პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგ­ზო­ტი­კუ­რი რეცეპტები ახა­ლი წლის­თ­ვის - სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საახალწლო კერძები
ეგ­ზო­ტი­კუ­რი რეცეპტები ახა­ლი წლის­თ­ვის - სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საახალწლო კერძები

ახალ წელს, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბით ხვდე­ბა. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჩვენს მკითხ­ველს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, რომ­ლე­ბიც მათ სუფ­რა­ზე გარ­კ­ვე­ულ სი­ახ­ლეს შე­ი­ტანს და არ­ც­თუ ისე რთუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი - ქე­თი ადე­იშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რია და უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს ამ­ზა­დებს. იგი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ახა­ლი წლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა და მა­თი მთა­ვა­რი კერ­ძე­ბის თი­თო რე­ცეპ­ტ­საც გვიმ­ხელს.

ინ­დუ­რი ახა­ლი წე­ლი

- ინ­დო­ეთ­ში ახალ წელს წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რაც კულ­ტუ­რა­თა და რე­ლი­გი­ა­თა სიმ­რავ­ლი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ინ­დურ სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა­ზე აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს თხი­ლი­თა და ხი­ლით სავ­სე ვა­ზა, რო­მე­ლიც ხვა­ვი­სა და ბა­რა­ქის ნიშ­ნა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ასე­ვე, ბე­რი­ა­ნე - ბრინ­ჯით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძი, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა რო­გორც ხორ­ცით, ასე­ვე ბოს­ტ­ნე­უ­ლით. დე­სერ­ტე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ლა­დუ - ოს­პის ფქვი­ლით, თხი­ლი­თა და ილით მომ­ზა­დე­ბუ­ლი დე­სერ­ტი. ინ­დურ სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა­ზე აუცი­ლებ­ლად არის ინ­დუ­რი ქა­რი, რო­მელ­საც ამ­ზა­დე­ბენ რო­გორც ბატ­კ­ნის­გან, ასე­ვე ქათ­მი­სა­გან. ეს კერ­ძი ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თულ ნიგ­ვ­ზი­ან ხარ­ჩოს, თუმ­ცა მის რე­ცეპ­ტებ­ში იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვ­დე­ბით ნი­გოზს, ისიც - მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. ქა­რი ინ­დუ­რი სა­ნე­ლე­ბე­ლია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც სა­შუ­ა­ლოდ, 20 ინ­გ­რე­დი­ენ­ტი შე­დის, მათ შო­რის - მი­ხა­კი, და­რი­ჩი­ნი, წი­თე­ლი წი­წა­კა, ჯან­ჯა­ფი­ლი, ხმე­ლი ქინ­ძი და სხვა.

ქა­თა­მი ქა­რის სო­უს­ში

სა­ჭი­რო მა­სა­ლა: ერ­თი თა­ვი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, 1-2 ს/კ კა­რის ფხვნი­ლი, 1 ს/კ და­ნა­ყი­ლი ნი­ო­რი და ნედ­ლი ჯან­ჯა­ფი­ლი, 1 ქი­ლა და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი პო­მი­დო­რი თა­ვის წვენ­ში (350-400 გ), 2 ცა­ლი დაჭ­რი­ლი ქათ­მის მკერ­დი (ე.წ. თეთ­რი ხორ­ცი), 250 მლ ქათ­მის ან ბოს­ტ­ნე­უ­ლის ბუ­ლი­ო­ნი, 250 მლ ქო­ქო­სის რძე, ზე­თი, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. გარ­ნი­რად - მო­ხარ­შუ­ლი ბრინ­ჯი.

მომ­ზა­დე­ბის წე­სი: ზეთ­ში მოვ­შუ­შოთ ხახ­ვი 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ვუ­მა­ტოთ ქა­რის ფხვნი­ლი, ჯან­ჯა­ფი­ლი, ნი­ო­რი და 2 წუ­თი ვშუ­შოთ. და­ვუ­მა­ტოთ დაჭყ­ლე­ტი­ლი პო­მი­დო­რი, ქო­ქო­სის რძე, ქა­თა­მი და ქვაბს სა­ხუ­რა­ვი და­ვა­ხუ­როთ. 12-14 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო ცეცხ­ლ­ზე ვხარ­შოთ. მა­რი­ლი­თა და პილ­პი­ლით შე­ვა­ზა­ვოთ და ბრინ­ჯ­თან ერ­თად მი­ვირ­თ­ვათ. ქა­თა­მი შეგ­ვიძ­ლია, თევ­ზით ან ბატ­კ­ნის ხორ­ცით ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ.

ჩი­ნუ­რი ახა­ლი წე­ლი

- ახალ წელს ჩი­ნეთ­ში მას­შ­ტა­ბუ­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ. ჩი­ნე­ლე­ბი სა­ა­ხალ­წ­ლო სა­ღა­მოს ნი­ე­ნე­ფანს უწო­დე­ბენ. სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის­თ­ვის უამ­რა­ვი კერ­ძი მზად­დე­ბა და ყო­ველ მათ­განს თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. გრძე­ლი ატ­რია ხან­გ­რ­ძ­ლივ სი­ცოცხ­ლეს ნიშ­ნავს. იმი­სათ­ვის, რომ წე­ლი ბა­რა­ქი­ა­ნი იყოს, აუცი­ლებ­ლად ამ­ზა­დე­ბენ თევ­ზის კერ­ძებს: თევ­ზი ჩი­ნეთ­ში სიმ­დიდ­რის სიმ­ბო­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ჩრდი­ლო­ეთ ჩი­ნეთ­ში სა­ა­ხალ­წ­ლოდ პელ­მენს ხარ­შა­ვენ, თალ­გა­მის ღვე­ზელს აცხო­ბენ, ამ­ზა­დე­ბენ ღო­რის ხორცს ტკბილ-მჟა­ვე სო­უს­ში და სხვა. გთა­ვა­ზობთ ამ კერ­ძის ერთ-ერთ ხელ­მი­საწ­ვ­დომ რე­ცეპტს.

ღო­რის ხორ­ცი ტკბილ-მჟა­ვე სო­უ­სში

სა­ჭი­რო ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი: 300 გ ღო­რის რბი­ლი ხორ­ცი, 2 ცა­ლი სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ტკბი­ლი წი­წა­კა, 20 გ ნედ­ლი ჯან­ჯა­ფი­ლი, 200 გ და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ანა­ნა­სი, 2 ს/კ ძმა­რი, 1 ს/კ შა­ქა­რი, 2 ს/კ კეტ­ჩუ­პი, 1 ს/კ სო­ი­ის სო­უ­სი, 1 კვერ­ცხი, 300 მლ ზე­თი, 5 ს/კ სა­ხა­მე­ბე­ლი, მა­რი­ლი.

მომ­ზა­დე­ბის წე­სი: ღო­რის ხორ­ცი 1 სმ ზო­მის კუ­ბე­ბად დავ­ჭ­რათ და ჯამ­ში მო­ვა­თავ­სოთ. და­ვუ­მა­ტოთ სო­ი­ის სო­უ­სი, კვერ­ცხის გუ­ლი, 1 ს/კ სა­ხა­მე­ბე­ლი, 1-2 ს/კ წყა­ლი, მწიკ­ვი მა­რი­ლი და ხორცს კარ­გად შე­ვუ­რი­ოთ. ასე დავ­ტო­ვოთ 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. წი­წა­კას ამო­ვა­ცა­ლოთ თეს­ლი და კუ­ბე­ბად დავ­ჭ­რათ. ჯან­ჯა­ფი­ლი ძა­ლი­ან თხლად დავ­ჭ­რათ, ანა­ნა­სი კი - ხორ­ცის ზო­მა­ზე. ტა­ფა­ზე და­ვას­ხათ ბლო­მად ზე­თი და გა­ვა­ცხე­ლოთ. და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი ხორ­ცი ამო­ვავ­ლოთ დარ­ჩე­ნილ სა­ხა­მე­ბელ­ში და დავ­ყა­როთ ტა­ფა­ზე. რო­დე­საც გა­ოქ­როს­ფ­რ­დე­ბა, საშ­რობ ქა­ღალ­დ­ზე ამო­ვი­ღოთ, ცხი­მის­გან რომ და­იწ­რი­ტოს. ღრმა ტა­ფა­ში გა­ვა­ცხე­ლოთ 2 ს/კ ზე­თი და მოვ­შუ­შოთ ჯან­ჯა­ფი­ლი, და­ვუ­მა­ტოთ ტკბი­ლი წი­წა­კა. 2 წუთ­ში და­ვუ­მა­ტოთ ანა­ნა­სი და კი­დევ 1-2 წუ­თი ვშუ­შოთ. შემ­დეგ და­ვუ­მა­ტოთ 2 ს/კ ძმა­რი, კეტ­ჩუ­პი და ხორ­ცი. კარ­გად მო­ვუ­რი­ოთ და 1-2 წუთ­ში გად­მოვ­დ­გათ ცეცხ­ლი­დან. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის.

ებ­რა­უ­ლი ახა­ლი წე­ლი

- ებ­რა­ე­ლე­ბის­თ­ვის ახა­ლი წე­ლი როშ-ჰა­შა­ნა უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აუცი­ლებ­ლად მზად­დე­ბა ებ­რა­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს "სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი" - "გე­ფილ­ტე ფიშ" ანუ ფარ­ში­რე­ბუ­ლი თევ­ზი. ამ კერ­ძის­თ­ვის ძი­რი­თა­დად, ქა­რიყ­ლა­პი­ას ან კობრს იყე­ნე­ბენ. გულ­სარ­თის ვა­რი­ან­ტი კი იმ­დენ­ნა­ი­რია, რამ­დე­ნი დი­ა­სახ­ლი­სიც არ­სე­ბობს. სა­ა­ხალ­წ­ლოდ მზად­დე­ბა ატ­რი­ით გა­მო­ტე­ნი­ლი იხ­ვი, გა­მოყ­ვა­ნი­ლი ქა­შა­ყის პაშ­ტე­ტი - ფორ­შ­მა­კი და უამ­რა­ვი ტკბი­ლე­უ­ლი; მათ­გან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ რე­ცეპტს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ტე­იგ­ლა­ხი

სა­ჭი­რო ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი: 2 ჩ/ჭ ფქვი­ლი, 5 კვერ­ცხი, 2 ს/კ შაქ­რის პუდ­რი, 2 ს/კ კა­რა­ქი, 1 ჩ/კ მა­რი­ლი. ვა­ჟი­ნის­თ­ვის: 2/3 ჭი­ქა თაფ­ლი, 0,5 ჭი­ქა შა­ქა­რი, და­რი­ჩი­ნი.

მომ­ზა­დე­ბის წე­სი: კვერ­ცხი და შა­ქა­რი კარ­გად გავ­თ­ქ­ვი­ფოთ, და­ვუ­მა­ტოთ კა­რა­ქი, ფქვი­ლი და ცო­მი მოვ­ზი­ლოთ. ცომს ძეხ­ვის ფორ­მა მივ­ცეთ, დავ­ჭ­რათ ნაჭ­რე­ბად და გა­ვა­კე­თოთ ბურ­თუ­ლე­ბი. შემ­დეგ ეს ბურ­თუ­ლე­ბი ცხიმ­წას­მულ თუ­ნუ­ქის ფურ­ცელ­ზე მო­ვა­თავ­სოთ და 180 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში გა­მო­ვა­ცხოთ.

ცალ­კე მო­ვამ­ზა­დოთ ვა­ჟი­ნი - თაფ­ლი, შა­ქა­რი, და­რი­ჩი­ნი ავუ­რი­ოთ და მი­ვიყ­ვა­ნოთ ადუ­ღე­ბამ­დე. ვა­ჟინ­ში ჩავ­ყა­როთ გა­მომ­ცხ­ვა­რი ბურ­თუ­ლე­ბი და ვხარ­შოთ, სა­ნამ ვა­ჟი­ნი არ შეს­ქელ­დე­ბა, შემ­დეგ მა­სა გად­მო­ვი­ტა­ნოთ და­ფა­ზე, გა­ვაბ­რ­ტყე­ლოთ და სამ­კუ­თხე­დე­ბად დავ­ჭ­რათ.

ჩე­მი ინ­დუ­სი რეს­პონ­დენ­ტი - ჯი­გარ სა­რაია 4 წე­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ქარ­თუ­ლი მშვე­ნივ­რად უს­წავ­ლია და აქა­უ­რი ხალ­ხის მენ­ტა­ლი­ტე­ტიც კარ­გად აუთ­ვი­სე­ბია. ჯი­გა­რი თა­ვი­სი კუ­თხის ტრა­დი­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და ზო­გი­ერ­თი კერ­ძის რე­ცეპ­ტ­საც გვთა­ვა­ზობს.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ გვაქვს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რო­გორც სხვა­გან. ოჯახ­ში დას­ხ­დე­ბი­ან, სა­უბ­რო­ბენ, ნა­თე­სა­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან სტუმ­რად მი­დი­ან და ა.შ. აქ რომ გა­ნა­თე­ბუ­ლია ქა­ლა­ქი და კონ­ცერ­ტებს ატა­რე­ბენ, ჩვენ­თან ასე არ არის. მე წარ­მო­შო­ბით ბომ­ბე­ის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი­დან ვარ, გუჯ­რა­ა­ტის შტა­ტი­დან. აი, გო­ა­ში კი სხვა­ნა­ი­რი ტრა­დი­ცი­ე­ბია, და­ნარ­ჩე­ნი ინ­დო­ე­თის­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. იქ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა - და­ლე­ვა, მო­წე­ვა, ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბა და ა.შ. სპე­ცი­ა­ლუ­რად ახა­ლი წლის­თ­ვის უცხო­ე­ლე­ბი ჩა­დი­ან. გო­ა­ში ძი­რი­თა­დად, კა­თო­ლი­კე ქრის­ტი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. იქ ზღვის სე­ზო­ნი ნო­ემ­ბერ­ში იწყე­ბა და ძა­ლი­ან მა­გა­რია. ჩვენს შტატ­ში ბევ­რი ქა­ლა­ქი და სო­ფე­ლია, მაგ­რამ სას­მე­ლი არ­სად იყი­დე­ბა, რე­ლი­გი­ურ "ამ­ბავ­ში". აქ რომ ჩა­მო­ვე­დი და ნას­ვა­მი ხალ­ხი და­ვი­ნა­ხე, ერ­თი იქით იყო მი­წო­ლი­ლი, მე­ო­რე - აქეთ, გა­მიკ­ვ­რი­და. ვფიქ­რობ­დი, - რა სჭირთ-მეთ­ქი? მე­რე უკ­ვე ვხვდე­ბო­დი, რომ "და­ლე­უ­ლი" იყო. ჩვენ­თან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სას­მე­ლე­ბი - ვის­კი და ლუ­დია, არა­ყი არ ვი­ცით. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხომ ინ­დუ­რი ჩაია, გან­სა­კუთ­რე­ბით - რძი­ა­ნი. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია ცი­ვი სას­მე­ლი - მან­გო ლა­სი. 200 გრამ მან­გოს წვენს (სქე­ლი, შე­დე­დე­ბუ­ლი წვე­ნი ჯო­ბი­ა) შე­ვუ­რი­ოთ ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რი მა­წო­ნი, 3 კოვ­ზი შა­ქა­რი და და­ვაბ­ლენ­დე­როთ. უგემ­რი­ე­ლე­სია.

ინ­დუ­სე­ბის ახა­ლი წე­ლი - დი­ვა­ლი

- ჩვე­ნი ახა­ლი წე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია და დი­ვა­ლი ჰქვია, ეს ინ­დუ­სე­ბის­თ­ვი­საა და 26 ოქ­ტომ­ბერს იყო ანუ - 2014 წე­ლი ჩვენ­თ­ვის უკ­ვე მო­სუ­ლია. დი­ვა­ლი სამ დღეს გრძელ­დე­ბა. ერთ დღეს საჭ­მე­ლებს მო­ამ­ზა­დე­ბენ, მე­რე ერ­თ­მა­ნეთ­თან სტუმ­რად მივ­დი­ვართ, ხან - რეს­ტო­რან­ში. გა­რეთ სან­თ­ლებს ვან­თებთ. რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ცეცხ­ლი უნ­და იყოს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თ­ვის, ტკბილ საჭ­მე­ლებს ვა­კე­თებთ და სუფ­რა­ზე ბევ­რ­ნა­ი­რი კერ­ძი გვაქვს. ბა­ზარ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში რამ­დე­ნი ტკბი­ლი საჭ­მე­ლიც უნ­და გა­მო­ი­ტა­ნონ, სულ იყი­დე­ბა. დი­ვა­ლი აქაც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ჩვენს რეს­ტო­რან­ში, ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლი მო­ვაწყ­ვეთ. ჩვენს სტუმ­რებს "ჯა­ლე­ბი­თაც" გა­ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დით. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლია, სი­მინ­დი­სა და პუ­რის ფქვი­ლი, ზე­თი, შა­ქა­რი, ერ­ბო, ცო­ტა სო­დაა არე­უ­ლი, ერთ დღე-ღა­მეს გა­ვა­ჩე­რებთ, რო­ცა ამო­ფუვ­დე­ბა, სპი­რა­ლურ ფორ­მას ვაძ­ლევთ და ზეთ­ში იწ­ვე­ბა. მარ­ხ­ვას ჩვენც ვი­ცავთ, ოღონდ დი­ვალ­ზე - არა. ოთხ­შა­ბათ­სა და შა­ბათს ხორ­ცი, ზე­თი; მო­ხარ­შუ­ლი რამ არ უნ­და ვჭა­მოთ. ვი­საც შე­უძ­ლია, ჯო­ბია, მარ­ტო რძე­სა და ბა­ნან­ზე იყოს ყო­ველ შა­ბათს, თუ არ შე­უძ­ლია - 2-3 კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც. "გი­ა­რა­ზის" დროს, ყვე­ლამ საჭ­მე­ლი წი­ნას­წარ უნ­და მო­ამ­ზა­დოს, სა­ნამ ღა­მის 12 სა­ა­თი დად­გე­ბა. იმი­ტომ, რომ მაგ დღეს ოჯახ­ში გა­ზი არ უნ­და აან­თო, სახ­ლ­ში ან­გე­ლო­ზი და­დის და გა­ზი რომ ენ­თოს, შე­იძ­ლე­ბა, მას­ში ჩა­ვარ­დეს. ცი­ვი საჭ­მე­ლე­ბი უნ­და ჭა­მო, რა­საც ცეცხ­ლი არ სჭირ­დე­ბა. ღუ­მელ­ში გა­ცხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

მა­რი წე­რე­თე­ლი, ინ­დუ­რი რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე:

- ჩე­მი მე­უღ­ლე მუს­ლი­მა­ნი ინ­დო­ე­ლია. მათ­თან დი­დი და პა­ტა­რა ბა­ი­რამ­სა და აბ­რა­ა­მის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ეს მათ­თ­ვის დი­დი დღე­სას­წა­უ­ლია, უამ­რავ საკ­ლავს კლა­ვენ და ღა­რი­ბებს ური­გე­ბენ. მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბულ ახალ წელს აქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აღ­ვ­ნიშ­ნავთ, ცეცხ­ლო­ვა­ნი ინ­დუ­რი ცეკ­ვე­ბით, ინ­დო­ე­ლი თოვ­ლის ბა­ბუა გვე­ყო­ლე­ბა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო გვე­ლის.

გუ­ლაბ ჯა­მუ­ნი:

- 100 გ შა­ქა­რი, 80 გ ხა­ჭო, 30 გ ყვე­ლი "პა­ნი­რი" (ჩვე­ნე­ბუ­რი უმა­რი­ლო ყვე­ლი), ფქვი­ლი 25 გ, 1 ჩ/კ სო­და, 60 გ ერ­ბო, 5-7 ცა­ლი ილი, 50 გ წყა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 1 ლ ზე­თი - შე­საწ­ვა­ვად. მოვ­ზი­ლოთ მა­გა­რი ცო­მი, რგო­ლე­ბი ამო­ვავ­ლოთ ფქვილ­ში და ზე­თი­ან ტა­ფა­ში მო­ვა­თავ­სოთ. შემ­დეგ გა­ვაგ­რი­ლოთ და ცალ­კე გამ­ზა­დე­ბულ შაქ­რის სი­როფ­ში ჩა­ვა­ლა­გოთ, რომ სვე­ლი იყოს.

სა­მო­სა (ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი):

- 4 ცა­ლი მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, 60 გ ბარ­და, 10 გ ქინ­ძი, მა­რი­ლი და წი­თე­ლი წი­წა­კა გე­მოვ­ნე­ბით, 5 გ ქინ­ძის თეს­ლი, 150 გ პუ­რის ფქვი­ლი, 5 გ ძი­რა, 50 გ წყა­ლი, 20 გ მზე­სუმ­ზი­რის ზე­თი. ცალ­კე უნ­და მოვ­ზი­ლოთ მა­გა­რი ცო­მი (სა­ფუვ­რის გა­რე­შე) და კო­ნუ­სის ფორ­მა მივ­ცეთ. ეს მა­სა შიგ­ნით ჩავ­დოთ, გა­დავ­კე­ცოთ, ზედ­მე­ტი ცო­მი მო­ვაჭ­რათ, რომ ლა­მა­ზი ფორ­მა მივ­ცეთ და ბევრ ზეთ­ში შევ­წ­ვათ, რო­გორც ფუნ­ჩუ­ლა. ხრა­შუ­ნა და ხრა­ტუ­ნა გა­მო­დის. ეს რეს­ტორ­ნის ერ­თი ულუ­ფაა, ორი ცა­ლი გა­მო­დის.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი ”გზა”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ეგ­ზო­ტი­კუ­რი რეცეპტები ახა­ლი წლის­თ­ვის - სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საახალწლო კერძები

ეგ­ზო­ტი­კუ­რი რეცეპტები ახა­ლი წლის­თ­ვის - სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საახალწლო კერძები

ახალ წელს, როგორც წესი, ყველა ქართული ოჯახი ტრადიციული კერძებით ხვდება. გადავწყვიტეთ, ჩვენს მკითხველს განსხვავებული რეცეპტები შევთავაზოთ, რომლებიც მათ სუფრაზე გარკვეულ სიახლეს შეიტანს და არცთუ ისე რთული მოსამზადებელია. ჩემი რესპონდენტი - ქეთი ადეიშვილი შესანიშნავი კულინარია და უგემრიელეს კერძებს ამზადებს. იგი სხვადასხვა ქვეყნის ახალი წლის შესახებ გვესაუბრება და მათი მთავარი კერძების თითო რეცეპტსაც გვიმხელს.

ინდური ახალი წელი

- ინდოეთში ახალ წელს წელიწადში რამდენჯერმე აღნიშნავენ, რაც კულტურათა და რელიგიათა სიმრავლითაა გამოწვეული. ინდურ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს თხილითა და ხილით სავსე ვაზა, რომელიც ხვავისა და ბარაქის ნიშნადაა მიჩნეული. ასევე, ბერიანე - ბრინჯით მომზადებული სადღესასწაულო კერძი, რომელიც მზადდება როგორც ხორცით, ასევე ბოსტნეულით. დესერტებიდან აღსანიშნავია ლადუ - ოსპის ფქვილით, თხილითა და ილით მომზადებული დესერტი. ინდურ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ინდური ქარი, რომელსაც ამზადებენ როგორც ბატკნისგან, ასევე ქათმისაგან. ეს კერძი ძალიან ჰგავს ქართულ ნიგვზიან ხარჩოს, თუმცა მის რეცეპტებში იშვიათად თუ შეხვდებით ნიგოზს, ისიც - მცირე რაოდენობით. ქარი ინდური სანელებელია, რომლის შემადგენლობაშიც საშუალოდ, 20 ინგრედიენტი შედის, მათ შორის - მიხაკი, დარიჩინი, წითელი წიწაკა, ჯანჯაფილი, ხმელი ქინძი და სხვა.

ქათამი ქარის სოუსში

საჭირო მასალა: ერთი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 ს/კ კარის ფხვნილი, 1 ს/კ დანაყილი ნიორი და ნედლი ჯანჯაფილი, 1 ქილა დაკონსერვებული პომიდორი თავის წვენში (350-400 გ), 2 ცალი დაჭრილი ქათმის მკერდი (ე.წ. თეთრი ხორცი), 250 მლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი, 250 მლ ქოქოსის რძე, ზეთი, მარილი და პილპილი. გარნირად - მოხარშული ბრინჯი.

მომზადების წესი: ზეთში მოვშუშოთ ხახვი 2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ქარის ფხვნილი, ჯანჯაფილი, ნიორი და 2 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ დაჭყლეტილი პომიდორი, ქოქოსის რძე, ქათამი და ქვაბს სახურავი დავახუროთ. 12-14 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. მარილითა და პილპილით შევაზავოთ და ბრინჯთან ერთად მივირთვათ. ქათამი შეგვიძლია, თევზით ან ბატკნის ხორცით ჩავანაცვლოთ.

ჩინური ახალი წელი

- ახალ წელს ჩინეთში მასშტაბურად აღნიშნავენ. ჩინელები საახალწლო საღამოს ნიენეფანს უწოდებენ. საახალწლო სუფრისთვის უამრავი კერძი მზადდება და ყოველ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს. გრძელი ატრია ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს. იმისათვის, რომ წელი ბარაქიანი იყოს, აუცილებლად ამზადებენ თევზის კერძებს: თევზი ჩინეთში სიმდიდრის სიმბოლოდაა მიჩნეული. ჩრდილოეთ ჩინეთში საახალწლოდ პელმენს ხარშავენ, თალგამის ღვეზელს აცხობენ, ამზადებენ ღორის ხორცს ტკბილ-მჟავე სოუსში და სხვა. გთავაზობთ ამ კერძის ერთ-ერთ ხელმისაწვდომ რეცეპტს.

ღორის ხორცი ტკბილ-მჟავე სოუსში

საჭირო ინგრედიენტები: 300 გ ღორის რბილი ხორცი, 2 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 200 გ დაკონსერვებული ანანასი, 2 ს/კ ძმარი, 1 ს/კ შაქარი, 2 ს/კ კეტჩუპი, 1 ს/კ სოიის სოუსი, 1 კვერცხი, 300 მლ ზეთი, 5 ს/კ სახამებელი, მარილი.

მომზადების წესი: ღორის ხორცი 1 სმ ზომის კუბებად დავჭრათ და ჯამში მოვათავსოთ. დავუმატოთ სოიის სოუსი, კვერცხის გული, 1 ს/კ სახამებელი, 1-2 ს/კ წყალი, მწიკვი მარილი და ხორცს კარგად შევურიოთ. ასე დავტოვოთ 30 წუთის განმავლობაში. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და კუბებად დავჭრათ. ჯანჯაფილი ძალიან თხლად დავჭრათ, ანანასი კი - ხორცის ზომაზე. ტაფაზე დავასხათ ბლომად ზეთი და გავაცხელოთ. დამარინადებული ხორცი ამოვავლოთ დარჩენილ სახამებელში და დავყაროთ ტაფაზე. როდესაც გაოქროსფრდება, საშრობ ქაღალდზე ამოვიღოთ, ცხიმისგან რომ დაიწრიტოს. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ 2 ს/კ ზეთი და მოვშუშოთ ჯანჯაფილი, დავუმატოთ ტკბილი წიწაკა. 2 წუთში დავუმატოთ ანანასი და კიდევ 1-2 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ 2 ს/კ ძმარი, კეტჩუპი და ხორცი. კარგად მოვურიოთ და 1-2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. ძალიან გემრიელი გამოდის.

ებრაული ახალი წელი

- ებრაელებისთვის ახალი წელი როშ-ჰაშანა უდიდესი დღესასწაულია. სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აუცილებლად მზადდება ებრაული სამზარეულოს "სავიზიტო ბარათი" - "გეფილტე ფიშ" ანუ ფარშირებული თევზი. ამ კერძისთვის ძირითადად, ქარიყლაპიას ან კობრს იყენებენ. გულსართის ვარიანტი კი იმდენნაირია, რამდენი დიასახლისიც არსებობს. საახალწლოდ მზადდება ატრიით გამოტენილი იხვი, გამოყვანილი ქაშაყის პაშტეტი - ფორშმაკი და უამრავი ტკბილეული; მათგან ყველაზე პოპულარულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ტეიგლახი

საჭირო ინგრედიენტები: 2 ჩ/ჭ ფქვილი, 5 კვერცხი, 2 ს/კ შაქრის პუდრი, 2 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ მარილი. ვაჟინისთვის: 2/3 ჭიქა თაფლი, 0,5 ჭიქა შაქარი, დარიჩინი.

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კარაქი, ფქვილი და ცომი მოვზილოთ. ცომს ძეხვის ფორმა მივცეთ, დავჭრათ ნაჭრებად და გავაკეთოთ ბურთულები. შემდეგ ეს ბურთულები ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

ცალკე მოვამზადოთ ვაჟინი - თაფლი, შაქარი, დარიჩინი ავურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვაჟინში ჩავყაროთ გამომცხვარი ბურთულები და ვხარშოთ, სანამ ვაჟინი არ შესქელდება, შემდეგ მასა გადმოვიტანოთ დაფაზე, გავაბრტყელოთ და სამკუთხედებად დავჭრათ.

ჩემი ინდუსი რესპონდენტი - ჯიგარ სარაია 4 წელია, თბილისში ცხოვრობს, ქართული მშვენივრად უსწავლია და აქაური ხალხის მენტალიტეტიც კარგად აუთვისებია. ჯიგარი თავისი კუთხის ტრადიციებზე გვესაუბრება და ზოგიერთი კერძის რეცეპტსაც გვთავაზობს.

- განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს, ჩვეულებრივად აღვნიშნავთ, როგორც სხვაგან. ოჯახში დასხდებიან, საუბრობენ, ნათესავები ერთმანეთთან სტუმრად მიდიან და ა.შ. აქ რომ განათებულია ქალაქი და კონცერტებს ატარებენ, ჩვენთან ასე არ არის. მე წარმოშობით ბომბეისთან ახლოს მდებარე ქალაქიდან ვარ, გუჯრაატის შტატიდან. აი, გოაში კი სხვანაირი ტრადიციებია, დანარჩენი ინდოეთისგან ძალიან განსხვავდება. იქ ყველაფერი შეიძლება - დალევა, მოწევა, ნარკოტიკის მიღება და ა.შ. სპეციალურად ახალი წლისთვის უცხოელები ჩადიან. გოაში ძირითადად, კათოლიკე ქრისტიანები ცხოვრობენ. იქ ზღვის სეზონი ნოემბერში იწყება და ძალიან მაგარია. ჩვენს შტატში ბევრი ქალაქი და სოფელია, მაგრამ სასმელი არსად იყიდება, რელიგიურ "ამბავში". აქ რომ ჩამოვედი და ნასვამი ხალხი დავინახე, ერთი იქით იყო მიწოლილი, მეორე - აქეთ, გამიკვრიდა. ვფიქრობდი, - რა სჭირთ-მეთქი? მერე უკვე ვხვდებოდი, რომ "დალეული" იყო. ჩვენთან გავრცელებული სასმელები - ვისკი და ლუდია, არაყი არ ვიცით. ყველაზე პოპულარული ხომ ინდური ჩაია, განსაკუთრებით - რძიანი. ძალიან გემრიელია ცივი სასმელი - მანგო ლასი. 200 გრამ მანგოს წვენს (სქელი, შედედებული წვენი ჯობია) შევურიოთ ნახევარი ლიტრი მაწონი, 3 კოვზი შაქარი და დავაბლენდეროთ. უგემრიელესია.

ინდუსების ახალი წელი - დივალი

- ჩვენი ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და დივალი ჰქვია, ეს ინდუსებისთვისაა და 26 ოქტომბერს იყო ანუ - 2014 წელი ჩვენთვის უკვე მოსულია. დივალი სამ დღეს გრძელდება. ერთ დღეს საჭმელებს მოამზადებენ, მერე ერთმანეთთან სტუმრად მივდივართ, ხან - რესტორანში. გარეთ სანთლებს ვანთებთ. რაც შეიძლება მეტი ცეცხლი უნდა იყოს. სპეციალურად ამ დღისთვის, ტკბილ საჭმელებს ვაკეთებთ და სუფრაზე ბევრნაირი კერძი გვაქვს. ბაზარსა და მაღაზიებში რამდენი ტკბილი საჭმელიც უნდა გამოიტანონ, სულ იყიდება. დივალი აქაც აღვნიშნეთ, ჩვენს რესტორანში, ლამაზი დღესასწაული მოვაწყვეთ. ჩვენს სტუმრებს "ჯალებითაც" გავუმასპინძლდით. ძალიან გემრიელი საჭმელია, სიმინდისა და პურის ფქვილი, ზეთი, შაქარი, ერბო, ცოტა სოდაა არეული, ერთ დღე-ღამეს გავაჩერებთ, როცა ამოფუვდება, სპირალურ ფორმას ვაძლევთ და ზეთში იწვება. მარხვას ჩვენც ვიცავთ, ოღონდ დივალზე - არა. ოთხშაბათსა და შაბათს ხორცი, ზეთი; მოხარშული რამ არ უნდა ვჭამოთ. ვისაც შეუძლია, ჯობია, მარტო რძესა და ბანანზე იყოს ყოველ შაბათს, თუ არ შეუძლია - 2-3 კვირაში ერთხელ მაინც. "გიარაზის" დროს, ყველამ საჭმელი წინასწარ უნდა მოამზადოს, სანამ ღამის 12 საათი დადგება. იმიტომ, რომ მაგ დღეს ოჯახში გაზი არ უნდა აანთო, სახლში ანგელოზი დადის და გაზი რომ ენთოს, შეიძლება, მასში ჩავარდეს. ცივი საჭმელები უნდა ჭამო, რასაც ცეცხლი არ სჭირდება. ღუმელში გაცხელება შეიძლება.

მარი წერეთელი, ინდური რესტორნის მეპატრონე:

- ჩემი მეუღლე მუსლიმანი ინდოელია. მათთან დიდი და პატარა ბაირამსა და აბრაამის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს მათთვის დიდი დღესასწაულია, უამრავ საკლავს კლავენ და ღარიბებს ურიგებენ. მსოფლიოში მიღებულ ახალ წელს აქ ჩვეულებრივად აღვნიშნავთ, ცეცხლოვანი ინდური ცეკვებით, ინდოელი თოვლის ბაბუა გვეყოლება და ძალიან საინტერესო საღამო გველის.

გულაბ ჯამუნი:

- 100 გ შაქარი, 80 გ ხაჭო, 30 გ ყველი "პანირი" (ჩვენებური უმარილო ყველი), ფქვილი 25 გ, 1 ჩ/კ სოდა, 60 გ ერბო, 5-7 ცალი ილი, 50 გ წყალი, დაახლოებით 1 ლ ზეთი - შესაწვავად. მოვზილოთ მაგარი ცომი, რგოლები ამოვავლოთ ფქვილში და ზეთიან ტაფაში მოვათავსოთ. შემდეგ გავაგრილოთ და ცალკე გამზადებულ შაქრის სიროფში ჩავალაგოთ, რომ სველი იყოს.

სამოსა (ვეგეტარიანული):

- 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, 60 გ ბარდა, 10 გ ქინძი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით, 5 გ ქინძის თესლი, 150 გ პურის ფქვილი, 5 გ ძირა, 50 გ წყალი, 20 გ მზესუმზირის ზეთი. ცალკე უნდა მოვზილოთ მაგარი ცომი (საფუვრის გარეშე) და კონუსის ფორმა მივცეთ. ეს მასა შიგნით ჩავდოთ, გადავკეცოთ, ზედმეტი ცომი მოვაჭრათ, რომ ლამაზი ფორმა მივცეთ და ბევრ ზეთში შევწვათ, როგორც ფუნჩულა. ხრაშუნა და ხრატუნა გამოდის. ეს რესტორნის ერთი ულუფაა, ორი ცალი გამოდის.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს