მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა პატრიარქს სუროგაციასთან დაკავშირებით
ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა პატრიარქს სუროგაციასთან დაკავშირებით

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილ­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს იმ ეპი­ზოდ­მა, რო­მელ­შიც პატ­რი­არ­ქი სუ­რო­გა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. იხი­ლეთ| პატ­რი­არ­ქი: შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს ოჯა­ხი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა?

პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლეს ამ ფრაგ­მენ­ტის სა­პა­სუ­ხოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ ვრცე­ლი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, მცხე­თა–თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ–აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტს, ილია II–ს

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ,

მოგ­მარ­თავთ უდი­დე­სი მოკ­რძა­ლე­ბით.

დღე­ვან­დელ სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში თქვენ გა­ნა­ცხა­დეთ შემ­დე­გი:

"შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა? ეს პა­ტა­რა ხომ თა­ვი­დან­ვე გა­წი­რეს უსიყ­ვა­რუ­ლო­ბი­სათ­ვის, მი­უ­საფ­რო­ბი­სა და მარ­ტო­ო­ბი­სათ­ვის. იგი კე­თილ­დღე­ო­ბა­შიც რომ გა­ი­ზარ­დოს, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ამ სიმ­ძი­მეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის და ეს, აუ­ცი­ლებ­ლად, იჩენს თავს ზრდას­რულ ასაკ­ში. პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ი­ბად­ნენ და მათი სი­ცო­ცხლე მრა­ვა­ლი ემ­ბრი­ო­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და."

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით უშ­ვი­ლო­ბა დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით მეც­ნი­ე­რე­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წინ წა­ი­წია უკა­ნას­კნელ ათწლე­უ­ლებ­ში, უშ­ვი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40%–ში მი­ზე­ზის დად­გე­ნა დღე­საც ვერ ხერ­ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ამ შემ­თხვე­ვა­ში არ წარ­მო­ად­გენს გა­მო­ნაკ­ლისს. პი­რი­ქით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დონე და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა და­სავ­ლე­თის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს, უშ­ვი­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა.

ადა­მი­ა­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ოც­ნე­ბობს ჰყავ­დეს შვი­ლი. და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამის ერ­თა­დერ­თი, უკა­ნას­კნე­ლი შან­სი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა ან სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა. ორი­ვე ეს მე­თო­დი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს, შვი­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ისი­ნი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მი­დი­ან უკა­ნას­კნე­ლი ქო­ნე­ბის, იქ­ნე­ბა ეს ბინა თუ მი­წის ნაკ­ვე­თი, გა­ყიდ­ვა­ზე.

ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა,რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ან სუ­რო­გა­ტი დე­დის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა დედა, ამას ღვთის წყა­ლო­ბად მი­იჩ­ნევს. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ეკ­ლე­სია ასეთ მშობ­ლებ­სა და მათ შვი­ლებს მეტ ყუ­რა­დღე­ბას უნდა უთ­მობ­დეს და არ უნდა რი­ყავ­დეს.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბით თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ამ ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბა ღვთის ნე­ბაა. ყვე­ლა მათ­გან­ში ღმერ­თია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რო­გორ მოხ­და მათი ჩა­სახ­ვა ან რო­მე­ლი დე­დის მუ­ცელ­ში გა­ა­ტა­რა ნა­ყოფ­მა ცხრა თვე. ის რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რეს­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, იგი­ვე სწავ­ლე­ბით ასე­ვე ღვთის ნე­ბაა. ამი­ტომ, ჩემი, რო­გორც ამ ქვეყ­ნის ერთი მო­ქა­ლა­ქის თხოვ­ნა იქ­ნე­ბა – და­უბ­რუ­ნეთ იმ ოჯა­ხებს, რომ­ლებ­შიც იზ­რდე­ბი­ან ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გად ან სუ­რო­გა­ტი დე­დის დახ­მა­რე­ბით გა­ჩე­ნი­ლი შვი­ლე­ბი, რწმე­ნა რომ ეს ბავ­შვე­ბი ღვთის სა­ჩუ­ქა­რი არი­ან და არა ღვთის რის­ხვა, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მის­ცემთ მათ მო­ნათ­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში და არ გა­რი­ყავთ ეკ­ლე­სი­ი­დან.

გი­ლო­ცავთ შო­ბას!

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა პატრიარქს სუროგაციასთან დაკავშირებით

ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა პატრიარქს სუროგაციასთან დაკავშირებით

საზოგადოების ერთ ნაწილში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ეპიზოდმა, რომელშიც პატრიარქი სუროგაციაზე საუბრობს. იხილეთ| პატრიარქი: შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

პატრიარქის ეპისტოლეს ამ ფრაგმენტის საპასუხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ვრცელი მიმართვა გაავრცელა, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II–ს

თქვენო უწმინდესობავ,

მოგმართავთ უდიდესი მოკრძალებით.

დღევანდელ საშობაო ეპისტოლეში თქვენ განაცხადეთ შემდეგი:

"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა."

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით უშვილობა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 15%-ის პრობლემას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ უშვილობის მიზეზების დადგენის თვალსაზრისით მეცნიერებამ მნიშვნელოვნად წინ წაიწია უკანასკნელ ათწლეულებში, უშვილობის შემთხვევების დაახლოებით 40%–ში მიზეზის დადგენა დღესაც ვერ ხერხდება. საქართველო ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს გამონაკლისს. პირიქით, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე და შესაბამისად, სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში გაცილებით მძიმე ვითარებაა.

ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ოცნებობს ჰყავდეს შვილი. და ხშირ შემთხვევაში ამის ერთადერთი, უკანასკნელი შანსი ხელოვნური განაყოფიერება ან სუროგატი დედის მომსახურების გამოყენებაა. ორივე ეს მეთოდი საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს, შვილის ყოლის სურვილი იმდენად დიდია, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში მიდიან უკანასკნელი ქონების, იქნება ეს ბინა თუ მიწის ნაკვეთი, გაყიდვაზე.

ქალების უმეტესობა,რომელიც ხელოვნური განაყოფიერების ან სუროგატი დედის დახმარებით ხდება დედა, ამას ღვთის წყალობად მიიჩნევს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეკლესია ასეთ მშობლებსა და მათ შვილებს მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს და არ უნდა რიყავდეს.

ქრისტიანული სწავლებით თითოეული ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინება ღვთის ნებაა. ყველა მათგანში ღმერთია, მიუხედავად იმისა როგორ მოხდა მათი ჩასახვა ან რომელი დედის მუცელში გაატარა ნაყოფმა ცხრა თვე. ის რომ თანამედროვე სამყაროში სამეცნიერო პროგრესმა შესაძლებელი გახადა უშვილობის პრობლემის მოგვარება, იგივე სწავლებით ასევე ღვთის ნებაა. ამიტომ, ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის თხოვნა იქნება – დაუბრუნეთ იმ ოჯახებს, რომლებშიც იზრდებიან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ან სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი შვილები, რწმენა რომ ეს ბავშვები ღვთის საჩუქარი არიან და არა ღვთის რისხვა, კარგი იქნება თუ მისცემთ მათ მონათვლის საშუალებას მშობლების სურვილის შემთხვევაში და არ გარიყავთ ეკლესიიდან.

გილოცავთ შობას!

ზურაბ ჯაფარიძე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია