მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში ბრინჯაოს ხანის მარანს მიაგნეს
ისრაელში ბრინჯაოს ხანის მარანს მიაგნეს

ამე­რი­კე­ლი და ებ­რა­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ჯგუფ­მა, ფი­ნი­კი­ელ მე­ფე­თა სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 3600 წლის წი­ნან­დე­ლი ღვი­ნის სარ­და­ფი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შე­სა­ხებ The New York Times წერს.

სარ­და­ფი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლის თელ-კაბ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ღვი­ნის სა­თავ­სოს სულ 35 კვ.მ ტე­რი­ტო­რია უჭი­რავს, სა­დაც 40 კე­რა­მი­კუ­ლი ჭურ­ჭელს მი­აგ­ნეს. ჭურ­ჭე­ლი სი­მაღ­ლე­ში 1 მ-ზე მე­ტია. კე­რა­მი­კის კედ­ლებ­ზე აღ­მოჩ­ნდა ღვი­ნის მჟა­ვის, მა­რი­ლე­ბი­სა და ღვი­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კვა­ლი. ყვე­ლა ჭურ­ჭელ­ში ერ­თად, და­ახ­ლო­ე­ბით 3 000 ბოთ­ლი ღვი­ნო ინა­ხე­ბო­და.

ქი­მი­ურ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სხვა­დას­ხვა ჭურ­ჭელ­ში ერთი სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო ესხა. ამის გამო, კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სას­მე­ლი მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სით მზად­დე­ბო­და. ღვი­ნო­ში ამა­ტებ­დნენ: პიტ­ნას, თაფლს, ღვი­ას, და­რი­ჩინს და ფისს. მეც­ნი­ერ­თა თქმით, ფი­ნი­კი­ე­ლე­ბის ღვი­ნო მოგ­ვა­გო­ნებს პო­პუ­ლა­რულ ბერ­ძნულ ღვი­ნო რე­ცი­ნას ( Retsina ), რო­მელ­საც ამ დრომ­დე ამ­ზა­დე­ბენ ფი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა, ეს არ არის მსოფ­ლი­ო­ში ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის უძ­ვე­ლე­სი შემ­თხვე­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

ისრაელში ბრინჯაოს ხანის მარანს მიაგნეს

ისრაელში ბრინჯაოს ხანის მარანს მიაგნეს

ამერიკელი და  ებრაელი არქეოლოგების ჯგუფმა, ფინიკიელ მეფეთა სასახლის ტერიტორიაზე 3600 წლის წინანდელი ღვინის სარდაფი აღმოაჩინა. ამის შესახებ The New York Times წერს.

სარდაფი არქეოლოგიური ძეგლის თელ-კაბრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ღვინის სათავსოს სულ 35 კვ.მ ტერიტორია უჭირავს, სადაც 40 კერამიკული ჭურჭელს მიაგნეს. ჭურჭელი სიმაღლეში 1 მ-ზე მეტია. კერამიკის კედლებზე აღმოჩნდა ღვინის მჟავის, მარილებისა და ღვინისთვის დამახასიათებელი სხვა ნივთიერებების კვალი. ყველა ჭურჭელში ერთად, დაახლოებით 3 000 ბოთლი ღვინო ინახებოდა.

ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ჭურჭელში ერთი სახეობის ღვინო ესხა. ამის გამო, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სასმელი მკაცრად განსაზღვრული წესით მზადდებოდა. ღვინოში ამატებდნენ: პიტნას, თაფლს, ღვიას, დარიჩინს და ფისს. მეცნიერთა თქმით, ფინიკიელების ღვინო მოგვაგონებს პოპულარულ ბერძნულ ღვინო რეცინას ( Retsina ), რომელსაც ამ დრომდე ამზადებენ ფისის გამოყენებით.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ აღმოჩენის მნიშვნელობისა, ეს არ არის მსოფლიოში ღვინის დამზადების  უძველესი შემთხვევა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს