მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს საჭე: საქართველოს არჩევანი
ოქროს საჭე: საქართველოს არჩევანი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ხან­გრძლი­ვი და მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა! და ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო პირ­ვე­ლი, თუ არა ჟურ­ნა­ლი "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლო"? გერ­მა­ნულ­მა AUTO BILD-მა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ოს­კა­რე­ბი ნო­ემ­ბერ­ში ჩა­მო­ა­რი­გა, ჩვენ კი გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­მო­კი­თხვა წლის ბო­ლომ­დე გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა და ექ­ვსი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მოგ­ვევ­ლი­ნა, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის, ანუ, თქვე­ნი აზრი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ახლა კი, 2014 წლის თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში თქვენ წი­ნა­შეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 4-თვი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­კი­თხვა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ვებ-გვერ­დი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ბუკ­ლე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მხო­ლოდ და მხო­ლოდ 2013 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ერთი კომ­პი­უ­ტე­რი­დან მხო­ლოდ ერთხელ შე­იძ­ლე­ბო­და ხმის მი­ცე­მა.

მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნე­ბი და კომ­პაქ­ტე­ბი

1. Mazda 3 30.5 %Auto Bild

2. VW Golf 29.0 %

3. Toyota Auris 16.7 %

4. Peugeot 308 14.0 %

5. Nissan Note 4.1 %

6. Seat Leon 2.4 %

7. Mitsubishi Space Car 1.3 %

8. Lada Granta 1.2 %

9. Dacia Sandero 0.8 %

ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად Nissan Note და­წი­ნა­ურ­და, რაც აშ­კა­რად იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რომ "ოქ­როს სა­ჭის" მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია პირ­ვე­ლად სწო­რედ "ნი­სა­ნის ცენ­ტრმა" ჩა­ა­ტა­რა, მაგ­რამ მერე Mazda 3 გა­ლი­დერ­და და, თა­ნაც, ისე­თი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში ეჭვი აღარ გვე­პა­რე­ბო­და, რომ ია­პო­ნუ­რი კომ­პაქ­ტი პირ­ვე­ლო­ბას მო­ი­პო­ვებ­და. თუმ­ცა, მერე ახალ­მა "ფოლკს­ვა­გენ გოლფ­მა" "სის­წრა­ფე აკ­რი­ფა" და "მაზ­დას", რო­გორც იტყვი­ან, "სა­თო­ფე­ზე მი­უ­ახ­ლოვ­და". დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში, თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დით: 2 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს "გოლ­ფი" "მაზ­დას" სულ რა­ღაც 3 ხმით­ღა ჩა­მორ­ჩე­ბო­და! მაგ­რამ ია­პო­ნელ­მა პირ­ვე­ლო­ბა მა­ინც არ დათ­მო და დე­კემ­ბრის ბო­ლოს კონ­კუ­რენტს 1,5 პრო­ცენ­ტით გა­ას­წრო. ვუ­ლო­ცავთ "მაზ­დას" და "თე­გე­ტა მო­ტორსს", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ვე­ნე­ბის კლა­სი

1. Toyota Proace 25.5 %Auto Bild

2. Citroen Picasso 22.6 %

3. Kia Carens 19.6 %

4. Ford Turneo Custom 14.9 %

5. Ssang Yong Rodius 13.6 %

6. Dacia Dokker 3.8 %

ვინც ფიქ­რობს, რომ ვე­ნე­ბის კლა­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, ცდე­ბა! მარ­თა­ლია, ამ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ჩვენ­თან ვერ და­იკ­ვეხ­ნი­ან ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით, რო­გო­რი­თაც, მა­გა­ლი­თად ქრო­სო­ვე­რე­ბი (SUV-კლა­სი), მაგ­რამ გა­მო­კი­თხვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და მისი შე­დე­გი გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას, ვი­ფიქ­როთ, რომ რაც დრო გა­დის, ქარ­თვე­ლე­ბი ვე­ნებ­სა და მი­ნი­ვე­ნე­ბის უფრო და უფრო ვა­ფა­სებთ. 2013 წელს ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში სულ 6 ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თა­ვი­დან­ვე ორი ფა­ვო­რი­ტი გა­მო­იკ­ვე­თა: Toyota Proace და Citroen Picasso, თუმ­ცა ია­პო­ნელ­სა და ფრანგს ბო­ლომ­დე ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და კო­რე­ე­ლი Kia Carens. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში მშვე­ნი­ე­რი "პი­კა­სო" მე­ო­რე ად­გილს დას­ჯერ­და, პირ­ვე­ლო­ბა კი 2013 წლის ყვე­ლა­ზე პრაქ­ტი­კულ­მა ვენ­მა, "ტო­ი­ო­ტას" Proace-მა მო­ი­პო­ვა. ჩვე­ნი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი!

სა­შუ­ა­ლო კლა­სი

1. Audi A3 Sedan 34.6 %Auto Bild

2. Mercedes CLA 23.8 %

3. BMW 3er GT 14.1 %

4. Lexus IS 11.3 %

5. Infiniti Q 50 6.0 %

6. Skoda Octavia 4.3 %

7. Toyota Corolla 4.0 %

8. Mazda 6 1.9 %

BMW, "მერ­სე­დე­სი" თუ "აუდი"? კი­თხვა, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ჩვენს გა­მო­კი­თხვა­ში სა­შუ­ა­ლო კლა­სის კა­ტე­გო­რი­ა­ში და­ის­ვა. ამ გა­მო­კი­თხვამ კი­დევ ერთი სტე­რე­ო­ტი­პი და­ან­გრია, რად­გან რო­გორც ხე­დავთ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი Audi A3 სე­და­ნია. არა­და, რე­დაქ­ცი­ა­ში ვფიქ­რობ­დით, რომ პირ­ველ და მე­ო­რე ად­გი­ლებს "მერ­სე­დე­სი" და BMW გა­ი­ნა­წი­ლებ­დნენ. თა­ვი­დან ასეც იყო: ხან CLA ლი­დე­რობ­და, ხა­ნაც BMW-ს მე­სა­მე სე­რი­ის GT. და­ახ­ლო­ე­ბით ნო­ემ­ბრის მი­წუ­რულს კი "აუდი" გა­ლი­დერ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ იმით გახ­ლდათ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ "მერ­სე­დე­სი­სა" და BMW-ს ფა­ნებს თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. "აუ­დის" არ ჰყავს იმ­დე­ნი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ფანი, რამ­დე­ნიც იმ ორს და რო­გორც ჩანს, A3 სე­დანს ხმებს ნე­იტ­რა­ლუ­რი ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აძ­ლევ­დნენ. სა­შუ­ა­ლო კლასს ნამ­დვი­ლად ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს, რად­გან Audi A3 სე­და­ნი საქ­მე­ში ვნა­ხეთ და ის მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე ავ­ტო­მო­ბი­ლია.

კუ­პე­ე­ბი და კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბი

1. BMW 4er 29.6 %Auto Bild

2. Aston Martin Vanquish Volante 22.9 %

3. Porsche Cayman 20.5 %

4. Chevrolet Corvette 10.9 %

5. Jaguar F-Type 7.1 %

6. Alfa Romeo 4C 4.4 %

7. VW Beetle Cabrio 1.7 %

8. Opel Cascada 1.5 %

9. Citroen DS3 Cabrio 1.4 %

არ არ­სე­ბობს ავ­ტო­მო­ბი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც კუ­პე­ზე ან კაბ­რი­ო­ლეტ­ზე არ ოც­ნე­ბობს. ეს სწო­რედ სა­ოც­ნე­ბო კა­ტე­გო­რი­აა და რო­გორც ირ­კვე­ვა, 2013 წელს წარ­მო­ე­ბუ­ლი კუ­პე­ე­ბი­დან და კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბი­დან ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად BMW-ს ახალ­თა­ხალ მო­დელ­ზე, "მე­ო­თხე სე­რი­ა­ზე" ოც­ნე­ბო­ბენ. ბა­ვა­რი­ელ­თა მძაფ­რი კუპე გა­მო­კი­თხვის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და­წი­ნა­ურ­და და პირ­ვე­ლო­ბა წლის ბო­ლომ­დე ერთხე­ლაც კი არ დათ­მო - ესეც BMW-ს ფაქ­ტო­რი! მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი "ას­ტონ მარ­ტი­ნი" ექ­სტრე­მა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით Vanquish Volante, მე­სა­მე­ზე - გე­ნი­ა­ლუ­რი Porsche Cayman, მე­ო­თხე­ზე კი - ლე­გენ­და­რუ­ლი "შევ­რო­ლე კორ­ვე­ტის" ახა­ლი მო­დე­ლი. ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი სას­წა­უ­ლად ლა­მა­ზია, მაგ­რამ პირ­ვე­ლო­ბა ერთს უნდა რგე­ბო­და და ის ერთი უკვე იცით, ვინ­ცა­აა...

მა­ღა­ლი და მდიდ­რუ­ლი კლა­სი

1. Mercedes S კლა­სი 49.1 %Auto Bild

2. Bentley Flying Spur 20.0 %

3. Maserati Quattroporte 13.1 %

4. Maserati Ghibli 12.2 %

5. Cadillac CTS 5.6 %

აი, კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც გა­მო­კი­თხვის და­წყე­ბამ­დეც გა­მოკ­ვე­თი­ლი ფა­ვო­რი­ტი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ამ სტა­ტუსს მთე­ლი 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამარ­თლებ­და და სა­ბო­ლო­ოდ, მა­ღა­ლი და მდიდ­რუ­ლი კლა­სი მთელ გა­მო­კი­თხვა­ში ყვე­ლა­ზე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­ი­გო. ასეა: როცა ახა­ლი Mercedes S-კლა­სი გა­მო­დის, იმ წელს მა­ღალ და ლუქს-კლა­სებ­ში "ოქ­როს სა­ჭის" მო­გე­ბის შან­სი არა­ვის რჩე­ბა. თუმ­ცა, მა­ინც სა­კი­თხა­ვია, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­კი­თხვა, 2013 წელს BMW-ს ახა­ლი "მეშ­ვი­დე სე­რია" რომ გა­მო­ეშ­ვა, ხოლო "აუ­დის" კი - ახა­ლი A8. გვრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს სა­მე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად არ უშ­ვებს ერ­თსა და იმა­ვე წელს ახალ მო­დე­ლებს. ასეა თუ ისე, ფაქ­ტი ის არის, რა­საც ცხრილ­ში ხე­დავთ. ვუ­ლო­ცავთ "მერ­სე­დესს" და მის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

SUV-კლა­სი

1. Range Rover 44.4 %Auto Bild

2. BMW X5 26.8 %

3. Jeep Cherokee 13.6 %

4. Toyota RAV 4 5.5 %

5. Subaru Forester 3.3 %

6. Mini Paceman 2.8 %

7. Renault Captur 1.3 %

8. Ford Kuga 0.7 %

9. Chevrolet Trax 0.6 %

10. Suzuki SX4 0.5 %

11. Peugeot 2008 0.4 %

12. Ssang Yong Rexton 0.1 %

და­ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კლა­სი: SUV-ები, ქრო­სო­ვე­რე­ბი, თვით­მარ­ქვია თუ ხე­ი­რი­ა­ნი ყველ­გან­მავ­ლე­ბი... თუ გნე­ბავთ, მა­ინც "ჯი­პე­ბი" და­უ­ძა­ხეთ! ფაქ­ტია, რომ ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არა­თუ მო­დი­დან არ გა­და­დი­ან, არა­მედ ახალ-ახალ სი­მაღ­ლე­ებს იპყრო­ბენ. 2013 წელს წარ­მო­ე­ბუ­ლი ქრო­სო­ვე­რე­ბი­დან ორი ნამ­დვი­ლი გი­გან­ტი გახ­ლდათ და ცხა­დი იყო, რომ მთა­ვა­რი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სწო­რედ ამ ორს შო­რის გა­ი­მარ­თე­ბო­და: ვგუ­ლის­ხმობთ ახალ Range Rover-ს და ახალ BMW X5-ს. ასეც მოხ­და: ეს დუ­ე­ტი თა­ვი­დან­ვე და­წი­ნა­ურ­და. "რენ­ჯმა" და X5-მა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ად­გი­ლე­ბი მი­ნი­მუმ 30-ჯერ მა­ინც გაც­ვა­ლეს, ბო­ლოს კი ბრი­ტა­ნულ­მა SUV-მა იძა­ლა და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­წი­ნა­ურ­და, რის შემ­დე­გაც, X5-ის ქო­მა­გებ­მა ალ­ბათ ხელი ჩა­იქ­ნი­ეს. ფაქ­ტია, რომ გა­დამ­წყვე­ტი როლი ნე­იტ­რა­ლუ­რი ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის ხმებ­მა შე­ას­რუ­ლა. ვუ­ლო­ცავთ "ჯითი გრუპს" - Land Rover-ის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

autobild.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ოქროს საჭე: საქართველოს არჩევანი

ოქროს საჭე: საქართველოს არჩევანი

საქართველოში ასეთი ხანგრძლივი და მასშტაბური აქცია საავტომობილო სფეროში ჯერ არ ჩატარებულა! და ვინ უნდა ყოფილიყო პირველი, თუ არა ჟურნალი "AUTO BILD საქართველო"? გერმანულმა AUTO BILD-მა საავტომობილო ოსკარები ნოემბერში ჩამოარიგა, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ გამოკითხვა წლის ბოლომდე გაგვეგრძელებინა და ექვსივე კატეგორიაში ადგილობრივი გამარჯვებულები გამოგვევლინა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ქართველი მომხმარებლის, ანუ, თქვენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია! ახლა კი, 2014 წლის თებერვლის ნომერში თქვენ წინაშეა საქართველოში ჩატარებული 4-თვიანი კამპანიის საბოლოო შედეგები.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი ვებ-გვერდისა და სპეციალური ბუკლეტების საშუალებით მიმდინარეობდა, მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს გამოშვებული მოდელები მონაწილეობდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ხმის მიცემა.

მცირელიტრაჟიანები და კომპაქტები

1. Mazda 3 30.5 %Auto Bild

2. VW Golf 29.0 %

3. Toyota Auris 16.7 %

4. Peugeot 308 14.0 %

5. Nissan Note 4.1 %

6. Seat Leon 2.4 %

7. Mitsubishi Space Car 1.3 %

8. Lada Granta 1.2 %

9. Dacia Sandero 0.8 %

ამ კატეგორიაში თავდაპირველად Nissan Note დაწინაურდა, რაც აშკარად იმის დამსახურება გახლდათ, რომ "ოქროს საჭის" მხარდამჭერი აქცია პირველად სწორედ "ნისანის ცენტრმა" ჩაატარა, მაგრამ მერე Mazda 3 გალიდერდა და, თანაც, ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომ ოქტომბერში ეჭვი აღარ გვეპარებოდა, რომ იაპონური კომპაქტი პირველობას მოიპოვებდა. თუმცა, მერე ახალმა "ფოლკსვაგენ გოლფმა" "სისწრაფე აკრიფა" და "მაზდას", როგორც იტყვიან, "სათოფეზე მიუახლოვდა". დეკემბრის დასაწყისში, თვალებს არ ვუჯერებდით: 2 დეკემბრის საღამოს "გოლფი" "მაზდას" სულ რაღაც 3 ხმითღა ჩამორჩებოდა! მაგრამ იაპონელმა პირველობა მაინც არ დათმო და დეკემბრის ბოლოს კონკურენტს 1,5 პროცენტით გაასწრო. ვულოცავთ "მაზდას" და "თეგეტა მოტორსს", რომელიც საქართველოში ამ იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.

ვენების კლასი

1. Toyota Proace 25.5 %Auto Bild

2. Citroen Picasso 22.6 %

3. Kia Carens 19.6 %

4. Ford Turneo Custom 14.9 %

5. Ssang Yong Rodius 13.6 %

6. Dacia Dokker 3.8 %

ვინც ფიქრობს, რომ ვენების კლასი საქართველოში არავის აინტერესებს, ცდება! მართალია, ამ კლასის ავტომობილები ჩვენთან ვერ დაიკვეხნიან ისეთი პოპულარობით, როგორითაც, მაგალითად ქროსოვერები (SUV-კლასი), მაგრამ გამოკითხვის მიმდინარეობა და მისი შედეგი გვაძლევს უფლებას, ვიფიქროთ, რომ რაც დრო გადის, ქართველები ვენებსა და მინივენების უფრო და უფრო ვაფასებთ. 2013 წელს ამ კატეგორიაში სულ 6 ავტომობილი იყო წარმოდგენილი. თავიდანვე ორი ფავორიტი გამოიკვეთა: Toyota Proace და Citroen Picasso, თუმცა იაპონელსა და ფრანგს ბოლომდე ღირსეულ კონკურენციას უწევდა კორეელი Kia Carens. თუმცა, საბოლოო ჯამში მშვენიერი "პიკასო" მეორე ადგილს დასჯერდა, პირველობა კი 2013 წლის ყველაზე პრაქტიკულმა ვენმა, "ტოიოტას" Proace-მა მოიპოვა. ჩვენი აპლოდისმენტები!

საშუალო კლასი

1. Audi A3 Sedan 34.6 %Auto Bild

2. Mercedes CLA 23.8 %

3. BMW 3er GT 14.1 %

4. Lexus IS 11.3 %

5. Infiniti Q 50 6.0 %

6. Skoda Octavia 4.3 %

7. Toyota Corolla 4.0 %

8. Mazda 6 1.9 %

BMW, "მერსედესი" თუ "აუდი"? კითხვა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია, ჩვენს გამოკითხვაში საშუალო კლასის კატეგორიაში დაისვა. ამ გამოკითხვამ კიდევ ერთი სტერეოტიპი დაანგრია, რადგან როგორც ხედავთ, გამარჯვებული Audi A3 სედანია. არადა, რედაქციაში ვფიქრობდით, რომ პირველ და მეორე ადგილებს "მერსედესი" და BMW გაინაწილებდნენ. თავიდან ასეც იყო: ხან CLA ლიდერობდა, ხანაც BMW-ს მესამე სერიის GT. დაახლოებით ნოემბრის მიწურულს კი "აუდი" გალიდერდა, რაც სავარაუდოდ იმით გახლდათ განპირობებული, რომ "მერსედესისა" და BMW-ს ფანებს თავიანთი არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდათ. "აუდის" არ ჰყავს იმდენი თავგადაკლული ფანი, რამდენიც იმ ორს და როგორც ჩანს, A3 სედანს ხმებს ნეიტრალური ავტომოყვარულები აძლევდნენ. საშუალო კლასს ნამდვილად ღირსეული გამარჯვებული ჰყავს, რადგან Audi A3 სედანი საქმეში ვნახეთ და ის მართლაც ბრწყინვალე ავტომობილია.

კუპეები და კაბრიოლეტები

1. BMW 4er 29.6 %Auto Bild

2. Aston Martin Vanquish Volante 22.9 %

3. Porsche Cayman 20.5 %

4. Chevrolet Corvette 10.9 %

5. Jaguar F-Type 7.1 %

6. Alfa Romeo 4C 4.4 %

7. VW Beetle Cabrio 1.7 %

8. Opel Cascada 1.5 %

9. Citroen DS3 Cabrio 1.4 %

არ არსებობს ავტომობილის მოყვარული, რომელიც კუპეზე ან კაბრიოლეტზე არ ოცნებობს. ეს სწორედ საოცნებო კატეგორიაა და როგორც ირკვევა, 2013 წელს წარმოებული კუპეებიდან და კაბრიოლეტებიდან ქართველები ყველაზე მეტად BMW-ს ახალთახალ მოდელზე, "მეოთხე სერიაზე" ოცნებობენ. ბავარიელთა მძაფრი კუპე გამოკითხვის დაწყებისთანავე დაწინაურდა და პირველობა წლის ბოლომდე ერთხელაც კი არ დათმო - ესეც BMW-ს ფაქტორი! მეორე ადგილზე გავიდა შესანიშნავი "ასტონ მარტინი" ექსტრემალური სახელწოდებით Vanquish Volante, მესამეზე - გენიალური Porsche Cayman, მეოთხეზე კი - ლეგენდარული "შევროლე კორვეტის" ახალი მოდელი. ამ კატეგორიაში წარმოდგენილი ყველა ავტომობილი სასწაულად ლამაზია, მაგრამ პირველობა ერთს უნდა რგებოდა და ის ერთი უკვე იცით, ვინცააა...

მაღალი და მდიდრული კლასი

1. Mercedes S კლასი 49.1 %Auto Bild

2. Bentley Flying Spur 20.0 %

3. Maserati Quattroporte 13.1 %

4. Maserati Ghibli 12.2 %

5. Cadillac CTS 5.6 %

აი, კატეგორია, რომელსაც გამოკითხვის დაწყებამდეც გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა, რომელიც ამ სტატუსს მთელი 4 თვის განმავლობაში ამართლებდა და საბოლოოდ, მაღალი და მდიდრული კლასი მთელ გამოკითხვაში ყველაზე დიდი უპირატესობით მოიგო. ასეა: როცა ახალი Mercedes S-კლასი გამოდის, იმ წელს მაღალ და ლუქს-კლასებში "ოქროს საჭის" მოგების შანსი არავის რჩება. თუმცა, მაინც საკითხავია, როგორ წარიმართებოდა ამ კატეგორიაში გამოკითხვა, 2013 წელს BMW-ს ახალი "მეშვიდე სერია" რომ გამოეშვა, ხოლო "აუდის" კი - ახალი A8. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სამეული სპეციალურად არ უშვებს ერთსა და იმავე წელს ახალ მოდელებს. ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რასაც ცხრილში ხედავთ. ვულოცავთ "მერსედესს" და მის წარმომადგენლობას საქართველოში.

SUV-კლასი

1. Range Rover 44.4 %Auto Bild

2. BMW X5 26.8 %

3. Jeep Cherokee 13.6 %

4. Toyota RAV 4 5.5 %

5. Subaru Forester 3.3 %

6. Mini Paceman 2.8 %

7. Renault Captur 1.3 %

8. Ford Kuga 0.7 %

9. Chevrolet Trax 0.6 %

10. Suzuki SX4 0.5 %

11. Peugeot 2008 0.4 %

12. Ssang Yong Rexton 0.1 %

დაბოლოს, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კლასი: SUV-ები, ქროსოვერები, თვითმარქვია თუ ხეირიანი ყველგანმავლები... თუ გნებავთ, მაინც "ჯიპები" დაუძახეთ! ფაქტია, რომ ასეთი ავტომობილები არათუ მოდიდან არ გადადიან, არამედ ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობენ. 2013 წელს წარმოებული ქროსოვერებიდან ორი ნამდვილი გიგანტი გახლდათ და ცხადი იყო, რომ მთავარი ბრძოლა გამარჯვებისთვის სწორედ ამ ორს შორის გაიმართებოდა: ვგულისხმობთ ახალ Range Rover-ს და ახალ BMW X5-ს. ასეც მოხდა: ეს დუეტი თავიდანვე დაწინაურდა. "რენჯმა" და X5-მა პირველი და მეორე ადგილები მინიმუმ 30-ჯერ მაინც გაცვალეს, ბოლოს კი ბრიტანულმა SUV-მა იძალა და მნიშვნელოვნად დაწინაურდა, რის შემდეგაც, X5-ის ქომაგებმა ალბათ ხელი ჩაიქნიეს. ფაქტია, რომ გადამწყვეტი როლი ნეიტრალური ავტომოყვარულების ხმებმა შეასრულა. ვულოცავთ "ჯითი გრუპს" - Land Rover-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

autobild.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია