პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქ­ნე­ბა მე­სა­მე - რა გა­დაჯ­გუ­ფე­ბებს უნ­და ვე­ლო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბი­სთ­ვის

მე­სა­მე ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე არ ჩანს და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გა ხანს არც იქ­ნე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს აძ­ლი­ე­რებს, 2013 წლის აპ­რილ­ში პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­ნა­ცხა­და: "ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლი­ა, რომ მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა გაჩ­ნდეს. არ­სე­ბო­ბენ პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვხვდე­ბი და არ ვმა­ლავ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შევ­ხვდი და ვე­სა­უბ­რე, ასე­ვე ვე­სა­უბ­რე ირ­მა ინაშ­ვილს. მე მათ ვუთხ­ა­რი, რომ აქვთ პარ­ტია და უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ და უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც შე­ვუთ­ვა­ლე, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. არ გა­მოვ­რიცხ­ავ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახა­ლი პარ­ტი­ე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა თუ გაღ­ვი­ძე­ბა მოხ­დეს". ამ ამ­ბი­დან კარ­გა ხა­ნი გა­ვი­და, ხსე­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დიც კი ჰქონ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. ის და­მარ­ცხდა არა მხო­ლოდ კო­ა­ლი­ცი­ის, არა­მედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­თა­ნაც კი, თა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბით, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი შედე­გით მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შან­სი ბურ­ჯა­ნა­ძეს თით­ქოს ჰქონ­და კი­დეც, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­სი და მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სრუ­ლი ინერ­ტუ­ლო­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კარს მომ­დგარ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ცალ­კე მის­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თუ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ბა­რი­ერ­საც ვერ გა­და­ლა­ხავს. რიგ წრე­ებ­ში ელი­ან, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლამ შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას კო­ა­ლი­ცი­ა, რომ­ლის ლი­დე­რი და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი­ა.

NDI-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის ბო­ლო შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც შარ­შან 20 დე­კემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა, აჩ­ვე­ნებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი მე­სა­მე ძა­ლის­თვის რე­ა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა, თუმ­ცა ამ ვე­ლის ამ­თვი­სე­ბე­ლი არ­სად ჩანს. დღეს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, გარ­და ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე­ე­ბი­სა, ჩანს რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თა იმი­ჯი და ავ­ტო­რი­ტე­ტი მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დი არ არის. აქ­ტი­უ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტე­ბი", "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი", რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რი თქვა და ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" გა­რი­გე­ბა­ში ამ­ხი­ლა. ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რა­საც, ძი­რი­თა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის ხარ­ჯზე შე­ეც­დე­ბი­ან. რჩე­ბი­ან ე.წ. ულ­ტრა­რა­დიკ­ალ­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი: შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი იმიჯ­შე­ლა­ხუ­ლი "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ით", კა­ხა კუ­კა­ვა, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ა, რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ძი­მე არც ისე დი­დი­ა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან ის ელექ­ტო­რა­ტი მო­ხიბ­ლონ, რო­მე­ლიც უფ­რო ჩრდი­ლო­ეთ­ზე აკე­თებს სწო­რე­ბას.

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ისიც, ხალ­ხი თუ კვლა­ვაც მი­იჩ­ნევს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად. თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ექ­სმმარ­თველ ძა­ლას ჯერ არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ა, თუ მა­ნამ­დე არ და­ი­ჭი­რეს, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ეს ისევ გი­გი უგუ­ლა­ვა იქ­ნე­ბა, ანაც შე­იძ­ლე­ბა ეს მი­სია კვლა­ვაც მათ­მა ექ­სსა­პრე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ იტ­ვირ­თოს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ცნო­ბი­ლი­ა, ის და­ვით ნარ­მა­ნი­ა­ა. ისიც, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი­ა, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ და რაც მცი­რედ გა­მო­აშ­კა­რავ­და კი­დეც, მას კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც ბევ­რი კვლა­ვაც არ იწო­ნებს. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ არა­სა­პა­რლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია მო­ა­ხერ­ხებ­და ერთ კო­ა­ლი­ცი­ად გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და თბი­ლი­სის მე­რო­ბის ერთ ძლი­ერ კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმე­ბას, მა­შინ მი­სი შან­სე­ბი, შე­საძ­ლო­ა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი­ყო კი­დეც. ვრცელ­დე­ბა კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ ამ­გვა­რი მო­ლა­პარ­აკე­ბე­ბი დაწყ­ე­ბუ­ლი­ა, ზო­გი ამ­ბობს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან, სხვა­თა თქმით, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ფა­ლა­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილი იყოს. თუმ­ცა ამას არც გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან და არც ოქ­რუ­აშ­ვილ­თან დაახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ადას­ტუ­რე­ბენ.

ექ­სპერ­ტთა თქმით, ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­სა­მე ძა­ლის არ­სე­ბო­ბა, მაგ­რამ მი­სი ხე­ლოვ­ნუ­რად და ერ­თბა­შად შექ­მნა, სა­თა­ნა­დო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბის გა­რე­შე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. ექ­სპერ­ტთა მო­საზ­რე­ბით, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნას ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპო­ნი­რე­ბას გა­უ­წე­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ჭი­რო­ა ისე­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ადა­მი­ა­ნებს, და­ა­ფუძ­ნონ პარ­ტი­ა, მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ამავ­დრო­უ­ლად, მი­ი­ღონ და­ფი­ნან­სე­ბა და თა­ნა­ბარ სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბებ­ში შე­უდ­გნენ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მოკ­ლედ, დრო­ა, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვი­ხი­ლოთ, თუმ­ცა ისი­ნი ჯერ არ­სად ჩა­ნან, ძვე­ლე­ბი კი ისე ვერ გვა­ვიწყ­ე­ბენ თავს, რომ ახ­ლე­ბად მი­ვი­ღოთ. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა მა­ნამ არ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით არ წა­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი, რა­საც უფ­რო მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნ­და ვე­ლო­დოთ.

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვინ იქ­ნე­ბა მე­სა­მე - რა გა­დაჯ­გუ­ფე­ბებს უნ­და ვე­ლო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბი­სთ­ვის

ვინ იქ­ნე­ბა მე­სა­მე - რა გა­დაჯ­გუ­ფე­ბებს უნ­და ვე­ლო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბი­სთ­ვის

მე­სა­მე ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე არ ჩანს და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გა ხანს არც იქ­ნე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს აძ­ლი­ე­რებს, 2013 წლის აპ­რილ­ში პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­ნაცხა­და: "ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლი­ა, რომ მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა გაჩ­ნდეს. არ­სე­ბო­ბენ პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვხვდე­ბი და არ ვმა­ლავ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შევ­ხვდი და ვე­სა­უბ­რე, ასე­ვე ვე­სა­უბ­რე ირ­მა ინაშ­ვილს. მე მათ ვუთხ­ა­რი, რომ აქვთ პარ­ტია და უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ და უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც შე­ვუთ­ვა­ლე, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. არ გა­მოვ­რიცხ­ავ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახა­ლი პარ­ტი­ე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა თუ გაღ­ვი­ძე­ბა მოხ­დეს". ამ ამ­ბი­დან კარ­გა ხა­ნი გა­ვი­და, ხსე­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დიც კი ჰქონ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. ის და­მარ­ცხდა არა მხო­ლოდ კო­ა­ლი­ცი­ის, არა­მედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­თა­ნაც კი, თა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბით, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი შედე­გით მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შან­სი ბურ­ჯა­ნა­ძეს თით­ქოს ჰქონ­და კი­დეც, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­სი და მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სრუ­ლი ინერ­ტუ­ლო­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კარს მომ­დგარ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ცალ­კე მის­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თუ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ბა­რი­ერ­საც ვერ გა­და­ლა­ხავს. რიგ წრე­ებ­ში ელი­ან, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლამ შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას კო­ა­ლი­ცი­ა, რომ­ლის ლი­დე­რი და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი­ა.

NDI-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის ბო­ლო შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც შარ­შან 20 დე­კემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა, აჩ­ვე­ნებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი მე­სა­მე ძა­ლის­თვის რე­ა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა, თუმ­ცა ამ ვე­ლის ამ­თვი­სე­ბე­ლი არ­სად ჩანს. დღეს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, გარ­და ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე­ე­ბი­სა, ჩანს რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თა იმი­ჯი და ავ­ტო­რი­ტე­ტი მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დი არ არის. აქ­ტი­უ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტე­ბი", "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი", რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რი თქვა და ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" გა­რი­გე­ბა­ში ამ­ხი­ლა. ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რა­საც, ძი­რი­თა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის ხარ­ჯზე შე­ეც­დე­ბი­ან. რჩე­ბი­ან ე.წ. ულ­ტრა­რა­დიკ­ალ­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი: შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი იმიჯ­შე­ლა­ხუ­ლი "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ით", კა­ხა კუ­კა­ვა, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ა, რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ძი­მე არც ისე დი­დი­ა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან ის ელექ­ტო­რა­ტი მო­ხიბ­ლონ, რო­მე­ლიც უფ­რო ჩრდი­ლო­ეთ­ზე აკე­თებს სწო­რე­ბას.

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ისიც, ხალ­ხი თუ კვლა­ვაც მი­იჩ­ნევს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად. თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ექ­სმმარ­თველ ძა­ლას ჯერ არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ა, თუ მა­ნამ­დე არ და­ი­ჭი­რეს, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ეს ისევ გი­გი უგუ­ლა­ვა იქ­ნე­ბა, ანაც შე­იძ­ლე­ბა ეს მი­სია კვლა­ვაც მათ­მა ექ­სსა­პრე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ იტ­ვირ­თოს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ცნო­ბი­ლი­ა, ის და­ვით ნარ­მა­ნი­ა­ა. ისიც, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი­ა, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ და რაც მცი­რედ გა­მო­აშ­კა­რავ­და კი­დეც, მას კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც ბევ­რი კვლა­ვაც არ იწო­ნებს. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ არა­სა­პა­რლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია მო­ა­ხერ­ხებ­და ერთ კო­ა­ლი­ცი­ად გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და თბი­ლი­სის მე­რო­ბის ერთ ძლი­ერ კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმე­ბას, მა­შინ მი­სი შან­სე­ბი, შე­საძ­ლო­ა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი­ყო კი­დეც. ვრცელ­დე­ბა კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ ამ­გვა­რი მო­ლა­პარ­აკე­ბე­ბი დაწყ­ე­ბუ­ლი­ა, ზო­გი ამ­ბობს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან, სხვა­თა თქმით, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ფა­ლა­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილი იყოს. თუმ­ცა ამას არც გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან და არც ოქ­რუ­აშ­ვილ­თან დაახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ადას­ტუ­რე­ბენ.

ექ­სპერ­ტთა თქმით, ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­სა­მე ძა­ლის არ­სე­ბო­ბა, მაგ­რამ მი­სი ხე­ლოვ­ნუ­რად და ერ­თბა­შად შექ­მნა, სა­თა­ნა­დო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბის გა­რე­შე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. ექ­სპერ­ტთა მო­საზ­რე­ბით, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნას ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპო­ნი­რე­ბას გა­უ­წე­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ჭი­რო­ა ისე­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ადა­მი­ა­ნებს, და­ა­ფუძ­ნონ პარ­ტი­ა, მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ამავ­დრო­უ­ლად, მი­ი­ღონ და­ფი­ნან­სე­ბა და თა­ნა­ბარ სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბებ­ში შე­უდ­გნენ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მოკ­ლედ, დრო­ა, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვი­ხი­ლოთ, თუმ­ცა ისი­ნი ჯერ არ­სად ჩა­ნან, ძვე­ლე­ბი კი ისე ვერ გვა­ვიწყ­ე­ბენ თავს, რომ ახ­ლე­ბად მი­ვი­ღოთ. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა მა­ნამ არ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით არ წა­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი, რა­საც უფ­რო მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნ­და ვე­ლო­დოთ.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა