მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელსაც ვერცხლისფერი კანი აქვს
ქალი, რომელსაც ვერცხლისფერი კანი აქვს

71 წლის როზ­მა­რი ია­კობ­სი 60 წელი ვერ­ცხლის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის კა­ნის გამო იტან­ჯე­ბო­და.

11 წლის ასაკ­ში მას იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა - არ­გი­რო­ზი და­ე­მარ­თა. არ­გი­რო­ზი კა­ნის, ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი­სა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს პიგმენ­ტა­ცი­აა ვერ­ცხლო­ვა­ნი პრე­პა­რა­ტე­ბის ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად. და­ა­ვა­დე­ბის გამო ქა­ლის კანი ხან ლურ­ჯი, ხან ვერ­ცხლის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბი­საა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში იხ­სე­ნებს, 11 წლის ასაკ­ში დე­დამ ექიმ­თან მი­იყ­ვა­ნა, რად­გა­ნაც ხში­რად ცივ­დე­ბო­და. ექიმ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ალერ­გი­ის ბრა­ლია და სამ­კურ­ნა­ლოდ ცხვირ­ში ჩა­საწ­ვე­თე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი და­უ­ნიშ­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნია, რომ გო­გო­ნას კანი ბუ­ნებ­რივ შე­ფე­რი­ლო­ბას კარ­გავ­და. ბო­ლოს შე­ნიშ­ნეს, რომ კან­მა ფერი იც­ვა­ლა და დერ­მა­ტო­ლოგ­თან წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა 1950 წელს არ­გი­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა ვერ შეძ­ლეს.

როზ­მა­რი ცდი­ლობ­და, ნორ­მა­ლუ­რი რიტ­მით ეცხოვ­რა, მაგ­რამ კა­ნის ფერი სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და - სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბო­და და­ცინ­ვი­სა ობი­ექ­ტი, მას­თან სა­უ­ბარს უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ერი­დე­ბოდ­ნენ, რად­გა­ნაც ეში­ნო­დათ ისი­ნიც არ და­ა­ვა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ.

"ერთხელ ეგო­ნათ, რომ ჰე­ლო­უ­ი­ნის ნი­ღა­ბი მე­კე­თა. გული მტკი­ო­და, რად­გა­ნაც გა­რეგ­ნო­ბის გამო ჩემი სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა არა­ვის სურ­და", - ამ­ბობს ის. ის პა­ე­მან­ზე არას­დროს ყო­ფი­ლა და მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია beforeitsnews.com-ის მი­ხედ­ვით.

ქალი, რომელსაც ვერცხლისფერი კანი აქვს

ქალი, რომელსაც ვერცხლისფერი კანი აქვს

71 წლის როზმარი იაკობსი 60 წელი ვერცხლისფერი შეფერილობის კანის გამო იტანჯებოდა.

11 წლის ასაკში მას იშვიათი დაავადება - არგიროზი დაემართა. არგიროზი კანის, ლორწოვანი გარსისა და სხვადასხვა ორგანოს პიგმენტაციაა ვერცხლოვანი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად. დაავადების გამო ქალის კანი ხან ლურჯი, ხან ვერცხლისფერი შეფერილობისაა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში იხსენებს, 11 წლის ასაკში დედამ ექიმთან მიიყვანა, რადგანაც ხშირად ცივდებოდა. ექიმმა განაცხადა, რომ ალერგიის ბრალია და სამკურნალოდ ცხვირში ჩასაწვეთებელი მედიკამენტი დაუნიშნა. თავდაპირველად ვერავინ შეამჩნია, რომ გოგონას კანი ბუნებრივ შეფერილობას კარგავდა. ბოლოს შენიშნეს, რომ კანმა ფერი იცვალა და დერმატოლოგთან წაიყვანეს, თუმცა 1950 წელს არგიროზის მკურნალობა ვერ შეძლეს.

როზმარი ცდილობდა, ნორმალური რიტმით ეცხოვრა, მაგრამ კანის ფერი საშუალებას არ აძლევდა - სისტემატურად ხდებოდა დაცინვისა ობიექტი, მასთან საუბარს უცნობი ადამიანები ერიდებოდნენ, რადგანაც ეშინოდათ ისინიც არ დაავადებულიყვნენ.

"ერთხელ ეგონათ, რომ ჰელოუინის ნიღაბი მეკეთა. გული მტკიოდა, რადგანაც გარეგნობის გამო ჩემი სამსახურში აყვანა არავის სურდა", - ამბობს ის. ის პაემანზე არასდროს ყოფილა და მამაკაცთან ურთიერთობა არ ჰქონია.

მომზადებულია beforeitsnews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს