მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარა ჩერგოლეიშვილს უთვალთვალებენ?
თამარა ჩერგოლეიშვილს უთვალთვალებენ?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი, რომ­ლის­თვი­საც შა­ბათ კვი­რას ვერ მო­ვი­ცა­ლე - ჯერ მან­ქა­ნას და­აკ­ვირ­დით ფო­ტო­ზე. ნო­მე­რი AAI 379.

შა­ბათს 12 სა­ათ­ზე ბავ­შვი მი­ვიყ­ვა­ნე ინ­გლი­სურ­ზე და ჩემს მშობ­ლებს ვეწ­ვიე დი­დუ­ბე­ში, გაკ­ვე­თი­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე.

13 სა­ათ­ზე მი­ვა­კი­თხე და მუ­სი­კა­ზე წა­ვიყ­ვა­ნე.

ამა­სო­ბა­ში გა­მახ­სენ­და, რომ დი­დუ­ბე­ში ტე­ლე­ფო­ნი დამ­რჩა და უკან დავ­ბრუნ­დი - ჩემს მშობ­ლებ­თან.

მა­მა­ჩე­მი უკვე თა­ვის საყ­ვა­რელ ად­გი­ლას - გა­რაჟ­ში იყო. მე დე­და­ჩემ­მა ყავა გა­მი­კე­თა და ცოტა ხნით შევ­ყოვ­ნდი.

მა­მა­ჩემ­მა ამო­მა­კი­თხა სახ­ლში და მკი­თხა, ხომ არ შე­გიმ­ჩნე­ვია მან­ქა­ნა დაგ­ყვე­ბო­დე­სო. მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და და მი­თხრა ორი­ვე მოს­ვლა­ზე ერთი და იგი­ვე მან­ქა­ნა მოყ­ვა და კუ­თხე­ში გა­ჩერ­დაო.

მე ცხა­დია გა­მე­ცი­ნა - გა­მო­რი­ცხვით არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ ჩემი მარ­შრუ­ტი თუ აინ­ტე­რე­სებთ, ტე­ლე­ფო­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბით ნა­ხა­ვენ მეთ­ქი.

მოკ­ლედ წა­მო­ვე­დი დი­დუ­ბი­დან - მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა გა­მოგ­ყვა ის მან­ქა­ნა, რო­მელ­ზეც მი­მი­თი­თე­სო.

მეც და­ვი­ნა­ხე - AAI 379.

სახ­ლში მო­ვე­დი ცოტა ხნით და 4- სთვის წა­ვე­დი რუს­თა­ვი ორში, ნიკა გვა­რა­მი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად.

ახა­ლი გზით წა­ვე­დი, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს­თან ავუხ­ვიე, მაღ­ლი­ვი გა­ვი­ა­რე და ვხე­დავ იგი­ვე მან­ქა­ნა მომ­ყვე­ბა.

ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე რომ ავე­დი გა­ვა­ჩე­რე. მან­ქა­ნაც გა­ჩერ­და - ჯერ სამი მან­ქა­ნით უკან. მერე და­იძ­რა და პერ­პენ­დი­კუ­ლა­რულ ქუ­ჩა­ზე და­ა­ყე­ნა.

გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან და ფოტო გა­და­ვუ­ღე.

არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ ცხა­დია - მაგ­რამ მა­ინც მო­გი­ყე­ვით. თუ დამ­თხვე­ვაა - ერ­თობ უც­ნა­უ­რი", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის პოსტს მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ის­ტო­რი­კო­სი ლაშა ბაქ­რა­ძე: "1978 წლის აპ­რი­ლის შემ­დეგ (ქარ­თუ­ლი ენის ამ­ბე­ბი, ვი­საც არ ახ­სოვს) მა­მა­ჩემს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკან დაყ­ვე­ბო­და მან­ქა­ნა, მერე 80-ია­ნე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შიც. ძა­ლი­ან აშ­კა­რად, კონ­სპი­რა­ცი­ა­ზე არც იყო სა­უ­ბა­რი - ეს უფრო გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი, მა­შინ შე­მა­ში­ნე­ბე­ლი ქმე­დე­ბა იყო, ვი­ცით სად და რო­დის და­დი­ხარ, ვის ხვდე­ბიო".

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი: მეც ეგ ვი­ფიქ­რე, ერ­თა­დერ­თი ახ­სნა ეგ არის.

"აფხა­ზე­თის ხმის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლაშა ბე­რუ­ლა­ვა: არა­ნა­ი­რი დამ­თხვე­ვა არაა.

თამარა ჩერგოლეიშვილს უთვალთვალებენ?

თამარა ჩერგოლეიშვილს უთვალთვალებენ?

ტელეწამყვანი თამარა ჩერგოლეიშვილი ვარაუდობს, რომ უთვალთვალებენ. ამის შესახებ ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"სასაცილო ამბავი, რომლისთვისაც შაბათ კვირას ვერ მოვიცალე - ჯერ მანქანას დააკვირდით ფოტოზე. ნომერი AAI 379.

შაბათს 12 საათზე ბავშვი მივიყვანე ინგლისურზე და ჩემს მშობლებს ვეწვიე დიდუბეში, გაკვეთილის დამთავრებამდე.

13 საათზე მივაკითხე და მუსიკაზე წავიყვანე.

ამასობაში გამახსენდა, რომ დიდუბეში ტელეფონი დამრჩა და უკან დავბრუნდი - ჩემს მშობლებთან.

მამაჩემი უკვე თავის საყვარელ ადგილას - გარაჟში იყო. მე დედაჩემმა ყავა გამიკეთა და ცოტა ხნით შევყოვნდი.

მამაჩემმა ამომაკითხა სახლში და მკითხა, ხომ არ შეგიმჩნევია მანქანა დაგყვებოდესო. მეზობელი მოვიდა და მითხრა ორივე მოსვლაზე ერთი და იგივე მანქანა მოყვა და კუთხეში გაჩერდაო.

მე ცხადია გამეცინა - გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი მარშრუტი თუ აინტერესებთ, ტელეფონის გადაადგილებით ნახავენ მეთქი.

მოკლედ წამოვედი დიდუბიდან - მამაჩემმა მითხრა გამოგყვა ის მანქანა, რომელზეც მიმითითესო.

მეც დავინახე - AAI 379.

სახლში მოვედი ცოტა ხნით და 4- სთვის წავედი რუსთავი ორში, ნიკა გვარამიასთან შესახვედრად.

ახალი გზით წავედი, საბურთალოს სასაფლაოსთან ავუხვიე, მაღლივი გავიარე და ვხედავ იგივე მანქანა მომყვება.

ნუცუბიძეზე რომ ავედი გავაჩერე. მანქანაც გაჩერდა - ჯერ სამი მანქანით უკან. მერე დაიძრა და პერპენდიკულარულ ქუჩაზე დააყენა.

გადმოვედი მანქანიდან და ფოტო გადავუღე.

არაფერს ვამტკიცებ ცხადია - მაგრამ მაინც მოგიყევით. თუ დამთხვევაა - ერთობ უცნაური", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ტელეწამყვანის პოსტს მეგობრები ეხმაურებიან:

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე: "1978 წლის აპრილის შემდეგ (ქართული ენის ამბები, ვისაც არ ახსოვს) მამაჩემს წლების განმავლობაში უკან დაყვებოდა მანქანა, მერე 80-იანების მეორე ნახევარშიც. ძალიან აშკარად, კონსპირაციაზე არც იყო საუბარი - ეს უფრო გამაფრთხილებელი, მაშინ შემაშინებელი ქმედება იყო, ვიცით სად და როდის დადიხარ, ვის ხვდებიო".

თამარ ჩერგოლეიშვილი: მეც ეგ ვიფიქრე, ერთადერთი ახსნა ეგ არის.

"აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბერულავა: არანაირი დამთხვევა არაა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს