ქუთაისში საახალწლო მორთულობების დამონტაჟებისთვის მერიამ 96 295 ლარი გამოყო. 15 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში, შპს "აღმდგენმა" გაიმარჯვა და ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს 95 100 ლარად შეასრულებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსრულებელი ფირმა ვალდებულია ქალაქისთვის ახალი საახალწლო მანათობელი ფიგურების მონტაჟი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან დაიწყოს და დემონტაჟი მომავალი წლის 20 იანვრამდე დაასრულოს.
ქალაქში მანათობელი ნათურები სულ 36 ადგილზე დამონტაჟდება.