საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე "დიდი სიმართლე" დათო ფორჩხიძეზე
ყველაზე "დიდი სიმართლე" დათო ფორჩხიძეზე

"ის ამა­ყი და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლია. ეზი­ზღე­ბა ჩარ­ჩო­ე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი, აკ­რძალ­ვე­ბი. უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს, ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი. ხში­რად სი­ჯი­უ­ტე და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა უშ­ლის ხელს იმა­ში, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვა უკონ­ფლიქ­ტოდ შეძ­ლოს. ფულ­სა და დი­დე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, დი­დე­ბას აირ­ჩევს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ქალ­წულს. ეს მუ­სი­კოს დათო ფორჩხი­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. დათო "ახა­ლი ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ზე­დი­ზედ მე­სა­მედ გახ­და.

- პირ­ველ რიგ­ში, წარ­მა­ტე­ბას გი­ლო­ცავ! მე­სა­მე წე­ლია, პირ­ვე­ლო­ბას არა­ვის უთ­მობ.

- როცა ამ პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თე, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­მი­ვე­ჯერ ჩემი გუნ­დის წევ­რი თუ გა­ი­მარ­ჯვებ­და.

- ცო­ტა­თი დაბ­ნე­უ­ლი ჩან­დი...

- რა გა­საკ­ვი­რია, ძლი­ე­რი ფი­ნა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ, ძლი­ე­რი მწვრთნე­ლე­ბი...

- შე­გიძ­ლია ახ­სნა, შენი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო რა­შია?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ალ­ბათ შრო­­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, იღ­ბალს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. საქ­მის კე­თე­ბი­სას ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა მწვრთნე­ლე­ბიც თავს არ ზო­გავ­დნენ, მაგ­რამ მე გა­მი­მარ­თლა.

- მწვრთნე­ლებ­მა მო­გი­ლო­ცეს?

- მო­მი­ლო­ცეს.

- გულ­წრფე­ლად?

- რა თქმა უნდა, გა­მარ­ჯვე­ბა მა­თაც უნ­დო­დათ და ამის­თვის იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ გულ­წრფე­ლე­ბი იყ­ვნენ.

- "ახა­ლი ხმა" შემ­დეგ სე­ზონ­ზეც თუ იქ­ნე­ბა, პრო­ექ­ტში გი­ხი­ლავთ?

- არ ვიცი. პრო­ექ­ტზე ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დი მუ­შა­ობს, ბევ­რს და­ვუ­მე­გობ­რდი და მათ ან­გა­რიშს ყო­ველ­თვის გა­ვუ­წევ. მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, აქვთ კონ­ცერ­ტე­ბი, მიწ­ვე­ვე­ბი, მუ­შა­ო­ბენ. ეს პრო­ექ­ტი ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნიც კი აღ­მოჩ­ნდა.

- ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქალ­წუ­ლი ხარ. შენი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბას რამ­დე­ნად იც­ნობ?

- არა­ერ­თხელ წა­მი­კი­თხავს და ზო­გი­ერ­თი რამ ემ­თხვე­ვა.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, - ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამა­ყე­ბი და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლე­ბი არი­ა­ნო.

- ას­ტრო­ლო­გებს და­ვე­თან­ხმე­ბი. ზოგ­ჯერ სი­ა­მა­ყეს გვერ­დით ვდებ, მაგ­რამ თუ ჩემ­თვის რა­ღაც მი­უ­ღე­ბე­ლია, მა­შინ დათ­მო­ბა­ზე არას­დროს მივ­დი­ვარ. სი­ა­მა­ყედ შე­იძ­ლე­ბა, დიდი ამ­ბი­ცი­აც მი­ვიჩ­ნი­ოთ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ეს ჩემ­თვის შე­ვი­ნა­ხო, არა­ვინ შე­მამ­ჩნი­ოს. კუ­ლი­სებს მიღ­მა და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბაც შე­მიძ­ლია. წინა ხაზ­ზე დგო­მა ჩემ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის. ხში­რად სხვას ვუშ­ვებ წინ და ჩემს დროს ვე­ლო­დე­ბი.

- "მას უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს, ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი".

- რომ გი­პა­სუ­ხო, - ასე­თი არ ვარ-მეთ­ქი, ვინც კარ­გად მიც­ნობს, დამ­ცი­ნებს. ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი ვარ და არც რის­კებს ვუფრ­თხი. ხე­ლო­ვა­ნი ვარ და შე­მიძ­ლია, 3-4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დღე და ღამე ვი­მუ­შაო, მომ­დევ­ნო 3-4 თვე­ში კი არა­ფე­რი გა­ვა­კე­თო. 9 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე შე­იძ­ლე­ბა, ვერ ვი­მუ­შაო, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­ში 6-ის შემ­დეგ მი­ვალ და მთელ ღა­მეს შრო­მა­ში გა­ვა­თე­ნებ. ღა­მით მე­ტად ნა­ყო­ფი­ე­რად ვმუ­შა­ობ.

- "მას შე­უძ­ლია, საყ­ვა­რელ საქ­მეს თავი ბო­ლომ­დე მი­უ­ძღვნას, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯოს".

- ზუს­ტი და­ხა­სი­ა­თე­ბაა. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. შე­მიძ­ლია არ წა­ვი­დე გა­სარ­თო­ბად მე­გობ­რებ­თან ერ­თად, უარი ვთქვა ბევრ რა­მე­ზე, მაგ­რამ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან არას­დროს გა­და­ვუხ­ვევ. ზო­გა­დად, გარ­თო­ბის კაცი არ ვარ, ვერ ვერ­თო­ბი.

- ახლა შენი მი­ზა­ნი რა არის?

- ძა­ლი­ან მინ­და, ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხმა "ახა­ლი ხმი­დან" გა­იც­ნო, არ და­ი­კარ­გონ. მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­მნე­ბო­დეს ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა. ეს გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე "ვო­ი­სის" მო­გე­ბა.

- "ხში­რად სი­ჯი­უ­ტე და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა უშ­ლის ხელს იმა­ში, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვა უკონ­ფლიქ­ტოდ შეძ­ლოს".

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ჩემ­ზე იმა­საც ამ­ბო­ბენ, - პე­დან­ტია, დე­ტა­ლებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­სო. ეს შოუს მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ. დიახ, პე­დან­ტი ვარ! მი­მაჩ­ნია, რომ დე­ტა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა წარ­მა­ტე­ბა. ერთ ბგე­რა­საც კი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, სხვაგ­ვა­რად მუ­შა­ო­ბა არ შე­მიძ­ლია.

- მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კონ­ფლიქ­ტე­ბი ხში­რად გაქვს?

- ადრე უფრო ხის­ტი ვი­ყა­ვი, ბოლო დროს კი კონ­ფლიქ­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­რი­დე­ბი. ფრთხი­ლი გავ­ხდი, ალ­ბათ ეს თვი­სე­ბა ჩემ­ში ასაკ­მაც მო­ი­ტა­ნა. წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია უკონ­ფლიქ­ტოდ დიდ გა­მარ­ჯვე­ბებს მი­აღ­წიო, რად­გან შენი გა­მარ­ჯვე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ღა­ცის და­მარ­ცხე­ბას ნიშ­ნავს.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ, კარ­გი იქ­ნე­ბა, კომ­პრო­მი­სის ხე­ლოვ­ნე­ბას თუ ის­წავ­ლიო.

- კომ­პრო­მის­საც გა­აჩ­ნია. სა­ერ­თოდ, ობი­ექ­ტუ­რი აზ­რის არ­სე­ბო­ბა­ში ეჭვი მე­პა­რე­ბა. ყვე­ლა აზრი სუ­ბი­ექ­ტუ­რია.

- "მას ეზი­ზღე­ბა ჩარ­ჩო­ე­ბი, შეზ­ღუდ­ვე­ბი, აკ­რძალ­ვე­ბი".

- თუმ­ცა მაბ­რა­ლე­ბენ, რომ ჩარ­ჩო­ში ვზი­ვარ, დოგმე­ბი მაქვს. ჩემ­თვის XXI სა­უ­კუ­ნე­ში არ არ­სე­ბობს კი­თხვა, - "რას ვა­კე­თებ?" არ­სე­ბობს კი­თხვა: "რო­გორ ვა­კე­თებ?" ერ­თა­დერ­თი ჩარ­ჩო, ხა­რის­ხია. ვცდი­ლობ, რა­საც ვა­კე­თებ, კარ­გად გა­ვა­კე­თო.

- "ფულ­სა და დი­დე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, დი­დე­ბას აირ­ჩევს".

- ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სი­მარ­თლე, იმ წი­ნა­და­დე­ბებს შო­რის, რომ­ლე­ბიც აქამ­დე მი­თხა­რი. "ვო­ი­სი" 27 თუ 28 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და და მგო­ნი, არ­სად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ერ­თსა და იმა­ვე მწვრთნელს ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ე­გოს. მე არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა მწვრთნელ­ზე კარ­გი ვარ, მაგ­რამ იმის თქმა კი ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია, რომ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ვარ და არა მხო­ლოდ ამ ქვე­ყა­ნა­ში. რა ვქნა, ფული ვერ ვი­შო­ვე.

- ფუ­ლის შოვ­ნას არ ინ­დო­მებ თუ ეს საქ­მე არ გა­მოგ­დის?

- ბევ­რმა დას­ვა შე­კი­თხვა: ეს კაცი ამ­დენს რა­ტომ შრო­მობს, ფულს თუ ვერ შო­უ­ლობ­სო? მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჩემ­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. მამა მე­უბ­ნე­ბო­და: 40 წლამ­დე რა­საც იშო­ვი, მაქ­სი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბაო. უკვე 40 წლის ვხდე­ბი და მხო­ლოდ ოჯა­ხის რჩე­ნა შე­მიძ­ლია.

- "მის­თვის მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მაღ­ლა ხალ­ხის აღი­ა­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი იმი­ჯი დგას".

- ხალ­ხი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან, მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა. მათ რომ არ მოვ­წონ­დე, არ ვუყ­ვარ­დე და ჩემ­ზე ცუდს ამ­ბობ­დნენ, ამას ვერ ავი­ტან. ბევ­რი ცუდი თვი­სე­ბაც მაქვს, ან­გე­ლო­ზი არ ვარ.

- ცუდი თვი­სე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­მე­ლი გა­წუ­ხებს?

- ზო­გად ჭრილ­ში რომ გან­ვი­ხი­ლოთ, კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ბოღ­მა­ზე, შურ­ზე, სხვის და­ჩაგ­ვრა­ზე უფრო მე­ტად დგას, ვიდ­რე - სი­კე­თე­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე. ჩემი ცუდი თვი­სე­ბა ის არის, რომ მინ­და, ყო­ველ­თვის აღი­ა­რე­ბუ­ლი ვიყო. პო­პუ­ლა­რო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. დიდი სა­მე­გობ­რო წრე მყავს. გა­მარ­ჯვე­ბას რომ მი­ლო­ცავ­დნენ, ვგრძნობ­დი, ეს მარ­თლა უხა­რო­დათ. გა­წე­ულ სი­კე­თეს არას­დროს ვი­ვი­წყებ. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის წი­ნა­შეც ვალ­ში ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი და­მიგ­როვ­და და ეს ჩემი სიმ­დიდ­რეა.

- ბო­რო­ტე­ბა და წყე­ნაც ისე­ვე გა­მახ­სოვ­რდე­ბა, რო­გორც - სი­კე­თე?

- ბოლო დროს მა­ღალ ოს­ტა­ტურ დო­ნე­ზე ვის­წავ­ლე პა­ტი­ე­ბა და ვამ­ბობ ხოლ­მე, - უმ­ჯო­ბე­სია, ხვალ შევ­რიგ­დეთ, ვიდ­რე 1 თვის შემ­დეგ.

- "ექ­სტრი­მით სავ­სე დრა­მა­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს".

- ეს შო­უ­ე­ბი სხვა რა იყო, თუ არა ექ­სტრი­მი? ცხოვ­რე­ბა სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კია, ბევ­რგან გა­და­სა­ჩე­ხი ად­გი­ლია და ზოგ­ჯერ უნდა გა­რის­კო, ზოგ­ჯერ - უკან და­ი­ხიო. წა­გე­ბის­თვის ყო­ველ­თვის მზად ვარ და მომ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს ტექ­სტი, რომ გა­მარ­ჯვე­ბულს წარ­მა­ტე­ბა გულ­წრფე­ლად მი­ვუ­ლო­ცო. სხვი­სი გა­მარ­ჯვე­ბის აღი­ა­რე­ბას ნიჭი უნდა, ეს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

- "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ გრძნობს, რად­გან ბუ­ნე­ბით მარ­ტო­სუ­ლია".

- ვე­ფხვი მარ­ტო­სუ­ლი ცხო­ვე­ლია. "ტუსოვ­კე­ბის" მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მარ­ტოს მი­კე­თე­ბია.

- "ის არას­დროს აგებს ოც­ნე­ბის კოშ­კებს".

- ვოც­ნე­ბობ იმა­ზე, რაც რე­ა­ლუ­რია.

- ეგო­ის­ტი ხარ?

- ბევ­რჯერ და­უს­ვამთ შე­კი­თხვა, - ვი­სის­ტი ხარ? სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ყვე­ლა ვი­ღა­ცის­ტია. მე ვპა­სუ­ხობ­დი, - ეგო­ის­ტი ვარ. თუ დაჰ­კვირ­ვე­ბი­ხარ, სა­კუ­თარ ეგო­იზმს ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ მა­ლა­ვენ? ის იმარ­ჯვებს, ვინც ეგო­იზ­მით გა­რე­მოს არ აწუ­ხებს. ყვე­ლას მი­აჩ­ნია, რომ სამ­ყა­რო მის გარ­შე­მო ბრუ­ნავს და მეც ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი ვარ, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თა­რი თავი მიყ­ვარს.

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი რომ ხარ, ამას კი­თხვა აღარ უნდა...

- ემო­ცი­ე­ბის და­მალ­ვა არ ღირს. ყვე­ლა ადა­მი­ანს სტკი­ვა, სცი­ვა, უხა­რია... პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მარი ჩა­ჩხი­ა­ნი 18 წლის გო­გო­ნაა. ის სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს არას­დროს გა­მო­ხა­ტავ­და. ერთ დღეს ცალ­კე გა­ვიყ­ვა­ნე და ვუ­თხა­რი, - მარ­თლა არ ნერ­ვი­უ­ლობ, თუ რა ხდე­ბა, ამიხ­სე­ნი-მეთ­ქი. - ისე ვნერ­ვი­უ­ლობ, ლა­მის მოვ­კვდე, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ეს მა­ყუ­რე­ბელს არ და­ვა­ნახ­ვოო. მე ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა და მო­თოკ­ვა არ შე­მიძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ეს ვი­ღა­ცამ შოუს ნა­წი­ლად აღიქ­ვას. ვინც მიც­ნობს, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა: მა­ყუ­რე­ბელს იმი­ტომ მოს­წონ­ხარ, რომ წი­თელ სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მი ზუს­ტად ისე­თი ხარ, რო­გო­რიც - ახ­ლობ­ლებ­თა­ნო. არ ვთა­მა­შობ.

- "იმ­დე­ნად რე­ა­ლის­ტია, რომ ილუ­ზი­ებს შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც კი არ ჰყვე­ბა".

- კი რე­ა­ლის­ტი ვარ, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს მად­რი­დის "რე­ა­ლი" (იღი­მის). ილუ­ზი­ებს ვყვე­ბი თუ არა? - ხან­და­ხან ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ როცა ვრწმუნ­დე­ბი, ჩემს ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს, მი­წა­ზე ვეშ­ვე­ბი, ზოგ­ჯერ კი სა­კუ­თარ თავს დავ­ცი­ნი კი­დეც. არა­ერ­თხელ მით­ქვამს: რა ცუდი პონ­ტია იქ ყოფ­ნა, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მე ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემ­ზე მა­გა­რი ტი­პე­ბიც აღ­მო­მი­ჩე­ნია. ისიც მით­ქვამს, ისეთ სუსტ და პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ, ყვე­ლა "კაი ტიპს" ვიც­ნობ-მეთ­ქი. მერე ვი­ღაც ისე­თი გა­მიც­ნია, რო­მელ­საც ხა­სი­ა­თით, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით მო­ვუ­ხიბ­ლი­ვარ და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მით­ქვამს, - ნუ­რას უკაც­რა­ვად! ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის. მინ­და, ბევრ კარგ პი­როვ­ნე­ბას ვიც­ნობ­დე.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყველაზე "დიდი სიმართლე" დათო ფორჩხიძეზე

ყველაზე "დიდი სიმართლე" დათო ფორჩხიძეზე

"ის ამაყი და დაუმორჩილებელია. ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები. უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი. ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს. ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ ქალწულს. ეს მუსიკოს დათო ფორჩხიძის ზოდიაქოს ნიშანია. დათო "ახალი ხმის" გამარჯვებული მწვრთნელი ზედიზედ მესამედ გახდა.

- პირველ რიგში, წარმატებას გილოცავ! მესამე წელია, პირველობას არავის უთმობ.

- როცა ამ პროექტში ჩავერთე, ვერც წარმოვიდგენდი, სამივეჯერ ჩემი გუნდის წევრი თუ გაიმარჯვებდა.

- ცოტათი დაბნეული ჩანდი...

- რა გასაკვირია, ძლიერი ფინალისტები იყვნენ, ძლიერი მწვრთნელები...

- შეგიძლია ახსნა, შენი წარმატების საიდუმლო რაშია?

- ძნელი სათქმელია. ალბათ შრო­­მისმოყვარეობას, იღბალს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმის კეთებისას ბოლომდე ვიხარჯები. დარწმუნებული ვარ, სხვა მწვრთნელებიც თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ მე გამიმართლა.

- მწვრთნელებმა მოგილოცეს?

- მომილოცეს.

- გულწრფელად?

- რა თქმა უნდა, გამარჯვება მათაც უნდოდათ და ამისთვის იბრძოდნენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ გულწრფელები იყვნენ.

- "ახალი ხმა" შემდეგ სეზონზეც თუ იქნება, პროექტში გიხილავთ?

- არ ვიცი. პროექტზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს, ბევრს დავუმეგობრდი და მათ ანგარიშს ყოველთვის გავუწევ. მხოლოდ გამარჯვება არ არის მნიშვნელოვანი. ყველა მონაწილემ დიდი გამოცდილება მიიღო, აქვთ კონცერტები, მიწვევები, მუშაობენ. ეს პროექტი ბევრი მათგანისთვის ერთგვარი ტრამპლინიც კი აღმოჩნდა.

- ვეფხვის წელში დაბადებული ქალწული ხარ. შენი ნიშნის დახასიათებას რამდენად იცნობ?

- არაერთხელ წამიკითხავს და ზოგიერთი რამ ემთხვევა.

- ასტროლოგები ამბობენ, - ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები არიანო.

- ასტროლოგებს დავეთანხმები. ზოგჯერ სიამაყეს გვერდით ვდებ, მაგრამ თუ ჩემთვის რაღაც მიუღებელია, მაშინ დათმობაზე არასდროს მივდივარ. სიამაყედ შეიძლება, დიდი ამბიციაც მივიჩნიოთ. ყოველთვის ვცდილობ, ეს ჩემთვის შევინახო, არავინ შემამჩნიოს. კულისებს მიღმა და მეორეხარისხოვან საქმეზე მუშაობაც შემიძლია. წინა ხაზზე დგომა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. ხშირად სხვას ვუშვებ წინ და ჩემს დროს ველოდები.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- რომ გიპასუხო, - ასეთი არ ვარ-მეთქი, ვინც კარგად მიცნობს, დამცინებს. ინიციატივებით აღსავსე ადამიანი ვარ და არც რისკებს ვუფრთხი. ხელოვანი ვარ და შემიძლია, 3-4 თვის განმავლობაში დღე და ღამე ვიმუშაო, მომდევნო 3-4 თვეში კი არაფერი გავაკეთო. 9 საათიდან 6 საათამდე შეიძლება, ვერ ვიმუშაო, მაგრამ სამსახურში 6-ის შემდეგ მივალ და მთელ ღამეს შრომაში გავათენებ. ღამით მეტად ნაყოფიერად ვმუშაობ.

- "მას შეუძლია, საყვარელ საქმეს თავი ბოლომდე მიუძღვნას, ბოლომდე დაიხარჯოს".

- ზუსტი დახასიათებაა. მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ. შემიძლია არ წავიდე გასართობად მეგობრებთან ერთად, უარი ვთქვა ბევრ რამეზე, მაგრამ არჩეული გზიდან არასდროს გადავუხვევ. ზოგადად, გართობის კაცი არ ვარ, ვერ ვერთობი.

- ახლა შენი მიზანი რა არის?

- ძალიან მინდა, ის ბავშვები, რომ­ლებიც ხალხმა "ახალი ხმიდან" გაიცნო, არ დაიკარგონ. მინდა, საქართველოში იქმნებოდეს ახალი თანამედროვე მუსიკა. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე "ვოისის" მოგება.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- ასტროლოგები ჩემზე იმასაც ამბობენ, - პედანტია, დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევსო. ეს შოუს მსვლელობისას არაერთხელ უთქვამთ. დიახ, პედანტი ვარ! მიმაჩნია, რომ დეტალებისგან შედგება წარმატება. ერთ ბგერასაც კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, სხვაგვარად მუშაობა არ შემიძლია.

- მიზნისკენ მიმავალ გზაზე კონფლიქტები ხშირად გაქვს?

- ადრე უფრო ხისტი ვიყავი, ბოლო დროს კი კონფლიქტებს მაქსიმალურად ვერიდები. ფრთხილი გავხდი, ალბათ ეს თვისება ჩემში ასაკმაც მოიტანა. წარმოუდგენლად რთულია უკონფლიქტოდ დიდ გამარჯვებებს მიაღწიო, რადგან შენი გამარჯვება, ხშირ შემთხვევაში, ვიღაცის დამარცხებას ნიშნავს.

- ასტროლოგები გირჩევენ, კარგი იქნება, კომპრომისის ხელოვნებას თუ ისწავლიო.

- კომპრომისსაც გააჩნია. საერთოდ, ობიექტური აზრის არსებობაში ეჭვი მეპარება. ყველა აზრი სუბიექტურია.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზ­ღუდვები, აკრძალვები".

- თუმცა მაბრალებენ, რომ ჩარჩოში ვზივარ, დოგმები მაქვს. ჩემთვის XXI საუკუნეში არ არსებობს კითხვა, - "რას ვაკეთებ?" არსებობს კითხვა: "როგორ ვაკეთებ?" ერთადერთი ჩარჩო, ხარისხია. ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, კარგად გავაკეთო.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- ეს არის ყველაზე დიდი სიმართლე, იმ წინადადებებს შორის, რომლებიც აქამდე მითხარი. "ვოისი" 27 თუ 28 ქვეყანაში ჩატარდა და მგონი, არსად ყოფილა შემთხვევა, რომ ერთსა და იმავე მწვრთნელს ზედიზედ სამჯერ მოეგოს. მე არ ვამბობ, რომ ყველა მწვრთნელზე კარგი ვარ, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ მათ შორის ყველაზე ღარიბი ვარ და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში. რა ვქნა, ფული ვერ ვიშოვე.

- ფულის შოვნას არ ინდომებ თუ ეს საქმე არ გამოგდის?

- ბევრმა დასვა შეკითხვა: ეს კაცი ამდენს რატომ შრომობს, ფულს თუ ვერ შოულობსო? მატერიალური შემოსავალი ჩემთვის ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა. მამა მეუბნებოდა: 40 წლამდე რასაც იშოვი, მაქსიმალური იქნებაო. უკვე 40 წლის ვხდები და მხოლოდ ოჯახის რჩენა შემიძლია.

- "მისთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა ხალხის აღიარება და საზოგადოებაში შექმნილი იმიჯი დგას".

- ხალხი ჩემი ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისა და ნათესავებისგან შედგება. მათ რომ არ მოვწონდე, არ ვუყვარდე და ჩემზე ცუდს ამბობდნენ, ამას ვერ ავიტან. ბევრი ცუდი თვისებაც მაქვს, ანგელოზი არ ვარ.

- ცუდი თვისებებიდან ყველაზე მეტად, რომელი გაწუხებს?

- ზოგად ჭრილში რომ განვიხილოთ, კაცობრიობის განვითარება ბოღმაზე, შურზე, სხვის დაჩაგვრაზე უფრო მეტად დგას, ვიდრე - სიკეთესა და ქველმოქმედებაზე. ჩემი ცუდი თვისება ის არის, რომ მინდა, ყოველთვის აღიარებული ვიყო. პოპულარობა ძალიან მომწონს. დიდი სამეგობრო წრე მყავს. გამარჯვებას რომ მილოცავდნენ, ვგრძნობდი, ეს მართლა უხაროდათ. გაწეულ სიკეთეს არასდროს ვივიწყებ. ისეთი ადამიანები, ვის წინაშეც ვალში ვარ, ძალიან ბევრი დამიგროვდა და ეს ჩემი სიმდიდრეა.

- ბოროტება და წყენაც ისევე გამახსოვრდება, როგორც - სიკეთე?

- ბოლო დროს მაღალ ოსტატურ დონეზე ვისწავლე პატიება და ვამბობ ხოლმე, - უმჯობესია, ხვალ შევრიგდეთ, ვიდრე 1 თვის შემდეგ.

- "ექსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს".

- ეს შოუები სხვა რა იყო, თუ არა ექსტრიმი? ცხოვრება საცალფეხო ბილიკია, ბევრგან გადასაჩეხი ადგილია და ზოგჯერ უნდა გარისკო, ზოგჯერ - უკან დაიხიო. წაგებისთვის ყოველთვის მზად ვარ და მომზადებული მაქვს ტექსტი, რომ გამარჯვებულს წარმატება გულწრფელად მივულოცო. სხვისი გამარჯვების აღიარებას ნიჭი უნდა, ეს ადამიანის ღირსებაზე მეტყველებს.

- "საზოგადოებაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- ვეფხვი მარტოსული ცხოველია. "ტუსოვკების" მოყვარული არ ვარ. ცხოვ­რებაში ბევრი რამ მარტოს მიკეთებია.

- "ის არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".

- ვოცნებობ იმაზე, რაც რეალურია.

- ეგოისტი ხარ?

- ბევრჯერ დაუსვამთ შეკითხვა, - ვისისტი ხარ? საქართველოში ხომ ყველა ვიღაცისტია. მე ვპასუხობდი, - ეგოისტი ვარ. თუ დაჰკვირვებიხარ, საკუთარ ეგოიზმს ადამიანები როგორ მალავენ? ის იმარჯვებს, ვინც ეგოიზმით გარემოს არ აწუხებს. ყველას მიაჩნია, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს და მეც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, ყველაზე მეტად საკუთარი თავი მიყვარს.

- ძალიან ემოციური რომ ხარ, ამას კითხვა აღარ უნდა...

- ემოციების დამალვა არ ღირს. ყველა ადამიანს სტკივა, სცივა, უხარია... პროექტის გამარჯვებული მარი ჩაჩხიანი 18 წლის გოგონაა. ის საკუთარ ემოციებს არასდროს გამოხატავდა. ერთ დღეს ცალკე გავიყვანე და ვუთხარი, - მართლა არ ნერვიულობ, თუ რა ხდება, ამიხსენი-მეთქი. - ისე ვნერვიულობ, ლამის მოვკვდე, მაგრამ ვცდილობ, ეს მაყურებელს არ დავანახვოო. მე ემოციების მართვა და მოთოკვა არ შემიძლია. შეიძლება, ეს ვიღაცამ შოუს ნაწილად აღიქვას. ვინც მიცნობს, ყველა მეუბნება: მაყურებელს იმიტომ მოსწონხარ, რომ წითელ სავარძელში მჯდომი ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც - ახლობლებთანო. არ ვთამაშობ.

- "იმდენად რეალისტია, რომ ილუ­ზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება".

- კი რეალისტი ვარ, ბავშვობიდან მიყვარს მადრიდის "რეალი" (იღიმის). ილუზიებს ვყვები თუ არა? - ხანდახან ვოცნებობ, მაგრამ როცა ვრწმუნდები, ჩემს ოცნებას რეალობასთან კავშირი არ აქვს, მიწაზე ვეშვები, ზოგჯერ კი საკუთარ თავს დავცინი კიდეც. არაერთხელ მითქვამს: რა ცუდი პონტია იქ ყოფნა, სადაც ყველაზე მაგარი მე ვარ-მეთქი, მაგრამ ჩემზე მაგარი ტიპებიც აღმომიჩენია. ისიც მითქვამს, ისეთ სუსტ და პატარა ქვეყანაში ვცხოვრობ, ყველა "კაი ტიპს" ვიცნობ-მეთქი. მერე ვიღაც ისეთი გამიცნია, რომელსაც ხასიათით, პიროვნული თვისებებით მოვუხიბლივარ და საკუთარი თავისთვის მითქვამს, - ნურას უკაცრავად! ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან კარგი და საინტერესო რამ არის. მინდა, ბევრ კარგ პიროვნებას ვიცნობდე.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება