყოს და ესე იგი, და­ა­ვა­დე­ბუ­ლია. სა­სურ­ვე­ლია, უკვე ნა­ყი­დი ღვიძ­ლი მო­ხარ­შოთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შეწ­ვათ.

- ცალ­კე სა­სა­უბ­რო თე­მაა ღო­რის ხორ­ცი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს უყ­ვარს.

- ღორი ხში­რად ტრი­ქი­ნე­ლა­თი ავად­დე­ბა, რად­გან ყვე­ლაფ­რის მჭა­მე­ლია, რო­მე­ლიც დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლია ტრი­ქი­ნე­ლა­თი. და­ა­ვა­დე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ღორი შუ­ა­ლე­დუ­რი "მას­პინ­ძე­ლია". ერთი შე­ხედ­ვით მას არა­ფე­რი ეტყო­ბა: კარ­გად ჭამს, იზ­რდე­ბა, კი­დეც მრავ­ლდე­ბა და ა.შ. ტრი­ქი­ნე­ლო­ზით ღორი ავად­დე­ბა, მერე კი ის ადა­მი­ან­ზეც გა­და­დის - ემა­ტე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა, აცი­ებს, ტან­ზე აყ­რის და აქვს გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა. თუ ექიმ­თან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ვი­და, ვე­რა­ვი­თა­რი მკურ­ნა­ლო­ბა ვე­ღარ შვე­ლის, პრო­ცე­სი 3-4 წელი გრძელ­დე­ბა, ტრი­ქი­ნე­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ღვიძ­ლი მწყობ­რი­დან გა­მო­დის და ის იღუ­პე­ბა. ამი­ტომ, თუ ღო­რის ხორ­ცი გა­მოკ­ვლე­უ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლი არ არის, არ უნდა შე­ვი­ძი­ნოთ, რად­გან ტრი­ქი­ნე­ლას მო­ხარ­შვაც ვერ კლავს. ხში­რად წე­რენ, რომ ღო­რის ხორ­ცი 3-4 სა­ა­თი უნდა ვხარ­შოთ და ბა­ცი­ლე­ბი და­ი­ღუ­პე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის­თვის ასე არ არის - ტრი­ქი­ნე­ლას ბა­ცი­ლა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეც კი არ კვდე­ბა. ალ­ბათ, მკი­თხველს გა­უჩ­ნდე­ბა კი­თხვა: სად უნდა შე­ვი­ძი­ნოთ ღო­რის ხორ­ცი? რო­გორც წესი, ყვე­ლა დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში არის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ იკ­ვლევს ღო­რის ხორცს. აგ­რა­რულ ბაზ­რებ­შიც არ გა­მო­აქვთ ღო­რის ხორ­ცი, თუ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ შე­მოწ­მდა ტრი­ქი­ნე­ლოზ­ზე. ამი­ტომ მკი­თხვე­ლი კი­დევ ერთხელ უნდა გა­ვაფრ­თხი­ლო: შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი, ქუ­ჩა­ში გა­მო­ტა­ნი­ლი ხორ­ცის ყიდ­ვი­სა­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვოთ. თუ ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი ბე­ჭე­დი, ანუ დამ­ღა უნდა ეტყო­ბო­დეს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ტყამს. მა­ღა­ზი­ა­ში შე­უ­მოწ­მე­ბელ ხორცს არა­ვინ გა­ა­ჩე­რებს, მაგ­რამ არი­ან ქორ­ვაჭ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბულ და შე­უ­მოწ­მე­ბელ ხორცს ერ­თმა­ნეთ­ში ურე­ვენ - შე­უ­მოწ­მე­ბელ ხორცს კუ­წა­ვენ და ჩვე­უ­ლებ­რივ უკე­თე­ბენ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. სწო­რედ ასე შე­მო­ი­პა­რე­ბა ხოლ­მე ჩვენს დახ­ლებ­ზე უხა­რის­ხო და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი.

- რა­ი­ო­ნებ­ში ხში­რად ოჯახ­ში კლა­ვენ სა­ქო­ნელს და ხორცს იქვე, მე­ზობ­ლებ­ში ყი­დი­ან.

- სწო­რედ ამ მიზ­ნით იქ­მნე­ბა ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, სა­დაც 200-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი იმუ­შა­ვებს. ისი­ნი პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, ვინც უნდა იყოს, მკაც­რად და­ის­ჯე­ბა: თუ ვინ­მე ხორცს "ფორ­მა 2"-ის გა­რე­შე გა­ყი­დის, 400-ლა­რი­ან ჯა­რი­მას და­ა­კის­რე­ბენ და პრო­დუქტსაც ჩა­მო­არ­თმე­ვენ.

- რა ტი­პის ხორ­ცია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ან ხან­დაზ­მუ­ლი სა­ქონ­ლის ხორ­ცზე რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას?

ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში გაზ­რდი­ლი, მინ­დვ­რის სა­ქონ­ლის ხორ­ცი ყვე­ლა­ზე მარ­გე­ბე­ლია შეთ­ვი­სე­ბა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ასე­ვე მარ­გე­ბე­ლია ძვლი­ა­ნი ხორ­ცი და მისი ნა­ხარ­ში იმი­ტომ, რომ კალ­ცი­უ­მის მა­რაგს შე­ი­ცავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ხან­დაზ­მუ­ლი სა­ქონ­ლის ხორცს, გა­მოც­დი­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი მას უფრო წვნი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას იყე­ნე­ბენ, რად­გან მისი შეწ­ვა ძნე­ლია. მხო­ლოდ ეს არის მისი ნაკ­ლი.

- ად­გი­ლობ­რი­ვი, ქარ­თუ­ლი ხორ­ცი რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ შე­მო­ტა­ნი­ლი, იმ­პორ­ტუ­ლი ხორ­ცი­სა­გან?

- ხორ­ცი და ღვიძ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­გენ­ტი­ნი­დან და ბრა­ზი­ლი­ი­და­ნაც შე­მო­დის, ამი­ტომ ამ შემ­თხვე­ვა­ში გამ­ყიდ­ვე­ლის სი­ტყვას უნდა ენ­დოთ, თო­რემ მათი გარ­ჩე­ვა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს, ხორ­ცი არ­გენ­ტი­ნუ­ლია თუ ქარ­თუ­ლი. გვაქვს უფ­ლე­ბა, ვი­ცო­დეთ, რაში ვხარ­ჯავთ ფულს და რას ვჭამთ. ამ­გვარ სა­კი­თხებს სწო­რედ ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფი გა­ა­კონ­ტრო­ლებს. კა­ნონ­მა უნდა მო­ა­წეს­რი­გოს ეს სფე­რო, რომ მყიდ­ველს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, ხოლო ვინც კა­ნონს და­არ­ღვევს, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

"გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რას ვჭამთ!"

"გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რას ვჭამთ!"

"ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე არ ვჭამ ჩემს მეგობრებს", - ამბობდა ცნობილი მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუ, თუმცა, ადამიანები ცხოველებს საუკუნეების განმავლობაში სწორედ საკვებად იყენებდნენ. როგორც ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, შპს "ნიკორას" ექიმი-ზედამხედველი თეიმურაზ მარხვაშვილი ამბობს, სასაკლაოზე მიყვანილ ცხოველებს პულსი და სუნთქვა უჩქარდებათ, სტრესულ სიტუაციაში არიან და ისევე იქცევიან, როგორც გონიერი არსებები.

- ბატონო თეიმურაზ, თავდაპირველად თქვენი ფუნქციების შესახებ გვიამბეთ.

- ჩემს ფუნქციებს შორის უმთავრესი სასაკლაოზე მიღებული ცხოველების კლინიკური შემოწმებაა: უნდა გავუზომო ტემპერატურა, პულსი, სუნთქვა და შემდეგ დავადგინო, კლინიკურად ჯანსაღია თუ არა. ვიდრე სასაკლაოზე გაიყვანდნენ, პირუტყვი ორი საათით მაინც უნდა გააჩერო იმიტომ, რომ ამ დროს ის სტრესულ სიტუაციაშია, პულსი და სუნთქვაც აჩქარებული აქვს და ამ სიმპტომებმა სპეციალისტი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს. ამიტომ ჯერ უნდა დამშვიდდეს და ამის შემდეგ გაჰყავთ დასაკლავად. სასაკლაოები ჩვენთან ბევრია: გაჩიანში, ყარაჯალაში, რუსთავში, ტაბახმელაში და ა.შ. რამდენიმე სახელმწიფო სასაკლაოც არის, მაგრამ, ძირითადად, კერძო სასაკლაოებია.

- დარწმუნებული ხართ, რომ ხორცი, რომელსაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ, უვნებელი და ჯანსაღია?

- შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რაც ჩვენს სასაკლაოზე ხდება: ჩვენგან მაღაზიებში აბსოლუტურად საიმედო და შემოწმებული ხორცი შედის.

უპირველესად უნდა გამოირიცხოს საშიში დაავადებები: ჯილეხი, ბრუცელოზი, თურქული, არსებობს არანაკლებ საშიში დაავადება, რომელსაც ხალხში "ჭრიჭინას" ეძახიან: ამ დაავადების დროს პირუტყვის კანი დახორკლილია და თითქოს ჭრიჭინებს, ამიტომაც დაერქვა ეს სახელი. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ადამიანზეც გადადის და მის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. აუცილებლად უნდა ვახსენო პასტერელოზი, რომელიც სახიფათო დაავადებაა. ადამიანი, რომელიც პასტერელოზით დაავადებული პირუტყვის ხორცს შეჭამს, მოიწამლება, თუ დროზე არ მიაკითხა ექიმს, შესაძლოა დაავადებამ სიკვდილი გამოიწვიოს. უაღრესად საშიში დაავადებაა ცოფიც. მას თავისი ინკუბაციური პერიოდი აქვს, რომელიც 6 საათიდან 2 კვირამდე გრძელდება. გლეხმა ხშირად არც კი იცის, პირუტყვს ესა თუ ის ინფექცია აქვს თუ - არა. სწორედ ამიტომაა საშიში ქუჩაში გამოტანილი, შეუმოწმებელი ხორცის შეძენა.

ბრუცელოზი და ტუბერკულოზი საქართველოში ძალიან გავრცელებულია. სამწუხაროდ, მათი ბაცილები გადადის შარდშიც, ფეკალიებშიც და რძეშიც. ამიტომ არის აუცილებელი პირუტყვის საფუძვლიანად შემოწმება.

ადრე ყველა დაბასა და სოფელში იყო ვეტერინარი, რომლისგანაც გლეხს თავისი საქონლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა უნდა აეღო. ამ მოწმობას "ფორმაN 1" ერქვა, მასში ეწერა დასაკლავი პირუტყვის ჯიში, სქესი, ასაკი, ახლა კი შეიძლება ვიღაცამ მოიპაროს პირუტყვი, დაკლას და გაყიდოს ისე, რომ პასუხიც არ მოეთხოვოს. არადა, ეს მწვავე ინფექციები პირუტყვიდან ადამიანზე გადადის და პირიქით - ადამიანიდან ცხოველზე. განსაკუთრებით საშიშია ტუბერკულოზის ბაცილა, რომელიც ძალიან მდგრადია, რაც უნდა დიდხანს ხარშოთ ტუბერკულოზიანი საქონლის ხორცი, ბაცილა აუცილებლად სადმე დარჩება. უმძიმესი დაავადებაა ბრუცელოზიც, რომელიც ანადგურებს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ადამიანის სასქესო ორგანოებს. ქალს საკვერცხეებს უზიანებს, ხოლო მამაკაცს პოტენციას უკარგავს. ბრუცელოზით დაავადებულმა ადამიანმა მთელი სიცოცხლე უნდა იმკურნალოს. ბრუცელოზი ადამიანზე რძის ნაწარმიდან და ყველიდანაც გადადის, ამიტომ

ჭყინტი ყველი საშიშია. ყველი აუცილებლად უნდა გავაჩეროთ მარილწყალში 4-5 დღით მაინც. როცა მარილის ხსნარით გაიჟღინთება, საშიში აღარ არის.

ასევე არ არის საშიში სულგუნი, რადგან მომზადებისას დიდხანს იხარშება.

- როგორ ხვდება სავაჭრო ქსელში სახედრისა და ცხენის ხორცი, ან სულაც დაავადებული ხორცი?

- თბილისს ხორცით ქალაქის გარშემო არსებული სოფლები ამარაგებენ. მოვაჭრეები ყიდულობენ ხბორებს, ზრდიან, ასუქებენ, მერე კლავენ და ხორცს ყიდიან. ყველას თავისი კლიენტურა ჰყავს. არიან ქორვაჭრებიც. სწორედ მათი "დამსახურებაა", რომ ორიოდე კვირის წინ სავაჭრო ქსელში სახედრის ხორცი აღმოაჩინეს, ხოლო უფრო ადრე - ცხენის ხორცი. იყო შემთხვევა, როცა ძაღლის ხორციც აღმოუჩენიათ. სხვათა შორის, იაკუტიაში ძაღლებს სპეციალურად ასუქებენ და ჭამენ, მას ტკბილი გემო აქვს, ვერც კი გაარჩევ ცხვრის ხორცისაგან. სახედარს, როდესაც გატყავებულია, სპეციალისტი თუ არა ხარ და ნეკნები თუ არ დაუთვალე, ვერაფრით განასხვავებ ხბოს ხორცისაგან. იგივე უნდა ითქვას ცხენის ხორცზეც. მართალია, ცხენის ხორცს მომჟავო გემო აქვს, მაგრამ ის სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემისათვის. ზოგიერთ ქვეყანაში ცხენის ხორცი კი არა, დელიკატესად ბაყაყი და ლოკოკინაც ითვლება, მაგრამ საქართველოში ამგვარ საკვებს არ მიირთმევენ, ამიტომ სახედრისა და ცხენის ხორცი ბაზარზე არ უნდა მოხვდეს.

- როგორ მიხვდეს ადამიანი, რომ ჯანსაღ ხორცს ყიდულობს?

- თუ ხორცს ღია წითელი ფერი აქვს, ესე იგი, ახალია, ხოლო ხუთ წელს ზემოთ ასაკის საქონლის ხორცს მოყვითალო ფერი გადაჰკრავს, რადგან უფრო დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს. რაც მთავარია, ყურადღება უნდა მიაქციოთ სპეციალური ბეჭდის არსებობას ხორცზე.

- ბევრს უყვარს ღვიძლი, რომელიც ხშირად შეიცავს ექინოკოკის ბაცილებს. არის საშიშროება, რომ ექინოკოკი გადაგვედოს?

- სპეციალისტები შიგნეულსა და მათ შორის გულ-ღვიძლსაც გულმოდგინედ ვამუშავებთ და თუ აღმოვაჩენთ ექინოკოკურ ბუშტებს, ამოვაჭრით ხოლმე - ეს ინსტრუქციით დაშვებულია. ნაღვლის სადინარებსაც გადავსერავთ და კარგად ვასუფთავებთ. თუ ღვიძლის ზედაპირი დასერილია და ალაგ-ალაგ ამოჭრილიც, ჩათვალეთ, რომ ის უკვე სპეციალისტის მიერ გასინჯული და შესაბამისად, უხიფათოა, ხოლო თუ ღვიძლს სწორი ზედაპირი აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კარგია, შეიძლება შიგნით ჩირქოვანი კერები იყოს და ესე იგი, დაავადებულია. სასურველია, უკვე ნაყიდი ღვიძლი მოხარშოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეწვათ.

- ცალკე სასაუბრო თემაა ღორის ხორცი, რომელიც საქართველოში ბევრს უყვარს.

- ღორი ხშირად ტრიქინელათი ავადდება, რადგან ყველაფრის მჭამელია, რომელიც დასნებოვნებულია ტრიქინელათი. დაავადების სრულყოფილი განვითარებისათვის ღორი შუალედური "მასპინძელია". ერთი შეხედვით მას არაფერი ეტყობა: კარგად ჭამს, იზრდება, კიდეც მრავლდება და ა.შ. ტრიქინელოზით ღორი ავადდება, მერე კი ის ადამიანზეც გადადის - ემატება ტემპერატურა, აციებს, ტანზე აყრის და აქვს გულისრევის შეგრძნება. თუ ექიმთან ერთი კვირის განმავლობაში არ მივიდა, ვერავითარი მკურნალობა ვეღარ შველის, პროცესი 3-4 წელი გრძელდება, ტრიქინელოზით დაავადებული ადამიანის ღვიძლი მწყობრიდან გამოდის და ის იღუპება. ამიტომ, თუ ღორის ხორცი გამოკვლეული და შემოწმებული არ არის, არ უნდა შევიძინოთ, რადგან ტრიქინელას მოხარშვაც ვერ კლავს. ხშირად წერენ, რომ ღორის ხორცი 3-4 საათი უნდა ვხარშოთ და ბაცილები დაიღუპება, მაგრამ ყველა დაავადებისთვის ასე არ არის - ტრიქინელას ბაცილა მაღალ ტემპერატურაზეც კი არ კვდება. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა: სად უნდა შევიძინოთ ღორის ხორცი? როგორც წესი, ყველა დიდ სუპერმარკეტში არის სპეციალისტი, რომელიც საგანგებოდ იკვლევს ღორის ხორცს. აგრარულ ბაზრებშიც არ გამოაქვთ ღორის ხორცი, თუ საფუძვლიანად არ შემოწმდა ტრიქინელოზზე. ამიტომ მკითხველი კიდევ ერთხელ უნდა გავაფრთხილო: შეუმოწმებელი, ქუჩაში გამოტანილი ხორცის ყიდვისაგან თავი უნდა შეიკავოთ. თუ ის ლაბორატორიულად შემოწმებულია, სპეციალური ბეჭედი, ანუ დამღა უნდა ეტყობოდეს, რომელსაც სპეციალისტი არტყამს. მაღაზიაში შეუმოწმებელ ხორცს არავინ გააჩერებს, მაგრამ არიან ქორვაჭრები, რომლებიც ვეტერინარების მიერ შემოწმებულ და შეუმოწმებელ ხორცს ერთმანეთში ურევენ - შეუმოწმებელ ხორცს კუწავენ და ჩვეულებრივ უკეთებენ რეალიზაციას. სწორედ ასე შემოიპარება ხოლმე ჩვენს დახლებზე უხარისხო და დაბინძურებული ხორცპროდუქტები.

- რაიონებში ხშირად ოჯახში კლავენ საქონელს და ხორცს იქვე, მეზობლებში ყიდიან.

- სწორედ ამ მიზნით იქმნება ინსპექტირების დეპარტამენტი, სადაც 200-კაციანი ჯგუფი იმუშავებს. ისინი პოლიციასთან ერთად საქართველოს მასშტაბით გააკონტროლებენ სიტუაციას და ასეთ შემთხვევაში რეალიზატორი, ვინც უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება: თუ ვინმე ხორცს "ფორმა 2"-ის გარეშე გაყიდის, 400-ლარიან ჯარიმას დააკისრებენ და პროდუქტსაც ჩამოართმევენ.

- რა ტიპის ხორცია ყველაზე სასარგებლო ჯანმრთელობისათვის ან ხანდაზმული საქონლის ხორცზე რა შეიძლება ითქვას?

ბუნებრივ პირობებში გაზრდილი, მინდვრის საქონლის ხორცი ყველაზე მარგებელია შეთვისებადობის თვალსაზრისით. ასევე მარგებელია ძვლიანი ხორცი და მისი ნახარში იმიტომ, რომ კალციუმის მარაგს შეიცავს.

რაც შეეხება ხანდაზმული საქონლის ხორცს, გამოცდილი დიასახლისები მას უფრო წვნიანების მომზადებისას იყენებენ, რადგან მისი შეწვა ძნელია. მხოლოდ ეს არის მისი ნაკლი.

- ადგილობრივი, ქართული ხორცი როგორ უნდა გავარჩიოთ შემოტანილი, იმპორტული ხორცისაგან?

- ხორცი და ღვიძლი საქართველოში არგენტინიდან და ბრაზილიიდანაც შემოდის, ამიტომ ამ შემთხვევაში გამყიდველის სიტყვას უნდა ენდოთ, თორემ მათი გარჩევა ერთმანეთისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ბუნებრივია, მითითებული უნდა იყოს, ხორცი არგენტინულია თუ ქართული. გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რაში ვხარჯავთ ფულს და რას ვჭამთ. ამგვარ საკითხებს სწორედ ინსპექტირების ჯგუფი გააკონტროლებს. კანონმა უნდა მოაწესრიგოს ეს სფერო, რომ მყიდველს არჩევანის საშუალება ჰქონდეს, ხოლო ვინც კანონს დაარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია