მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იშიმშილა თემურ წიკლაურმა 21 დღე
რატომ იშიმშილა თემურ წიკლაურმა 21 დღე

22 იან­ვარს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­დე­ბა. მალე უკვე ვარ­სკვლა­ვო­სა­ნი მომ­ღე­რა­ლი წი­ნა­სა­კონ­ცერ­ტო სამ­ზა­დი­სი­სა და გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ჩემი სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს და­ვამ­თხვი­ეთ. 45 წელი შეს­რულ­და, რაც სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, ჩემს ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბი და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სათ­ქმე­ლიც ბევ­რი და­მიგ­როვ­და. მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ფერს ვერ "ვი­ტყვი", რად­გან 200 სიმ­ღე­რა­ზე მეტი ვიმ­ღე­რე და ოთხ სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე ("ჩხიკვთა ქორ­წი­ლი", "არ­გო­ნავ­ტე­ბი", "თოვ­ლის ბე­ბოს ზღა­პა­რი", "ფი­როს­მა­ნი"), მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 23 სიმ­ღე­რას შე­ვას­რუ­ლებ. კონ­ცერ­ტის რე­ჟი­სო­რი, რო­გორც ყო­ველ­თვის, ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ყო­ველ­თვის ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას და მას ეკუთ­ვნო­და სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა და ბევ­რი სხვა იდეა, სიმ­ღე­რა, მუ­სი­კა. თუ­რა­შა­უ­ლის პატ­რო­ნი ტყე­ში ეძებ­და პან­ტა­საო და რა­ტომ მოვ­ნა­ხო პან­ტა, როცა თუ­რა­შა­უ­ლი გვერ­დში მყავს, ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლის სა­ხით. ბევ­რი ვი­ფიქ­რე, რა უნდა მემ­ღე­რა. ხალ­ხმა ასე თუ ისე იცის, რა გზით ვი­ა­რე ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამი­ტომ, თა­ვი­დან სამ­ტკი­ცე­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს და ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად "ჩე­მია". ახა­ლი სიმ­ღე­რაც ბევ­რი მაქვს და რამ­დე­ნი­მეს ამ კონ­ცერ­ტის დრო­საც შე­ვას­რუ­ლებ. მინ­და, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ: გი­ორ­გი ბო­ლაშ­ვი­ლი, და-ძმა ბე­დი­ე­ბი, ტატო გო­დერ­ძიშ­ვი­ლი. და­ბა­დე­ბის დღეს ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვა­ნიც მო­მი­ლო­ცავს. ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ხმი­ა­ნი მომ­ღერ­ლე­ბის­კენ მივ­მარ­თე, რომ გვერ­დი და­მიმ­შვე­ნონ. ახა­ლი ხმის, ახა­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის გა­გო­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა. "ივე­რია" ამ ხერ­ხს ად­რეც ხში­რად მი­მარ­თავ­და, იგი­ვე, "არ­გო­ნავ­ტებ­ში". კონ­ცერტს ჩემი "ივე­რი­ე­ლი" ნუგ­ზარ კვა­შა­ლი წა­იყ­ვანს. "ივე­რია" მუ­დამ ერ­თად იქ­ნე­ბა!

ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა

- ვარ­სკვლავ­თბი­ჭუ­ნა უნდა გავ­ხდე (იცი­ნის). დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა ამის გა­კე­თე­ბა 6-7 წლის წინ შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, ასე ადრე "ქვა და­მე­დო". ბა­ტო­ნი და­ვი­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და მე­გო­ბა­რია. მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი ფორ­მით მო­მა­წო­და, უარი აღარც მე ვუ­თხა­რი, რომ იმ კოჰორ­ტას­თან ერ­თად, რაც ფი­ლარ­მო­ნი­ის შე­სას­ვლელ­თან ქვა­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი, ჩემ­თვი­საც მო­ი­ნა­ხოს ად­გი­ლი. დაე, ხალ­ხმა ია­როს ჩემ­ზე (იცი­ნის). რა­მე­თუ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი გული, არსი, გონი და სხე­უ­ლი ხალ­ხს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, სული - უფალს.

ნა­რეკ­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გზა

- სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ჟურ­ნალ "გზა­ში" ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა იქ­ნება მო­ტა­ნი­ლი. ჩემი გზა მხო­ლოდ დალ­ხე­ნი­ლი არ იყო. ის იყო ვარ­დი, რო­მელ­საც ეკ­ლე­ბიც აქვს. მარ­თა­ლია, "ივე­რია" ვარ­დი იყო და ასე­ვე დარ­ჩა, მაგ­რამ ეკ­ლე­ბიც ჰქონ­და. ხუთი წევ­რი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­კარ­გეთ: ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ია, გოგი ლე­ო­ნი­ძე, ამი­რან ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ შა­რა­შე­ნი­ძე, თენ­გიზ ჩხე­ი­ძე. პი­რა­დად მე, გა­დამ­ხდა ის, რისი ვაჟ­კა­ცუ­რად გაძ­ლე­ბაც ძნე­ლი იყო, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვამ, მის­მა მხარ­ში ამოდ­გო­მამ გა­მო­მიყ­ვა­ნა რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და ფეხ­ზე და­მა­ყე­ნა. რა თქმა უნდა, მე­გობ­რე­ბიც ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ. ესეც ჩემი გზაა. დრო რომ გა­დის, ადა­მი­ანს უფრო მე­ტად და­დე­ბი­თი მო­გო­ნე­ბე­ბი "აწუ­ხებს", ვიდ­რე - უარ­ყო­ფი­თი, მაგ­რამ გა­აჩ­ნია ამ უარ­ყო­ფით­საც... ერთი რამ შე­მიძ­ლია ზუს­ტად ვთქვა - "ივე­რია" არა­სო­დეს და­მარ­ცხე­ბუ­ლა და ეს ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბი არ არის. ეს 45 წელი მხო­ლოდ ჩემი გზა არაა, მე "ივე­რი­ას­თან" ერ­თად ვარ.

ლე­გენ­და­რუ­ლი "ივე­რია"

- 1971 წელს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ან­მა - ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც 55 წე­ლია, ვიც­ნობ, შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მა­შინ "ივე­რი­აც" ახა­ლი შექ­მნი­ლი იყო. ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე და ამ ან­სამ­ბლში გად­მო­ვე­დი. იმის შემ­დეგ, ჩავ­ჭი­დეთ ერ­თმა­ნეთს ხელი, ჩემს მე­უღ­ლეს­თან - ლილი ზღვა­ურ­თან ერ­თად და ასე მოვ­დი­ვართ ამ­დე­ნი წე­ლია... ჩვენ ქვე­ყა­ნა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

"ფი­როს­მა­ნი" - ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო როლი

- "ფი­როს­მა­ნი" 1995 წელს და­იდ­გა. მგო­ნია, დე­და­მი­წა­ზე იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ფი­როს­მა­ნის­თვის, მისი არ­სის­თვის "ხელი შე­მე­ხო" და გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა ისე, რო­გორც შევ­ძე­ლი; სიმ­ღე­რით იმ სულ­სა და გარსში ჩავ­ტე­უ­ლი­ყა­ვი, რაც ფი­როს­მანს ჰქონ­და. ეს ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი იყო და არა მგო­ნია, რომ მე ბო­ლომ­დე შე­ვას­რუ­ლე და­კის­რე­ბუ­ლი მი­სია, მაგ­რამ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა და სუ­ლი­ე­რი ზრდა ნამ­დვი­ლად გან­ვი­ცა­დე. ფი­როს­მა­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ჩემ­თვის დიდი გა­მოც­და და პა­ტი­ვი გახ­ლდათ. ეს წარ­მოდ­გე­ნა დიდ­ხანს, და­ახ­ლო­ე­ბით ათი წელი იქ­მნე­ბო­და. იგი უბ­რა­ლოა, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან რთუ­ლი. მინ­დო­და, ფი­ზი­კუ­რად მა­ინც დავ­მსგავ­სე­ბო­დი მას, ამი­ტომ 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­შიმ­ში­ლე, მხო­ლოდ წყალს ვსვამ­დი. ის პე­რი­ო­დი მხო­ლოდ ფი­როს­მან­ზე ფიქ­რით, მას­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვით, მისი სუ­რა­თე­ბის ნახ­ვით და ბა­ტონ ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­თან (რო­გორც სცე­ნა­რი­სა და ლიბ­რე­ტოს ავ­ტორ­თან) სა­უბ­რებ­ში გა­ვა­ტა­რე. სიმ­ღე­რა - "იყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო" 1987 წელ­საა შექ­მნი­ლი. მა­შინ თით­ქოს ისე­თი არა­ფე­რი მო­ე­ლო­და სა­ქარ­თვე­ლოს... ეს ფი­როს­მა­ნის არია იყო. ის ტი­რო­და თა­ვის ქვე­ყა­ნას. მას დას­ცი­ნეს - გა­ზეთ­ში და­უ­წე­რეს, "მა­ლი­ა­რი" ხარ და წადი, კედ­ლე­ბი შე­ღე­ბე, მხატ­ვრებს თავი დაგ­ვა­ნე­ბეო, - და ეს ისევ ქარ­თვე­ლებ­მა გა­უ­კე­თეს. ამას გა­გე­ბა უნდა და ამის­თვის შე­იქ­მნა "იყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო". გე­ნი­ა­ლურ­მა პო­ეტ­მა - მო­რის ფო­ცხიშ­ვილ­მა ლექ­სი და­წე­რა, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ამ კი - მუ­სი­კა. კონ­ცერ­ტზე ამ სიმ­ღე­რას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებ. ჩემი სუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა ამ სიმ­ღე­რე­ბით ხდე­ბა, ამით გა­მიც­ნო ხალ­ხმა, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვიმ­ღე­რო ფი­როს­მა­ნის არია, "მა­ნა­ნე­ბო", "ყვე­ლა ხევ­სუ­რი და ყვე­ლა სვა­ნი", "ჰე­რიო, ბი­ჭე­ბო" და ა.შ.

პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი

- სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვმღე­რო­დი. მა­შინ სკო­ლებ­ში ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გუნ­დე­ბი არ­სე­ბობ­და და ყვე­ლა ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა იქ მას­წავ­ლა ნა­თე­ლა პა­ტა­რი­ძემ (ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული). მერე უკვე უცხო ენა­თა პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში მო­მი­წია ყოფ­ნამ, სა­დაც სამი წელი ვის­წავ­ლე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სტუ­დენ­ტის­თვის ჩაც­მა-და­ხურ­ვა, ჭამა-სმა იყო სა­ჭი­რო, მე კი ისე­თი ოჯა­ხი­დან არ ვი­ყა­ვი, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად უნდა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა, ამი­ტომ სწავ­ლა ვერ და­ვამ­თავ­რე. ინ­სტი­ტუ­ტშიც ვმღე­რო­დი და სხვა­თა შო­რის, კარ­გი ან­სამ­ბლი გვქონ­და. შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ოქ­ტე­ტი - "ცი­ცი­ნა­თე­ლა", სოსო ებ­რა­ლი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­დაც ოთხი გო­გო­ნა და ოთხი ვაჟი ვი­ყა­ვით. ვმღე­რო­დით, ვცეკ­ვავ­დით, რა­ღა­ცებს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დით და ა.შ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პროგ­რა­მა გვქონ­და და გას­ტრო­ლე­ბით მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მო­ვი­ა­რეთ. სხვა­თა შო­რის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვა­ფი­ნან­სებ­და. ნა­ხე­ვა­რი დე­და­მი­წა გვაქვს ნა­ნა­ხი (იცი­ნის). და­ახ­ლო­ე­ბით 80 ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რეთ. ვცდი­ლობ­დით, რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც ვი­ყა­ვით, იმ ერის სიმ­ღე­რე­ბიც გვემ­ღე­რა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი მა­ინც, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და ენა იყო. ამი­ტომ, ჩვე­ნი თე­მა­ტი­კა, სუ­ლი­თა და არ­სით, სუფ­თა ქარ­თუ­ლი გახ­ლდათ... "ჩხიკვთა ქორ­წი­ლი" 1000-ზე მეტ­ჯერ ვი­თა­მა­შეთ. მა­ყუ­რე­ბე­ლი "გვა­ი­ძუ­ლებ­და", არ გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით და პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა სპექ­ტაკ­ლე­ბიც და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ვიბ­რძო­დით და 1986 წელს ვმღე­რო­დით, - ფუ­ლი­ა­ნებ­სა და ოქ­როს მქო­ნე­ებს რქე­ბი ეზ­რდე­ბათ-თქო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა რომ იგი­ვე ვიმ­ღე­როთ, რა ამ­ბა­ვი ატყდე­ბა (იღი­მის).

გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რი - მომ­ღერ­ლის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი და ტრა­გე­დია

- ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო, როცა ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და მე სცე­ნა­ზე უნდა დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ეს იყო გა­მოც­და, რო­მე­ლიც უფ­ალმა მო­მი­წყო. არა­ვინ იცო­და, შევ­ძლებ­დი და გა­ვა­კე­თებ­დი ამას თუ ყუ­რებს ჩა­მოვყრი­დი, ბრძო­ლის უნარ­სა და უფ­ლი­სად­მი რწმე­ნას დავ­კარ­გავ­დი... მწამს, მჯე­რა, რომ მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა იმის­თვის, რათა გონ­მა გა­იღ­ვი­ძოს და ადა­მი­ან­მა უფრო მე­ტად იწა­მოს უფ­ლი­სა, ვიდ­რე მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სა. ახლა ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, თო­რემ ვერ გე­ტყვით, რომ მა­შინ ამა­ზე ვი­ფიქ­რე. 1983 წელს ხალ­ხმა უზარ­მა­ზა­რი პა­ტი­ვი მცა და დარ­ბაზ­ში სან­თლე­ბან­თე­ბუ­ლი დამ­ხვდა, გი­ორ­გის და­საფ­ლა­ვე­ბის შემ­დეგ... სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც სცე­ნი­დან სან­თლე­ბან­თე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს ხე­დავ. 2500 კაცი სან­თლით ხელ­ში რომ იდგა, შემ­ზა­რა­ვიც იყო და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც: ისი­ნი შენ გამო შე­წუხ­დნენ და სუ­ლით შენ­თან არი­ან, გამ­ხნე­ვე­ბენ - აბა, მიდი, ბიჭო, შენ იციო! ეს მათი სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია და ძა­ლას გაძ­ლევს, ასეთ დროს ლომი ხდე­ბი.

სტი­ქა­როს­ნო­ბა

- მე­გო­ბა­რი მყავ­და, მამა გრი­გო­ლი, ლურ­ჯი მო­ნას­ტრის დე­კა­ნო­ზი, რო­მელ­მაც იქ მი­მიყ­ვა­ნა და აგერ უკვე 8 წე­ლია, სტი­ქა­რო­სა­ნი ვარ. ასე თუ ისე, ვას­რუ­ლებ და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. სტი­ქა­რის ჩაც­მა ად­ვი­ლია, მაგ­რამ შემ­დგო­მი ქმე­დე­ბაა მთა­ვა­რი: ეს ფორ­მა ან­გე­ლო­ზი­საა და მე რამ­დე­ნად ან­გე­ლო­ზი ვარ, ვერ გე­ტყვით (იცი­ნის). თუმ­ცა, ვცდი­ლობ, ის სიმ­ღე­რე­ბი, ლექ­სე­ბი და სი­ტყვე­ბი, რაც ჩემს რე­პერ­ტუ­არ­შია, შე­ე­ფე­რე­ბო­დეს და მი­სა­და­გე­ბუ­ლი იყოს ჩვენს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ იყოს მი­მარ­თუ­ლი. ამას ნამ­დვი­ლად ვცდი­ლობ და რო­გორ გა­მომ­დის, უფალ­მა გან­სა­ჯოს.

კონ­ცერ­ტი სა­ბერ­ძნეთ­ში

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რე­დაქ­ცი­ა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის­გან მო­ვი­და წე­რი­ლი, სა­დაც ისი­ნი დიდ მად­ლი­ე­რე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ თქვენ მიერ იქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის გამო და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნას წი­ნას­წარ გი­ლო­ცა­ვენ.

- რას ამ­ბობთ?! დიდი მად­ლო­ბა მათ ასე­თი შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის! ბოლო წლებ­ში იქ რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თე, მაგ­რამ მა­ნამ­დე კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი იყო და ბო­ლოს, გა­მოვ­თქვი სურ­ვი­ლი, რომ მათ დავ­ხმა­რე­ბო­დი, მხო­ლოდ გზი­სა და სას­ტუმ­როს ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა ვთხო­ვე, და­ნარ­ჩე­ნი კი, რაც თან­ხა შე­მო­ვი­დო­და, ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს უნდა გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ; ისი­ნი ხომ ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად არი­ან იქ წა­სუ­ლე­ბი, თა­ნაც - რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ. მი­თხრეს, - მოდი, ეს თან­ხა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს გა­და­ვუ­რი­ცხო­თო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ქარ­თვე­ლე­ბი რა მაგ­რე­ბი ვართ?! თვი­თონ იქ პუ­რის ფულს ეძე­ბენ და ასე ერ­თი­ა­ნად მო­სუ­ლი თან­ხა ჯი­ბე­ში ვერ ჩა­ი­დეს. მათი გუ­ლე­ბი და გონი სი­კე­თი­თაა აღ­სავ­სე. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი - მა­ი­კო და ლი­გია ატა­რე­ბენ ხოლ­მე მსგავს კონ­ცერ­ტებს და დიდი მად­ლო­ბა მათ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბით აღ­სავ­სე გა­გე­ბის­თვის.

და­ბო­ლოს, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემს კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი არ გა­ი­ყი­დე­ბა, მხო­ლოდ მო­საწ­ვე­ვე­ბით შე­გიძ­ლი­ათ მობ­რძან­დეთ. თბი­ლი­სის მე­რია მეხ­მა­რე­ბა და დიდი მად­ლო­ბა მას ამის­თვის; მად­ლო­ბა ქა­ლა­ქის მერს, კულ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­სა და ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძეს, რომ 45 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თეს. მსურს მო­ვიწ­ვიო ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი, აფხა­ზე­თი­დან და ოსე­თი­დან დევ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ი­დან, რად­გან ისი­ნი სწო­რედ იმ იდე­ო­ლო­გი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რა­საც მე ხალ­ხს ჩემი სიმ­ღე­რე­ბით ვთა­ვა­ზობ, რომ სამ­შობ­ლო არ გა­ი­ყი­დოს, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ბა­ტო­ნობ­დეს დე­და­მი­წა­ზე, რომ ჩვენ ცა-ფი­რუზ, ხმე­ლეთ ზურ­მუხ­ტი გვაქვს, რო­მელ­საც შე­ნახ­ვა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. ჰოდა, სხვას ვის მივ­მარ­თო, თუ არა მათ? და­ნარ­ჩე­ნე­ბი, თუ მოვ­ლენ, მო­ვიდ­ნენ, თუ არა და, მე მა­ინც ვიმ­ღე­რებ (იცი­ნის).

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ იშიმშილა თემურ წიკლაურმა 21 დღე

რატომ იშიმშილა თემურ წიკლაურმა 21 დღე

22 იანვარს ფილარმონიაში თემურ წიკლაურის საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ჩატარდება. მალე უკვე ვარსკვლავოსანი მომღერალი წინასაკონცერტო სამზადისისა და განვლილი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.

- ჩემი საიუბილეო კონცერტი ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიეთ. 45 წელი შესრულდა, რაც სცენაზე ვდგავარ, ჩემს ხალხსა და ქვეყანას ვემსახურები და ამ დროის განმავლობაში, სათქმელიც ბევრი დამიგროვდა. მართალია, ყველაფერს ვერ "ვიტყვი", რადგან 200 სიმღერაზე მეტი ვიმღერე და ოთხ სპექტაკლში ვითამაშე ("ჩხიკვთა ქორწილი", "არგონავტები", "თოვლის ბებოს ზღაპარი", "ფიროსმანი"), მაგრამ დაახლოებით 23 სიმღერას შევასრულებ. კონცერტის რეჟისორი, როგორც ყოველთვის, ჯემალ ბაღაშვილი გახლავთ. ყოველთვის ალექსანდრე ბასილაიას და მას ეკუთვნოდა სპექტაკლებისა და ბევრი სხვა იდეა, სიმღერა, მუსიკა. თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო და რატომ მოვნახო პანტა, როცა თურაშაული გვერდში მყავს, ჯემალ ბაღაშვილის სახით. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მემღერა. ხალხმა ასე თუ ისე იცის, რა გზით ვიარე ამდენი წლის განმავლობაში, ამიტომ, თავიდან სამტკიცებელი არაფერი მაქვს და ისეთი სიმღერები შევარჩიეთ, რომლებიც ყველაზე მეტად "ჩემია". ახალი სიმღერაც ბევრი მაქვს და რამდენიმეს ამ კონცერტის დროსაც შევასრულებ. მინდა, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც გამოვიყვანოთ: გიორგი ბოლაშვილი, და-ძმა ბედიები, ტატო გოდერძიშვილი. დაბადების დღეს ქალიშვილი ქეთევანიც მომილოცავს. ჩემი ყურადღება ხმიანი მომღერლებისკენ მივმართე, რომ გვერდი დამიმშვენონ. ახალი ხმის, ახალი ფილოსოფიის გაგონება სასიამოვნო იქნება. "ივერია" ამ ხერხს ადრეც ხშირად მიმართავდა, იგივე, "არგონავტებში". კონცერტს ჩემი "ივერიელი" ნუგზარ კვაშალი წაიყვანს. "ივერია" მუდამ ერთად იქნება!

ვარსკვლავის გახსნა

- ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე (იცინის). დათო ოქიტაშვილმა ამის გაკეთება 6-7 წლის წინ შემომთავაზა, მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონდა, ასე ადრე "ქვა დამედო". ბატონი დავითი შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია. მერე ეს ყველაფერი ისეთი ფორმით მომაწოდა, უარი აღარც მე ვუთხარი, რომ იმ კოჰორტასთან ერთად, რაც ფილარმონიის შესასვლელთან ქვაშია გამოხატული, ჩემთვისაც მოინახოს ადგილი. დაე, ხალხმა იაროს ჩემზე (იცინის). რამეთუ, ამ შემთხვევაში, ჩემი გული, არსი, გონი და სხეული ხალხს განეკუთვნება, სული - უფალს.

ნარეკლიანი ცხოვრების გზა

- საინტერესო ფაქტია, რომ ჟურნალ "გზაში" ჩემი ცხოვრების გზა იქ­ნება მოტანილი. ჩემი გზა მხოლოდ დალხენილი არ იყო. ის იყო ვარდი, რომელსაც ეკლებიც აქვს. მართალია, "ივერია" ვარდი იყო და ასევე დარჩა, მაგრამ ეკლებიც ჰქონდა. ხუთი წევრი და ყველასათვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ: ალექსანდრე ბასილაია, გოგი ლეონიძე, ამირან ბოჭორიშვილი, ავთანდილ შარაშენიძე, თენგიზ ჩხეიძე. პირადად მე, გადამხდა ის, რისი ვაჟკაცურად გაძლებაც ძნელი იყო, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევამ, მისმა მხარში ამოდგომამ გამომიყვანა რთული მდგომარეობიდან და ფეხზე დამაყენა. რა თქმა უნდა, მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ. ესეც ჩემი გზაა. დრო რომ გადის, ადამიანს უფრო მეტად დადებითი მოგონებები "აწუხებს", ვიდრე - უარყოფითი, მაგრამ გააჩნია ამ უარყოფითსაც... ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა - "ივერია" არასოდეს დამარცხებულა და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ეს 45 წელი მხოლოდ ჩემი გზა არაა, მე "ივერიასთან" ერთად ვარ.

ლეგენდარული "ივერია"

- 1971 წელს ჩემმა მეგობარმა და ძალიან ახლობელმა ადამიანმა - ჯემალ ბაღაშვილმა, რომელსაც 55 წელია, ვიცნობ, შემომთავაზა, რომ ერთად ვყოფილიყავით. მაშინ "ივერიაც" ახალი შექმნილი იყო. ბავშვობის მეგობარს ვერ ვუღალატე და ამ ანსამბლში გადმოვედი. იმის შემდეგ, ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი, ჩემს მეუღლესთან - ლილი ზღვაურთან ერთად და ასე მოვდივართ ამდენი წელია... ჩვენ ქვეყანასა და ხელოვნებას ვემსახურებით.

"ფიროსმანი" - ყველაზე საპასუხისმგებლო როლი

- "ფიროსმანი" 1995 წელს დაიდგა. მგონია, დედამიწაზე იმიტომ მოვედი, რომ ფიროსმანისთვის, მისი არსისთვის "ხელი შემეხო" და განმესახიერებინა ისე, როგორც შევძელი; სიმღერით იმ სულსა და გარსში ჩავტეულიყავი, რაც ფიროსმანს ჰქონდა. ეს ურთულესი პროცესი იყო და არა მგონია, რომ მე ბოლომდე შევასრულე დაკისრებული მისია, მაგრამ დიდი სიამოვნება და სულიერი ზრდა ნამდვილად განვიცადე. ფიროსმანის განსახიერება ჩემთვის დიდი გამოცდა და პატივი გახლდათ. ეს წარმოდგენა დიდხანს, დაახლოებით ათი წელი იქმნებოდა. იგი უბრალოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული. მინდოდა, ფიზიკურად მაინც დავმსგავსებოდი მას, ამიტომ 21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ის პერიოდი მხოლოდ ფიროსმანზე ფიქრით, მასზე ლიტერატურის კითხვით, მისი სურათების ნახვით და ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან (როგორც სცენარისა და ლიბრეტოს ავტორთან) საუბრებში გავატარე. სიმღერა - "იყიდება საქართველო" 1987 წელსაა შექმნილი. მაშინ თითქოს ისეთი არაფერი მოელოდა საქართველოს... ეს ფიროსმანის არია იყო. ის ტიროდა თავის ქვეყანას. მას დასცინეს - გაზეთში დაუწერეს, "მალიარი" ხარ და წადი, კედლები შეღებე, მხატვრებს თავი დაგვანებეო, - და ეს ისევ ქართველებმა გაუკეთეს. ამას გაგება უნდა და ამისთვის შეიქმნა "იყიდება საქართველო". გენიალურმა პოეტმა - მორის ფოცხიშვილმა ლექსი დაწერა, ალექსანდრე ბასილაიამ კი - მუსიკა. კონცერტზე ამ სიმღერას აუცილებლად შევასრულებ. ჩემი სულის გამოვლინება ამ სიმღერებით ხდება, ამით გამიცნო ხალხმა, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიმღერო ფიროსმანის არია, "მანანებო", "ყველა ხევსური და ყველა სვანი", "ჰერიო, ბიჭებო" და ა.შ.

პირველი მუსიკალური ნაბიჯები

- სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვმღეროდი. მაშინ სკოლებში ხალხური შემოქმედების გუნდები არსებობდა და ყველა ხალხური სიმღერა იქ მასწავლა ნათელა პატარიძემ (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული). მერე უკვე უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში მომიწია ყოფნამ, სადაც სამი წელი ვისწავლე. მოგეხსენებათ, სტუდენტისთვის ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა იყო საჭირო, მე კი ისეთი ოჯახიდან არ ვიყავი, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი, ყველაფერი თავად უნდა მომეპოვებინა, ამიტომ სწავლა ვერ დავამთავრე. ინსტიტუტშიც ვმღეროდი და სხვათა შორის, კარგი ანსამბლი გვქონდა. შემდეგ ჩამოყალიბდა ოქტეტი - "ციცინათელა", სოსო ებრალიძის ხელმძღვანელობით, სადაც ოთხი გოგონა და ოთხი ვაჟი ვიყავით. ვმღეროდით, ვცეკვავდით, რაღაცებს განვასახიერებდით და ა.შ. შესანიშნავი პროგრამა გვქონდა და გასტროლებით მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ. სხვათა შორის, ხელისუფლება გვაფინანსებდა. ნახევარი დედამიწა გვაქვს ნანახი (იცინის). დაახლოებით 80 ქვეყანა მოვიარეთ. ვცდილობდით, რომელ ქვეყანაშიც ვიყავით, იმ ერის სიმღერებიც გვემღერა, მაგრამ ძირითადი მაინც, ჩვენი სამშობლო და ენა იყო. ამიტომ, ჩვენი თემატიკა, სულითა და არსით, სუფთა ქართული გახლდათ... "ჩხიკვთა ქორწილი" 1000-ზე მეტჯერ ვითამაშეთ. მაყურებელი "გვაიძულებდა", არ გავჩერებულიყავით და პარალელურად, სხვა სპექტაკლებიც დაბადებულიყო. კომუნისტების დროს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით და 1986 წელს ვმღეროდით, - ფულიანებსა და ოქროს მქონეებს რქები ეზრდებათ-თქო. წარმოიდგინეთ, ახლა რომ იგივე ვიმღეროთ, რა ამბავი ატყდება (იღიმის).

გიორგი წიკლაური - მომღერლის უდიდესი ტკივილი და ტრაგედია

- ურთულესი პერიოდი იყო, როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა და მე სცენაზე უნდა დავმდგარიყავი. ეს იყო გამოცდა, რომელიც უფ­ალმა მომიწყო. არავინ იცოდა, შევძლებდი და გავაკეთებ­დი ამას თუ ყურებს ჩამოვყრიდი, ბრძოლის უნარსა და უფლისადმი რწმენას დავკარგავდი... მწამს, მჯერა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება იმისთვის, რათა გონმა გაიღვიძოს და ადამიანმა უფრო მეტად იწამოს უფლისა, ვიდრე მიწიერი ცხოვრებისა. ახლა ასე ჩამოვყალიბდი, თორემ ვერ გეტყვით, რომ მაშინ ამაზე ვიფიქრე. 1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი, ბიჭო, შენ იციო! ეს მათი სულიერი ერთობის გამომხატველია და ძალას გაძლევს, ასეთ დროს ლომი ხდები.

სტიქაროსნობა

- მეგობარი მყავდა, მამა გრიგოლი, ლურჯი მონასტრის დეკანოზი, რომელმაც იქ მიმიყვანა და აგერ უკვე 8 წელია, სტიქაროსანი ვარ. ასე თუ ისე, ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. სტიქარის ჩაცმა ადვილია, მაგრამ შემდგომი ქმედებაა მთავარი: ეს ფორმა ანგელოზისაა და მე რამდენად ანგელოზი ვარ, ვერ გეტყვით (იცინის). თუმცა, ვცდილობ, ის სიმღერები, ლექსები და სიტყვები, რაც ჩემს რეპერტუარშია, შეეფერებოდეს და მისადაგებული იყოს ჩვენს მართლმადიდებლობასთან და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს მიმართული. ამას ნამდვილად ვცდილობ და როგორ გამომდის, უფალმა განსაჯოს.

კონცერტი საბერძნეთში

- ბატონო თემურ, რედაქციაში საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისგან მოვიდა წერილი, სადაც ისინი დიდ მადლიერებას და აღფრთოვანებას გამოხატავენ თქვენ მიერ იქ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის გამო და ვარსკვლავის გახსნას წინასწარ გილოცავენ.

- რას ამბობთ?! დიდი მადლობა მათ ასეთი შეფასებისათვის! ბოლო წლებში იქ რამდენიმე კონცერტი გავმართე, მაგრამ მანამდე კომერციული პროექტები იყო და ბოლოს, გამოვთქვი სურვილი, რომ მათ დავხმარებოდი, მხოლოდ გზისა და სასტუმროს ხარჯების დაფარვა ვთხოვე, დანარჩენი კი, რაც თანხა შემოვიდოდა, ქართველ ემიგრანტებს უნდა გაენაწილებინათ; ისინი ხომ ლუკმაპურის საშოვნელად არიან იქ წასულები, თანაც - რთულ მდგომარეობაში იყვნენ. მითხრეს, - მოდი, ეს თანხა იაშვილის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადავურიცხოთო. წარმოგიდგენიათ, ქართველები რა მაგრები ვართ?! თვითონ იქ პურის ფულს ეძებენ და ასე ერთიანად მოსული თანხა ჯიბეში ვერ ჩაიდეს. მათი გულები და გონი სიკეთითაა აღსავსე. შესანიშნავი ქალბატონები - მაიკო და ლიგია ატარებენ ხოლმე მსგავს კონცერტებს და დიდი მადლობა მათ ასეთი სიყვარულისა და ქრისტიანობით აღსავსე გაგებისთვის.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს კონცერტზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება, მხოლოდ მოსაწვევებით შეგიძლიათ მობრძანდეთ. თბილისის მერია მეხმარება და დიდი მადლობა მას ამისთვის; მადლობა ქალაქის მერს, კულტურის სამსახურსა და ნეკა სებისკვერაძეს, რომ 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით ასეთი საჩუქარი გამიკეთეს. მსურს მოვიწვიო ჩვენი ჯარისკაცები, აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილი ადამიანები, მომავალი პოლიციელები პოლიციის აკადემიიდან, რადგან ისინი სწორედ იმ იდეოლოგიას ემსახურებიან, რასაც მე ხალხს ჩემი სიმღერებით ვთავაზობ, რომ სამშობლო არ გაიყიდოს, რომ ჭეშმარიტება ბატონობდეს დედამიწაზე, რომ ჩვენ ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი გვაქვს, რომელსაც შენახვა და მოვლა სჭირდება. ჰოდა, სხვას ვის მივმართო, თუ არა მათ? დანარჩენები, თუ მოვლენ, მოვიდნენ, თუ არა და, მე მაინც ვიმღერებ (იცინის).

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება