მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში
5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში

საქ­რათ­ვე­ლო რე­ლი­გი­უ­რად ჭრე­ლია. ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია, თუმ­ცა მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტე­ბი.

ტერ­მინ სექ­ტას სხვა­დას­ხვა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებ­ში თუ ლექ­სი­კო­ნებ­ში სულ მცი­რე ორი მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­ინც გა­აჩ­ნია - თე­ო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად სექ­ტას მხო­ლოდ თე­ო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა გა­აჩ­ნდა. იგი დიდი რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­დან რა­ღაც სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. გა­მო­ყო­ფილ ჯგუ­ფებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბის ზრდის კვა­ლო­ბა­ზე, სი­ტყვა სექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბაც გა­ფარ­თოვ­და და მან თე­ო­ლო­გი­ურ­თან ერ­თად გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბაც შე­ი­ძი­ნა (წყა­რო).

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­მე­ლია 5 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სექ­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი დე­ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი. ამ თე­მა­ზე ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სორს რუ­სუ­დან წიქ­ვა­ძეს და თე­ო­ლოგს, ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს ბექა მინ­დი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

რუ­სუ­დან წიქ­ვა­ძის თქმით, რე­ლი­გი­უ­რი სიმ­რავ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ ძი­რი­თა­დი სექ­ტე­ბი: იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი, ორ­მოც­და­ა­თი­ა­ნე­ლე­ბი, ბა­ჰა­ის მიმ­დე­ვარ­ნი, ვა­ჰა­ბი­ტე­ბი და ასე­ვე მუ­ნი­ტე­ბი.

"არის ვა­ჰა­ბი­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია. ვა­ჰა­ბი­ტე­ბი ძი­რი­თა­დად პან­კის­ში არი­ან, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი თბი­ლის­შიც არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მე­ჩე­თი არის ვა­ჰა­ბი­ტუ­რი. ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე და ტაქ­ტია სა­ჭი­რო, რომ შე­ვა­ფა­სოთ ასე­თი რე­ლი­გი­უ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა. ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის ისი­ნი სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან პი­რა­დად ჩემი აზ­რით, "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია დგას ვი­თარ­ცა სალი კლდე რო­მელ­საც ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვე­რა­ფერს და­აკ­ლე­ბენ". ამას ადას­ტუ­რებს ჩვენ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბიც, სა­დაც პირ­ველ ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი დგას. ეს მიგ­ვა­ნიშ­ნებს რომ ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია.

სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ისი­ნი სა­ში­ში თა­ვი­სი ძა­ლით არ არი­ან. ისი­ნი არ ფლო­ბენ შე­ი­ა­რა­ღე­ბას და ა.შ მაგ­რამ მათ შე­უძ­ლი­ათ მთე­ლი რიგი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ეს არ ეხე­ბა ყვე­ლა რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბას, მაგ­რამ არი­ან ზო­გი­ერ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის­თა­ვად ასე­თი სა­შიშ­რო­ე­ბის რა­ღაც ელე­მენ­ტებს შე­ი­ცა­ვენ. ასე­თია მა­გა­ლი­თად ვა­ჰა­ბი­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნი არის ერ­თი­ა­ნი მსოფ­ლიო ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა, რომ ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან ეთ­ნი­კუ­რი და არც რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით კი არ უნდა გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ, არა­მედ უნდა არ­სე­ბობ­დეს ერ­თა­დერ­თი მსოფ­ლიო რე­ლი­გია ის­ლა­მი. ეს უკვე თა­ვი­სა­თა­ვად არის მი­მარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც იცავს ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცია და თა­ნამდრო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი", - ამ­ბობს რუ­სუ­დან წიქ­ვა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ლი­გი­უ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას, წიქ­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ აქ­ტი­უ­რო­ბით იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

"დღე­საც ხში­რად მა­ჩე­რე­ბენ იეჰო­ვას მიმ­დევ­რე­ბი და თა­ვი­ანთ შე­ხე­დუ­ლე­ბებს მი­ზი­ა­რე­ბენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად იეჰოვ­ლე­ბი არი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი. აქაც ხდე­ბა უარ­ყო­ფა ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად ერ­თვე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ, სო­ცი­ა­ლურ, თუ კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. მათი პრო­პა­გან­დის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ქუ­ჩა­ში ხალ­ხის გა­ჩე­რე­ბა, ოჯა­ხებ­ში და­უ­კი­თხა­ვად მის­ვლა და მა­ღალ დო­ნე­ზე და­ბეჭ­დი­ლი რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის და­რი­გე­ბა. ხში­რად მათი მოქ­მე­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც. გახ­სოვთ, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც სის­ხლის გა­დას­ხმა იყო მათი ოჯა­ხის წევ­რი­სათ­ვის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა და კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­დეს. მი­მაჩ­ნია, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს უნდა ჰქონ­დეს და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბა სწო­რედ კა­ნო­ნის ძა­ლით, სა­დაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, იქ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე­დი­ცი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა იღებ­დეს",-აცხა­დებს წიქ­ვა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ რე­ლი­გი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს, ისი­ნი იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის მსგავ­სად უცხო ოჯა­ხებ­ში არ და­დი­ან, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი დე­ნო­მი­ნა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას პი­რად სა­უბ­რებ­ში ცდი­ლო­ბენ.

რე­ლი­გი­ე­ბის და­ყო­ფა ტრა­დი­ცი­ულ და არატ­რა­დი­ცი­ულ, დიდ და მცი­რე ჯგუ­ფე­ბად, კონ­ფე­სი­ე­ბად და სექ­ტე­ბად მი­უ­ღე­ბე­ლია თე­ო­ლო­გის­თვის, ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლის­თვის.

ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი: "ერთი მხრივ, ძნე­ლია ში­ნა­არ­სი გან­სა­ზღვრო, რო­მე­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი ან არატ­რა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გია და მე­ო­რეს მხრივ, მი­უ­ღე­ბე­ლია რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის იმ ტერ­მი­ნე­ბით მოხ­სე­ნი­ე­ბა, რომ­ლე­ბიც და­მაკ­ნი­ნე­ბელ ში­ნა­არსს ატა­რებს ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში".

ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე შეკ­რუ­ლი, ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბია. ასე­ვე, მისი თქმით, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ჯგუ­ფია ევან­გე­ლურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სია.

რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­ზე გავ­ლე­ნას, ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი გულ­და­წყვე­ტით აღ­ნიშ­ნავს, რომ მათი გავ­ლე­ნა მი­ნი­მა­ლუ­რია.

"გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რეა რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი­სა. ვამ­ბობ სამ­წუ­ხა­როდ, რად­გან პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით და ვი­სურ­ვებ­დი, ამ თვალ­საზ­რი­სით გა­ი­ზარ­დოს მათი გავ­ლე­ნა; ვი­სურ­ვებ­დი, მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი შე­ას­რუ­ლონ ამ თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ჯგუფ­ზე ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას, ამის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა".

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, არ­სე­ბობს თუ არა უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასა­ხავს მო­ქა­ლა­ქე­თა რე­ლი­გი­ურ კუთ­ვნი­ლე­ბას. ბო­ლოს ასე­თი კვლე­ვა 2001 წელს ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ერთი, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეც­ვლი­ლა ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში დო­მი­ნანტ რე­ლი­გი­ად მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია რჩე­ბა.

ნუცა ახალ­კა­ცი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

5 ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც

ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს

5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში

5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში

საქრათველო რელიგიურად ჭრელია. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა მოქმედებს სხვადასხვა რელიგიური სექტები. 

ტერმინ სექტას სხვადასხვა ენციკლოპედიებში თუ ლექსიკონებში სულ მცირე ორი მნიშვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვირთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. გამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა (წყარო).

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რომელია 5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში. რომელია ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი დენომინაციები. ამ თემაზე ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პროფესორს რუსუდან წიქვაძეს და თეოლოგს, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს ვესაუბრეთ.

რუსუდან წიქვაძის თქმით, რელიგიური სიმრავლიდან გამომდინარე, შეიძლება დავასახელოთ ძირითადი სექტები: იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, ბაჰაის მიმდევარნი, ვაჰაბიტები და ასევე მუნიტები.

"არის ვაჰაბიტების ორგანიზაცია. ვაჰაბიტები ძირითადად პანკისში არიან, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი თბილისშიც არიან. საქართველოში რამდენიმე მეჩეთი არის ვაჰაბიტური. ძალიან დიდი სიფრთხილე და ტაქტია საჭირო, რომ შევაფასოთ ასეთი რელიგიური დაჯგუფებების მუშაობა. ეკლესიისათვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ, რადგან პირადად ჩემი აზრით, "მართლმადიდებლური ეკლესია დგას ვითარცა სალი კლდე რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერაფერს დააკლებენ". ამას ადასტურებს ჩვენთან ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევებიც, სადაც პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქი დგას. ეს მიგვანიშნებს რომ ეკლესიის ავტორიტეტი ძალიან ძლიერია.

სახელმწიფოსთვის ისინი საშიში თავისი ძალით არ არიან. ისინი არ ფლობენ შეიარაღებას და ა.შ მაგრამ მათ შეუძლიათ მთელი რიგი ანტისახელმწიფოებრივი პროცესების განვითარება ქვეყანაში. ეს არ ეხება ყველა რელიგიურ უმცირესობას, მაგრამ არიან ზოგიერთები, რომლებიც თავისთავად ასეთი საშიშროების რაღაც ელემენტებს შეიცავენ. ასეთია მაგალითად ვაჰაბიტების გაერთიანება, რომელთა მიზანი არის ერთიანი მსოფლიო ისლამური სახელმწიფოს შექმნა, რომ ქვეყნები ერთმანეთისგან ეთნიკური და არც რელიგიური ნიშნით კი არ უნდა განსხვავდებოდნენ, არამედ უნდა არსებობდეს ერთადერთი მსოფლიო რელიგია ისლამი. ეს უკვე თავისათავად არის მიმართული ეროვნული სახელმწიფოებრივი ფასეულობების წინააღმდეგ, რომელსაც იცავს ყველა ნორმალური ქვეყნის კონსტიტუცია და თანამდროვე საერთაშორისო ორგანიზაციები", - ამბობს რუსუდან წიქვაძე.

რაც შეეხება რელიგიური დაჯგუფებების აქტიურობას, წიქვაძე აღნიშნავს, რომ აქტიურობით იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან.

"დღესაც ხშირად მაჩერებენ იეჰოვას მიმდევრები და თავიანთ შეხედულებებს მიზიარებენ. ყველაზე მეტად იეჰოვლები არიან აქტიურები. აქაც ხდება უარყოფა ეროვნული ფასეულობების, ისინი ნაკლებად ერთვებიან სახელმწიფოებრივ, სოციალურ, თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მათი პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალება არის ქუჩაში ხალხის გაჩერება, ოჯახებში დაუკითხავად მისვლა და მაღალ დონეზე დაბეჭდილი რელიგიური ლიტერატურის დარიგება. ხშირად მათი მოქმედებები მიმართულია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის წინააღმდეგაც. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე შემთხვევა საქართველოში, როდესაც სისხლის გადასხმა იყო მათი ოჯახის წევრისათვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და კატეგორიული უარი განაცხადეს. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება სწორედ კანონის ძალით, სადაც ხდება ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, იქ გადაწყვეტილებას მედიცინა დამოუკიდებლად უნდა იღებდეს",-აცხადებს წიქვაძე.

რაც შეეხება დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებებს, ისინი იეჰოვას მოწმეების მსგავსად უცხო ოჯახებში არ დადიან, თუმცა საკუთარი დენომინაციის პოპულარიზაციას პირად საუბრებში ცდილობენ.

რელიგიების დაყოფა ტრადიციულ და არატრადიციულ, დიდ და მცირე ჯგუფებად, კონფესიებად და სექტებად მიუღებელია თეოლოგისთვის, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილისთვის.

ბექა მინდიაშვილი: "ერთი მხრივ, ძნელია შინაარსი განსაზღვრო, რომელია ტრადიციული ან არატრადიციული რელიგია და მეორეს მხრივ, მიუღებელია რელიგიური გაერთიანებების იმ ტერმინებით მოხსენიება, რომლებიც დამაკნინებელ შინაარსს ატარებს ჩვენს ცნობიერებაში".

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე შეკრული, ძლიერი და განვითარებადი რელიგიური გაერთიანება იეჰოვას მოწმეებია. ასევე, მისი თქმით, ძალიან ძლიერი ჯგუფია ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

რაც შეეხება მცირე რელიგიური გაერთიანებების სოციალურ ჯგუფებზე გავლენას, ბექა მინდიაშვილი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ მათი გავლენა მინიმალურია.

"განსაკუთრებით მცირეა რელიგიური უმცირესობების გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით პროტესტანტული ეკლესიებისა. ვამბობ სამწუხაროდ, რადგან პროტესტანტული ეკლესიები განსაკუთრებით გამოირჩევიან სამოქალაქო ფასეულობებისა  და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებით და ვისურვებდი, ამ თვალსაზრისით გაიზარდოს მათი გავლენა; ვისურვებდი, მათ განსაკუთრებული როლი შეასრულონ ამ თვალსაზრისით. თუმცა, კონკრეტულად რომელ ჯგუფზე ახდენენ გავლენას, ამის თქმა გამიჭირდება".

Ambebi.ge დაინტერესდა, არსებობს თუ არა უახლესი კვლევები, რომელიც ზუსტად ასახავს  მოქალაქეთა რელიგიურ კუთვნილებას. ბოლოს ასეთი კვლევა 2001 წელს ჩატარდა, თუმცა ერთი, რაც ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა ის არის, რომ ქვეყანაში დომინანტ რელიგიად მართლმადიდებლური ეკლესია რჩება.

ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც

ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია