მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შემოირიგა ერთი თვით გაბუტული ცოლი ონისე ონიანმა
როგორ შემოირიგა ერთი თვით გაბუტული ცოლი ონისე ონიანმა

ონი­სე ონი­ანს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის წინ ვეს­ტუმ­რეთ. "მთვრა­ლი ალუ­ბა­ლი", ასე ჰქვია ლე­ვან წუ­ლა­ძის სპექ­ტაკლს, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბი მიმ­ტანს თა­მა­შობს. მოქ­მე­დე­ბა კა­ფე­ში ხდე­ბა. სხვა­ნა­ი­რი მიმ­ტა­ნი ვარ, ფე­რა­დო­ვა­ნიო, მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ხდე­ბა სპექ­ტაკლში. სიყ­ვა­რუ­ლიც არის, იმედ­გაც­რუ­ე­ბაც, გაქ­ცე­ვა, შე­რი­გე­ბა, ქორ­წი­ნე­ბა. ამ სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვი­სას იტი­რებთ კი­დეც და იცი­ნებთ კი­დეც. ამას წი­ნათ ერთი ახ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ბან­კში მუ­შა­ობს, მე­უბ­ნე­ბა, აღარ მინ­და ბან­კში მუ­შა­ო­ბა, ასე­თი კაფე უნდა მოვ­ნა­ხო სად­მე და და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბაო.

- ონი­სე, ჩვე­ნი ბლი­ცინ­ტერ­ვი­უს პრინ­ცი­პი ასე­თია, მე ვი­წყებ წი­ნა­და­დე­ბას, შენ ამ­თავ­რებ.

- კი ბა­ტო­ნო, გის­მენ.

- რომ და­ვი­ბა­დე...

- ზა­ფხუ­ლი იყო, 27 აგ­ვის­ტო.

- თო­ფის სრო­ლაც იყო?

- არა. თურ­მე ჩემს მშობ­ლებს ჩემი მო­შო­რე­ბა უნ­დო­დათ. დე­და­ჩე­მი ექიმ­თან რომ წა­სუ­ლა ჩემ მო­სა­შო­რებ­ლად, კბი­ლი ჰქო­ნია გა­სი­ვე­ბუ­ლი და ექიმ­მა უარი უთხრა. მოკ­ლედ, დე­და­ჩე­მის მტკი­ვან­მა კბილ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა.

- თვალს ვხუ­ჭავ, როცა...

- როცა მე­ძი­ნე­ბა (იცი­ნის)...

- სხვა თვა­ლის და­ხუჭ­ვა­ზე გე­კი­თხე­ბი.

- ერთი რამ ვის­წავ­ლე ნამ­დვი­ლად - მოთ­მი­ნე­ბა. ადრე პირ­და­პირ მი­ვახ­ლი­დი პირ­ში, რა­საც ადა­მი­ან­ზე ვფიქ­რობ­დი. ახლა, სა­ნამ რა­მეს ვი­ტყვი, ათამ­დე დათ­ვლა ვის­წავ­ლე. ზოგ­ჯერ ასამ­დეც ვით­ვლი და თუ გა­და­მივ­ლის, აღარ ვი­ტყვი, თუ არა­და მა­ინც ვამ­ბობ.

- ონი­ან­ზეც ჭრის ეს მე­თო­დი?

- ხან­და­ხან ჭრის (იცი­ნის).

- გული მტკი­ვა...

- როცა ისე არ ხდე­ბა, რო­გორც მე მინ­და. არის ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტე­ბი, როცა გუ­ლით გინ­და რა­ღაც და არ გა­მო­დის. მერე ამ შენს სურ­ვილს სულ სხვა ადა­მი­ან­ში წა­ა­წყდე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორ შემოირიგა ერთი თვით გაბუტული ცოლი ონისე ონიანმა

როგორ შემოირიგა ერთი თვით გაბუტული ცოლი ონისე ონიანმა

ონისე ონიანს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის წინ ვესტუმრეთ. „მთვრალი ალუბალი“, ასე ჰქვია ლევან წულაძის სპექტაკლს, რომელშიც მსახიობი მიმტანს თამაშობს. მოქმედება კაფეში ხდება. სხვანაირი მიმტანი ვარ, ფერადოვანიო, მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ჩვენმა რესპონდენტმა.

- ძალიან ბევრი რამ ხდება სპექტაკლში. სიყვარულიც არის, იმედგაცრუებაც, გაქცევა, შერიგება, ქორწინება. ამ სპექტაკლის ნახვისას იტირებთ კიდეც და იცინებთ კიდეც. ამას წინათ ერთი ახლობელი, რომელიც ბანკში მუშაობს, მეუბნება, აღარ მინდა ბანკში მუშაობა, ასეთი კაფე უნდა მოვნახო სადმე და დავიწყო მუშაობაო.

- ონისე, ჩვენი ბლიცინტერვიუს პრინციპი ასეთია, მე ვიწყებ წინადადებას, შენ ამთავრებ.

- კი ბატონო, გისმენ.

- რომ დავიბადე...

- ზაფხული იყო, 27 აგვისტო.

- თოფის სროლაც იყო?

- არა. თურმე ჩემს მშობლებს ჩემი მოშორება უნდოდათ. დედაჩემი ექიმთან რომ წასულა ჩემ მოსაშორებლად, კბილი ჰქონია გასივებული და ექიმმა უარი უთხრა. მოკლედ, დედაჩემის მტკივანმა კბილმა გადამარჩინა.

- თვალს ვხუჭავ, როცა...

- როცა მეძინება (იცინის)...

- სხვა თვალის დახუჭვაზე გეკითხები.

- ერთი რამ ვისწავლე ნამდვილად - მოთმინება. ადრე პირდაპირ მივახლიდი პირში, რასაც ადამიანზე ვფიქრობდი. ახლა, სანამ რამეს ვიტყვი, ათამდე დათვლა ვისწავლე. ზოგჯერ ასამდეც ვითვლი და თუ გადამივლის, აღარ ვიტყვი, თუ არადა მაინც ვამბობ.

- ონიანზეც ჭრის ეს მეთოდი?

- ხანდახან ჭრის (იცინის).

- გული მტკივა...

- როცა ისე არ ხდება, როგორც მე მინდა. არის ცხოვრებაში მომენტები, როცა გულით გინდა რაღაც და არ გამოდის. მერე ამ შენს სურვილს სულ სხვა ადამიანში წააწყდები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება