პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
Newsweek-ი აფხაზეთიდან ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს (+20 ფოტო)
Newsweek-ი აფხაზეთიდან ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს (+20 ფოტო)

"სო­ჭის აჩ­რდილ­ქვეშ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Newsweek ია­პო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, კო­სუ­კე ოკა­ჰა­რას ფო­ტო­რე­პორ­ტაჟს აფხა­ზე­თი­დან. "ჩვე­ნი ოც­ნე­ბა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე აფხა­ზე­თის სა­ხე­ლით გა­მოს­ვლაა" , - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი აფხა­ზი მწვრთნე­ლის, ჯარ­ნაზ ბე­ნი­ას სი­ტყვებს.

რო­გორც კო­სუ­კე ოკა­ჰა­რა წერს, აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც 10 მი­ლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი პარ­კი­დან.

ამას­თან, ია­პო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი წერს, რომ 1992-1993 წლებ­ში აფხა­ზეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ომი იყო, რის შემ­დე­გად აფხა­ზეთ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

"აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მხო­ლოდ რუ­სეთ­მა და სხვა რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რეს. არც მსოფ­ლი­ოს და­ნარ­ჩენ ნა­წილს და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არ უღი­ა­რე­ბი­ათ. აფხა­ზე­თი­დან სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტსმე­ნი რუ­სე­თის სა­ხე­ლით მი­ი­ღებს, თუმ­ცა არც ერთი მათ­გა­ნი არ მი­დის თა­მა­შებ­ზე", - წერს კო­სუ­კე ოკა­ჰა­რა.

ამას­თან, რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, გა­სულ წელს აფხა­ზეთ­ში ყოფ­ნი­სას ად­გი­ლობ­რივ სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდა, რო­მელ­თაც უთხრეს, რომ ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი აფხა­ზო­ბით, მაგ­რამ იცი­ან, რომ მათი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

"მე მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და ვა­მა­ყობ მი­სით, მაგ­რამ ვიცი, რომ ჩვენ ახლა ჩიხ­ში ვართ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კუ­თა­რი გზა სწო­რედ ჩვენ­მა თა­ო­ბამ უნდა გა­იკ­ვა­ლოს", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი ერთ-ერთი აფხა­ზი სტუ­დენ­ტის ნათ­ქვამს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Newsweek-ის მი­ხედ­ვით.

Newsweek-ი აფხაზეთიდან ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს (+20 ფოტო)

Newsweek-ი აფხაზეთიდან ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს (+20 ფოტო)

"სოჭის აჩრდილქვეშ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Newsweek იაპონელი ფოტოგრაფის, კოსუკე ოკაჰარას ფოტორეპორტაჟს აფხაზეთიდან. "ჩვენი ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე აფხაზეთის სახელით გამოსვლაა" , - ციტირებს ავტორი აფხაზი მწვრთნელის, ჯარნაზ ბენიას სიტყვებს.

როგორც კოსუკე ოკაჰარა წერს, აფხაზეთი საქართველოს თვითგამოცხადებული ტერიტორიაა, რომელიც 10 მილითაა დაშორებული სოჭის ოლიმპიური პარკიდან.

ამასთან, იაპონელი ფოტოგრაფი წერს, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომი იყო, რის შემდეგად აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

"აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და სხვა რამდენიმე პატარა სახელმწიფომ აღიარეს. არც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს და არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ნებისმიერი სპორტსმენი რუსეთის სახელით მიიღებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ მიდის თამაშებზე", - წერს კოსუკე ოკაჰარა.

ამასთან, როგორც ავტორი აღნიშნავს, გასულ წელს აფხაზეთში ყოფნისას ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც უთხრეს, რომ ამაყობენ თავიანთი აფხაზობით, მაგრამ იციან, რომ მათი ქვეყნის მომავალი გაურკვეველია.

"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ მისით, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. ჩვენი ქვეყნის საკუთარი გზა სწორედ ჩვენმა თაობამ უნდა გაიკვალოს", - ციტირებს ავტორი ერთ-ერთი აფხაზი სტუდენტის ნათქვამს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Newsweek-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია