"ღმერთის ხელი" - ასე უწოდეს "ნასას" მეცნიერებმა ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ღრუბელს, რომელიც დაახლოებით 17 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული დედამიწიდან.
კოსმიური "ღმერთის ხელის" გამოსახულება მაშინ გამოჩნდა, როდესაც ვარსკვლავი აფეთქდა და გამოტყორცნილი ღრუბელი "ნასას" სპექტროსკოპულმა ტელესკოპმა NuSTAR-მა დააფიქსირა. "ნასას" მიერ გავრცელებულ ფოტოზე ცისფრად წარმოდგენილია მატერია, რომელიც ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ გამოიტყორცნა, ხოლო მწვანე ფერებში რენტგენული კოსმოსური ობსერვატორიის მიერ მიღებული მონაცემებია. წარმოქმნილი ღრუბლის ნაწილაკები მატერიის გარშემო არსებულ მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედებენ, რაც რენტგენის სხივებში გატარების შემდეგ, ნათებას იწვევს. შედეგად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ღრუბელი გაშლილი ხელის ფორმისაა.
მეცნიერების ნაწილი დარწმუნებული არაა, გამოტყორცნილ ნივთიერებას ნამდვილად აქვს თუ არა ხელის ფორმა.
"ზუსტად არ ვიცით, შეიძლება ეს უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა. NuSTAR-ის ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მუშტის ფორმა იკვეთება", - ამბობენ McGill-ის უნივერსიტეტის მეცნიერები.
მომზადებულია foxnews.com-ის მიხედვით.