საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეონარდო დი კაპრიო: "სულაც არ ვარ რომეო"
ლეონარდო დი კაპრიო: "სულაც არ ვარ რომეო"

1 იან­ვარს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და მარ­ტინ სკორ­სე­ზეს ახა­ლი ფილ­მი "უოლ-სტრი­ტის მგე­ლი". ტრა­დი­ცი­უ­ლად, სკორ­სე­ზეს ფილმში რე­ჟი­სო­რის ფა­ვო­რიტ­მა მსა­ხი­ობ­მა ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ომ ითა­მა­შა.

- სკორ­სე­ზეს­თან უკვე მე­ხუ­თე ფილმზე მუ­შა­ობთ. რა­ი­მე შე­იც­ვა­ლა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში?

- ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ნდო­ბა გვეზ­რდე­ბა. ასე რომ, ამ­ჯე­რად მთლი­ა­ნად იმპრო­ვი­ზე­ბას მივ­მარ­თეთ და ყბე­დო­ბა­ზე დროს არ ვკარ­გავ­დით. სა­ერ­თოდ კი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა გვაქვს!

- თქვენს გმირს რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პი ჰყავს - ჯორ­დან ბელ­ფორ­ტი. ხომ არ შეხ­ვედ­რი­ხართ?

- თა­ვის­თა­ვად! ის ხომ ახლა არა­ვის ემა­ლე­ბა, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს კორ­პო­რა­ტი­ულ გა­ყიდ­ვებ­სა და ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბა­ზე. და­ვარ­წმუ­ნე, სცე­ნა­რის თა­ნა­ავ­ტო­რი გამ­ხდა­რი­ყო და ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ. მით უმე­ტეს, რომ დრო საკ­მა­რი­სი იყო: მთე­ლი ხუთი წელი დავ­ხარ­ჯეთ ფილ­მის­თვის მზა­დე­ბა­ზე. თუმ­ცა გა­და­ღე­ბე­ბიც არ ღირ­და იაფი: დიდ ფულ­ზე რომ გა­და­ი­ღო კინო, მსხვი­ლი თან­ხის გა­რე­შე ვერ გახ­ვალ ფონს. ამ ფუ­ლის შოვ­ნა არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა - უოლ-სტრი­ტის ჯი­ბე­ს­ქე­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა გვი­წევ­და, რომ ამე­რი­კუ­ლი სი­ძუნ­წის შე­სა­ხებ სუ­რა­თი და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ (იცი­ნის). სა­ბო­ლოო ჯამ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლით: და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კინო გა­და­ვი­ღეთ 100 მლნ დო­ლა­რის ბი­უ­ჯე­ტით!

- რით გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს ფილ­მი სხვა მსგავ­სი სუ­რა­თე­ბის­გან?

- ეს სა­ტი­რაა ამე­რი­კულ ოც­ნე­ბა­ზე. ამ­ბა­ვი იმა­ზე, რო­გორ ირ­ყვნე­ბი­ან ზედ­მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მე ვუ­წო­დებ­დი ამ ფილ­მს "ჩვე­ნი დრო­ის კა­ლი­გუ­ლა". ჯორ­დან­მა მი­ამ­ბო, ერთხელ რო­გორ იზე­ი­მა მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბა: ოფის­ში გა­მო­ი­ძა­ხა უამ­რა­ვი სტრიპ­ტი­ზი­ო­რი, შო­უ­ზე და­სას­წრებ ბი­ლე­თებს კი ცირ­კის შიმ­პან­ზე არი­გებ­და - გორ­გო­ლა­ჭებ­ზე შემ­დგა­რი და ბავ­შვის სა­ფენ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი... ჯორ­და­ნი ჩემ­პი­ო­ნია იმ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც არ არის მო­რა­ლი. სხვა­თა შო­რის, თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის არ აგებ­და მახ­ვილ­გო­ნივ­რულ ფი­ნან­სურ კომ­ბი­ნა­ცი­ებს, უბ­რა­ლოდ სურ­და რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ფუ­ლის შოვ­ნა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში. მის­თვის სულ ერთი იყო კა­ნო­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ ვერ ხე­დავ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას იქ, სა­დაც სხვე­ბი ში­შით იხევ­დნენ უკან. ის რის­კავ­და, ცხოვ­რე­ბას ცდი­და და ამით ტკბე­ბო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლეონარდო დი კაპრიო: "სულაც არ ვარ რომეო"

ლეონარდო დი კაპრიო: "სულაც არ ვარ რომეო"

1 იანვარს კინოეკრანებზე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი "უოლ-სტრიტის მგელი". ტრადიციულად, სკორსეზეს ფილმში რეჟისორის ფავორიტმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ ითამაშა.

- სკორსეზესთან უკვე მეხუთე ფილმზე მუშაობთ. რაიმე შეიცვალა თქვენს ურთიერთობებში?

- ერთმანეთის მიმართ ნდობა გვეზრდება. ასე რომ, ამჯერად მთლიანად იმპროვიზებას მივმართეთ და ყბედობაზე დროს არ ვკარგავდით. საერთოდ კი, შესანიშნავი ურთიერთგაგება გვაქვს!

- თქვენს გმირს რეალური პროტოტიპი ჰყავს - ჯორდან ბელფორტი. ხომ არ შეხვედრიხართ?

- თავისთავად! ის ხომ ახლა არავის ემალება, ლექციებს კითხულობს კორპორატიულ გაყიდვებსა და ბიზნესში წარმატებაზე. დავარწმუნე, სცენარის თანაავტორი გამხდარიყო და ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. მით უმეტეს, რომ დრო საკმარისი იყო: მთელი ხუთი წელი დავხარჯეთ ფილმისთვის მზადებაზე. თუმცა გადაღებებიც არ ღირდა იაფი: დიდ ფულზე რომ გადაიღო კინო, მსხვილი თანხის გარეშე ვერ გახვალ ფონს. ამ ფულის შოვნა არც ისე იოლი აღმოჩნდა - უოლ-სტრიტის ჯიბესქელების დარწმუნება გვიწევდა, რომ ამერიკული სიძუნწის შესახებ სურათი დაეფინანსებინათ (იცინის). საბოლოო ჯამში შეუძლებელი შევძელით: დამოუკიდებელი კინო გადავიღეთ 100 მლნ დოლარის ბიუჯეტით!

- რით გამოირჩევა ეს ფილმი სხვა მსგავსი სურათებისგან?

- ეს სატირაა ამერიკულ ოცნებაზე. ამბავი იმაზე, როგორ ირყვნებიან ზედმეტად წარმატებული ადამიანები. მე ვუწოდებდი ამ ფილმს "ჩვენი დროის კალიგულა". ჯორდანმა მიამბო, ერთხელ როგორ იზეიმა მორიგი წარმატება: ოფისში გამოიძახა უამრავი სტრიპტიზიორი, შოუზე დასასწრებ ბილეთებს კი ცირკის შიმპანზე არიგებდა - გორგოლაჭებზე შემდგარი და ბავშვის საფენში გამოწყობილი... ჯორდანი ჩემპიონია იმ სამყაროში, სადაც არ არის მორალი. სხვათა შორის, თავისი კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით, ის არ აგებდა მახვილგონივრულ ფინანსურ კომბინაციებს, უბრალოდ სურდა რაც შეიძლება ბევრი ფულის შოვნა უმოკლეს ვადებში. მისთვის სულ ერთი იყო კანონები, უბრალოდ ვერ ხედავდა წინააღმდეგობას იქ, სადაც სხვები შიშით იხევდნენ უკან. ის რისკავდა, ცხოვრებას ცდიდა და ამით ტკბებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება