მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ყველაზე გადამდები დაავადება
რომელია ყველაზე გადამდები დაავადება

ყვე­ლა­ზე გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა

ასე­თი გახ­ლავთ დენ­გე, ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მოს­კიტს გა­და­აქვს. მისი გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ვა­რი­ან­ტია დენ­გეს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­რე­ცი­დი­ვე და­ა­ვა­დე­ბაც იყოს. 1998 წელს აღი­რი­ცხა დენ­გეს და­ა­ვა­დე­ბის 1,2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა. 15 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი

გუ­ლის კო­რო­ნა­რუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბა უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი გახ­ლავთ. მო­წე­ვა, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და მავ­ნე ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რის­კფაქ­ტო­რე­ბია.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა

ამით სამი და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა - შიდსი, ცო­ფის თა­ვის ტვი­ნის ფორ­მა და შავი ჭირი. შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის სინ­დრო­მი (შიდსი) გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. მისი გა­მომ­წვე­ვი, ადა­მი­ა­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვირუ­სი (აივ), ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დათ­რგუნ­ვას იწ­ვევს. იგი უტევს იმუ­ნურ სის­ტე­მას და ადა­მი­ანს სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის წი­ნა­შე და­უც­ველს ტო­ვებს. შიდსი აივ ინ­ფექ­ცი­ის გვი­ა­ნი სტა­დი­აა. ცო­ფიც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მას აზი­ა­ნებს. ის ადა­მი­ანს ცო­ფი­ა­ნი ცხო­ვე­ლის ნაკ­ბე­ნით გა­და­ე­ცე­მა. ცო­ფის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის (ენო­ტი, მე­ლია, ღა­მუ­რა) წი­ლად მო­დის. ამ და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე, შემ­დეგ იწყე­ბა ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, უძი­ლო­ბა, მო­უს­ვენ­რო­ბა, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ნერ­წყვდე­ნა და ჰიდრო­ფო­ბია (წყლის შიში). ადა­მი­ა­ნი სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კვდე­ბა, მაგ­რამ თუ პრე­ვენ­ცია კბე­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყო, გა­დარ­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბა დი­დია. შავი ჭირი - ამ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ­მა ეპი­დე­მი­ამ მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი იმ­სხვერ­პლა. მხო­ლოდ 1347-დან 1351 წლებ­ში შავ­მა ჭირ­მა, რო­მელ­მაც თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა, სა­ერ­თო ჯამ­ში 75 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რომელია ყველაზე გადამდები დაავადება

რომელია ყველაზე გადამდები დაავადება

ყველაზე გადამდები დაავადება

ასეთი გახლავთ დენგე, ვირუსული დაავადება, რომელიც მოსკიტს გადააქვს. მისი გაცილებით მძიმე ვარიანტია დენგეს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც შესაძლოა ყველაზე გავრცელებული მორეციდივე დაავადებაც იყოს. 1998 წელს აღირიცხა დენგეს დაავადების 1,2 მილიონი შემთხვევა. 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი

გულის კორონარული სისტემის დაავადება უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი გახლავთ. მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და მავნე ქოლესტერინის მომატება ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორებია.

ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა

ამით სამი დაავადება გამოირჩევა - შიდსი, ცოფის თავის ტვინის ფორმა და შავი ჭირი. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) გადამდები ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), ადამიანის იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს. იგი უტევს იმუნურ სისტემას და ადამიანს სხვა ინფექციების წინაშე დაუცველს ტოვებს. შიდსი აივ ინფექციის გვიანი სტადიაა. ცოფიც ვირუსული ინფექციაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. ის ადამიანს ცოფიანი ცხოველის ნაკბენით გადაეცემა. ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა გარეული ცხოველების (ენოტი, მელია, ღამურა) წილად მოდის. ამ დაავადების ადრეული ნიშნებია ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე, შემდეგ იწყება ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა და ჰიდროფობია (წყლის შიში). ადამიანი სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ კვდება, მაგრამ თუ პრევენცია კბენისთანავე დაიწყო, გადარჩენის ალბათობა დიდია. შავი ჭირი - ამ ინფექციური დაავადების ყველაზე საშინელმა ეპიდემიამ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი იმსხვერპლა. მხოლოდ 1347-დან 1351 წლებში შავმა ჭირმა, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, საერთო ჯამში 75 მილიონი ადამიანი შეიწირა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია