საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტეფანეს თავისი გუნდის წევრები აბრაზებენ
სტეფანეს თავისი გუნდის წევრები აბრაზებენ

24 წლის ნიკა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლის­თვის "ახა­ლი ხმა" პირ­ვე­ლი კონ­კურ­სია და პირ­ვე­ლი­ვე კონ­კურ­სის მო­გე­ბას აპი­რებს. ის პრო­ექ­ტის ბოლო მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ და ბრმა კას­ტინგზე მხო­ლოდ სტე­ფა­ნე შე­მო­უბ­რუნ­და, რად­გან მარ­ტო ამ უკა­ნას­კნელს ჰქონ­და ად­გი­ლი გუნდში. სტე­ფა­ნე ნი­კა­ზე დიდ იმედს ამ­ყა­რებს, ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამ ბი­ჭით მო­ი­გებს პრო­ექტს. ჩვენ ნი­კას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ და რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით მის მწვრთნელს, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­საც მივ­მარ­თეთ. ნი­კას არ უყ­ვარს ლა­პა­რა­კი, ჩარ­თუ­ლი კა­მე­რე­ბი და ჩარ­თუ­ლი დიქ­ტო­ფო­ნი. ერთი სული ჰქონ­და, რო­დის და­ვამ­თავ­რებ­დით ინ­ტერ­ვი­უს და სა­უბ­რის დროს ორ­ჯერ დაგ­ვემ­შვი­დო­ბა.

- ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი, ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გაგ­ცეთ.

- ვინ გა­გაბ­რა­ზა?

- არ მინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი. რა­ღაც მოხ­და.

- კარ­გი. მა­შინ შენი მუ­სი­კა­ლუ­რი გზის შე­სა­ხებ მი­ამ­ბე.

- 8 თვის ვყო­ფილ­ვარ, "შავ­ლე­გოს" რომ ვა­ყო­ლებ­დი ხმას. ჩემი ძმა მღე­რის კი­დევ ოჯახ­ში, მშობ­ლე­ბი - არა. 12 წლის ასაკ­ში ფოლკ­ლო­რით და­ვინ­ტე­რეს­დი. მაია მი­ქა­ბე­რი­ძეს­თან მი­ვე­დი ან­სამ­ბლ "სა­გა­ლო­ბელ­ში" . მერე მუ­სი­კა­ლუ­რად დიდი პა­უ­ზა მქონ­და, 21 წლამ­დე. ამა­სო­ბა­ში პრო­ფე­სი­აც ავირ­ჩიე. ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლო­გი ვარ. მშობ­ლებ­მა მირ­ჩი­ეს. ისე ჩა­ვა­ბა­რე, სად­მე რომ უნდა ჩა­ა­ბა­რო, ხომ ხვდე­ბით?.. თა­ვი­დან ვი­თომ მეც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი საქ­მე მუ­სი­კა იყო. 21 წლის ასაკ­ში ქალ­ბა­ტონ მზია მა­ცა­ბე­რი­ძეს­თან მი­ვე­დი. მას­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი "ახა­ლი ხმის­თვის" . ამ პრო­ექ­ტის ორი­ვე სე­ზონს ვუ­ყუ­რებ­დი და მსურ­და, მეც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თან თა­ვი­დან­ვე სტე­ფა­ნეს­თან მინ­დო­და მოხ­ვედ­რა.

- ორი­ვე პრო­ექ­ტი და­თომ მო­ი­გო, შენ მა­ინც სტე­ფა­ნეს­თან გინ­დო­და?

- მა­ინც და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ სწო­რედ მას ჰქონ­და ად­გი­ლი გუნდში და მხო­ლოდ მას­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემი ბედი.

- მა­ნამ­დე იც­ნობ­დი სტე­ფა­ნეს?

- არა. პირ­ვე­ლად სწო­რედ ბრმა კას­ტინგზე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მხო­ლოდ ხმით, სიმ­ღე­რით შევ­ძე­ლი მისი შე­მობ­რუ­ნე­ბა.

- რინგზე მეკო გე­ლაშ­ვილ­თან იბ­რძო­ლე, რას იტყვი მას­ზე?

- ნამ­დვი­ლად ღირ­სე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ტი იყო. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დიდი ბრძო­ლა გვქონ­და. ბოლო წა­მებ­ზე გა­და­წყდა, ვინ გა­და­ვი­დო­და შემ­დეგ ეტაპ­ზე. გა­მი­მარ­თლა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სტეფანეს თავისი გუნდის წევრები აბრაზებენ

სტეფანეს თავისი გუნდის წევრები აბრაზებენ

24 წლის ნიკა ლაზარიაშვილისთვის ''ახალი ხმა'' პირველი კონკურსია და პირველივე კონკურსის მოგებას აპირებს. ის პროექტის ბოლო მონაწილე გახლდათ და ბრმა კასტინგზე მხოლოდ სტეფანე შემოუბრუნდა, რადგან მარტო ამ უკანასკნელს ჰქონდა ადგილი გუნდში. სტეფანე ნიკაზე დიდ იმედს ამყარებს, ამბობს, რომ სწორედ ამ ბიჭით მოიგებს პროექტს. ჩვენ ნიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ და რამდენიმე შეკითხვით მის მწვრთნელს, სტეფანე მღებრიშვილსაც მივმართეთ. ნიკას არ უყვარს ლაპარაკი, ჩართული კამერები და ჩართული დიქტოფონი. ერთი სული ჰქონდა, როდის დავამთავრებდით ინტერვიუს და საუბრის დროს ორჯერ დაგვემშვიდობა.

- ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ შევეცდები, ყველა კითხვაზე პასუხი გაგცეთ.

- ვინ გაგაბრაზა?

- არ მინდა ამაზე ლაპარაკი. რაღაც მოხდა.

- კარგი. მაშინ შენი მუსიკალური გზის შესახებ მიამბე.

- 8 თვის ვყოფილვარ, ''შავლეგოს'' რომ ვაყოლებდი ხმას. ჩემი ძმა მღერის კიდევ ოჯახში, მშობლები - არა. 12 წლის ასაკში ფოლკლორით დავინტერესდი. მაია მიქაბერიძესთან მივედი ანსამბლ ''საგალობელში'' . მერე მუსიკალურად დიდი პაუზა მქონდა, 21 წლამდე. ამასობაში პროფესიაც ავირჩიე. ორთოპედ-სტომატოლოგი ვარ. მშობლებმა მირჩიეს. ისე ჩავაბარე, სადმე რომ უნდა ჩააბარო, ხომ ხვდებით?.. თავიდან ვითომ მეც დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩემი საქმე მუსიკა იყო. 21 წლის ასაკში ქალბატონ მზია მაცაბერიძესთან მივედი. მასთან ვემზადებოდი ''ახალი ხმისთვის'' . ამ პროექტის ორივე სეზონს ვუყურებდი და მსურდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. თან თავიდანვე სტეფანესთან მინდოდა მოხვედრა.

- ორივე პროექტი დათომ მოიგო, შენ მაინც სტეფანესთან გინდოდა?

- მაინც და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ მას ჰქონდა ადგილი გუნდში და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული ჩემი ბედი.

- მანამდე იცნობდი სტეფანეს?

- არა. პირველად სწორედ ბრმა კასტინგზე შევხვდით ერთმანეთს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ხმით, სიმღერით შევძელი მისი შემობრუნება.

- რინგზე მეკო გელაშვილთან იბრძოლე, რას იტყვი მასზე?

- ნამდვილად ღირსეული კონკურენტი იყო. რეპეტიციებზე დიდი ბრძოლა გვქონდა. ბოლო წამებზე გადაწყდა, ვინ გადავიდოდა შემდეგ ეტაპზე. გამიმართლა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება