პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებელმა "იეღოველი" მოსწავლე ძალით მოანათვლინა
მასწავლებელმა "იეღოველი" მოსწავლე ძალით მოანათვლინა

"ჩემი მე­უღ­ლე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო, მე - იე­ღო­ვას მოწ­მე. ამი­ტო­მაც გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და, რომ შვი­ლებს ზრდას­რულ ასაკ­ში არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ"

ნინო გ.-ს ეს ის­ტო­რია 2008 წლი­დან, ანუ მას შემ­დეგ იწყე­ბა, რაც დე­დას­თან და დას­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ონში გა­და­ვი­და. მო­ზარ­დის დედა "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ყვე­ბა, რომ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნინა შ., ბავ­შვზე სკო­ლა­ში მის­ვლის დღი­დან მისი რე­ლი­გი­ის გამო ძა­ლა­დობ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­ი­თან­ხმეს და ოჯა­ხის წევ­რე­ბის უჩუმ­რად, 14 წლის ასაკ­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ნათ­ლეს.

ამ ამ­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ზარ­დმა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. მომ­ხდა­რის გამო დღეს იგი სკო­ლა­ში აღარ სწავ­ლობს, თუმ­ცა სა­აღ­მზრდე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ ამ ამ­ბავ­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

"პრობ­ლე­მე­ბი ამ სკო­ლა­ში მის­თვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. იმის გამო, რომ მე იე­ღო­ვას მოწ­მე ვარ, ჩათ­ვა­ლეს, რომ ბავ­შვიც იე­ღო­ვე­ლი იყო და მას და­ცინ­ვა და­უ­წყეს. როცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვს დას­ცი­ნის, მერე ამას ბავ­შვე­ბიც იმე­ო­რე­ბენ.

"კლა­სე­ლე­ბის მხრი­დან იყო სა­ში­ნე­ლი აგ­რე­სია. ჩემს შვილს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მისი რე­ლი­გია სა­მარ­ცხვი­ნო იყო, მის და­ნახ­ვა­ზე "ფუი ეშ­მაკს" და მსგავს რა­მე­ებს ამ­ბობ­დნენ, ამა­ში კი დიდი წვლი­ლი თა­ვად მას­წავ­ლებ­ლებ­საც მი­უ­ძღო­დათ.

"პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვე, სკო­ლა­ში მი­ვე­დი და დი­რექ­ტო­რიც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ მსგავ­სი რამ აღარ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და მა­საც ისე­ვე მოქ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც სხვა ბავ­შვებს ექ­ცე­ოდ­ნენ. მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია უფრო და უფრო იძა­ბე­ბო­და, თუმ­ცა ნინი ამ ამ­ბავს მი­მა­ლავ­და.

"სა­ცხოვ­რებ­ლად ჩემს ოჯახ­ში მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით, ნი­ნოს მამა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რედ ამით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და. გა­მუდ­მე­ბით უმე­ო­რებ­და, რომ მა­მას მისი რცხვე­ნო­და და ქრის­ტი­ა­ნად უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო. საქ­მე ის იყო, რომ ჩემი მე­უღ­ლე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო, მე - იე­ღო­ვას მოწ­მე. ამი­ტო­მაც გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და, რომ შვი­ლებს ზრდას­რულ ასაკ­ში არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

"მაგ­რამ იმ დროს, რო­დე­საც მე ბავ­შვი და­ცულ გა­რე­მო­ში მე­გო­ნა, მას­ზე სა­ში­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბა იყო. ფი­ზკულ­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე ბი­ჭე­ბი ქვებს ეს­როდ­ნენ. ერთხელ სახ­ლში და­ლურ­ჯე­ბუ­ლი თვა­ლი­თაც მო­ვი­და. ამ ყვე­ლა­ფერს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბა ყო­ველ­თვის ნული იყო. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად უდ­გე­ბო­და ამ საქ­მეს", - ყვე­ბა ბავ­შვის დედა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ტუ­ა­ცი­ამ კულ­მი­ნა­ცი­ას მა­შინ მი­აღ­წია, რო­დე­საც ბავ­შვი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უჩუმ­რად მო­ნათ­ლეს. დე­დის თქმით, ამის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მაც იცო­და და იმ მა­მა­ო­მაც, რო­მელ­მაც ბავ­შვი მო­ნათ­ლა.

"ვხე­დავ­დი, რომ რაც დრო გა­დი­ო­და, ნი­ნის სკო­ლა­ში წას­ვლა არ უნ­დო­და. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ სწავ­ლა ეზა­რე­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­ინ­ცდა­მა­ინც ფრი­ა­დოს­ნო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ იმას, რომ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მი­მა­ლავ­და.

"ბო­ლოს მოხ­და ის, რომ ბავ­შვი და­ი­ყო­ლი­ეს და უჩუმ­რად მო­ნათ­ლეს. იმ დღეს ნი­ნის სკო­ლი­დან მოს­ვლა შე­აგ­ვი­ან­და. რომ მო­ვი­და, მივ­ხვდი, რომ რა­ღაც აწუ­ხებ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი მი­თხრა, შე­ვი­და ოთახ­ში და თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით აბე­ბი და­ლია.

"რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის არ­ჩე­ვა ძა­ლი­ან სა­თუ­თი სა­კი­თხია და თა­ვად პი­როვ­ნე­ბამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რა გზა­ზე ია­როს. ეს ჩემი შვი­ლის­თვის ყვე­ლას ნაც­ვლად მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა.

"იმ დროს, რო­დე­საც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თურ­მე ნინი ეკ­ლე­სი­ა­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ და მო­უ­ნათ­ლავთ. მა­ნამ­დე კი გაკ­ვე­თი­ლის გაც­დე­ნა სა­პა­ტიო მი­ზე­ზით დი­რექ­ტორ­თან შე­უ­თან­ხმე­ბი­ათ. ჩემ გარ­და ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, საქ­მის კურ­სში იყო თა­ვად მა­მა­ოც.

"ვერ აგი­წერთ, ეს რო­გორ გან­ვი­ცა­დე - ე.ი. რად­გან მე იე­ღო­ვას მოწ­მე ვარ, ყვე­ლამ უნდა გა­და­მი­ა­როს და რო­გორც უნ­დათ, ისე მო­იქ­ცნენ? ე.ი. ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბაც არ მაქვს?

"გონს რომ მო­ვე­დი, იუ­რის­ტებს და პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თე. სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბი თით­ქოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც და­ი­ბა­რეს, საქ­მე აღ­ძრეს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­საც მი­მარ­თეს, მაგ­რამ ამ ამ­ბავ­მა მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­ცე­მით ჩა­ი­ა­რა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბას უწინ­დე­ბუ­რად აგ­რძე­ლე­ბენ, ჩვენ კი მე-9 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე სწავ­ლას თავი და­ვა­ნე­ბეთ.

"ბავ­შვის სკო­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, მაგ­რამ ამ ამ­ბის შემ­დეგ იქ გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მარ­თლა რომ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა თვით­მკვლე­ლო­ბის გეგ­მა, ხომ და­ვი­ღუ­პე­ბო­დი...

"მათ კი ჩემ­თვის ბო­დი­შიც არ მო­უხ­დი­ათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სკო­ლამ და მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს რის­კე­ბი არ გათ­ვა­ლოს?! პრაქ­ტი­კუ­ლად ამ საქ­მეს რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, ჩვენ კი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კურ­სის გავ­ლა დაგ­ვჭირ­და", - გვი­თხრა ნი­ნოს დე­დამ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე "მთე­ლი კვი­რა" მო­ზარ­დის ფსი­ქო­ლოგ თეა ფან­ჩუ­ლი­ძე­საც ესა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არას­რულ­წლო­ვა­ნი წა­მე­ბის მსხვერ­პლთა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბით მი­იყ­ვა­ნეს.

"პა­ცი­ენტს მთე­ლი რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. იმის გამო, რომ სკო­ლა­ში იყო ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი, ჰქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა. რო­გორც ამ­ბობ­და, რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მას დას­ცი­ნოდ­ნენ რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბი. ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, იყო დეპ­რე­სი­ა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად კონ­ტაქ­ტში სა­ერ­თოდ არ შე­მო­დი­ო­და, ჰქონ­და და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და უამ­რა­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბა.

"ზო­გა­დად იდენ­ტო­ბის პრობ­ლე­მა ამ ასაკ­ში ისე­დაც არ­სე­ბობს და მი­თუ­მე­ტეს, როცა საქ­მე ასეთ მწვა­ვე თე­მას ეხე­ბა, ეს ერ­თი­ო­რად მძი­მე ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გარ­და, მას­თან ფსი­ქი­ატ­რიც მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც საქ­მე სუ­ი­ციდს ეხე­ბა, იქ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობ­დით რო­გორც მას­თან, ასე­ვე მშო­ბელ­თან და იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. თუმ­ცა, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს", - გა­ნა­ცხა­და GCRT-ის ფსი­ქო­ლოგ­მა თეა ფან­ჩუ­ლი­ძემ.

"მთე­ლი კვი­რა" აღიშ­ნუ­ლი თე­მის გარ­კვე­ვას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­შიც შე­ე­ცა­და, თუმ­ცა არა­სა­მუ­შაო დღის გამო კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ტა­ლუ­რი მო­ძი­ე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მი­ნის­ტრომ ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ზე თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს მას­წავ­ლე­ბელ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წყდე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ სა­პატ­რი­არ­ქო­საც. მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი აცხა­დებს, რომ არას­რუ­წლოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის თახ­მო­ბის გა­რე­შე ნათ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია და თუკი მო­ძღვა­რი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­კვე­ო­და, მას მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა.

"თუ ეს ნამ­დვი­ლად ასე მოხ­და და არას­რულ­წლო­ვა­ნი მშობ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მო­ნათ­ლეს, ეს რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია. რო­გორც ჯვრის­წე­რის, ასე­ვე ნათ­ლო­ბის დროს, თუკი პი­როვ­ნე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნია, ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­ხმო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუ მო­ძღვა­რიც შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს და სი­მარ­თლე და­უ­მა­ლეს, მა­შინ მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, თუმ­ცა თუ იცო­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში მას ად­გი­ლობ­რი­ვი ეპარ­ქი­ის მიერ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როს", - გან­მარ­ტეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მასწავლებელმა "იეღოველი" მოსწავლე ძალით მოანათვლინა

მასწავლებელმა "იეღოველი" მოსწავლე ძალით მოანათვლინა

"ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი იყო, მე - იეღოვას მოწმე. ამიტომაც გადაწყვეტილი გვქონდა, რომ შვილებს ზრდასრულ ასაკში არჩევანი თავად გაეკეთებინათ"

ნინო გ.-ს ეს ისტორია 2008 წლიდან, ანუ მას შემდეგ იწყება, რაც დედასთან და დასთან ერთად საცხოვრებლად ონში გადავიდა. მოზარდის დედა "მთელ კვირასთან" საუბრისას ყვება, რომ სკოლის მასწავლებელი ნინა შ., ბავშვზე სკოლაში მისვლის დღიდან მისი რელიგიის გამო ძალადობდა. დროთა განმავლობაში კი ის ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით დაითანხმეს და ოჯახის წევრების უჩუმრად, 14 წლის ასაკში მართლმადიდებლად მონათლეს.

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე საათში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. მომხდარის გამო დღეს იგი სკოლაში აღარ სწავლობს, თუმცა სააღმზრდელო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ამ ამბავში მონაწილე მასწავლებლები.

"პრობლემები ამ სკოლაში მისთვლისთანავე დაიწყო. იმის გამო, რომ მე იეღოვას მოწმე ვარ, ჩათვალეს, რომ ბავშვიც იეღოველი იყო და მას დაცინვა დაუწყეს. როცა მასწავლებელი ბავშვს დასცინის, მერე ამას ბავშვებიც იმეორებენ.

"კლასელების მხრიდან იყო საშინელი აგრესია. ჩემს შვილს ეუბნებოდნენ, რომ მისი რელიგია სამარცხვინო იყო, მის დანახვაზე "ფუი ეშმაკს" და მსგავს რამეებს ამბობდნენ, ამაში კი დიდი წვლილი თავად მასწავლებლებსაც მიუძღოდათ.

"პირველად, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, სკოლაში მივედი და დირექტორიც და მასწავლებელიც გავაფრთხილე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო და მასაც ისევე მოქცეოდნენ, როგორც სხვა ბავშვებს ექცეოდნენ. მაგრამ სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა, თუმცა ნინი ამ ამბავს მიმალავდა.

"საცხოვრებლად ჩემს ოჯახში მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდით, ნინოს მამა ძალიან უყვარდა და მასწავლებელი სწორედ ამით მანიპულირებდა. გამუდმებით უმეორებდა, რომ მამას მისი რცხვენოდა და ქრისტიანად უნდა მოქცეულიყო. საქმე ის იყო, რომ ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი იყო, მე - იეღოვას მოწმე. ამიტომაც გადაწყვეტილი გვქონდა, რომ შვილებს ზრდასრულ ასაკში არჩევანი თავად გაეკეთებინათ.

"მაგრამ იმ დროს, როდესაც მე ბავშვი დაცულ გარემოში მეგონა, მასზე საშინელი ძალადობა იყო. ფიზკულტურის გაკვეთილზე ბიჭები ქვებს ესროდნენ. ერთხელ სახლში დალურჯებული თვალითაც მოვიდა. ამ ყველაფერს მასწავლებლები ხედავდნენ, თუმცა რეაგირება ყოველთვის ნული იყო. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ყველა ერთნაირად უდგებოდა ამ საქმეს", - ყვება ბავშვის დედა.

მისივე ინფორმაციით, სიტუაციამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ბავშვი ოჯახის წევრების უჩუმრად მონათლეს. დედის თქმით, ამის შესახებ სკოლის დირექტორმაც იცოდა და იმ მამაომაც, რომელმაც ბავშვი მონათლა.

"ვხედავდი, რომ რაც დრო გადიოდა, ნინის სკოლაში წასვლა არ უნდოდა. თავიდან მეგონა, რომ სწავლა ეზარებოდა. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც ფრიადოსნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმას, რომ პრობლემები ჰქონდა, მიმალავდა.

"ბოლოს მოხდა ის, რომ ბავშვი დაიყოლიეს და უჩუმრად მონათლეს. იმ დღეს ნინის სკოლიდან მოსვლა შეაგვიანდა. რომ მოვიდა, მივხვდი, რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ არაფერი მითხრა, შევიდა ოთახში და თვითმკვლელობის მიზნით აბები დალია.

"რელიგიური მრწამსის არჩევა ძალიან სათუთი საკითხია და თავად პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზაზე იაროს. ეს ჩემი შვილისთვის ყველას ნაცვლად მასწავლებელმა გადაწყვიტა.

"იმ დროს, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა ყოფილიყო, თურმე ნინი ეკლესიაში წაუყვანიათ და მოუნათლავთ. მანამდე კი გაკვეთილის გაცდენა საპატიო მიზეზით დირექტორთან შეუთანხმებიათ. ჩემ გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა, საქმის კურსში იყო თავად მამაოც.

"ვერ აგიწერთ, ეს როგორ განვიცადე - ე.ი. რადგან მე იეღოვას მოწმე ვარ, ყველამ უნდა გადამიაროს და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ? ე.ი. ნების თავისუფლებაც არ მაქვს?

"გონს რომ მოვედი, იურისტებს და პოლიციას მივმართე. სკოლის პერსონალი და მოსწავლეები თითქოს განყოფილებაშიც დაიბარეს, საქმე აღძრეს, განათლების სამინისტროსაც მიმართეს, მაგრამ ამ ამბავმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილების მიცემით ჩაიარა. მასწავლებლები მუშაობას უწინდებურად აგრძელებენ, ჩვენ კი მე-9 კლასის დამთავრებისთანავე სწავლას თავი დავანებეთ.

"ბავშვის სკოლიდან გამოყვანის არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. მართლა რომ განეხორციელებინა თვითმკვლელობის გეგმა, ხომ დავიღუპებოდი...

"მათ კი ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ. როგორ შეიძლება, სკოლამ და მასწავლებელმა ეს რისკები არ გათვალოს?! პრაქტიკულად ამ საქმეს რეაგირება არ მოჰყოლია, ჩვენ კი მდგომარეობიდან გამოსასვლელად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული კურსის გავლა დაგვჭირდა", - გვითხრა ნინოს დედამ.

აღნიშნულ საკითხზე "მთელი კვირა" მოზარდის ფსიქოლოგ თეა ფანჩულიძესაც ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ეს არასრულწლოვანი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობით მიიყვანეს.

"პაციენტს მთელი რიგი გართულებები აღენიშნებოდა. იმის გამო, რომ სკოლაში იყო ბულინგის მსხვერპლი, ჰქონდა სუიციდის მცდელობა. როგორც ამბობდა, რელიგიური შეხედულებების გამო მას დასცინოდნენ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები. ჰქონდა ურთიერთობის პრობლემები, იყო დეპრესიაში, თავდაპირველად კონტაქტში საერთოდ არ შემოდიოდა, ჰქონდა დაბალი თვითშეფასება და უამრავი ფსიქოლოგიური გართულება.

"ზოგადად იდენტობის პრობლემა ამ ასაკში ისედაც არსებობს და მითუმეტეს, როცა საქმე ასეთ მწვავე თემას ეხება, ეს ერთიორად მძიმე ფორმებში მიმდინარეობს. ფსიქოლოგიური დახმარების გარდა, მასთან ფსიქიატრიც მუშაობდა. როდესაც საქმე სუიციდს ეხება, იქ მედიკამენტოზური მკურნალობაც აუცილებელია.

"ერთობლივად ვმუშაობდით როგორც მასთან, ასევე მშობელთან და იმ პერიოდში ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, მსგავსი ფაქტები მოზარდის განვითარებაზე და მის შემდგომ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", - განაცხადა GCRT-ის ფსიქოლოგმა თეა ფანჩულიძემ.

"მთელი კვირა" აღიშნული თემის გარკვევას განათლების სამინისტროშიც შეეცადა, თუმცა არასამუშაო დღის გამო კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაციის დეტალური მოძიება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ ბავშვთა უფლებების შელახვაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების დროს მასწავლებელთან დადებული ხელშეკრულება წყდება.

აღნიშნული საკითხის შეფასება ვთხოვეთ საპატრიარქოსაც. მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ არასრუწლოვნების შემთხვევაში ოჯახის წევრების თახმობის გარეშე ნათლობა დაუშვებელია და თუკი მოძღვარი სიტუაციაში ერკვეოდა, მას მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

"თუ ეს ნამდვილად ასე მოხდა და არასრულწლოვანი მშობლის თანხმობის გარეშე მონათლეს, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. როგორც ჯვრისწერის, ასევე ნათლობის დროს, თუკი პიროვნება არასრულწლოვანია, ოჯახის წევრების თანხმობა აუცილებელია. თუ მოძღვარიც შეცდომაში შეიყვანეს და სიმართლე დაუმალეს, მაშინ მისი ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა თუ იცოდა, ამ შემთხვევაში მას ადგილობრივი ეპარქიის მიერ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს", - განმარტეს საპატრიარქოში.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია