მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "ქალი-კატას" გულახდილი ინტერვიუ
ქართველი "ქალი-კატას" გულახდილი ინტერვიუ

მომ­ხიბ­ვლე­ლი ნა­ტა­ლია დი­ა­სა­მი­ძის ცეკ­ვას ალ­ბათ, გულ­გრი­ლი არა­ვინ და­უ­ტო­ვე­ბია: მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლე­ბის და­სა­პყრო­ბად გა­მო­სუ­ლი "ქალი-კატა" პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რი­დან" და­გა­მახ­სოვ­რდე­ბო­დათ, თუმ­ცა ბა­თუ­მელ გო­გო­ნას მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­სა და სპორ­ტულ ცეკ­ვა­შიც აქვს მიღ­წე­ვე­ბი. ტრავ­მი­სა და დიდი სტრე­სის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ნა­ტა­ლია საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებს. ეს­პა­ნუ­რი ცეკ­ვა ძა­ლი­ან უყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად - "პა­სა­დობ­ლი", რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­საც "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნალ­ში აპი­რებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მი­ზანს ვერ მი­აღ­წია.

- სკო­ლა­ში 5 წლი­სა შე­ვე­დი. ბავ­შვო­ბი­დან ელას­ტი­კუ­რი ვი­ყა­ვი. ფი­ზკულ­ტუ­რის პირ­ველ­სა­ვე გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­გიჟ­და, - ვა­ი­მე, ბავ­შვი ასე­თი ელას­ტი­კუ­რი რო­გორ არი­სო?! იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­მა ძმებ­მა სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რეს. ჩვე­ნი ოჯა­ხი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. ძმებს სამ­გზავ­რო ფუ­ლიც კი არ ჰქონ­დათ, რომ აკა­დე­მი­ამ­დე მი­სუ­ლიყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხის წევ­რებს ჩემ­თვის არ ეცა­ლათ. ამა­სო­ბა­ში, გა­ვი­ზარ­დე. ჩემი ტანი უფრო და უფრო მე­ტად ელას­ტი­კუ­რი ხდე­ბო­და. ფი­ზკულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის - ტა­რი­ელ კი­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ჩემი სა­ხე­ლი "არე­ნა­ზე" ოდ­ნავ მა­ინც გა­მოჩ­ნდა. დე­და­ჩემს ყო­ველ­დღე ეუბ­ნე­ბო­და, - ბავ­შვს ისე­თი ნიჭი აქვს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად, სპორტზე უნდა მი­იყ­ვა­ნოო. რო­გორც იქნა, დე­დამ ტან­ვარ­ჯიშ­ზე მი­მიყ­ვა­ნა. გო­გო­ნე­ბის (რომ­ლე­ბიც 2-3 წელი ვარ­ჯი­შობ­დნენ) პროგ­რა­მას 2-3 თვე­ში და­ვე­წიე. როცა აჭა­რის ტურ­ნი­რე­ბი ტარ­დე­ბო­და, ფორ­მის შე­სა­კე­რად თან­ხა არ მქონ­და. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მას­პონ­სო­რებ­და - თვე­ში 10-20 ლარს მაძ­ლევ­და, რომ სპორტზე სი­ა­რუ­ლი გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა... მინ­და, ბავ­შვებს მო­ვუ­წო­დო: ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად, არ და­ნებ­დეთ და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა გა­ნაგ­რძეთ. გინ­და? ე.ი. იქ­ნე­ბა! და­ი­წყე? ნუ მი­ა­ტო­ვებ! - ეს კარ­გად უნდა და­ი­მახ­სოვ­რონ, თუ უნ­დათ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცას მი­აღ­წი­ონ... "ნი­ჭი­ე­რამ­დე" თით­ქმის 3 წელი, სცე­ნა­ზე არ ვმდგარ­ვარ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა. ვფიქ­რობ­დი: რა გა­ვა­კე­თო, რომ სცე­ნა­ზე ავი­დე-მეთ­ქი? "ნი­ჭი­ე­რის" შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რომ მო­ვის­მი­ნე, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. კას­ტინ­გმა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მერე კი თქვენც კარ­გად იცით, რა და რო­გორ მოხ­და.

- 3 წელი სცე­ნა­ზე რა­ტომ არ გა­სულ­ხარ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ტან­ვარ­ჯიშ­ზე დავ­დი­ო­დი, წა­ვი­ქე­ცი და ტრავ­მა მი­ვი­ღე, რის გა­მოც, ჩემი დატ­ვირ­თვა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. მერე უკვე ცეკ­ვი­სას, ტრავ­მამ "გა­მი­მე­ო­რა". ექიმ­მა მი­თხრა, - ცეკ­ვას თუ გა­ნაგ­რძობ, შე­საძ­ლოა, ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში აღ­მოჩ­ნდეო. დიდი სტრე­სი მი­ვი­ღე, რად­გან ვე­ღარ ვი­ცეკ­ვებ­დი, ვე­ღარ ვი­ვარ­ჯი­შებ­დი. თუმ­ცა, ღვთის წყა­ლო­ბით, ფეხ­ზე ისევ დავ­დე­ქი - რა­დი­კუ­ლი­ტის ქამ­რით საქ­მეს და­ვუბ­რუნ­დი. ვცეკ­ვავ­დი და პარტნი­ო­რი არ მყავ­და. ისე მოხ­და, რომ სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვა აღარ გან­ვაგ­რძე... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბაა: ზაზა ხალ­ვა­ში ფილმში მი­ღებს - მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭიც აღ­მო­მაჩ­ნდა, მაგ­რამ სცე­ნა და ცეკ­ვა ჩემ­თვის მა­ინც ყვე­ლა­ფე­რია! მინ­დო­და, ის მეგ­რძნო, რა­საც წი­ნათ, სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სას ვგრძნობ­დი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დო ხალ­ხის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბია და "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე.

- იმ ფილ­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ...

- ფილ­მს "სო­ლო­მო­ნი" ჰქვია. მას­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი რე­ა­ლუ­რია. ერთ-ერთი ბოშა, მე­ამ­ბო­ხე გო­გო­ნას როლს ვას­რუ­ლებ. გა­და­ღე­ბა ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბის ამ­ბა­ვი ასე და­ი­წყო: სპექ­ტაკ­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ერთ-ერთი სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად ბა­თუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში მი­ვე­დი და კარ­თან ატუ­ზუ­ლი ვი­დე­ქი. ამ დროს თე­ატ­რის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი - ზაზა ხალ­ვა­ში გა­მო­ვი­და. ჩემი თვა­ლე­ბი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, თა­ვი­სი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მომ­ცა და ორ­შა­ბა­თის­თვის და­მი­ბა­რა. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და. როცა მი­ვე­დი, გა­ირ­კვა, რომ მსა­ხი­ო­ბი ვე­გო­ნე. ავუხ­სე­ნი, - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ, არა­ნა­ი­რი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს-მეთ­ქი. - ვსინ­ჯოთ, რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­აო, - მი­პა­სუ­ხა და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვე­დით. ყვე­ლა­ფე­რი ისე მარ­ტი­ვად გა­მო­მი­ვი­და, რომ თა­ვა­დაც გა­მიკ­ვირ­და. სა­ერ­თოდ, კა­მე­რის წინ თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ. ხში­რად კა­მე­რე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბი მგო­ნია (იცი­ნის). სცე­ნა, ხალ­ხი და კა­მე­რე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბაა!

- "ნი­ჭი­ე­რის" პირ­ველ ტურ­ში "ქალი-კა­ტას" იმი­ჯი რა­ტომ მო­ირ­გე?

- ფილ­მი - "ქალი-კატა" ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და გა­დავ­წყვი­ტე, როლი სცე­ნა­ზე მო­მერ­გო. შემ­დეგ ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და კა­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბიც აღ­მო­მაჩ­ნდა, რა­მაც მა­ყუ­რებ­ლებ­სა და რაც მთა­ვა­რია, ჟი­უ­რი­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და.

- კომ­ფორ­ტი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ხარ?

- არა, ასეც ვერ ვი­ტყვი. უბ­რა­ლოდ, კა­ტის თვი­სე­ბე­ბი მი­მი­კა­ში მაქვს (იცი­ნის). სცე­ნა­ზე კარ­გად თა­მა­ში შე­მიძ­ლია ანუ იმ­წუ­თას მარ­თლა "კატა" ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი არ ვარ.

- "ცელ­ქი ფი­სუ­ნია" მე­ო­რე ტურ­ში უცებ "და­ქალ­და"...

- პირ­ველ ტურ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დე, მა­ყუ­რებ­ლე­ბის სიმ­პა­თია და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა. მინ­დო­და, ხალ­ხის გუ­ლე­ბი და­მე­პყრო. მი­თხრეს კი­დეც: სა­ნა­დი­როდ გა­მო­სუ­ლი ხარო... მე­ო­რე ტურ­ში ის ვი­ყა­ვი, ვინც სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ. სცე­ნა­ზე ცელ­ქიც გახ­ლა­ვართ, გი­ჟიც, გა­და­რე­უ­ლიც. ხში­რად ვი­ღა­ცის­თვის თვა­ლიც ჩა­მიკ­რავს. როცა სცე­ნა­ზე ვარ, ყვე­ლა მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩე­მია, ყვე­ლა უნდა "ავით­ვი­სო", ყვე­ლას­თან აუ­ცი­ლებ­ლად თვა­ლე­ბით უნდა მი­ვი­დე, რათა ნე­ბის­მი­ერ­მა იგ­რძნოს, რომ მის­თვის ვცეკ­ვავ. როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი რჩე­ბა, მეც ენერ­გი­ით ვივ­სე­ბი.

- ნიკა გვა­რა­მი­ას ვაჟი აქ­ტი­უ­რად გგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. პი­რა­დად თუ გა­ი­ცა­ნი?

- ვიცი, რომ თბი­ლის­ში ჭო­რე­ბი და­დის, თით­ქოს ჩვენ შო­რის რა­ღაც ხდე­ბა. არა­და, ამ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ. გულ­შე­მატ­კივ­რო­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბია. იმ წუ­თებ­ში უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

- ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­ნალს მიღ­მა დარ­ჩი.

- იმ ორ­შა­ბათს, როცა "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­ვე­დი, მთელ აჭა­რა­ში ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და: აპა­რა­ტე­ბი, ბან­კე­ბი... ანგა­რიშ­ზე თან­ხა დე­და­ჩემ­საც კი არ ჰქონ­და, რომ ჩემ­თვის თუნ­დაც 1 ხმა გა­მო­ეგ­ზავ­ნა. ეს ამ­ბა­ვი გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შე­ვი­ტყვე. მარ­თა­ლია, კონ­ცერტს ბევ­რი მე­გო­ბა­რი ეს­წრე­ბო­და, მაგ­რამ როცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი გი­ყუ­რე­ბენ, სულ სხვა სტი­მუ­ლია. მო­ვი­წყი­ნე. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და: - ნატა, რა გჭირს? შენ ასე­თი არ იყა­ვი, ყო­ველ­თვის "სა­ხით", "მა­ნე­რა­ში" ცეკ­ვავ, რა და­გე­მარ­თაო? წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ აჭა­რას ელექტრო­ე­ნერ­გია თუ არ ექ­ნე­ბო­და, ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­დო­დი. მოკ­ლედ, სცე­ნა­ზე გას­ვლის ბოლო წა­მამ­დე ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ აი, როცა სცე­ნა­ზე გა­ვე­დი, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნათ­და.

- სცე­ნა­ზე ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი იყა­ვი. რე­ა­ლუ­რად, რო­გო­რი ხარ? რო­გო­რია შენი ხა­სი­ა­თი, ჩაც­მის სტი­ლი?

- ჩემი ჩაც­მის სტი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ხან­და­ხან კლა­სი­კურ სა­მოსს სპორ­ტულს ვუ­ხა­მებ. ჩემი გარ­დე­რო­ბი "არე­უ­ლია" - რო­დის რას ჩა­ვიც­ვამ, თა­ვა­დაც არ ვიცი. თით­ქმის ყო­ველ­თვის, მა­კი­ა­ჟით დავ­დი­ვარ და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვარ. ხა­სი­ათს რაც შე­ე­ხე­ბა, მშვი­დი გახ­ლა­ვართ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უცებ არ ვი­ღებ. მო­ღა­ლა­ტე არც ერთ სა­კი­თხში არ ვარ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მაქვს.

- ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მოგ­წონს?

- ალ­ბათ - კი. ზოგს ჰგო­ნია, რომ "ნი­ჭი­ე­რის" მერე ხალ­ხი "თავს მეს­ხმის". ბა­თუმ­ში მა­ნამ­დეც მიც­ნობ­დნენ, რად­გან დიდი ხა­ნია, სპორტთან მაქვს შე­ხე­ბა და ბევ­რგან ვმუ­შა­ობ­დი: ჩემი პა­ტა­რა ჯგუ­ფი მყავ­და, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ბა­თუმ­ში) ვას­წავ­ლი­დი სა­განს "ცეკ­ვა, რო­გორც სპორ­ტი და ხე­ლოვ­ნე­ბა". ამ­ჟა­მად, აე­რო­ბი­კის ინ­სტრუქ­ტო­რი ვარ. ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მომ­წონს, რად­გან ქა­ლებს ვეხ­მა­რე­ბი იმა­ში, რომ ისი­ნი უფრო მე­ტად ლა­მა­ზე­ბი, მოხ­დე­ნი­ლე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ.

- ქა­ლებს ძი­რი­თა­დად, ვარ­ჯი­შით სხე­უ­ლის რო­მე­ლი ნა­წი­ლე­ბის კო­რექ­ცია სურთ?

- ძი­რი­თა­დად - მუც­ლის, ასე­ვე - ფე­ხე­ბის (შიდა კუნ­თე­ბის ვარ­ჯი­შე­ბი და ა.შ.). ზოგს არც ჭარ­ბი წონა აწუ­ხებს და არც - მუ­ცე­ლი, მაგ­რამ იმის­თვის ვარ­ჯი­შობს, რომ უფრო მე­ტად მოხ­დე­ნი­ლი იყოს. სხე­უ­ლის გამ­კვრი­ვე­ბა, გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა, გა­ჯან­სა­ღე­ბა ყვე­ლას სჭირ­დე­ბა.

- ნა­ტა­ლია, ოდეს­მე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ?

- კი, ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ჩვე­ნი რო­მა­ნი ძა­ლი­ან ცუ­დად დას­რულ­და - მი­ღა­ლა­ტეს... ამ­ჟა­მად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. რა­ღაც სიმ­პა­თი­ე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ ვიცი, რო­გორ დას­რულ­დე­ბა. რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი სა­წყის ეტაპ­ზეა და ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბას ვერ გა­ვა­კე­თებ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იც­ვლე­ბი?

- კი, ვიც­ვლე­ბი: ძა­ლი­ან დამთმო­ბი ვხდე­ბი. როცა მიყ­ვარს, აღარ ვიცი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი რითი ვა­სი­ა­მოვ­ნო. ჰოდა, ალ­ბათ ჩემ­ში ეს არ მოს­წონთ. პრე­ტენ­ზი­უ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ.

- შენს ყუ­რა­დღე­ბას რო­გო­რი ბი­ჭე­ბი იქ­ცე­ვენ?

- მთა­ვა­რია, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყოს. შე­იძ­ლე­ბა, ხა­სი­ათ­მა ჩემ­ზე ისე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბა "გა­და­ხა­ზოს". სა­ერ­თოდ კი სპორ­ტსმე­ნი, ნა­ვარ­ჯი­შე­ბი ბი­ჭე­ბი მომ­წონს. ხე­ლოვ­ნე­ბას­თან თუ აქვთ შე­ხე­ბა, მა­შინ სა­ერ­თოდ - მი­პყრო­ბენ!

- ბი­ჭე­ბი რო­გორ ცდი­ლო­ბენ შენი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას?

- ძი­რი­თა­დად - "ფე­ის­ბუ­კით". არ მინ­და, ჩემ შე­სა­ხებ ვინ­მემ იფიქ­როს, - "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მო­ჩე­ნა თავ­ში აუ­ვარ­დაო, მაგ­რამ ყვე­ლა წე­რილ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვა­ხერ­ხებ, სა­ა­მი­სოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც არ მაქვს. ასე რომ, მათ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვე­ტყვი - მა­პა­ტი­ეთ! ამ­ჟა­მად ბა­თუმ­ში არ­ცთუ ისე ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს, თბი­ლის­ში მეტ­ნი არი­ან. ისე, ჩე­მით ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან: მხატ­ვრე­ბი, მო­ქან­და­კე­ე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი.

- შენი ოჯა­ხის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვი?

- მშობ­ლე­ბი და 2 უფ­რო­სი ძმა მყავს. ძმე­ბი მე­ზღვა­უ­რე­ბი არი­ან. დედა გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მამა - ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რი გახ­ლავთ. კი­დევ, მყავს 3 ძმის­შვი­ლი; ერთ-ერთი ახ­ლა­ხან შეგ­ვე­ძი­ნა... მოკ­ლედ, ტკბი­ლად ვცხოვ­რობთ.

- "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას ძმე­ბი რო­გორ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ?

- ჩემ­გან ამ­დენს არ ელოდ­ნენ... უმ­ცრო­სი ძმა ძა­ლი­ან რე­ლი­გი­უ­რია და არ უნ­დო­და, მე­ცეკ­ვა, მაგ­რამ პირ­ველ ტურ­ში ჩემი გა­მოს­ვლა რომ ნახა, მერე თა­ვა­დაც მო­ინ­დო­მა, დამ­ხმა­რე­ბო­და... ცეკ­ვი­სად­მი ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი ძმებ­საც გა­დავ­დე (იცი­ნის).

- სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნას კვლავ აპი­რებ?

- ეს ჩემი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბაა. ყვე­ლა­ფერს ასე მარ­ტი­ვად გან­ვსა­ზღვრავ: ცეკ­ვა არის მოძ­რა­ო­ბა, მოძ­რა­ო­ბა - ცხოვ­რე­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბა ეს მოძ­რა­ო­ბა ანუ ცეკ­ვაა და ამას თავს ვერ და­ვა­ნე­ბებ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქართველი "ქალი-კატას" გულახდილი ინტერვიუ

ქართველი "ქალი-კატას" გულახდილი ინტერვიუ

მომხიბვლელი ნატალია დიასამიძის ცეკვას ალბათ, გულგრილი არავინ დაუტოვებია: მაყურებლის გულების დასაპყრობად გამოსული "ქალი-კატა" პროექტ "ნიჭიერიდან" დაგამახსოვრდებოდათ, თუმცა ბათუმელ გოგონას მხატვრულ ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვაშიც აქვს მიღწევები. ტრავმისა და დიდი სტრესის მიუხედავად, მიზანდასახული ნატალია საყვარელ საქმეს აკეთებს. ესპანური ცეკვა ძალიან უყვარს, განსაკუთრებულად - "პასადობლი", რომლის შესრულებასაც "ნიჭიერის" ფინალში აპირებდა. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია.

- სკოლაში 5 წლისა შევედი. ბავშვობიდან ელასტიკური ვიყავი. ფიზკულტურის პირველსავე გაკვეთილზე მასწავლებელი გაგიჟდა, - ვაიმე, ბავშვი ასეთი ელასტიკური როგორ არისო?! იმ პერიოდში ჩემმა ძმებმა საზღვაო აკადემიაში ჩააბარეს. ჩვენი ოჯახი მატერიალურად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ძმებს სამგზავრო ფულიც კი არ ჰქონდათ, რომ აკადემიამდე მისულიყვნენ და შესაბამისად, ოჯახის წევრებს ჩემთვის არ ეცალათ. ამასობაში, გავიზარდე. ჩემი ტანი უფრო და უფრო მეტად ელასტიკური ხდებოდა. ფიზკულტურის მასწავლებლის - ტარიელ კილაძის დამსახურებაა, რომ ჩემი სახელი "არენაზე" ოდნავ მაინც გამოჩნდა. დედაჩემს ყოველდღე ეუბნებოდა, - ბავშვს ისეთი ნიჭი აქვს, რომ აუცილებლად, სპორტზე უნდა მიიყვანოო. როგორც იქნა, დედამ ტანვარჯიშზე მიმიყვანა. გოგონების (რომლებიც 2-3 წელი ვარჯიშობდნენ) პროგრამას 2-3 თვეში დავეწიე. როცა აჭარის ტურნირები ტარდებოდა, ფორმის შესაკერად თანხა არ მქონდა. სკოლის დირექტორი მასპონსორებდა - თვეში 10-20 ლარს მაძლევდა, რომ სპორტზე სიარული გამეგრძელებინა... მინდა, ბავშვებს მოვუწოდო: ყველაზე რთული პერიოდის მიუხედავად, არ დანებდეთ და საყვარელი საქმის კეთება განაგრძეთ. გინდა? ე.ი. იქნება! დაიწყე? ნუ მიატოვებ! - ეს კარგად უნდა დაიმახსოვრონ, თუ უნდათ, რომ ცხოვ­რებაში რაღაცას მიაღწიონ... "ნიჭიერამდე" თითქმის 3 წელი, სცენაზე არ ვმდგარვარ და ეს ყველაფერი ძალიან მომენატრა. ვფიქრობდი: რა გავაკეთო, რომ სცენაზე ავიდე-მეთქი? "ნიჭიერის" შესარჩევი ტურის შესახებ ინფორმაცია რომ მოვისმინე, თბილისში ჩამოვედი. კასტინგმა კარგად ჩაიარა, მერე კი თქვენც კარგად იცით, რა და როგორ მოხდა.

- 3 წელი სცენაზე რატომ არ გასულხარ?

- თავდაპირველად ტანვარჯიშზე დავდიოდი, წავიქეცი და ტრავმა მივიღე, რის გამოც, ჩემი დატვირთვა აღარ შეიძლებოდა. მერე უკვე ცეკვისას, ტრავმამ "გამიმეორა". ექიმმა მითხრა, - ცეკვას თუ განაგრძობ, შესაძლოა, ინვალიდის ეტლში აღმოჩნდეო. დიდი სტრესი მივიღე, რადგან ვეღარ ვიცეკვებდი, ვეღარ ვივარჯიშებდი. თუმცა, ღვთის წყალობით, ფეხზე ისევ დავდექი - რადიკულიტის ქამრით საქმეს დავუბრუნდი. ვცეკვავდი და პარტნიორი არ მყავდა. ისე მოხდა, რომ სპორტული ცეკვა აღარ განვაგრძე... ჩემს ცხოვრებაში ცვლილებაა: ზაზა ხალვაში ფილმში მიღებს - მსახიობური ნიჭიც აღმომაჩნდა, მაგრამ სცენა და ცეკვა ჩემთვის მაინც ყველაფერია! მინდოდა, ის მეგრძნო, რასაც წინათ, სცენაზე ცეკვისას ვგრძნობდი. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის აპლოდისმენტებია და "ნიჭიერში" მონაწილეობა ამიტომაც გადავწყვიტე.

- იმ ფილმის შესახებ გვიამბე, რომელშიც მონაწილეობ...

- ფილმს "სოლომონი" ჰქვია. მასში მოთხრობილი ამბავი რეალურია. ერთ-ერთი ბოშა, მეამბოხე გოგონას როლს ვასრულებ. გადაღება ჯერ არ დამთავრებულა. ჩემი მსახიობობის ამბავი ასე დაიწყო: სპექტაკლები ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი სპექტაკლის სანახავად ბათუმის დრამატულ თეატრში მივედი და კართან ატუზული ვიდექი. ამ დროს თეატრის მაშინდელი დირექტორი - ზაზა ხალვაში გამოვიდა. ჩემი თვალები ძალიან მოეწონა, თავისი სავიზიტო ბარათი მომცა და ორშაბათისთვის დამიბარა. რა თქმა უნდა, გამიხარდა. როცა მივედი, გაირკვა, რომ მსახიობი ვეგონე. ავუხსენი, - ჩვეულებრივი მოცეკვავე ვარ, არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მაქვს-მეთქი. - ვსინჯოთ, რისი გაკეთება შეგიძლიაო, - მიპასუხა და ერთ მშვენიერ დღეს გადაღებაზე წავედით. ყველაფერი ისე მარტივად გამომივიდა, რომ თავადაც გამიკვირდა. საერთოდ, კამერის წინ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ხშირად კამერები ჩემი მეგობრები მგონია (იცინის). სცე­ნა, ხალხი და კამერები - ეს ყველაფერი ბედნიერებაა!

- "ნიჭიერის" პირველ ტურში "ქალი-კატას" იმიჯი რატომ მოირგე?

- ფილმი - "ქალი-კატა" ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, როლი სცენაზე მომერგო. შემდეგ ამაზე მუშაობა დავიწყე და კატური თვისებებიც აღმომაჩნდა, რამაც მაყურებლებსა და რაც მთავარია, ჟიურიზე დადებითად იმოქმედა.

- კომფორტისა და თავისუფლების მოყვარე ხარ?

- არა, ასეც ვერ ვიტყვი. უბრალოდ, კატის თვისებები მიმიკაში მაქვს (იცინის). სცენაზე კარგად თამაში შემიძლია ანუ იმწუთას მართლა "კატა" ვიყავი, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი არ ვარ.

- "ცელქი ფისუნია" მეორე ტურში უცებ "დაქალდა"...

- პირველ ტურში მაქსიმალურად შევეცადე, მაყურებლების სიმპათია დამემსახურებინა. მინდოდა, ხალხის გულები დამეპყრო. მითხრეს კიდეც: სანადიროდ გამოსული ხარო... მეორე ტურში ის ვიყავი, ვინც სინამდვილეში ვარ. სცენაზე ცელქიც გახლავართ, გიჟიც, გადარეულიც. ხშირად ვიღაცისთვის თვალიც ჩამიკრავს. როცა სცენაზე ვარ, ყველა მაყურებელი ჩემია, ყველა უნდა "ავითვისო", ყველასთან აუცილებლად თვალებით უნდა მივიდე, რათა ნებისმიერმა იგრძნოს, რომ მისთვის ვცეკვავ. როცა მაყურებელი ნასიამოვნები რჩება, მეც ენერგიით ვივსები.

- ნიკა გვარამიას ვაჟი აქტიურად გგულშემატკივრობდა. პირადად თუ გაიცანი?

- ვიცი, რომ თბილისში ჭორები დადის, თითქოს ჩვენ შორის რაღაც ხდება. არადა, ამ ადამიანს არ ვიცნობ. გულშემატკივრობისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივისცემა აპლოდისმენტებია. იმ წუთებში უბედნიერესი ვიყავი.

- ყველაფრის მიუხედავად, ფინალს მიღმა დარჩი.

- იმ ორშაბათს, როცა "ნიჭიერის" სცენაზე გავედი, მთელ აჭარაში ელექტროენერგია გაითიშა. ყველაფერი გაჩერდა: აპარატები, ბანკები... ანგა­რიშზე თანხა დედაჩემსაც კი არ ჰქონდა, რომ ჩემთვის თუნდაც 1 ხმა გამოეგზავნა. ეს ამბავი გენერალურ რეპეტიციაზე შევიტყვე. მართალია, კონცერტს ბევრი მეგობარი ესწრებოდა, მაგრამ როცა ოჯახის წევრები გიყურებენ, სულ სხვა სტიმულია. მოვიწყინე. ყველა მეკითხებოდა: - ნატა, რა გჭირს? შენ ასეთი არ იყავი, ყოველთვის "სახით", "მანერაში" ცეკვავ, რა დაგემართაო? წინასწარ ვიცოდი, რომ აჭარას ელექტროენერგია თუ არ ექნებოდა, ფინალში ვერ გავიდოდი. მოკლედ, სცენაზე გასვლის ბოლო წამამდე ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აი, როცა სცენაზე გავედი, თითქოს ყველაფერი განათდა.

- სცენაზე ძალიან ეფექტური, სექსუალური იყავი. რეალურად, როგორი ხარ? როგორია შენი ხასიათი, ჩაცმის სტილი?

- ჩემი ჩაცმის სტილი მრავალფეროვანია. ხანდახან კლასიკურ სამოსს სპორტულს ვუხამებ. ჩემი გარდერობი "არეულია" - როდის რას ჩავიცვამ, თავადაც არ ვიცი. თითქმის ყოველთვის, მაკიაჟით დავდივარ და მოწესრიგებული ვარ. ხასიათს რაც შეეხება, მშვიდი გახლავართ, გადაწყვეტილებას უცებ არ ვიღებ. მოღალატე არც ერთ საკითხში არ ვარ. პასუხისმგებლობის გრძნობა განვითარებული მაქვს.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონს?

- ალბათ - კი. ზოგს ჰგონია, რომ "ნიჭიერის" მერე ხალხი "თავს მესხმის". ბათუმში მანამდეც მიცნობდნენ, რადგან დიდი ხანია, სპორტთან მაქვს შეხება და ბევრგან ვმუშაობდი: ჩემი პატარა ჯგუფი მყავდა, საქართველოს უნივერსიტეტში (ბათუმში) ვასწავლიდი საგანს "ცეკვა, როგორც სპორტი და ხელოვნება". ამჟამად, აერობიკის ინსტრუქტორი ვარ. ჩემი საქმე ძალიან მომწონს, რადგან ქალებს ვეხმარები იმაში, რომ ისინი უფრო მეტად ლამაზები, მოხდენილები, სექსუალურები იყვნენ.

- ქალებს ძირითადად, ვარჯიშით სხეულის რომელი ნაწილების კორექცია სურთ?

- ძირითადად - მუცლის, ასევე - ფეხების (შიდა კუნთების ვარჯიშები და ა.შ.). ზოგს არც ჭარბი წონა აწუხებს და არც - მუცელი, მაგრამ იმისთვის ვარჯიშობს, რომ უფრო მეტად მოხდენილი იყოს. სხეულის გამკვრივება, გაახალგაზრდავება, გაჯანსაღება ყველას სჭირდება.

- ნატალია, ოდესმე შეყვარებული ყოფილხარ?

- კი, ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენი რომანი ძალიან ცუდად დასრულდა - მიღალატეს... ამჟამად თავისუფალი ვარ. ჩემს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. რაღაც სიმპათიები არსებობს, მაგრამ არ ვიცი, როგორ დასრულდება. რაღაც-რაღაცები საწყის ეტაპზეა და ხმამაღალ განცხადებას ვერ გავაკეთებ.

- შეყვარებულობის პერიოდში იცვლები?

- კი, ვიცვლები: ძალიან დამთმობი ვხდები. როცა მიყვარს, აღარ ვიცი, საყვარელი ადამიანი რითი ვასიამოვნო. ჰოდა, ალბათ ჩემში ეს არ მოსწონთ. პრეტენზიული საერთოდ არ ვარ.

- შენს ყურადღებას როგორი ბიჭები იქცევენ?

- მთავარია, ყურადღებიანი იყოს. შეიძლება, ხასიათმა ჩემზე ისე დადებითად იმოქმედოს, რომ მისი გარეგნობა "გადახაზოს". საერთოდ კი სპორტსმენი, ნავარჯიშები ბიჭები მომწონს. ხელოვნებასთან თუ აქვთ შეხება, მაშინ საერთოდ - მიპყრობენ!

- ბიჭები როგორ ცდილობენ შენი ყურადღების მიქცევას?

- ძირითადად - "ფეისბუკით". არ მინდა, ჩემ შესახებ ვინმემ იფიქროს, - "ნიჭიერში" გამოჩენა თავში აუვარდაო, მაგრამ ყველა წერილზე პასუხის გაცემას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, საამისოდ თავისუფალი დროც არ მაქვს. ასე რომ, მათ თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვეტყვი - მაპატიეთ! ამჟამად ბათუმში არცთუ ისე ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, თბილისში მეტნი არიან. ისე, ჩემით ხელოვანი ადამიანები ხშირად ინტერესდებიან: მხატვრები, მოქანდაკეები, რეჟისორები, ფოტოგრაფები.

- შენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?

- მშობლები და 2 უფროსი ძმა მყავს. ძმები მეზღვაურები არიან. დედა გეოგრაფიის მასწავლებელია, მამა - ამჟამად უმუშევარი გახლავთ. კიდევ, მყავს 3 ძმისშვილი; ერთ-ერთი ახლახან შეგვეძინა... მოკლედ, ტკბილად ვცხოვრობთ.

- "ნიჭიერში" მონაწილეობისას ძმები როგორ გგულშემატკივრობდნენ?

- ჩემგან ამდენს არ ელოდნენ... უმცროსი ძმა ძალიან რელიგიურია და არ უნდოდა, მეცეკვა, მაგრამ პირველ ტურში ჩემი გამოსვლა რომ ნახა, მერე თავადაც მოინდომა, დამხმარებოდა... ცეკვისადმი ჩემი სიყვარული ძმებსაც გადავდე (იცინის).

- სცენაზე გამოჩენას კვლავ აპირებ?

- ეს ჩემი სურვილი და ოცნებაა. ყველაფერს ასე მარტივად განვსაზღვრავ: ცეკვა არის მოძრაობა, მოძრაობა - ცხოვრება, ჩემი ცხოვრება ეს მოძრაობა ანუ ცეკვაა და ამას თავს ვერ დავანებებ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია