საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება

საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება

საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "აუტო ბილდ საქართველოდან" აცნობეს, კონკურსი "ოქროს საჭე 2013" წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს. კონკურსს ჟურნალი კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით ახორციელებს.

ამჯერად, კონკურსს "ოქროს საჭე 2013"-ის ფარგლებში, "ფოლკსვაგენის" მხარდასაჭერი ღონისძიება ტარდება.

შაბათს, "ვარდების მოედნის" გარკვეული ნაწილი ჯებირებით შემოიღობება, ავტომოყვარულები კი მეტად საინტერესო და სახალისო სანახაობას იხილავენ. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საავტომობილო შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიც ცნობილ სახეებს Volkswagen CC-თი სხვადასხვა ბარიერების გადალახვა მოუწევთ. ამასთან, ნებისმიერს ექნება საშუალება დაათვალიეროს უახლესი მოდელები: Jetta, Tiguan, Amarok, და ადგილზე მიიღოს მონაწილეობა კონკურს "ოქროს საჭე 2013"-ში და აირჩიოს მისთვის სასურველი მოდელები.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე "ვისოლის" ვებგვერდისა და facebook პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს. დამატებით, "ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსის ფარგლებში, ყოველ შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას ჩაერთოს წლის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენის პროცესში და აირჩიოს მისთვის საუკეთესო ბრენდი.

ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში ჩართულნი არიან საავტომობილო დილერები, სხვადასხვა ავტო ბრენდის ფან კლუბები და სხვა გულშემატკივრები.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია