პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და რა ფასად დაისვენებთ ზამთრის კურორტებზე
სად და რა ფასად დაისვენებთ ზამთრის კურორტებზე

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ზამ­თრის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყო. გარ­და ამი­სა, ზამ­თრის სე­ზო­ნის­თვის თბი­ლის­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, ბა­კუ­რი­ან­ში და ყაზ­ბეგ­ში ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა. ასე­ვე მომ­ზად­და ახა­ლი პრო­დუქ­ტი ტუ­რის­ტე­ბის­თვის "სა­ქარ­თვე­ლოს ალ­პი­ნის­ტუ­რი გზამ­კვლე­ვი", რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ყაზ­ბეგს და სვა­ნეთს. რა სი­ახ­ლე­ე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე, თქვენს კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნატა კვა­ჭან­ტი­რა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

გოგა:

გუ­და­ურ­ში, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ბე­ში დღი­უ­რი ფასი რამ­დე­ნია?

-გუ­და­ურ­ში რამ­დე­ნი­მე ტი­პის სას­ტუმ­რო გვხვდე­ბა, იქ არის რო­გორც მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის სას­ტუმ­რო­ე­ბი 3-4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნე­ბი, ასე­ვე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი.

ფა­სე­ბი გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი შე­იძ­ლე­ბა იყოს 50 ლარი რო­მე­ლიც მერ­ყე­ობს 250 ლა­რამ­დე. მი­ნი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იწყე­ბა დღე-ღამე 50 ლა­რი­დან , რო­მელ­შიც შე­დის სა­უზ­მე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლია ერთ ადა­მი­ან­ზე.

ნანა:

რო­გო­რია კო­ტე­ჯე­ბის ფასი გუ­და­ურ­ში და რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ დამ­სვე­ნებ­ლებს?

-კო­ტე­ჯე­ბი გუ­და­ურ­ში ბევ­რი არ არის, ისი­ნი ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გვხვდე­ბა. გა­ქი­რა­ვე­ბის დროს მთლი­ა­ნი კო­ტე­ჯი ქი­რავ­დე­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია 4-5 ადა­მი­ან­ზე , თუმ­ცა გვხვდე­ბა ისე­თე­ბიც, რო­მე­ლიც 15 ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ფასს 500-დან 750 ლა­რამ­დე ჯდე­ბა 10 დღი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა. კო­ტე­ჯებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა არ აქვთ გარ­და იმი­სა რომ ზოგ­ჯერ ფას­ში შე­დის სა­უზ­მე, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ესეც არ შე­ვი­დეს. კი­თხვის ავ­ტო­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში თუ გუ­ლის­ხმობს ატ­რაქ­ცი­ებს სამ­წუ­ხა­როდ კო­ტე­ჯებს ესე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა არ აქვს.

ბექა:

და­ახ­ლო­ე­ბით რა თან­ხაა სა­ჭი­რო ბა­კუ­რი­ან­ში, შა­ბათ კვი­რას სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს და­სა­ჯავ­შნად?

-ბა­კუ­რი­ან­სა და გუ­და­ურს შო­რის რა­დი­კა­ლუ­რი სხვა­ო­ბა ფა­სებ­ში არ არის. უბ­რა­ლოდ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ ბა­კუ­რი­ან­ში უფე­რო მეტი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო გვხვდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შა­ბათ-კვი­რას, აქ ფა­სე­ბი ისევ დ აი­სევ გათ­ვლი­ლია იმა­ზე თუ რა ტი­პის სას­ტუმ­რო­ში აპი­რებს დას­ვე­ნე­ბას ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი. თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებს ფასი 30-35 ლა­რი­დან იწყე­ბა და იზ­რდე­ბა ზე­მოთ.

სალო:

ზო­გა­დად მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ზე, რო­გო­რი ფა­სე­ბია დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის, რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ ტუ­რის­ტებს და რის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ფა­სე­ბის კლე­ბა-მა­ტე­ბა?

-ფა­სე­ბის კლე­ბა და მა­ტე­ბა ყო­ველ­თვის სე­ზონ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქ თუ გუ­ლის­ხმო­ბენ ზამ­თრის კუ­რორ­ტებს, ჩვენ ფაქ­ტი­უ­რად უკვე ვი­სა­უბ­რეთ ამა­ზე. ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი­დან ბა­კუ­რი­ა­ნი და გუ­და­უ­რია ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი, თუმ­ცა აქვე ავღ­ნიშ­ნავ რომ წელს მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს სა­ხელ­მწი­ფო რომ ეს აქ­ტი­ვო­ბა მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ი­ზარ­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხულს ამ შემ­თხვე­ვა­შიც არა­ნაკ­ლებ აქ­ტუ­ა­ლუ­რია მთი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა თერ­მუ­ლი წყლე­ბით მდი­დარ კუ­რორ­ტებს, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს საკ­მა­ოდ იზი­დავს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო სა­ირ­მე­ზე, თუმ­ცა აქ ფა­სე­ბიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის ჰყავს. თუ­შეთ­ში და ხევ­სუ­რეთ­ში ფა­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია, აქ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის მხო­ლოდ დი­ლის სა­უზ­მე, თუმ­ცა აქვე და­ვა­მა­ტებ რომ მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის და­მა­ტე­ბაც. მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა რომ აქ შე­იძ­ლე­ბა ლაშ­ქრო­ბე­ბის მო­წყო­ბა, ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა ტუ­რის­ტუ­ლი გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბა.

გი­ორ­გი:

რო­მე­ლი სას­ტუმ­როა ბა­კუ­რი­ნა­ში და გუ­და­ურ­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის?

-მე კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე სას­ტუმ­როს და­სა­ხე­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა რეკ­ლა­მა­ში ჩა­მეთ­ვა­ლოს. ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მომ­ხმა­რე­ბე­ლი როცა მი­ემ­გზავ­რე­ბა და­სას­ვე­ნებ­ლად მან წი­ნას­წარ იცის თა­ვი­სი ბი­უ­ჯე­ტი და შე­სა­ბა­მი­სად არ­ჩევს იმ კა­ტე­გო­რი­ის სას­ტუმ­როს რისი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბაც მას გა­აჩ­ნია. მინ­და ვუ­თხრა გი­ორ­გის რომ არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ დიდი აქვს და თა­ვი­სი ბი­უ­ჯე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს არ­ჩე­ვა­ნი იმა­ზე რაც მას აწყობს.

ნა­თია:

ზამ­თრის უცხო­უ­რი კუ­რორ­ტე­ბი­დან, რო­მელ­ზე არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სთა­ვა­ზობთ დამ­სვე­ნებ­ლებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას?

-ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია რა თქმა უნდა ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბა, თუმ­ცა არის კა­ტე­გო­რია რომ­ლებ­საც თბილ ქვეყ­ნებ­ში ურ­ჩევ­ნი­ათ ზამ­თრის შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა. ამ ეტა­პის­თვის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია ეგ­ვიპ­ტე, სა­დაც პირ­და­პი­რი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბია. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ რომ ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტუ­რე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს სა­შო­ბაო პე­რი­ო­დი.

ნანა:

რა სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია დამ­სვე­ნებ­ლებს?

-რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ბევ­რი სი­ახ­ლე აქვს, თუმ­ცა მე არ ვერ გაგ­ცემთ პა­სუხს, რად­გან ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არ წარ­მო­ვად­გენ, მე ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ასო­ცი­ა­ცია. ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად ჩვენ ჩარ­თუ­ლი ვართ სხვა­დას­ხვა პრო­ცე­სებ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის. ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტარ­ცია რო­გორც ვიცი აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა ზამ­თრის სე­ზო­ნის და­სა­წყე­ბად, იგეგ­მე­ბა რო­გორც გუ­და­ურ­ში, ასე­ვე ბა­კუ­რი­ან­სა და მეს­ტი­ა­ში სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი რათა მოხ­დეს მომ­ხმა­რებ­ლის უფრო მეტი მი­ზიდ­ვა. ასე­ვე იგეგ­მე­ბა სა­ა­ხალ­წლო­დაც სხვა­დახ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი.

ბექა:

სვა­ნეთ­სა და ყაზ­ბეგ­ში რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ და და­ახ­ლო­ე­ბით რა თან­ხაა სა­ჭი­რო, რომ 10 დღით და­ვის­ვე­ნოთ?

-ყაზ­ბე­გი არის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­მომ­ყვან ტუ­რიზ­მში. ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი რომ­ლე­ბიც შე­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი მათ წაყ­ვა­ნას ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ ყაზ­ბე­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მო­თხოვ­ნა დი­დია ყაზ­ბეგ­ზე თა­ვი­სი უჩ­ვე­უ­ლო ბუ­ნე­ბის და სამ­ზა­რე­უ­ლოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მეს­ტი­ას, აქ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რათა ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტოს. სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მუმს აკე­თებს ამის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­დე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის. მომ­ხმა­რე­ბე­ლი თუ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს ირ­ჩევს ამ შემ­თხვე­ვა­ში ფა­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თუმ­ცა არის სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­დაც ძვი­რია მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა, მაგ­რამ ეს გათ­ვლი­ლია მა­ღალ ბი­უ­ჯე­ტი­ან ტუ­რის­ტებ­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სად და რა ფასად დაისვენებთ ზამთრის კურორტებზე

სად და რა ფასად დაისვენებთ ზამთრის კურორტებზე

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. გარდა ამისა, ზამთრის სეზონისთვის თბილისში, სამეგრელოში, ბაკურიანში და ყაზბეგში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა. ასევე მომზადდა ახალი პროდუქტი ტურისტებისთვის "საქართველოს ალპინისტური გზამკვლევი", რომელიც მოიცავს ყაზბეგს და სვანეთს. რა სიახლეებია საქართველოში ზამთრის კურორტებზე, თქვენს კითხვებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ნატა კვაჭანტირაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

გოგა:

გუდაურში, საოჯახო ტიპის სასტუმრობეში დღიური ფასი რამდენია?

-გუდაურში რამდენიმე ტიპის სასტუმრო გვხვდება, იქ არის როგორც მაღალი კატეგორიის სასტუმროები 3-4 ვარსკვლავიანები, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები.

ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან. მინიმალური ფასი შეიძლება იყოს 50 ლარი რომელიც მერყეობს 250 ლარამდე. მინიმალური ღირებულება იწყება დღე-ღამე 50 ლარიდან , რომელშიც შედის საუზმე. ეს ყველაფერი გათვლილია ერთ ადამიანზე.

ნანა:

როგორია კოტეჯების ფასი გუდაურში და რა სახის მომსახურებას სთავაზობენ დამსვენებლებს?

-კოტეჯები გუდაურში ბევრი არ არის, ისინი ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება. გაქირავების დროს მთლიანი კოტეჯი ქირავდება, რომელიც გათვლილია 4-5 ადამიანზე , თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომელიც 15 ადამიანზე გათვლილი. რაც შეეხება ფასს 500-დან 750 ლარამდე ჯდება 10 დღიანი მომსახურება. კოტეჯებს განსაკუთრებული მომსახურება არ აქვთ გარდა იმისა რომ ზოგჯერ ფასში შედის საუზმე, თუმცა შეიძლება ზოგ შემთხვევაში ესეც არ შევიდეს. კითხვის ავტორი მომსახურებაში თუ გულისხმობს ატრაქციებს სამწუხაროდ კოტეჯებს ესეთი მომსახურება არ აქვს.

ბექა:

დაახლოებით რა თანხაა საჭირო ბაკურიანში, შაბათ კვირას საოჯახო ტიპის სასტუმროს დასაჯავშნად?

-ბაკურიანსა და გუდაურს შორის რადიკალური სხვაობა ფასებში არ არის. უბრალოდ აღსანიშნავია ის, რომ ბაკურიანში უფერო მეტი რაოდენობის საოჯახო ტიპის სასტუმრო გვხვდება. რაც შეეხება შაბათ-კვირას, აქ ფასები ისევ დ აისევ გათვლილია იმაზე თუ რა ტიპის სასტუმროში აპირებს დასვენებას ესა თუ ის ადამიანი. თუ მომხმარებელი საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებს ფასი 30-35 ლარიდან იწყება და იზრდება ზემოთ.

სალო:

ზოგადად მაღალმთიან კურორტებზე, როგორი ფასებია დამსვენებლებისთვის, რა სახის მომსახურებას სთავაზობენ ტურისტებს და რის მიხედვით ხდება ფასების კლება-მატება?

-ფასების კლება და მატება ყოველთვის სეზონზეა დამოკიდებული. აქ თუ გულისხმობენ ზამთრის კურორტებს, ჩვენ ფაქტიურად უკვე ვისაუბრეთ ამაზე. ზამთრის კურორტებიდან ბაკურიანი და გუდაურია ყველაზე აქტუალური, თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ წელს მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო რომ ეს აქტივობა მესტიის მიმართულებითაც გაიზარდოს. რაც შეეხება ზაფხულს ამ შემთხვევაშიც არანაკლებ აქტუალურია მთიანი კურორტები. ყურადღება ექცევა თერმული წყლებით მდიდარ კურორტებს, რომელიც მომხმარებელს საკმაოდ იზიდავს. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საირმეზე, თუმცა აქ ფასებიც საკმაოდ მაღალია, მიუხედავად ამისა მომხმარებელი ყოველთვის ჰყავს. თუშეთში და ხევსურეთში ფასები გაცილებით დაბალია, აქ მომსახურებაში შედის მხოლოდ დილის საუზმე, თუმცა აქვე დავამატებ რომ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიძლება სხვა მომსახურების დამატებაც. მთიანი რეგიონები იმითაც გამოირჩევა რომ აქ შეიძლება ლაშქრობების მოწყობა, ცხენით გასეირნება და სხვადასხვა ტურისტული გასართობი საშუალებების მოძიება.

გიორგი:

რომელი სასტუმროა ბაკურინაში და გუდაურში, ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი დამსვენებლებისთვის?

-მე კონკრეტულად რომელიმე სასტუმროს დასახელება ძალიან გამიჭირდება, რადგან შეიძლება რეკლამაში ჩამეთვალოს. ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი როცა მიემგზავრება დასასვენებლად მან წინასწარ იცის თავისი ბიუჯეტი და შესაბამისად არჩევს იმ კატეგორიის სასტუმროს რისი გადახდის საშუალებაც მას გააჩნია. მინდა ვუთხრა გიორგის რომ არჩევანი საკმაოდ დიდი აქვს და თავისი ბიუჯეტის გათვალისწინებით შეუძლია შეაჩეროს არჩევანი იმაზე რაც მას აწყობს.

ნათია:

ზამთრის უცხოური კურორტებიდან, რომელზე არის განსაკუთრებული მოთხოვნა და რა მიმართულებით სთავაზობთ დამსვენებლებს არჩევანის გაკეთებას?

-ძალიან პოპულარულია რა თქმა უნდა ევროპის მიმართულება, თუმცა არის კატეგორია რომლებსაც თბილ ქვეყნებში ურჩევნიათ ზამთრის შვებულების გატარება. ამ ეტაპისთვის ძალიან აქტუალურია ეგვიპტე, სადაც პირდაპირი ჩარტერული რეისებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ევროპის მიმართულებით ტურები ძალიან პოპულარულია, მითუმეტეს საშობაო პერიოდი.

ნანა:

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამსვენებლებს?

-რაც შეეხება ეროვნულ ადმინისტრაციას ბევრი სიახლე აქვს, თუმცა მე არ ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან ეროვნულ ადმინისტრაციას არ წარმოვადგენ, მე ვარ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა პროცესებში ტურიზმის განვითარების. ეროვნული ადმინისტარცია როგორც ვიცი აქტიურად ემზადება ზამთრის სეზონის დასაწყებად, იგეგმება როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანსა და მესტიაში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები რათა მოხდეს მომხმარებლის უფრო მეტი მიზიდვა. ასევე იგეგმება საახალწლოდაც სხვადახვა ღონისძიებები, რომელიც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სპორტული.

ბექა:

სვანეთსა და ყაზბეგში როგორი მდგომარეობაა, ტურიზმის განვითარების მხრივ და დაახლოებით რა თანხაა საჭირო, რომ 10 დღით დავისვენოთ?

-ყაზბეგი არის საკმაოდ პოპულარული მიმართულება შემომყვან ტურიზმში. ტურისტული ჯგუფები რომლებიც შემოდიან საქართველოში ქართველი ტუროპერატორები მათ წაყვანას ყოველთვის ცდილობენ ყაზბეგის მიმართულებით.

მოთხოვნა დიდია ყაზბეგზე თავისი უჩვეულო ბუნების და სამზარეულოს გათვალისწინებით. რაც შეეხება მესტიას, აქ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ვიზიტორების რაოდენობამ იმატოს. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ყველაზე საყვარელი მიმართულება გახდება ტურისტებისთვის. მომხმარებელი თუ საოჯახო ტიპის სასტუმროს ირჩევს ამ შემთხვევაში ფასები გაცილებით ხელმისაწვდომია. თუმცა არის სასტუმროები, სადაც ძვირია მომსახურეობა, მაგრამ ეს გათვლილია მაღალ ბიუჯეტიან ტურისტებზე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას