პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო გვერდზე დაუდგა - როგორ გრძნობს თავს გიორგი ყორღანაშვილი
ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო გვერდზე დაუდგა - როგორ გრძნობს თავს გიორგი ყორღანაშვილი

გა­სუ­ლი წელი, ყვე­ლა სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას­თან ერ­თად, იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რომ ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთ სა­კი­თხზე მა­ინც შეძ­ლო კონ­სო­ლი­დი­რე­ბა და ერ­თი­ა­ნი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ობ­თა ჯგუფ­მა და­ი­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რომ მათ ახალ­გაზ­რდა, 25 წლის კო­ლე­გას, გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვილს, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და და ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვის ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­დუ­რის­თვის სას­წრა­ფოდ უნდა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი­ყო 400 000 დო­ლა­რი, თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ერ­თო ერთი ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად და­წყე­ბულ სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა­ში. ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ეთერ­ში მო­ის­მენ­დით იმ აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იმარ­თე­ბო­და გი­ორ­გის­თვის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თან­ხის შე­საგ­რო­ვებ­ლად. მის­მა სა­მე­გობ­რომ, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­სა და უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად შეძ­ლო და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა მარ­თლაც შე­აგ­რო­ვა.

ამ პრო­ცესს შო­რი­დან უყუ­რებ­და თა­ვად ამ მღელ­ვა­რე­ბის ობი­ექ­ტი გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სი­სუს­ტის გამო საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვერ ჩა­ერ­თვე­ბო­და. ერთ დღეს, რო­დე­საც მას­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და დაჰ­პირ­დნენ, რომ ყვე­ლაფ­რით და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მასა და მისი ოჯა­ხის წევ­რებს ერთი შე­ხედ­ვით, შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნდათ ის, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რე­ა­ლო­ბად იქცა.

გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა და ჩვენს რე­დაქ­ცი­ა­შიც ყო­ფი­ლა არა­ერ­თი ზარი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ვაც­ნო­ბოთ ჩვენს მკი­თხველ­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ გი­ორ­გის ის­რა­ელ­ში უკვე გა­უ­კეთ­და ერთი, მენჯ-ბარ­ძა­ყის ოპე­რა­ცია, რის შე­დე­გა­დაც უკვე ერთი თვეა, ყა­ვარ­ჯნით აღარ და­დის და ნელ-ნელა სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გა­უჩ­ნდა, მსა­ხი­ო­ბა ხომ მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა. გი­ორ­გის ექი­მე­ბი ელო­დე­ბი­ან ანა­ლი­ზებს და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ის მათი მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა, იმის­თვის, რომ ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია შე­სა­ბა­მის დროს ჩა­ტარ­დეს. კი­დევ ერთი სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ის გახ­ლავთ, რომ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის­თვის დო­ნო­რი უკვე გა­მო­ძებ­ნი­ლია და ამ მხრივ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაც მოხ­სნი­ლია.

გი­ორ­გი რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა, მარ­თა­ლია, მის­თვის ეს პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ იყო და ცოტა ნერ­ვი­უ­ლობ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა მშვე­ნივ­რად ჩა­ი­ა­რა. გი­ორ­გი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა და ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლე­ბი­დან ყვე­ლას უხ­დის მად­ლო­ბას, ვინც მის­თვის ერთი თეთ­რი მა­ინც გა­ი­ღო...

- გი­ორ­გი, და­გის­ვამ შე­კი­თხვას, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს აინ­ტე­რე­სებს. ამ­ჟა­მად რო­გორ ხარ?

- შე­და­რე­ბით უკე­თე­სად, ვიდ­რე მა­ნამ­დე. ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სე­ბი. მო­მავ­ლის­თვის იგეგ­მე­ბა ჩემს მთა­ვარ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა, ანუ ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა, ვი­ნა­ი­დან ჩემი დი­აგ­ნო­ზიც სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ძვლის ტვინს არ მი­ნერ­გა­ვენ, რად­გან სის­ხლის ანა­ლი­ზი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და არ სურთ, ზედ­მე­ტად და ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­ე­რი­ონ. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, პრო­ცე­სი ბუ­ნებ­რი­ვად წავა უა­რე­სო­ბის­კენ და სწო­რედ მა­შინ, შე­სა­ფე­რის დროს გა­კეთ­დე­ბა გა­და­ნერგვაც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო გვერდზე დაუდგა - როგორ გრძნობს თავს გიორგი ყორღანაშვილი

ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო გვერდზე დაუდგა - როგორ გრძნობს თავს გიორგი ყორღანაშვილი

გასული წელი, ყველა სხვა მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, იმითაც გამოირჩეოდა, რომ ქართველმა საზოგადოებამ ერთ საკითხზე მაინც შეძლო კონსოლიდირება და ერთიანი აზრის ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც მსახიობთა ჯგუფმა დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ მათ ახალგაზრდა, 25 წლის კოლეგას, გიორგი ყორღანაშვილს, დახმარება სჭირდებოდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ურთულესი პროცედურისთვის სასწრაფოდ უნდა შეგროვებულიყო 400 000 დოლარი, თითქმის მთელი საქართველო ჩაერთო ერთი ადამიანის გადასარჩენად დაწყებულ სახალხო მოძრაობაში. ყოველდღიურად ყველა მედიასაშუალების ეთერში მოისმენდით იმ აქციების შესახებ, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით იმართებოდა გიორგისთვის დასახელებული თანხის შესაგროვებლად. მისმა სამეგობრომ, ცნობილ ადამიანებსა და უბრალო მოქალაქეებთან ერთად შეძლო და ერთი თვის განმავლობაში კოლოსალური თანხა მართლაც შეაგროვა.

ამ პროცესს შორიდან უყურებდა თავად ამ მღელვარების ობიექტი გიორგი ყორღანაშვილი, რომელიც სისუსტის გამო საქველმოქმედო საქმიანობაში ვერ ჩაერთვებოდა. ერთ დღეს, როდესაც მასთან მეგობრები შეიკრიბნენ და დაჰპირდნენ, რომ ყველაფრით დაეხმარებოდნენ, მასა და მისი ოჯახის წევრებს ერთი შეხედვით, შეუძლებლად მიაჩნდათ ის, რაც მოგვიანებით რეალობად იქცა.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება და ჩვენს რედაქციაშიც ყოფილა არაერთი ზარი ამასთან დაკავშირებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საშუალება მოგვეცა, ვაცნობოთ ჩვენს მკითხველსა და მთელ საქართველოს, რომ გიორგის ისრაელში უკვე გაუკეთდა ერთი, მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რის შედეგადაც უკვე ერთი თვეა, ყავარჯნით აღარ დადის და ნელ-ნელა საკუთარ საქმიანობასთან დაბრუნების შესაძლებლობაც გაუჩნდა, მსახიობა ხომ მისი ცხოვრების მთავარი და ყველაზე საყვარელი საქმეა. გიორგის ექიმები ელოდებიან ანალიზებს და, რასაკვირველია, ის მათი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, იმისთვის, რომ ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია შესაბამის დროს ჩატარდეს. კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობისთვის დონორი უკვე გამოძებნილია და ამ მხრივ არსებული პრობლემაც მოხსნილია.

გიორგი რედაქციაში გვესტუმრა, მართალია, მისთვის ეს პირველი ინტერვიუ იყო და ცოტა ნერვიულობდა, მაგრამ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. გიორგი ძალიან სასიამოვნო და თავმდაბალი ადამიანი აღმოჩნდა და ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან ყველას უხდის მადლობას, ვინც მისთვის ერთი თეთრი მაინც გაიღო...

- გიორგი, დაგისვამ შეკითხვას, რომელზე პასუხიც მთელ საქართველოს აინტერესებს. ამჟამად როგორ ხარ?

- შედარებით უკეთესად, ვიდრე მანამდე. ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესები. მომავლისთვის იგეგმება ჩემს მთავარ პრობლემასთან გამკლავება, ანუ ძვლის ტვინის გადანერგვა, ვინაიდან ჩემი დიაგნოზიც სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. ჯერჯერობით ძვლის ტვინს არ მინერგავენ, რადგან სისხლის ანალიზი კარგ მდგომარეობაშია და არ სურთ, ზედმეტად და ხელოვნურად ჩაერიონ. როგორც ექიმები ამბობენ, პროცესი ბუნებრივად წავა უარესობისკენ და სწორედ მაშინ, შესაფერის დროს გაკეთდება გადანერგვაც.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება