"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი facebook-ის პირად გვერდზე თანაგუნდელებს ახალ წელს ორიგინალურად ულოცავს.
"დავიმახსოვროთ: ამ ქვეყანას აქვს მომავალი და მას სწორედ ჩვენ, ნაცები გამოვჭედავთ. ყველანი მიყვარხართ", - წერს ჭიაბერაშვილი.
ამ პოსტთან ერთად ზურაბ ჭიაბერაშვილი გიგა ბოკერიას და მისი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს.