Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ინდოელმა ქალმა 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა
ინდოელმა ქალმა 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა

ინ­დო­ე­თის შტატ მად­ჰია-პრა­დე­ში მცხოვ­რებ­მა 28 წლის ქალ­მა ანიუ კუშ­ვა­ჰამ 10 გარ­დაც­ვლი­ლი ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა.

ის მხო­ლოდ 12 კვი­რის იყო, რო­დე­საც სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო. ვიდ­რე სამ­შო­ბი­ა­რომ­დე მი­აღ­წევ­და, 9 ნა­ყო­ფი გზა­ში გა­ა­ჩი­ნა - მე­ა­თე კი სამ­შო­ბი­ა­რო­ში და ისიც გარ­დაც­ვლი­ლი იყო. Sanjay Ghandi Memorial-ის სა­ა­ვად­მყო­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ექი­მი პა­თე­კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს, რომ "ბლოკ­ში 12 კვი­რის ორ­სუ­ლი მი­ი­ღეს და მკვდა­რი შო­ბა­დო­ბა და­ფიქ­სირ­და". ცნო­ბი­ლია, რომ ადრე ქალი უნა­ყო­ფო­ბა­ზე მკურ­ნა­ლობ­და.

"რო­გორც ჩანს, ინ ვიტ­რო ანუ ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შემ­დეგ, ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა აღარ მოხ­და", - აცხა­დებს ექი­მი სუ­მიტ­რა ია­და­ვი.

რო­გორც გი­ნე­კო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ტყუ­პებ­ზე ფეხ­მძი­მო­ბი­სას ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი ჩა­ნა­სა­ხი ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რისკს ზრდის. მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში, ჩვი­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გარ­დაც­ვლი­ლი იბა­დე­ბა, რად­გა­ნაც მათი ფილ­ტვე­ბი გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლია. 1971 წელს რომ­ში 15 ტყუ­პი გაჩ­ნდა, მაგ­რამ ყვე­ლა ახალ­შო­ბი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი და­ი­ბა­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Times of India-ს მი­ხედ­ვით.

ინდოელმა ქალმა 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა

ინდოელმა ქალმა 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა

ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეში მცხოვრებმა 28 წლის ქალმა ანიუ კუშვაჰამ 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა.

ის მხოლოდ 12 კვირის იყო, როდესაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ვიდრე სამშობიარომდე მიაღწევდა, 9 ნაყოფი გზაში გააჩინა - მეათე კი სამშობიაროში და ისიც გარდაცვლილი იყო. Sanjay Ghandi Memorial-ის საავადმყოფოს წარმომადგენელი ექიმი პათეკი ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ "ბლოკში 12 კვირის ორსული მიიღეს და მკვდარი შობადობა დაფიქსირდა". ცნობილია, რომ ადრე ქალი უნაყოფობაზე მკურნალობდა.

"როგორც ჩანს, ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შემდეგ, ფეხმძიმობის პერიოდში რეგულარული დაკვირვება აღარ მოხდა", - აცხადებს ექიმი სუმიტრა იადავი.

როგორც გინეკოლოგები ამბობენ, ტყუპებზე ფეხმძიმობისას ნებისმიერი დამატებითი ჩანასახი ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის. მსგავს შემთხვევებში, ჩვილების ნახევარზე მეტი გარდაცვლილი იბადება, რადგანაც მათი ფილტვები განუვითარებელია. 1971 წელს რომში 15 ტყუპი გაჩნდა, მაგრამ ყველა ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა.

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს