მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - ჩემი თავი ჭირსაც წაუღია
გიგი უგულავა - ჩემი თავი ჭირსაც წაუღია

ჩემი თავი ჭირ­საც წა­უ­ღია, - ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის არ იბ­რძვის თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის და 5 თვე­ში ისე­დაც არ­ჩევ­ნე­ბი იყო და­ნიშ­ნუ­ლი.

ამას­თან­ვე, გიგი უგუ­ლა­ვამ კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ის ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს და თუ მი­აღ­წევს, რომ ის მავ­ნებ­ლო­ბა და მა­რაზ­მი, რაც მთავ­რო­ბამ დღეს სა­სა­მარ­თლოს ხე­ლით გა­ა­კე­თა, გა­უქ­მდეს, ამის შემ­დეგ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­ი­ჩე­რებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა სტა­ტუ­სი აქვს ამ­ჟა­მად გიგი უგუ­ლა­ვას, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამის შე­სა­ხებ არც თა­ვად არ იცის.

"ეს მე თვი­თო­ნაც არ ვიცი კა­ნო­ნით რას გა­ვა­კე­თებ, თი­თო­ნაც არ იცი­ან რას ით­ვა­ლის­წი­ნებს, იმი­ტომ, რომ გა­და­ყე­ნე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზეა და მე არ ვარ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, მე ვარ არ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. მე ვე­მორ­ჩი­ლე­ბი კა­ნონს, უფრო სწო­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოა. თვი­თონ ვერ გან­მარ­ტა­ვენ ვარ მერი, თუ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მაქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი, თუ აღარ ვარ მერი", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, მან კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონ­ში პირ­და­პირ წე­რია, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბა და ინ­ფორ­მა­ცია კრი­მი­ნა­ლის შე­სა­ხებ სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ.

გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ პა­ტი­მა­რი მე­რა­ბიშ­ვი­ლი აიყ­ვა­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და "აკა­ჩა­ვა", არის და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცვე­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია ეს გა­მო­ი­ძი­ოს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე უარს ამ­ბობს.

"ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მო­სა­მარ­თლე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა, აბა, მე მგო­ნი ვან­გა არ ვარ, არც ნა­თელ­მხილ­ვე­ლი და არც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი. სა­ნამ პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბო­და ვთქვი, შე­დე­გი, რო­მე­ლიც იყო და რო­მე­ლიც შემ­დეგ დად­გა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­სა­მარ­თლო თა­ვის თავს იგ­დებს ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, რომ მო­სა­მარ­თლე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის რა­ი­მე ფაქ­ტის შე­სა­ხებ მათ­თვის უც­ნო­ბია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი უგულავა - ჩემი თავი ჭირსაც წაუღია

გიგი უგულავა - ჩემი თავი ჭირსაც წაუღია

ჩემი თავი ჭირსაც წაუღია, - ამის შესახებ გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის არ იბრძვის თანამდებობისთვის და 5 თვეში ისედაც არჩევნები იყო დანიშნული.

ამასთანვე, გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს და თუ მიაღწევს, რომ ის მავნებლობა და მარაზმი, რაც მთავრობამ დღეს სასამართლოს ხელით გააკეთა, გაუქმდეს, ამის შემდეგ კანონით დადგენილი წესით შეიჩერებს უფლებამოსილებას.

რაც შეეხება იმას, თუ რა სტატუსი აქვს ამჟამად გიგი უგულავას, როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ არც თავად არ იცის.

"ეს მე თვითონაც არ ვიცი კანონით რას გავაკეთებ, თითონაც არ იციან რას ითვალისწინებს, იმიტომ, რომ გადაყენება საჯარო მოხელეზეა და მე არ ვარ საჯარო მოხელე, მე ვარ არჩეული თანამდებობის პირი. მე ვემორჩილები კანონს, უფრო სწორად გადაწყვეტილებას, რომელიც უკანონოა. თვითონ ვერ განმარტავენ ვარ მერი, თუ უფლებამოსილება მაქვს შეჩერებული, თუ აღარ ვარ მერი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონში პირდაპირ წერია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობა და ინფორმაცია კრიმინალის შესახებ სავალდებულო წესით უნდა იქნას გამოძიებული ნებისმიერი შესაბამისი ორგანოების მიერ.

გიგი უგულავას განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმარი მერაბიშვილი აიყვანა მთავარმა პროკურატურამ და "აკაჩავა", არის დანაშაულის შემცველი და პროკურატურა ვალდებულია ეს გამოიძიოს, თუმცა სამწუხაროდ, ამაზე უარს ამბობს.

"ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, აბა, მე მგონი ვანგა არ ვარ, არც ნათელმხილველი და არც წინასწარმეტყველი. სანამ პროცესი დაიწყებოდა ვთქვი, შედეგი, რომელიც იყო და რომელიც შემდეგ დადგა.

სამწუხაროა, რომ სასამართლო თავის თავს იგდებს ცუდ მდგომარეობაში", - აღნიშნა გიგი უგულავამ სასამართლოს მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომ მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის რაიმე ფაქტის შესახებ მათთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ