თითის მოჭრით პატიმარმა გაუსაძლისი პირობები გააპროტესტა

 თითის მოჭრით პატიმარმა გაუსაძლისი პირობები გააპროტესტა

პატიმარმა ზაზა სოფრომაძემ პროტესტის ნიშნად თითი მოიჭრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაზა სოფრომაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა .

მისი თქმით, პატიმარმა, რომელიც ამჟამად რუსთავის მეექსვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, თითი იმ პირობების გამო მოიჭრა, რომელიც მას ამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს.

"მას აქვს გაუსაძლისი და საშინელი პირობები. არ აქვს ელემენტარული ჰიგიენური პირობები", - აღნიშნა ადვოკატმა. ბითაძის განცხადებით, ზაზა სოფრომაძეს სურს ქუთაისში, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ