მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალილო "ვარდების მოედნიდან" დაიწყება
ალილო "ვარდების მოედნიდან" დაიწყება

შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრა­დი­ცი­უ­ლი ალი­ლო დღეს, 14:00 სა­ათ­ზე, "ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან" და­ი­წყე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს მი­სი­ი­სა და ევან­გე­ლი­ზა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბარ­ბა­რე რუ­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მსვლე­ლო­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლად თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სახე ექ­ნე­ბა, ანა­ლო­გი­უ­რი, რო­გორც გა­სულ წელს იყო.

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ჩუქ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­ჩერ­დე­ბი­ან; მსვლე­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ გაგ­რძელ­დე­ბა. ალი­ლოს მო­ნა­წი­ლე­ებს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი და­ა­სა­ჩუქ­რე­ბენ. მსვლე­ლო­ბა პუშ­კი­ნი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩებ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა. კონ­კას­თან მო­ნა­წი­ლე­თა ერთი ჯგუ­ფი სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­და­ვა. იქ მათ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შეხ­ვდე­ბათ და ალი­ლოს­თვის ტკბი­ლე­ულს გა­დას­ცემთ, მო­ნა­წი­ლე­ებს და­ლო­ცავს.

შემ­დეგ მსვლე­ლო­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გაგ­რძელ­დე­ბა და ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­თან დას­რულ­დე­ბა. მსვლე­ლო­ბის ბო­ლოს სა­მე­ბის მღვდელმსა­ხურ­ნი პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დი­ან.

ალი­ლო­ში მო­ნა­წი­ლე­ებს გზა­დაგ­ზა მო­სახ­ლე­ო­ბა ტკბი­ლე­ულ­სა და სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცემს. ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა­ში მი­ტა­ნი­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი კი 8-9 იან­ვარს და­ხა­რის­ხდე­ბა და 10 იან­ვარს ბავ­შვთა სახ­ლებ­სა და უმ­წე­ო­თა თავ­შე­საფ­რებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბა. ამ მიზ­ნით მე­რია ავ­ტო­ბუსს გა­მო­ყოფს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ალი­ლოს" ტრა­დი­ცია V-VI სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს და ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია კვლავ აღი­ნიშ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ალილო "ვარდების მოედნიდან" დაიწყება

ალილო "ვარდების მოედნიდან" დაიწყება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო დღეს, 14:00 საათზე, "ვარდების მოედნიდან" დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თანამშრომელმა ბარბარე რუხაძემ განუცხადა, მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ექნება, ანალოგიური, როგორც გასულ წელს იყო.

მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საჩუქრების მისაღებად პარლამენტის შენობასთან შეჩერდებიან; მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაგრძელდება. ალილოს მონაწილეებს თბილისის საკრებულოს წევრები დაასაჩუქრებენ. მსვლელობა პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე გაგრძელდება. კონკასთან მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში გადავა. იქ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდებათ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემთ, მონაწილეებს დალოცავს.

შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება და ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება. მსვლელობის ბოლოს სამების მღვდელმსახურნი პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოში მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები კი 8-9 იანვარს დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით მერია ავტობუსს გამოყოფს.

საქართველოში "ალილოს" ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და ბოლო რამდენიმე წელია კვლავ აღინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია