საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები
დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა და­ას­რუ­ლა და არა­ერ­თი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მრა­ვალ­გვერ­დი­ან ან­გა­რიშ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის უწყე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იპყრობს, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდი ზარ­ზე­ი­მით აც­ნობ­დნენ ხოლ­მე.

აუ­დი­ტის დას­კვნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვი­სა და კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი­სა და გლ­და­ნის სა­ცუ­რაო აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა იწ­ვევს. დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი სამ­შე­ნებ­ლო პო­ლი­გო­ნად, მე­პატ­რო­ნე­ებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად აქ­ცია. 2011 წლის 15 დე­კემ­ბერს, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, შ.პ.ს. "ანა­გის­გან" შეს­ყი­დუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, შეს­ყიდ­ვის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრა 11,507.59 ათა­სი ლა­რით. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და ისე, რომ სა­ა­გენ­ტოს არ შე­უდ­გე­ნია სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტის პრო­ექ­ტი და ხარჯთაღ­რი­ცხვის დო­კუ­მენ­ტა­ცია. ასე­ვე ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და შპს "ვე­ლა­ჯი­ოს" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მშე­ნებ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, რო­მე­ლიც არ წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბას და რო­მე­ლიც არ არის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის სარ­გებ­ლო­ბა­ში, რი­თაც მოხ­და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფა.

დას­კვნის თა­ნახ­მად, მე­ო­რე უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა გლ­და­ნის სა­ცუ­რაო აუ­ზია. სსიპ "სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" მიერ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვით, შპს "ანა­გის­გან" შეს­ყი­დუ­ლია სა­ცუ­რაო აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრა 6,554.36 ათა­სი ლა­რით. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო 2012 წლის 24 მა­ისს, მა­შინ რო­დე­საც აუ­ზის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რაც დას­ტურ­დე­ბა ფა­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის აქ­ტე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მამ­დე და მშე­ნე­ბელ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბამ­დე.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის მო­მენ­ტში მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მელ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მშე­ნებ­ლო­ბა, არ იყო სა­მი­ნის­ტროს მფლო­ბე­ლო­ბა­ში: ნა­წი­ლი ეკუთ­ვნო­და ფი­ზი­კურ პირს, ნა­წი­ლი ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას. ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი უზუფ­რუქ­ტით გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს 2012 წლის მარ­ტში, მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ. 2012 წლის 3 ოქ­ტომ­ბრის­თვის სა­ცუ­რაო აუზ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის ორი­ვე ნა­წი­ლი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ქა­ლაქ თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის სა­კუთ­რე­ბად.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები

დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური შემოწმება დაასრულა და არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. მრავალგვერდიან ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას დიმიტრი შაშკინის უწყების მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობები იპყრობს, რომლებსაც საზოგადოებას დიდი ზარზეიმით აცნობდნენ ხოლმე.

აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და კანონდარღვევით ჩატარებული შესყიდვების არაერთი ფაქტიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას პროფესიული კოლეჯისა და გლდანის საცურაო აუზის მშენებლობა იწვევს. დიმიტრი შაშკინმა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სამშენებლო პოლიგონად, მეპატრონეებთან შეუთანხმებლად აქცია. 2011 წლის 15 დეკემბერს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შ.პ.ს. "ანაგისგან" შესყიდულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის საერთო ღირებულება განისაზღვრა 11,507.59 ათასი ლარით. ხელშეკრულება გაფორმდა ისე, რომ სააგენტოს არ შეუდგენია სამშენებლო ობიექტის პროექტი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. ასევე ობიექტის მშენებლობა დაიწყო შესაბამისი ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა განხორციელდა შპს "ველაჯიოს" საკუთრებაში არსებულ მიწაზე. აქედან გამომდინარე, მშენებლობა განხორციელდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რომელიც არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის სარგებლობაში, რითაც მოხდა კერძო საკუთრების ხელყოფა.

დასკვნის თანახმად, მეორე უკანონო მშენებლობა გლდანის საცურაო აუზია. სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ გამარტივებული შესყიდვით, შპს "ანაგისგან" შესყიდულია საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 6,554.36 ათასი ლარით. ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 24 მაისს, მაშინ როდესაც აუზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2012 წლის თებერვალში, რაც დასტურდება ფარული სამუშაოების აქტებით. აქედან გამომდინარე, სამუშაოები დაიწყო მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

სამშენებლო სამუშაოების დაწყების მომენტში მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობდა მშენებლობა, არ იყო სამინისტროს მფლობელობაში: ნაწილი ეკუთვნოდა ფიზიკურ პირს, ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობას. ტერიტორიის ნაწილი უზუფრუქტით გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის მარტში, მშენებლობის დაწყების შემდეგ. 2012 წლის 3 ოქტომბრისთვის საცურაო აუზთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილი დარეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა