პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც გააუპატიურეს, "ქორწინების გარეშე სექსისთვის” დააპატიმრეს
ქალი, რომელიც გააუპატიურეს, "ქორწინების გარეშე სექსისთვის” დააპატიმრეს

დუ­ბა­ი­ში 29 წლის ავ­სტრი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, მაგ­რამ იმის ნაც­ვლად, რომ დამ­ნა­შა­ვე და­ე­სა­ჯათ, მსხვერ­პლი გა­ამ­ტყუ­ნეს.

29 წლის სტუ­დენ­ტი და­ა­პა­ტიმ­რეს, რად­გა­ნაც "სექ­სი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ჰქონ­და" და ამას­თან, ალ­კოჰო­ლიც და­ლია - ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ აინ­ტე­რე­სებ­დათ, რომ სტუ­დენტს სექ­სი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით არ ჰქო­ნია. რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გო­გო­ნას აუხ­სნეს, ერ­თა­დერ­თი გზა, რომ პა­ტიმ­რო­ბას გა­და­ურ­ჩეს ისაა, რომ მო­ძა­ლა­დეს ცო­ლად გაჰ­ყვეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­ცი­დენ­ტში ჩა­ე­რია ავ­სტრი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო; სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით, სტუ­დენ­ტი დუ­ბა­ის და­ტო­ვე­ბას და ვე­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებს. სტუ­დენ­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვრცელ­დე­ბა, ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ გო­გო­ნა მუ­სულ­მა­ნია.

სტუ­დენ­ტი სას­ტუმ­რო­ში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იყო მიწ­ვე­უ­ლი. სას­ტუმ­რო­ებ­ში კი ალ­კოჰოლ­ზე მკაც­რი კონ­ტრო­ლი არ წეს­დე­ბა. რო­გორც გო­გო­ნამ თქვა, ის სას­ტუმ­როს ავ­ტო­სად­გომ­ზე ერ­თმა მა­მა­კაც­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. რო­დე­საც პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩივ­რის შე­სა­ტა­ნად მი­ვი­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უთხრეს, რომ თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურს, მო­ძა­ლა­დეს უნდა გაყ­ვეს ცო­ლად.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ქალი, რომელიც გააუპატიურეს, "ქორწინების გარეშე სექსისთვის” დააპატიმრეს

ქალი, რომელიც გააუპატიურეს, "ქორწინების გარეშე სექსისთვის” დააპატიმრეს

დუბაიში 29 წლის ავსტრიელი სტუდენტი ქალი გააუპატიურეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე დაესაჯათ, მსხვერპლი გაამტყუნეს.

29 წლის სტუდენტი დააპატიმრეს, რადგანაც "სექსი ქორწინების გარეშე ჰქონდა" და ამასთან, ალკოჰოლიც დალია - ქორწინების გარეშე ინტიმური ურთიერთობა და ალკოჰოლური სასმელის მიღება ქვეყანაში აკრძალულია. სამართალდამცავებს არ აინტერესებდათ, რომ სტუდენტს სექსი საკუთარი სურვილით არ ჰქონია. როგორც ადგილობრივმა პოლიციელებმა გოგონას აუხსნეს, ერთადერთი გზა, რომ პატიმრობას გადაურჩეს ისაა, რომ მოძალადეს ცოლად გაჰყვეს. საბედნიეროდ, ინციდენტში ჩაერია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; სამინისტროს დახმარებით, სტუდენტი დუბაის დატოვებას და ვენაში დაბრუნებას შეძლებს. სტუდენტის სახელი და გვარი  არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა მუსულმანია. 

სტუდენტი სასტუმროში გამართულ წვეულებაზე იყო მიწვეული. სასტუმროებში კი ალკოჰოლზე მკაცრი კონტროლი არ წესდება. როგორც გოგონამ თქვა, ის სასტუმროს ავტოსადგომზე ერთმა მამაკაცმა გააუპატიურა. როდესაც პოლიციაში საჩივრის შესატანად მივიდა, სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ თუ თავისუფლება სურს, მოძალადეს უნდა გაყვეს ცოლად.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს