მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!
2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!

ომში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჯა­რის­კა­ცი სი­ღა­რი­ბე­სა და ბანკთან ბრძო­ლა­ში მარ­ცხდე­ბა. სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­დის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ვი­ტა­ლი კუ­ჭუ­ხი­ძე ცხინ­ვა­ლის ომში ჩა­დე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის ოთხი ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ეს, თუმ­ცა... 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს, ცხინ­ვა­ლის ომში სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­დამ სო­ფე­ლი ხე­თა­გუ­რო­ვი და­ი­კა­ვა. ამ სტრა­ტე­გი­ულ ად­გილს სე­პა­რა­ტის­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­გებ­დნენ. სა­გუ­შა­გო­ზე მდგარ­ნი ყო­ველ წამს ელოდ­ნენ ოსე­ბის­გან რე­ვანშს... ქარ­თვე­ლებ­მა სოფ­ლის გზა­ზე მო­მა­ვა­ლი "ჟი­გუ­ლის" მარ­კის ორი ძვე­ლისძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ნიშ­ნეს. მო­წი­ნა­ვე ოცე­ულ­მა ცე­ცხლის გახ­სნა­ზე თავი შე­ი­კა­ვა, - ვა­ი­თუ, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ა­ნო. ამა­სო­ბა­ში გა­ის­მა სრო­ლა...

ორი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში იმ­სხვერ­პლა მტერ­მა... კაპ­რა­ლი ვი­ტა­ლი კუ­ჭუ­ხი­ძე მიხ­ვდა, რომ სან­გრი­დან ვე­რა­ფერს გახ­დე­ბო­და, ფეხ­ზე წა­მოდ­გა და მტრის ავ­ტო­მო­ბი­ლის­კენ გა­უშ­ვა ტყვი­ის ჯერი. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­ნად­გურ­და, ქარ­თვე­ლე­ბი გა­დარ­ჩნენ, მძი­მედ და­იჭ­რა მხო­ლოდ ვი­ტა­ლი - კი­სერ­ში მოხ­ვედ­რილ­მა ტყვი­ამ ნერ­ვი გა­უ­გლი­ჯა... სის­ხლში მცუ­რა­ვი გო­რის ჰოს­პიტ­ლის­კენ მიჰ­ყავ­დათ. "არ უნდა მოვ­კვდე, ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან წე­ლი­წა­დიც არ გა­სუ­ლა, ოჯახს პატ­რო­ნი აღარ ეყო­ლე­ბა", - ჩურ­ჩუ­ლებ­და მძი­მედ დაჭ­რი­ლი... ორი თვე ებ­რძო­და სიკ­ვდილს. მერე ნელ-ნელა ფეხ­ზე დად­გა, ერ­თმა წელ­მაც გან­ვლო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ე­ცა ოთხი ორ­დე­ნი. დღეს სა­სო­წარ­კვე­თილს ფიქ­რი ტან­ჯავს - იქ­ნებ ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ღუპ­ვა სჯობ­დაო და სი­ნა­ნუ­ლით დას­ჩე­რე­ბია გა­შე­შე­ბულ მარ­ჯვე­ნას...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმე­რეთ­ში, სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნევ­ში, კუ­ჭუ­ხი­ძე­ე­ბის ოჯახს ვეს­ტუმ­რე. მათ შე­სა­ხებ კაპ­რა­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა მი­თხრეს, - ვი­ტა­ლი გმი­რია, ომში სხვე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად გა­წი­რა თავი, ახლა ოთხ შვილს წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ღა­რი­ბე­ში ზრდი­სო. ნა­ნახ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მარ­თლაც ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე­თი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო სახ­ლი, რო­მელ­შიც გმი­რი დე­დას­თან, მე­უღ­ლე­სა და 4 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სახ­ლი სა­ხუ­რავ­ჩან­გრე­უ­ლია, ოთა­ხებ­ში კი ისე­ვე წვიმს, რო­გორც გა­რეთ. შე­შის სა­ყი­დე­ლი ფული არ აქვთ და აივ­ნის ხის ია­ტაკს წვა­ვენ. "აქა­უ­რო­ბას წვი­მა და თოვ­ლი ალ­პობს, სხვა გზა არ მაქვს, ბავ­შვებს ვერ გავ­ყი­ნავ და ჩემი ხე­ლით ვწვავ სახ­ლს, რო­მელ­შიც ჯერ კი­დევ ვცხოვ­რობთ", - ამ­ბობს ვი­ტა­ლი კუ­ჭუ­ხი­ძე.

- ჩვენს ოჯახს არას­დროს ულ­ხინ­და. ჯარ­ში რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ვი­ფიქ­რე, სახ­ლს გავ­მარ­თავ და შვი­ლებს ადა­მი­ა­ნუ­რად დავზრდი-მეთ­ქი. მალე ომი და­ი­წყო და და­ვინ­ვა­ლიდ­დი. ამა­სო­ბა­ში სა­ხუ­რა­ვიც ჩა­მო­იქ­ცა. წყალ­ტუ­ბოს გამ­გე­ო­ბას ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. კო­მი­სა­რი­ატ­მა შე­მო­მით­ვა­ლა, ჩა­მო­დი და თუ­ნუქს გა­გა­ტან­თო. ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლით ვი­ქი­რა­ვე ტრან­სპორ­ტი და წა­მო­ვი­ღე... პირ­კა­ტა მეცა, როცა მე­ზობ­ლებ­მა და­ჟან­გუ­ლი თუ­ნუ­ქი ჩა­მო­ცა­ლეს ძა­რი­დან. არ ვარ­გო­და და ჯარ­თად ჩა­ვა­ბა­რე, მის მო­სა­ტა­ნად აღე­ბუ­ლი ვალი რომ მა­ინც გა­მეს­ტუმ­რე­ბი­ნა. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­საც მივ­მარ­თე, მაგ­რამ ჩემს წე­რი­ლებს ისევ წყალ­ტუ­ბოს გამ­გე­ო­ბა­ში გზავ­ნიდ­ნენ. 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში წყალ­ტუ­ბოს გამ­გე­ო­ბას ვთხო­ვე, - შე­შით მა­ინც და­მეხ­მა­რეთ-მეთ­ქი. ახა­ლი წლის წი­ნა­დღეს მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, - თქვენს სა­კითხს 2014 წელს გან­ვი­ხი­ლავ­თო. ხე­დავთ? ისიც კი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რო­მელ თვე­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ზო­გა­დად 2014 წელ­სო!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!

2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!

ომში სასიკვდილო ჭრილობას გადარჩენილი ჯარისკაცი სიღარიბესა და ბანკთან ბრძოლაში მარცხდება. სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ვიტალი კუჭუხიძე ცხინვალის ომში ჩადენილი გმირობისთვის ოთხი ორდენით დააჯილდოეს, თუმცა... 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალის ომში სენაკის მეორე ბრიგადამ სოფელი ხეთაგუროვი დაიკავა. ამ სტრატეგიულ ადგილს სეპარატისტები წლების განმავლობაში განაგებდნენ. საგუშაგოზე მდგარნი ყოველ წამს ელოდნენ ოსებისგან რევანშს... ქართველებმა სოფლის გზაზე მომავალი "ჟიგულის" მარკის ორი ძველისძველი ავტომობილი შენიშნეს. მოწინავე ოცეულმა ცეცხლის გახსნაზე თავი შეიკავა, - ვაითუ, მშვიდობიანი მოქალაქეები არიანო. ამასობაში გაისმა სროლა...

ორი ქართველი ჯარისკაცი თვალის დახამხამებაში იმსხვერპლა მტერმა... კაპრალი ვიტალი კუჭუხიძე მიხვდა, რომ სანგრიდან ვერაფერს გახდებოდა, ფეხზე წამოდგა და მტრის ავტომობილისკენ გაუშვა ტყვიის ჯერი. მოწინააღმდეგე განადგურდა, ქართველები გადარჩნენ, მძიმედ დაიჭრა მხოლოდ ვიტალი - კისერში მოხვედრილმა ტყვიამ ნერვი გაუგლიჯა... სისხლში მცურავი გორის ჰოსპიტლისკენ მიჰყავდათ. "არ უნდა მოვკვდე, ძმის გარდაცვალებიდან წელიწადიც არ გასულა, ოჯახს პატრონი აღარ ეყოლება", - ჩურჩულებდა მძიმედ დაჭრილი... ორი თვე ებრძოდა სიკვდილს. მერე ნელ-ნელა ფეხზე დადგა, ერთმა წელმაც განვლო. ამ ხნის განმავლობაში გადაეცა ოთხი ორდენი. დღეს სასოწარკვეთილს ფიქრი ტანჯავს - იქნებ ბრძოლაში გმირულად დაღუპვა სჯობდაო და სინანულით დასჩერებია გაშეშებულ მარჯვენას...

რამდენიმე დღის წინ იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში, კუჭუხიძეების ოჯახს ვესტუმრე. მათ შესახებ კაპრალის თანამებრძოლებმა მითხრეს, - ვიტალი გმირია, ომში სხვების სიცოცხლის დასაცავად გაწირა თავი, ახლა ოთხ შვილს წარმოუდგენელ სიღარიბეში ზრდისო. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მართლაც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სახლი, რომელშიც გმირი დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლი სახურავჩანგრეულია, ოთახებში კი ისევე წვიმს, როგორც გარეთ. შეშის საყიდელი ფული არ აქვთ და აივნის ხის იატაკს წვავენ. "აქაურობას წვიმა და თოვლი ალპობს, სხვა გზა არ მაქვს, ბავშვებს ვერ გავყინავ და ჩემი ხელით ვწვავ სახლს, რომელშიც ჯერ კიდევ ვცხოვრობთ", - ამბობს ვიტალი კუჭუხიძე.

- ჩვენს ოჯახს არასდროს ულხინდა. ჯარში რომ დავიწყე მუშაობა, ვიფიქრე, სახლს გავმართავ და შვილებს ადამიანურად დავზრდი-მეთქი. მალე ომი დაიწყო და დავინვალიდდი. ამასობაში სახურავიც ჩამოიქცა. წყალტუბოს გამგეობას ვთხოვე დახმარება. კომისარიატმა შემომითვალა, ჩამოდი და თუნუქს გაგატანთო. ნასესხები ფულით ვიქირავე ტრანსპორტი და წამოვიღე... პირკატა მეცა, როცა მეზობლებმა დაჟანგული თუნუქი ჩამოცალეს ძარიდან. არ ვარგოდა და ჯართად ჩავაბარე, მის მოსატანად აღებული ვალი რომ მაინც გამესტუმრებინა. პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციასაც მივმართე, მაგრამ ჩემს წერილებს ისევ წყალტუბოს გამგეობაში გზავნიდნენ. 2013 წლის ნოემბერში წყალტუბოს გამგეობას ვთხოვე, - შეშით მაინც დამეხმარეთ-მეთქი. ახალი წლის წინადღეს მომივიდა პასუხი, - თქვენს საკითხს 2014 წელს განვიხილავთო. ხედავთ? ისიც კი არ არის მითითებული, რომელ თვეში განიხილავენ, ზოგადად 2014 წელსო!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია