საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძღვარი - "მე თვი­თო­ნაც ვე­წე­ო­დი და ვი­ცი, ეს რაც არის"
მოძღვარი - "მე თვი­თო­ნაც ვე­წე­ო­დი და ვი­ცი, ეს რაც არის"

ყვე­ლამ იცის, რომ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის დი­დი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. თამ­ბა­ქო­ში შე­მა­ვა­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი თან­და­თან ან­გ­რე­ვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და არა­ერ­თი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის წყა­როდ იქ­ცე­ვა. მეც­ნი­ე­რე­ბი მო­წე­ვას ფილ­ტ­ვის კი­ბოს გა­მომ­წ­ვევ ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად ასა­ხე­ლე­ბენ. სულ ახ­ლა­ხან ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მია, რომ მო­წე­ვა იწ­ვევს ღვიძ­ლი­სა და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს, დი­ა­ბეტს, არ­თ­რიტს და სხვა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს. მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია აღი­ა­რებს, რომ თამ­ბა­ქოს მწე­ვე­ლე­ბი სი­ცოცხ­ლეს იმოკ­ლე­ბენ და მი­დი­ან მე­ექ­ვ­სე მცნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა: "ა­რა კაც ჰკლა"! ეკ­ლე­სია კა­ტე­გო­რი­უ­ლად გმობს სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ამ ქმე­დე­ბას, თუმ­ცა გარ­კ­ვე­ულ ლმო­ბი­ე­რე­ბა­საც იჩენს მწე­ველ­თა მი­მართ. სწო­რედ ამ მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მა­ზე ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხურ ლე­ვან ალა­დაშ­ვილს:

- თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა არის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გან­ზ­რახ და­ზი­ა­ნე­ბა, ამა­ვე დროს, მწე­ვე­ლი ზი­ანს აყე­ნებს არა მარ­ტო სა­კუ­თარ თავს, არა­მედ სხვებ­საც: ხში­რად ეწე­ვი­ან სახ­ლ­ში, ტრან­ს­პორ­ტ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, იმას კი არ ფიქ­რო­ბენ, რომ მარ­ტო სა­კუ­თარს კი არა, სხვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­საც ვნე­ბენ. ეს არას­წო­რი ქმე­დე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა მწე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დი­დეს თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას, ცდი­ლობ­დეს ამ მავ­ნე ჩვე­ვი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და თავს ვერ ანე­ბებ­დეს, მაგ­რამ სხვი­სი ინ­ტე­რე­სი მა­ინც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს: არ მო­წი­ოს სახ­ლ­ში, სა­დაც ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, ან ისე­თი ხალ­ხია, ვინც არ ეწე­ვა. არ მო­სწი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ეს სხვე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

- რა­ტომ არის მიჩ­ნე­უ­ლი მო­წე­ვა ცოდ­ვად?

- სი­გა­რე­ტის მო­წე­ვით ადა­მი­ა­ნი აზი­ა­ნებს ორ­გა­ნიზმს, რო­მე­ლიც არის ტა­ძა­რი ღვთი­სა და რო­მელ­შიც სუ­ლიწ­მინ­დაა დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, ამის გა­მო თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა სე­რი­ო­ზუ­ლი ცოდ­ვაა. ამას­თან, მო­წე­ვა ერ­თ­გ­ვა­რი წარ­მარ­თუ­ლი რი­ტუ­ა­ლის სა­ხეს ატა­რებს, რად­გან თამ­ბა­ქოს ინ­დი­ელ­თა ტო­მე­ბი შა­მა­ნუ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის დროს იყე­ნებ­დ­ნენ. თვი­თონ მო­წე­ვის ტრა­დი­ცი­აც ამე­რი­კი­დან შე­მო­ვი­და, ად­რე სი­გა­რე­ტი არ ყო­ფი­ლა ასე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და არც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ცნო­ბი­ლია, რომ მოძღ­ვ­რე­ბი სი­გა­რე­ტის მწე­ვ­ელებს ხში­რად აზი­ა­რე­ბენ. რო­გორც ჩანს, ეკ­ლე­სია ლმო­ბი­ე­რე­ბას იჩენს მათ მი­მართ.

- ზი­ა­რე­ბა ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში სჭირ­დე­ბა, რად­გან ეს არის ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო. ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი უმ­წეო და და­უც­ვე­ლია. გა­ვიხ­სე­ნოთ, რა წე­რია ზი­ა­რე­ბის წი­ნა ლოც­ვებ­ში: ადა­მი­ა­ნი გა­ნა იმი­ტომ ეზი­ა­რე­ბა, რომ ღირ­სია და იმ­სა­ხუ­რებს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეს მის სულს სჭირ­დე­ბა, რომ და­უც­ვე­ლი არ იყოს და ბო­როტ­მა ძა­ლამ ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს. ეკ­ლე­სი­აც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მსჯე­ლობს: არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ვი­ან სი­გა­რეტს და თავს ვერ ანე­ბე­ბენ, იმი­ტომ, რომ ეს მათ­თ­ვის ტან­ჯ­ვის ტოლ­ფა­სია. მა­თი ორ­გა­ნიზ­მი იმ­დე­ნად არის შეჩ­ვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლებ­საც თამ­ბა­ქო შე­ი­ცავს, რომ ადა­მი­ა­ნი ცუ­დად ხდე­ბა, გუ­ლის ფრი­ა­ლი ეწყე­ბა, ღრძი­ლე­ბი უსივ­დე­ბა, კბი­ლე­ბი სცვი­ვა, სის­ხ­ლი სდის და ა.შ... რო­ცა ადა­მი­ა­ნი ასე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­დე­საც ის შეჩ­ვე­უ­ლია თამ­ბა­ქოს, რა თქმა უნ­და, ამის გა­მო მღვდელ­მ­სა­ხურ­მა უზი­ა­რე­ბე­ლი არ უნ­და და­ტო­ვოს. უამ­რა­ვი ბო­რო­ტი და კაც­თ­მო­ძუ­ლე ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს ამ­ქ­ვეყ­ნად, რო­მე­ლიც სი­გა­რეტს არ ეწე­ვა, მაგ­რამ სხვას ჩაგ­რავს, შუ­რი­ა­ნი და გა­უ­მა­ძღა­რია, არ ჯო­ბია, კა­ცი სი­გა­რეტს ეწე­ო­დეს და ღმერ­თს არ გმობ­დეს, ან მოყ­ვასს არ აზი­ა­ნებ­დეს?

- მა­მაო, რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სურთ მო­წე­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბონ?

- მე თვი­თო­ნაც ვე­წე­ო­დი და ვი­ცი, ეს რაც არის. პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნის ნე­ბაა მთა­ვა­რი, მან მტკი­ცედ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რომ ამ ცოდ­ვას სა­ბო­ლო­ოდ შე­ეშ­ვას, მაგ­რამ ეს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის იმე­დად არ უნ­და მო­ინ­დო­მოს, პირ­ველ რიგ­ში უფალს უნ­და სთხო­ვოს შე­წევ­ნა, უნ­და აღი­ა­როს თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბი და შე­ე­ვედ­როს. ამის შემ­დეგ უკ­ვე სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხს უნ­და მი­მარ­თოს - ზო­გი­ერ­თი სი­გა­რეტს სხვა რა­მით ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს ხოლ­მე, ან სპორ­ტით და­კავ­დე­ბი­ან, ან დარ­ბი­ან, ზო­გი წყალ­საც სვამს, მთა­ვა­რი კი მა­ინც მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის ნე­ბაა, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რომ არ უნ­და მო­სწი­ოს.

- თქვენს მრევ­ლ­ში ბევ­რია ისე­თი, ვინც მო­წე­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბა?

- არი­ან ისე­თე­ბი, ვინც სი­გა­რეტს თა­ვი და­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მო­წე­ვას ვერ თმობს. ეკ­ლე­სია მო­წყა­ლეა მათ მი­მართ, ეს არის იკო­ნო­მია, ანუ მზრუნ­ვე­ლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. უკ­ვე ვთქვი, რომ შე­იძ­ლე­ბა დღეს­ვე ვერ ანე­ბებს სი­გა­რეტს თავს, მაგ­რამ სა­ნაც­ვ­ლოდ კე­თი­ლი საქ­მე უნ­და აკე­თოს, მოყ­ვასს და­ეხ­მა­როს, მში­ე­რი და­ა­პუ­როს, მე­რე კი, თან­და­თან მო­წე­ვა­საც შე­ეშ­ვას, ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა ცოდ­ვას ერ­თ­ბა­შად ხომ ვერ მო­ე­რე­ვა?

- მრევლს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც აზი­ა­რებთ?

- არის ნარ­კო­მა­ნი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ეს სა­ში­ნე­ლი ცოდ­ვა დაძ­ლი­ოს და თავს მო­ე­რი­ოს: ან მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მას უერ­თ­დე­ბა, ან სახ­ლ­ში გა­მო­ი­კე­ტე­ბა, ძველ გა­რე­მოც­ვას თავს არი­დებს და ცდი­ლობს მარ­თალ გზას და­ად­გეს. თუ ის მორ­წ­მუ­ნეა, მოძღ­ვა­რი ჰყავს, ეკ­ლე­სი­ა­ში და­დის და ღმერ­თს შე­წევ­ნას სთხოვს, თუ ლო­ცუ­ლობს და გა­ნიც­დის თა­ვის მდგო­მა­რეო­ბას, რა თქმა უნ­და, უფა­ლიც შე­ე­წე­ვა. ამ დროს სუ­ლი­ერ­მა მოძღ­ვარ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და ილო­ცოს და იზ­რუ­ნოს მას­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ის უნ­და აზი­ა­რო, რომ ამ ცოდ­ვის გა­და­ლახ­ვა შეძ­ლოს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს სუ­ლი­ერ შვილს, რო­მელ­საც სურს არას­წორ ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვას. მე ასე ვფიქ­რობ და ამას გვას­წავ­ლის სა­ეკ­ლე­სიო მოძღ­ვ­რე­ბაც: თა­ნად­გო­მა და ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბის გულ­თან ახ­ლოს მი­ტა­ნა ხომ ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უპირ­ვე­ლე­სი თვი­სე­ბაა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მოძღვარი - "მე თვი­თო­ნაც ვე­წე­ო­დი და ვი­ცი, ეს რაც არის"

მოძღვარი - "მე თვი­თო­ნაც ვე­წე­ო­დი და ვი­ცი, ეს რაც არის"

ყვე­ლამ იცის, რომ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის დი­დი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. თამ­ბა­ქო­ში შე­მა­ვა­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი თან­და­თან ან­გ­რე­ვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და არა­ერ­თი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის წყა­როდ იქ­ცე­ვა. მეც­ნი­ე­რე­ბი მო­წე­ვას ფილ­ტ­ვის კი­ბოს გა­მომ­წ­ვევ ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად ასა­ხე­ლე­ბენ. სულ ახ­ლა­ხან ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მია, რომ მო­წე­ვა იწ­ვევს ღვიძ­ლი­სა და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს, დი­ა­ბეტს, არ­თ­რიტს და სხვა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს. მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია აღი­ა­რებს, რომ თამ­ბა­ქოს მწე­ვე­ლე­ბი სი­ცოცხ­ლეს იმოკ­ლე­ბენ და მი­დი­ან მე­ექ­ვ­სე მცნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა: "ა­რა კაც ჰკლა"! ეკ­ლე­სია კა­ტე­გო­რი­უ­ლად გმობს სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ამ ქმე­დე­ბას, თუმ­ცა გარ­კ­ვე­ულ ლმო­ბი­ე­რე­ბა­საც იჩენს მწე­ველ­თა მი­მართ. სწო­რედ ამ მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მა­ზე ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხურ ლე­ვან ალა­დაშ­ვილს:

- თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა არის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გან­ზ­რახ და­ზი­ა­ნე­ბა, ამა­ვე დროს, მწე­ვე­ლი ზი­ანს აყე­ნებს არა მარ­ტო სა­კუ­თარ თავს, არა­მედ სხვებ­საც: ხში­რად ეწე­ვი­ან სახ­ლ­ში, ტრან­ს­პორ­ტ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, იმას კი არ ფიქ­რო­ბენ, რომ მარ­ტო სა­კუ­თარს კი არა, სხვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­საც ვნე­ბენ. ეს არას­წო­რი ქმე­დე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა მწე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დი­დეს თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას, ცდი­ლობ­დეს ამ მავ­ნე ჩვე­ვი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და თავს ვერ ანე­ბებ­დეს, მაგ­რამ სხვი­სი ინ­ტე­რე­სი მა­ინც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს: არ მო­წი­ოს სახ­ლ­ში, სა­დაც ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, ან ისე­თი ხალ­ხია, ვინც არ ეწე­ვა. არ მო­სწი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ეს სხვე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

- რა­ტომ არის მიჩ­ნე­უ­ლი მო­წე­ვა ცოდ­ვად?

- სი­გა­რე­ტის მო­წე­ვით ადა­მი­ა­ნი აზი­ა­ნებს ორ­გა­ნიზმს, რო­მე­ლიც არის ტა­ძა­რი ღვთი­სა და რო­მელ­შიც სუ­ლიწ­მინ­დაა დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, ამის გა­მო თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა სე­რი­ო­ზუ­ლი ცოდ­ვაა. ამას­თან, მო­წე­ვა ერ­თ­გ­ვა­რი წარ­მარ­თუ­ლი რი­ტუ­ა­ლის სა­ხეს ატა­რებს, რად­გან თამ­ბა­ქოს ინ­დი­ელ­თა ტო­მე­ბი შა­მა­ნუ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის დროს იყე­ნებ­დ­ნენ. თვი­თონ მო­წე­ვის ტრა­დი­ცი­აც ამე­რი­კი­დან შე­მო­ვი­და, ად­რე სი­გა­რე­ტი არ ყო­ფი­ლა ასე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და არც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ცნო­ბი­ლია, რომ მოძღ­ვ­რე­ბი სი­გა­რე­ტის მწე­ვ­ელებს ხში­რად აზი­ა­რე­ბენ. რო­გორც ჩანს, ეკ­ლე­სია ლმო­ბი­ე­რე­ბას იჩენს მათ მი­მართ.

- ზი­ა­რე­ბა ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში სჭირ­დე­ბა, რად­გან ეს არის ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო. ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი უმ­წეო და და­უც­ვე­ლია. გა­ვიხ­სე­ნოთ, რა წე­რია ზი­ა­რე­ბის წი­ნა ლოც­ვებ­ში: ადა­მი­ა­ნი გა­ნა იმი­ტომ ეზი­ა­რე­ბა, რომ ღირ­სია და იმ­სა­ხუ­რებს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეს მის სულს სჭირ­დე­ბა, რომ და­უც­ვე­ლი არ იყოს და ბო­როტ­მა ძა­ლამ ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს. ეკ­ლე­სი­აც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მსჯე­ლობს: არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ვი­ან სი­გა­რეტს და თავს ვერ ანე­ბე­ბენ, იმი­ტომ, რომ ეს მათ­თ­ვის ტან­ჯ­ვის ტოლ­ფა­სია. მა­თი ორ­გა­ნიზ­მი იმ­დე­ნად არის შეჩ­ვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლებ­საც თამ­ბა­ქო შე­ი­ცავს, რომ ადა­მი­ა­ნი ცუ­დად ხდე­ბა, გუ­ლის ფრი­ა­ლი ეწყე­ბა, ღრძი­ლე­ბი უსივ­დე­ბა, კბი­ლე­ბი სცვი­ვა, სის­ხ­ლი სდის და ა.შ... რო­ცა ადა­მი­ა­ნი ასე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­დე­საც ის შეჩ­ვე­უ­ლია თამ­ბა­ქოს, რა თქმა უნ­და, ამის გა­მო მღვდელ­მ­სა­ხურ­მა უზი­ა­რე­ბე­ლი არ უნ­და და­ტო­ვოს. უამ­რა­ვი ბო­რო­ტი და კაც­თ­მო­ძუ­ლე ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს ამ­ქ­ვეყ­ნად, რო­მე­ლიც სი­გა­რეტს არ ეწე­ვა, მაგ­რამ სხვას ჩაგ­რავს, შუ­რი­ა­ნი და გა­უ­მაძღა­რია, არ ჯო­ბია, კა­ცი სი­გა­რეტს ეწე­ო­დეს და ღმერთს არ გმობ­დეს, ან მოყ­ვასს არ აზი­ა­ნებ­დეს?

- მა­მაო, რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სურთ მო­წე­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბონ?

- მე თვი­თო­ნაც ვე­წე­ო­დი და ვი­ცი, ეს რაც არის. პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნის ნე­ბაა მთა­ვა­რი, მან მტკი­ცედ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რომ ამ ცოდ­ვას სა­ბო­ლო­ოდ შე­ეშ­ვას, მაგ­რამ ეს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის იმე­დად არ უნ­და მო­ინ­დო­მოს, პირ­ველ რიგ­ში უფალს უნ­და სთხო­ვოს შე­წევ­ნა, უნ­და აღი­ა­როს თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბი და შე­ე­ვედ­როს. ამის შემ­დეგ უკ­ვე სხვა­დას­ხ­ვა ხერხს უნ­და მი­მარ­თოს - ზო­გი­ერ­თი სი­გა­რეტს სხვა რა­მით ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს ხოლ­მე, ან სპორ­ტით და­კავ­დე­ბი­ან, ან დარ­ბი­ან, ზო­გი წყალ­საც სვამს, მთა­ვა­რი კი მა­ინც მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის ნე­ბაა, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რომ არ უნ­და მო­სწი­ოს.

- თქვენს მრევ­ლ­ში ბევ­რია ისე­თი, ვინც მო­წე­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბა?

- არი­ან ისე­თე­ბი, ვინც სი­გა­რეტს თა­ვი და­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მო­წე­ვას ვერ თმობს. ეკ­ლე­სია მოწყა­ლეა მათ მი­მართ, ეს არის იკო­ნო­მია, ანუ მზრუნ­ვე­ლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. უკ­ვე ვთქვი, რომ შე­იძ­ლე­ბა დღეს­ვე ვერ ანე­ბებს სი­გა­რეტს თავს, მაგ­რამ სა­ნაც­ვ­ლოდ კე­თი­ლი საქ­მე უნ­და აკეთოს, მოყ­ვასს და­ეხ­მა­როს, მში­ე­რი და­ა­პუ­როს, მე­რე კი, თან­და­თან მო­წე­ვა­საც შე­ეშ­ვას, ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა ცოდ­ვას ერ­თ­ბა­შად ხომ ვერ მო­ე­რე­ვა?

- მრევლს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც აზი­ა­რებთ?

- არის ნარ­კო­მა­ნი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ეს სა­ში­ნე­ლი ცოდ­ვა დაძ­ლი­ოს და თავს მო­ე­რი­ოს: ან მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მას უერ­თ­დე­ბა, ან სახ­ლ­ში გა­მო­ი­კე­ტე­ბა, ძველ გა­რე­მოც­ვას თავს არი­დებს და ცდი­ლობს მარ­თალ გზას და­ად­გეს. თუ ის მორ­წ­მუ­ნეა, მოძღ­ვა­რი ჰყავს, ეკ­ლე­სი­ა­ში და­დის და ღმერთს შე­წევ­ნას სთხოვს, თუ ლო­ცუ­ლობს და გა­ნიც­დის თა­ვის მდგო­მა­რეო­ბას, რა თქმა უნ­და, უფა­ლიც შე­ე­წე­ვა. ამ დროს სუ­ლი­ერ­მა მოძღ­ვარ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და ილო­ცოს და იზ­რუ­ნოს მას­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ის უნ­და აზი­ა­რო, რომ ამ ცოდ­ვის გა­და­ლახ­ვა შეძ­ლოს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს სუ­ლი­ერ შვილს, რო­მელ­საც სურს არას­წორ ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვას. მე ასე ვფიქ­რობ და ამას გვას­წავ­ლის სა­ეკ­ლე­სიო მოძღ­ვ­რე­ბაც: თა­ნად­გო­მა და ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბის გულ­თან ახ­ლოს მი­ტა­ნა ხომ ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უპირ­ვე­ლე­სი თვი­სე­ბაა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია