ხანძარმა გურჯაანი-აფენი-კაბალის გზაზე ამრეკლი ნიშნები გაანადგურა

ხანძარმა გურჯაანი-აფენი-კაბალის გზაზე ამრეკლი ნიშნები გაანადგურა

ხანძარმა გურჯაანი-აფენი-კაბალის გზაზე საგზაო ნიშნები დააზიანა. ტერიტორია ნაკვეთის მეპატრონემ გადაწვა თუ საგზაო დეპარტამენტმა, ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც საქართველოს საგზაო დეპარტამენტში განმარტეს, მათ ინფორმაცია პირველად "სპექტრის" ჟურნალისტისგან შეიტყვეს.

"ტერიტორია ყვარლის საგზაო სამსახურს ეკუთვნის. ისინი ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას, გაკეთდება ტელეფონოგრამა, თუ რა ზარალი მივიღეთ. გურჯაანის პოლიციაში საჩივარიც შევა, რათა დადგინდეს, ვინ და როგორ გააჩინა ცეცხლი", - აღნიშნა საგზაო დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ბეჟან მაჭარაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა