პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედნიერების ფორმულა
ბედნიერების ფორმულა

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და სი­ტყვა ბედ­ნი­ე­რე­ბა­საც სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გან­მარ­ტა­ვენ, მაგ­რამ მა­ინც შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ უბე­დუ­რე­ბი არი­ან და არა­ფე­რი ახა­რებთ. მეც­ნი­ე­რებ­მა 40 წლი­ა­ნი ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­არ­კვი­ეს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბას ძი­რი­თა­დად 3 რამ: გენი, ივენ­თე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს.

ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ეკო­ნო­მის­ტე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბის ფე­ნო­მენს 1974 წლი­დან იკ­ვლე­ვენ - მათ სა­ბო­ლოო ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა­ში გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხე­ბი და­ეხ­მა­რა. ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ცებ­ზე მე­ტად თავს ბედ­ნი­ე­რად ქა­ლე­ბი გრძნობ­დნენ. შე­საძ­ლოა, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში სუსტ სქესს უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებს, მაგ­რამ ძლი­ერ სქეს­თან შე­და­რე­ბით ქა­ლე­ბი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ. ამას­თან, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რია ქა­ლე­ბის ის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი არი­ან, ხოლო უბე­დუ­რე­ბი არი­ან ლი­ბე­რა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი.

გენ­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბე­ლი, ბე­ბია ან ბა­ბუა ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დეპ­რე­სი­ა­ში ხში­რად ვარ­დე­ბა, ეს შთა­მო­მავ­ლებ­საც მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მა; მი­ნე­სო­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა რამ­დე­ნი­მე იდენ­ტუ­რი ტყუ­პის ცხოვ­რე­ბა შე­ის­წავ­ლეს - ისი­ნი სხვა­დას­ხვა ოჯა­ხებ­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ და ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო ჰქონ­დათ, თუმ­ცა ამას ხა­სი­ათ­ზე ცვლი­ლე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

რწმე­ნას, ოჯახ­სა და მე­გობ­რო­ბას ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლია. ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არაა ფული - ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეა. ეკო­ნო­მის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, ფული ბედ­ნი­ე­რე­ბას მხო­ლოდ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ანი­ჭებს, თუმ­ცა სა­შუ­ა­ლო ფე­ნის ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხურ­ში სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აფა­სე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nytimes.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბედნიერების ფორმულა

ბედნიერების ფორმულა

ყველა ადამიანი განსხვავებულია და სიტყვა ბედნიერებასაც სხვადასხვა ინტერპრეტაციით განმარტავენ, მაგრამ მაინც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ უბედურები არიან და არაფერი ახარებთ. მეცნიერებმა 40 წლიანი ძიების შედეგად გაარკვიეს, რომ ბედნიერებას ძირითადად 3 რამ: გენი, ივენთები და ღირებულება განსაზღვრავს.

ამერიკელი ფსიქოლოგები და ეკონომისტები ბედნიერების ფენომენს 1974 წლიდან იკვლევენ - მათ საბოლოო ანალიზის გაკეთებაში გამოკითხული ადამიანების პასუხები დაეხმარა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში კაცებზე მეტად თავს ბედნიერად ქალები გრძნობდნენ. შესაძლოა, თანამედროვე ცხოვრებაში სუსტ სქესს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ძლიერ სქესთან შედარებით ქალები თავს ბედნიერად გრძნობენ. ამასთან, ყველაზე ბედნიერია ქალების ის კატეგორია, რომლებიც კონსერვატორები არიან, ხოლო უბედურები არიან ლიბერალი მამაკაცები.

გენსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს - თუ რომელიმე მშობელი, ბებია ან ბაბუა ცხოვრების განმავლობაში დეპრესიაში ხშირად ვარდება, ეს შთამომავლებსაც მემკვიდრეობით გადაეცემა; მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა რამდენიმე იდენტური ტყუპის ცხოვრება შეისწავლეს - ისინი სხვადასხვა ოჯახებში იზრდებოდნენ და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გარემო ჰქონდათ, თუმცა ამას ხასიათზე ცვლილება არ მოუხდენია.

რწმენას, ოჯახსა და მეგობრობას ბედნიერების განვითარება შეუძლია. ბედნიერებისთვის ღირსეული სამსახური ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი არაა ფული - ძირითადი დატვირთვა დამოკიდებულებაზეა. ეკონომისტების მტკიცებით, ფული ბედნიერებას მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს ანიჭებს, თუმცა საშუალო ფენის ადამიანები სამსახურში სხვა ღირებულებებს აფასებენ.

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს