Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობა გააკრიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობა გააკრიტიკა

პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ინი­ცი­რე­ბუ­ლი რიგი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გამო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბა და მას­თან ერ­თად სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა.

საქ­მე ისაა, რომ პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დე­ბის გა­და­ვა­დე­ბას ეხე­ბა. მა­გა­ლი­თად, პარ­ლა­მენტს გუ­შინ წა­რედ­გი­ნა სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში", "გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ", "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ", "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის შე­სა­ხებ", "ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღი­ცხვი­სა და ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბის აუ­დი­ტის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნებ­სა და კი­დევ სხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტებ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა ამო­ცა­ნას 1-ელი იან­ვრი­სათ­ვის ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბის ერთი წლით და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ მეტი პე­რი­ო­დით გა­და­ვა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს. კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი მთავ­რო­ბას, ნა­წი­ლიც დე­პუ­ტა­ტებს ეკუთ­ვნის და მათ გან­ხილ­ვა­სა და დამ­ტკი­ცე­ბას ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით - 1-ელ იან­ვრამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხო­ვენ.

"კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ბევ­რი რა­მის ინ­დი­კა­ტო­რია. თუ ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ როლ­ში, რომ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დე­ბი უნდა გა­და­ვა­ვა­დოთ, მა­შინ რაღა აზრი აქვს ამ ვა­დე­ბის დათ­ქმას?!. თავს ვი­ტყუ­ებთ, თით­ქოს რა­ღა­ცის ამოქ­მე­დე­ბას ერთი წლით გა­და­ვა­ვა­დებთ, რად­გან ახ­ლოვ­დე­ბა დათ­ქმუ­ლი დრო და დღის წეს­რიგ­ში იგი­ვე სა­კი­თხი დგე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბას­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბას ხე­დავს.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კრი­ტი­კა იმის გა­მოც გა­მოთ­ქვა, რომ მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენტს დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რას უწევს. "რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პარ­ლა­მენ­ტი ამ ვა­დებს არ გა­ა­ხან­გრძლი­ვებს?!", - იკი­თხა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­უ­როს წევ­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ გარ­კვე­ულ ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თონ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­თან და წარ­მოდ­გე­ნილ სა­კი­თხებ­ზე იქ იმ­სჯე­ლონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობა გააკრიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობა გააკრიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებული რიგი საკანონმდებლო ინიციატივების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობა და მასთან ერთად საპარლამენტო კომიტეტები გააკრიტიკა.

საქმე ისაა, რომ პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ინიცირებული კანონპროექტების უმრავლესობა კანონის ამოქმედების ვადების გადავადებას ეხება. მაგალითად, პარლამენტს გუშინ წარედგინა საგადასახადო კანონმდებლობაში, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ", "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ", "ბუღალტრული აღიცხვისა და ფინანსური ანგარიშების აუდიტის შესახებ" კანონებსა და კიდევ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომელთა ამოცანას 1-ელი იანვრისათვის ასამოქმედებელი საკანონმდებლო ნორმების ერთი წლით და ზოგ შემთხვევაში კიდევ მეტი პერიოდით გადავადება წარმოადგენს. კანონპროექტების ნაწილი მთავრობას, ნაწილიც დეპუტატებს ეკუთვნის და მათ განხილვასა და დამტკიცებას ინიციატორები დაჩქარებული წესით - 1-ელ იანვრამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში ითხოვენ.

"კანონის ამოქმედების ვადების თაობაზე პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივები ბევრი რამის ინდიკატორია. თუ ჩვენ გამოვდივართ როლში, რომ კანონის ამოქმედების ვადები უნდა გადავავადოთ, მაშინ რაღა აზრი აქვს ამ ვადების დათქმას?!. თავს ვიტყუებთ, თითქოს რაღაცის ამოქმედებას ერთი წლით გადავავადებთ, რადგან ახლოვდება დათქმული დრო და დღის წესრიგში იგივე საკითხი დგება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან სპეციალური შეხვედრის გამართვის საჭიროებას ხედავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კრიტიკა იმის გამოც გამოთქვა, რომ მსგავსი საკითხების განხილვა პარლამენტს დეკემბრის ბოლო კვირას უწევს. "რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ამ ვადებს არ გაახანგრძლივებს?!", - იკითხა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ გარკვეულ ფორმატში შეხვედრა გამართონ კანონპროექტის ავტორებთან და წარმოდგენილ საკითხებზე იქ იმსჯელონ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა