საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაკ ობამამ თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა
ბარაკ ობამამ თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მა არ ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ 2013 წელი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი იყო მის საპ­რე­ზი­დენ­ტო კა­რი­ე­რა­ში. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პირ­ველ­მა პირ­მა ყო­ველ­წლი­ურ შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ბა­რაკ ობა­მამ იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მოთ­ქვა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხის გამო, რომ ვერ მო­ხერ­ხდა იმიგ­რა­ცი­ი­სა და ია­რა­ღის კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბის ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა. თუმ­ცა, ოპ­ტი­მის­ტუ­რად შე­ა­ფა­სა ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

კი­თხვა­ზე, თუ რო­მე­ლი იყო ობა­მას აზ­რით, 2013 წელს დაშ­ვე­ბუ­ლი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მას­თან, ე.წ. ობა­მა­ქე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სტარ­ტი.

"რამ­დე­ნა­დაც მე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, უნდა ვთქვა, რომ ჩავფლავ­დით", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ბა­რაკ ობა­მა ასე­ვე შე­ე­ხო ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი, აშშ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყო­ფი­ლი აგენ­ტის, ედ­ვარდ სნო­უ­დე­ნის სა­კითხს. მისი თქმით, სნო­უ­დენ­მა "ზედ­მე­ტი ზი­ა­ნი" გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, ამას­თან, ობა­მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია შე­ე­ხე­ბა თუ არა სნო­უ­დენს ამ­ნის­ტია.

ყო­ველ­წლი­ურ შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 2014 წელი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის.

"მო­მა­ვალ წელს ჩვენ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კით ვხვდე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

"ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი და მისი ოჯა­ხი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჰა­ვა­ი­ზე გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც შო­ბას შეხ­ვდე­ბი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბარაკ ობამამ თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა

ბარაკ ობამამ თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2013 წელი ყველაზე უარესი იყო მის საპრეზიდენტო კარიერაში. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა პირმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ბარაკ ობამამ იმედგაცრუება გამოთქვა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის გამო, რომ ვერ მოხერხდა იმიგრაციისა და იარაღის კონტროლის გამკაცრების ზომების გატარება. თუმცა, ოპტიმისტურად შეაფასა ეკონომიკური მდგომარეობა. 

კითხვაზე, თუ რომელი იყო ობამას აზრით, 2013 წელს დაშვებული მისი ყველაზე დიდი შეცდომა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იყო ჯანდაცვის რეფორმასთან, ე.წ. ობამაქეასთან  დაკავშირებული წარუმატებელი სტარტი.

"რამდენადაც მე ვარ პასუხისმგებელი, უნდა ვთქვა, რომ ჩავფლავდით", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

პრესკონფერენციაში ბარაკ ობამა ასევე შეეხო ამჟამად რუსეთში მცხოვრები, აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტის, ედვარდ სნოუდენის საკითხს. მისი თქმით, სნოუდენმა "ზედმეტი ზიანი" გამოიწვია. თუმცა, ამასთან, ობამას არ დაუკონკრეტებია შეეხება თუ არა სნოუდენს ამნისტია.

ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელი გარდამტეხი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

"მომავალ წელს ჩვენ გაძლიერებული ეკონომიკით ვხვდებით", - განაცხადა ობამამ.

"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ოჯახი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჰავაიზე გაემგზავრნენ, სადაც შობას შეხვდებიან.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა