მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზამთრის ტურისტული სეზონი განწირულია?!
ზამთრის ტურისტული სეზონი განწირულია?!

სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე სე­ზო­ნი ჩა­ვარ­და. ამინ­დის გამო გუ­და­უ­რის სას­ტუმ­რო­ებს მუ­შა­ო­ბა 90%-ით შე­უმ­ცირ­დათ. ცო­ტა­თი უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ბა­კუ­რი­ან­ში. კუ­რორტზე თოვს, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რივ­მა სას­ტუმ­რო­ებ­მა დამ­სვე­ნე­ბე­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბა შა­ბათ-კვი­რა­ო­ბი­თაა.

სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ორი­ვე კუ­რორტზე რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თეთ­რი ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზისს გა­ნიც­დის. თოვ­ლის სიმ­ცი­რის გამო წლე­ულს სე­ზო­ნი ისე­დაც გვი­ან გა­იხ­სნა.

გუ­და­უ­რის წამ­ყვან სას­ტუმ­რო­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ა­ხალ­წლო ნა­კა­დის გას­ტუმ­რე­ბის შემ­დეგ დამ­სვე­ნე­ბე­ლი არ ჰყავთ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, კუ­რორტზე ტუ­რის­ტე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უცხო­ე­ლე­ბი არი­ან. კერ­ძოდ, დიდი აქ­ტი­ვო­ბა შე­იმ­ჩნე­ო­და რუ­სე­თი­დან, თუმ­ცა, ამინ­დის გამო, გუ­და­ურს არც რუსი ტუ­რის­ტე­ბი სტუმ­რო­ბენ.

თოვ­ლის მოს­ვლას კუ­რორტზე უკვე 13 იან­ვრი­დან - სე­ზო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნის შემ­დეგ ელო­დე­ბი­ან. ამ დრო­ის­თვის გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი გა­ნა­ხევ­რდა და 15 ლარი ღირს.

სულ ცოტა ხნის წინ მთე­ლი მთავ­რო­ბა ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. არა­და, აქ­ტი­უ­რი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არც ყაზ­ბეგს, მეს­ტი­ას, ბე­თა­ნი­ა­სა და გო­მარ­დულს ჰყავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე ერ­თდღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბის ფასი 30-დან 350 ლა­რამ­დეა. ათ­დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში 800 ლარი ღირს, მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ში - 3500 ლარი, ხოლო კო­ტე­ჯში კვე­ბის გა­რე­შე დას­ვე­ნე­ბის ფასი 300 ლა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­კუ­რი­ანს, კუ­რორტზე 150-ზე მეტი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როა, სა­დაც ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 50 ლარი ღირს. მსხვილ სას­ტუმ­რო­ებ­ში, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კუ­რორტზე 25 შე­ად­გენს, ნომ­რის ფასი 3-ჯე­რა­დი კვე­ბით 120 ლა­რი­დან იწყე­ბა. ბა­კუ­რი­ან­ში ერთ-ერთი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლელა ადა­მი­ან­ცი ამ­ბობს, რომ კუ­რორტზე თოვს, რის გა­მოც დამ­სვე­ნებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ.

"თოვს და ამან დამ­სვე­ნე­ბელს სტი­მუ­ლი მის­ცა. არ არის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორ­საც ვი­სურ­ვებ­დით, მაგ­რამ უკ­მა­ყო­ფი­ლოც არ ვარ. აქ­ტი­უ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შა­ბათ-კვი­რა­ო­ბი­თაა. უცხო­ე­ლებ­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც ის­ვე­ნე­ბენ. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ტუ­რის­ტებს გარ­თო­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ. ვფიქ­რობ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­სახ­ვე­წია. სხვა მხრივ, აქ პრობ­ლე­მა არ არის", - ამ­ბობს ლელა ადა­მი­ან­ცი.

ყვე­ლა­ზე მეტი ტუ­რის­ტი ყო­ველ­თვის გუ­და­ურ­ში იყო, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი სას­ტუმ­რო­ე­ბის ცნო­ბით, წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა შუა სე­ზონ­ზე კუ­რორ­ტი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.

სას­ტუმრტო "თრუ­სოს" მე­ნე­ჯე­რი ლე­ვან კა­რი­ჭაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სე­ზო­ნი ჩა­ვარ­და და ეს, გვინ­და თუ არა, უნდა ვა­ღი­ა­როთ!

"დამ­სვე­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კუ­რორტზე 90%-ით და მე­ტა­დაც იკლო. თოვ­ლი არ არის და სხვა რა ჩა­მო­იყ­ვანს ხალ­ხს და­სას­ვე­ნებ­ლად? სა­ა­ხალ­წლოდ ჩვენ­მა სას­ტუმ­რომ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვა. უფრო მე­ტად უცხო­ე­ლე­ბი ის­ვე­ნებ­დნენ, ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტე­ბი - ნაკ­ლე­ბად.

ახა­ლი წლის შემ­დეგ ტუ­რის­ტე­ბი სა­დღაც გაქ­რნენ. ამ ეტაპ­ზე სულ 2 ვი­ზი­ტო­რი გვყავს, ეს არის და ეს. შემ­თხვე­ვი­თი მგზავ­რი თუ შე­მო­ვა, და­სას­ვე­ნებ­ლად არა­ვინ ჩა­მო­დის. სხვა მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, მაგ­რამ ამინდმა არ გა­ა­მარ­თლა.

ფაქ­ტია, რომ სე­ზო­ნი ჩაგ­ვი­ვარ­და. ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვართ. ჩვენ ვართ თოვ­ლზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. როცა ამინ­დი შე­სა­ფე­რი­სია და თოვს, დამ­სვე­ნე­ბე­ლიც ბლო­მა­დაა. შარ­შან თოვ­ლი გუ­და­ურ­ში თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში მო­ვი­და, რის გა­მოც იან­ვა­რი მა­ში­ნაც პა­სი­უ­რი იყო. ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი ამინ­დზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის არის, მაგ­რამ ამინდმა ხელი თუ არ შეგ­ვი­წყო, დამ­სვე­ნებ­ლის დე­ფი­ცი­ტი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს კა­რი­ჭაშ­ვი­ლი.

ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბია სხვა სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე, სა­დაც ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო. ად­გი­ლობ­რივ სამ­თო კუ­რორტზე ერ­თა­დერ­თი 4-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "თეთ­ნულ­დი" ტუ­რის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას უჩი­ვის. სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სტუმ­რე­ბი არც ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ჰყავ­დათ. სას­ტუმ­რო "თეთ­ნულდმა" სა­ა­ხალ­წლოდ 50 ვი­ზი­ტო­რი მი­ი­ღო და და­ახ­ლო­ე­ბით დამ­სვე­ნებ­ლე­ბის იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­შიც.

დამ­სვე­ნე­ბე­ლის გა­რე­შეა მთი­ა­ნი ყაზ­ბე­გიც. ად­გი­ლობ­რივ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ტუ­რის­ტე­ბი არ ჩა­ნან. მათი ვა­რა­უ­დით, შე­საძ­ლოა, ამის მი­ზე­ზი ამინ­დი იყოს, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ყაზ­ბეგს სტუ­მა­რი ისე­დაც აკ­ლდა.

"სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა არც შარ­შან იყო, თუმ­ცა ამ დროს გა­ცი­ლე­ბით მეტი ტუ­რის­ტი ის­ვე­ნებ­და. ახლა თით­ქმის ცა­რი­ე­ლია რო­გორც მსხვი­ლი, ასე­ვე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი. არ ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის მი­ზე­ზი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ისე­დაც ნაკ­ლე­ბად ის­ვე­ნე­ბენ, უფრო უცხო­ე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის იმე­დად ვართ, მაგ­რამ წელლს ისი­ნიც პა­სი­უ­რო­ბენ", - ამ­ბობს ნინო ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, დაბა სტე­ფაწ­მინ­დის მკვიდ­რი.

მისი თქმით, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ში 1 ად­გი­ლის სა­ფა­სუ­რი 30-დან 50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ხოლო მსხვილ სას­ტუმ­რო­ებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი 100 დო­ლარ­საც აჭარ­ბებს.

სა­გან­გა­შოა ტუ­რო­პე­რა­ტორ­თა შე­ფა­სე­ბაც. ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "იმ­პე­რი­ალ თრე­ვე­ლის" მე­ნე­ჯე­რის გან­ცხა­დე­ბით, სე­ზო­ნი უკი­დუ­რე­სად პა­სი­უ­რია.

"მო­ლო­დი­ნი, რაც სე­ზო­ნამ­დე გვქონ­და, არ გა­მარ­თლდა. სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვართ. ჩვენს მა­გა­ლით­ზე კი შეგ­ვიძ­ლია ვა­ღი­ა­როთ, რომ სე­ზო­ნი ჩაგ­ვი­ვარ­და. ამ ეტაპ­ზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­ერ­თოდ არ გვყავს, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ამინ­დზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სე­ზო­ნი ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა. მისი ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა თოვლსა და დამ­სვე­ნე­ბელ­თა აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - ამ­ბობს რო­მან კუპ­რე­იშ­ვი­ლი, სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ზამთრის ტურისტული სეზონი განწირულია?!

ზამთრის ტურისტული სეზონი განწირულია?!

სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ჩავარდა. ამინდის გამო გუდაურის სასტუმროებს მუშაობა 90%-ით შეუმცირდათ. ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა ბაკურიანში. კურორტზე თოვს, რის გამოც ადგილობრივმა სასტუმროებმა დამსვენებელი შეინარჩუნეს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა შაბათ-კვირაობითაა.

საერთო ჯამში კი, ორივე კურორტზე რთული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, თეთრი ტურიზმი საქართველოში კრიზისს განიცდის. თოვლის სიმცირის გამო წლეულს სეზონი ისედაც გვიან გაიხსნა.

გუდაურის წამყვან სასტუმროებში აცხადებენ, რომ საახალწლო ნაკადის გასტუმრების შემდეგ დამსვენებელი არ ჰყავთ. ტრადიციულად, კურორტზე ტურისტების უმეტესი ნაწილი უცხოელები არიან. კერძოდ, დიდი აქტივობა შეიმჩნეოდა რუსეთიდან, თუმცა, ამინდის გამო, გუდაურს არც რუსი ტურისტები სტუმრობენ.

თოვლის მოსვლას კურორტზე უკვე 13 იანვრიდან - სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ ელოდებიან. ამ დროისთვის გუდაურში საბაგირო მომსახურების საფასური განახევრდა და 15 ლარი ღირს.

სულ ცოტა ხნის წინ მთელი მთავრობა ზამთრის კურორტებზე დამსვენებლების მოზღვავებაზე საუბრობდა. არადა, აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, დამსვენებლები არც ყაზბეგს, მესტიას, ბეთანიასა და გომარდულს ჰყავს.

საქართველოს ზამთრის კურორტებზე ერთდღიანი დასვენების ფასი 30-დან 350 ლარამდეა. ათდღიანი დასვენება საოჯახო სასტუმროში 800 ლარი ღირს, მაღალი კლასის სასტუმროში - 3500 ლარი, ხოლო კოტეჯში კვების გარეშე დასვენების ფასი 300 ლარია.

რაც შეეხება ბაკურიანს, კურორტზე 150-ზე მეტი საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ბინის დაქირავება, საშუალოდ, 50 ლარი ღირს. მსხვილ სასტუმროებში, რომელთა რაოდენობა კურორტზე 25 შეადგენს, ნომრის ფასი 3-ჯერადი კვებით 120 ლარიდან იწყება. ბაკურიანში ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს წარმომადგენელი ლელა ადამიანცი ამბობს, რომ კურორტზე თოვს, რის გამოც დამსვენებლები აქტიურობენ.

"თოვს და ამან დამსვენებელს სტიმული მისცა. არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ უკმაყოფილოც არ ვარ. აქტიურობა განსაკუთრებით შაბათ-კვირაობითაა. უცხოელებთან ერთად, ადგილობრივებიც ისვენებენ. კარგი იქნება, რომ ტურისტებს გართობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურა დასახვეწია. სხვა მხრივ, აქ პრობლემა არ არის", - ამბობს ლელა ადამიანცი.

ყველაზე მეტი ტურისტი ყოველთვის გუდაურში იყო, თუმცა ადგილობრივი სასტუმროების ცნობით, წელს განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა შუა სეზონზე კურორტი დამსვენებლების გარეშე დარჩა.

სასტუმრტო "თრუსოს" მენეჯერი ლევან კარიჭაშვილი აცხადებს, რომ სეზონი ჩავარდა და ეს, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ!

"დამსვენებელთა რაოდენობამ კურორტზე 90%-ით და მეტადაც იკლო. თოვლი არ არის და სხვა რა ჩამოიყვანს ხალხს დასასვენებლად? საახალწლოდ ჩვენმა სასტუმრომ სრული დატვირთვით იმუშავა. უფრო მეტად უცხოელები ისვენებდნენ, ადგილობრივი ტურისტები - ნაკლებად.

ახალი წლის შემდეგ ტურისტები სადღაც გაქრნენ. ამ ეტაპზე სულ 2 ვიზიტორი გვყავს, ეს არის და ეს. შემთხვევითი მგზავრი თუ შემოვა, დასასვენებლად არავინ ჩამოდის. სხვა მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ამინდმა არ გაამართლა.

ფაქტია, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჩვენ ვართ თოვლზე დამოკიდებული. როცა ამინდი შესაფერისია და თოვს, დამსვენებელიც ბლომადაა. შარშან თოვლი გუდაურში თებერვლის დასაწყისში მოვიდა, რის გამოც იანვარი მაშინაც პასიური იყო. ჩვენი ბიზნესი ამინდზეა დამოკიდებული, ინტერესი ყოველთვის არის, მაგრამ ამინდმა ხელი თუ არ შეგვიწყო, დამსვენებლის დეფიციტი ყოველთვის იქნება", - ამბობს კარიჭაშვილი.

ანალოგიური პრობლემებია სხვა სამთო კურორტებზე, სადაც ისედაც მძიმე მდგომარეობა და დიამეტრალურად განსხვავებული ვითარება იყო. ადგილობრივ სამთო კურორტზე ერთადერთი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "თეთნულდი" ტურისტების ნაკლებობას უჩივის. სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტუმრები არც ახალი წლის დღეებში ჰყავდათ. სასტუმრო "თეთნულდმა" საახალწლოდ 50 ვიზიტორი მიიღო და დაახლოებით დამსვენებლების იგივე რაოდენობა დაფიქსირდა საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც.

დამსვენებელის გარეშეა მთიანი ყაზბეგიც. ადგილობრივთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტურისტები არ ჩანან. მათი ვარაუდით, შესაძლოა, ამის მიზეზი ამინდი იყოს, თუმცა ბოლო წლებში ყაზბეგს სტუმარი ისედაც აკლდა.

"სახარბიელო ვითარება არც შარშან იყო, თუმცა ამ დროს გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა. ახლა თითქმის ცარიელია როგორც მსხვილი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ადგილობრივები ისედაც ნაკლებად ისვენებენ, უფრო უცხოელი დამსვენებლების იმედად ვართ, მაგრამ წელლს ისინიც პასიურობენ", - ამბობს ნინო ქართველიშვილი, დაბა სტეფაწმინდის მკვიდრი.

მისი თქმით, საოჯახო ტიპის სასტუმროში 1 ადგილის საფასური 30-დან 50 ლარამდე მერყეობს. ხოლო მსხვილ სასტუმროებში მომსახურების ფასი 100 დოლარსაც აჭარბებს.

საგანგაშოა ტუროპერატორთა შეფასებაც. ტურისტული კომპანია "იმპერიალ თრეველის" მენეჯერის განცხადებით, სეზონი უკიდურესად პასიურია.

"მოლოდინი, რაც სეზონამდე გვქონდა, არ გამართლდა. სხვა კომპანიების მდგომარეობით არ დავინტერესებულვართ. ჩვენს მაგალითზე კი შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ამ ეტაპზე მომხმარებელი საერთოდ არ გვყავს, სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა, საბოლოოდ მაინც ამინდზე ვართ დამოკიდებული.

სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. მისი ავ-კარგიანობა თოვლსა და დამსვენებელთა აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული", - ამბობს რომან კუპრეიშვილი, სასტუმროს მენეჯერი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია