თამარ ჩერგოლეიშვილი - ხელისუფლება ჩიხშია მომწყვდეული

თამარ ჩერგოლეიშვილი - ხელისუფლება ჩიხშია მომწყვდეული

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი ვანო მერაბიშვილის გუშინწინ გაკეთებული განცხადების პასუხად ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოძიების დაწყებასა და ფირების გასაჯაროებას ურჩევს.

"მხოლოდ სიტყვაზე ადამიანების შეზღუდულ რაოდენობას ვენდობი - ჩემს ქმარს, მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს დებს, ჩემს სიძეს, ჩემს უფროს ქალიშვილს, ლევან რამიშვილს და კიდევ რამდენიმე ადამიანს. მათ ეს დაიმსახურეს.

ამ რამდენიმე ადამიანში ვანო მერაბიშვილი არ შედის - მისი სიტყვები რომ დავიჯერო, გარემოებებმაც უნდა შეუწყოს ხელი.

ჰოდა, ხელისუფლების მოქმედებამ დამარწმუნა, რომ ვანო მერაბიშვილი მართალია - როგორც ჩანს, მინარეთის მხერხავმა მართლა გადაწყვიტა, რომ ვანო მერაბიშვილი ფსიქოლოგიურად მომწიფებულია სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის და თვალახვეული ატარა.

შეუძლებელია რომ ეს ასე არ იყოს და აი რატომ:

ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე ისაა, რომ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ პარტნიორები.

ვანო მერაბიშვილის სიტყვებზე, მართალი ხელისუფლების ინსტიქტი სასწრაფოდ გამოძიების დაწყება, ფირების გასაჯაროება და "ნაციონალური მოძრაობის" დაცინვა იქნებოდა უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით.

ამის ნაცვლად კი ვნახეთ, რომ ხელისუფლება ჩიხშია მომწყვდეული და სამი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

როგორც მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 მაისის საქმის განხილვისას განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება არც დაიწყება.

"24 საათის წინ გავაკეთე ძალიან სერიოზული განცხადება და ამ დრომდე არ ჩატარებულა არანაირი გამოკითხვა და არც დაწყებულა რაიმე საგამოძიებო ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, გამოძიება არც ჩატარდება. ძნელია, იპოვო პატიოსანი პროკურორი, ვინც ამ საქმეს მოკიდებს ხელს. ეს საქმე განწირულია", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, წაშალოს თუ არა ციხის სათვალთვალო კამერების მასალა.

"დიდი ხანი ვიმუშავე სისტემაში და ვიცი, ნებისმიერი მცდელობა, რომ ვიდეოში თარიღი წაიშალოს ან გამოსახულება დამახინჯდეს, ექსპერტიზის დროს აისახება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს