მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (+8 ფოტო)
ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (+8 ფოტო)

მსგავ­სი ყინ­ვა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დიდი ხა­ნია არ ახ­სოვთ. ზო­გი­ერთ ქა­ლა­ქებ­ში ყინ­ვა - 40 გრა­დუსს აღ­წევს.

ძა­ლი­ან და­ბა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა კა­ნა­და­შიც. ყინ­ვა იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ აშშ-სა და კა­ნა­დის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე ნი­ა­გა­რას ჩანჩქე­რი გა­ი­ყი­ნა. ფო­ტო­ებ­ში ჩანს, რომ ხე­ო­ბა­ში ძლი­ე­რი ნის­ლია, წყა­ლი, ახ­ლომ­დე­ბა­რე პარ­კი და ხი­დიც მთლი­ა­ნად ყი­ნუ­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძლი­ერ­მა ყინ­ვამ ტუ­რის­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვერ და­აფრ­თხო და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ჩანჩქე­რის სი­ახ­ლო­ვეს, რათა "და­დუ­მე­ბუ­ლი" ნი­ა­გა­რა ეხი­ლათ.

ძლი­ე­რი ყინ­ვის გამო და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი, პრობ­ლე­მე­ბია გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, 3 700-ზე მეტი ავი­ა­რე­ი­სი გა­და­ი­დო. ყინ­ვამ ყვე­ლა­ზე მეტი პრობ­ლე­მა ჩი­კა­გო­ში, ნიუ-იორკში, ბოს­ტონ­სა და კლივ­ლენდში შექ­მნა. ნიუ-იორკში 1896 წლის შემ­დეგ ასე­თი ძლი­ე­რი ყინ­ვა არ ყო­ფი­ლა. 61 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს უკვე მო­უ­წო­დეს, ყინ­ვის გამო და­ზო­გონ ელექტრო­ე­ნერ­გია, გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ლით და სა­ღა­მოს. ინ­დი­ა­ნა­ში 15 000 ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. ნიუ-იორ­კის შტატ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და და მთავ­რო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნას ურ­ჩევს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ასე­ვე: ჩი­კა­გო ყი­ნუ­ლით და­ი­ფა­რა (+21 ფოტო)

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (+8 ფოტო)

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (+8 ფოტო)

მსგავსი ყინვა შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ ახსოვთ. ზოგიერთ ქალაქებში ყინვა - 40 გრადუსს აღწევს.

ძალიან დაბალია ტემპერატურა კანადაშიც. ყინვა იმდენად ძლიერია, რომ აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა. ფოტოებში ჩანს, რომ ხეობაში ძლიერი ნისლია, წყალი, ახლომდებარე პარკი და ხიდიც მთლიანად ყინულითაა დაფარული. რასაკვირველია, ძლიერმა ყინვამ ტურისტები და ადგილობრივები ვერ დააფრთხო და უამრავი ადამიანი შეიკრიბა ჩანჩქერის სიახლოვეს, რათა "დადუმებული" ნიაგარა ეხილათ.

ძლიერი ყინვის გამო დაიხურა სკოლები, პრობლემებია გზაზე გადაადგილებისას, 3 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ყინვამ ყველაზე მეტი პრობლემა ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა და კლივლენდში შექმნა. ნიუ-იორკში 1896 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი ყინვა არ ყოფილა. 61 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწოდეს, ყინვის გამო დაზოგონ ელექტროენერგია, განსაკუთრებით დილით და საღამოს. ინდიანაში 15 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: ჩიკაგო ყინულით დაიფარა (+21 ფოტო)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს