მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის პრობლემებს
როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის პრობლემებს

დღეს ბავ­შვებ­ში და უფ­რო­სებ­ში ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა. ხერ­ხემ­ლის ტკი­ვი­ლი სხვა ორ­გა­ნო­თა ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე საგ­რძნობ გავ­ლე­ნას ახ­დენს. რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ამ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მე­ლი მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ­ჟა­მად მათ სამ­კურ­ნა­ლოდ, თქვენს კი­თხვებს ორ­თო­პე­დი, ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

ლელა ცინ­ცა­ძე:

მაქვს სქო­ლი­ო­ზი და სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი წე­ლის, მარ­ჯვე­ნა გვერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში. დი­აგ­ნო­ზია ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი M42. რა უნდა გა­ვა­კე­თო ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბის გარ­და, რომ ტკი­ვი­ლი შე­ვიმ­სუ­ბუ­ქო?

-ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ცოტა ძნე­ლია, რად­გან ჩვენ პა­ცი­ენ­ტის ასა­კი არ ვი­ცით. 20 წლის შემ­დეგ სქო­ლი­ო­ზის დე­ფორ­მა­ცია აღარ უა­რეს­დე­ბა, მაგ­რამ უა­რეს­დე­ბა ტკი­ვი­ლი. ასი­მეტ­რი­უ­ლი ხერ­ხე­მა­ლი ზო­გა­დად მტკივ­ნე­უ­ლი ხერ­ხე­მა­ლია, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვარ­ჯი­შია. ვარ­ჯი­შის დროს კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მა მაგრდე­ბა და დატ­ვირ­თვა ხერ­ხემ­ლი­დან გა­და­დის კუნთზე. აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვე­ბი შე­ი­ზღუ­დოს. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჭარ­ბი წონა შემ­ცირ­დეს, პა­ცი­ენ­ტმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ამ­ცი­როს ჯდო­მი­თი ხან­გრძლი­ვო­ბაც. სიმ­ძი­მის აწე­ვა იკ­რძა­ლე­ბა და ასე­ვე მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უნდა თქვას უარი, რო­გო­რიც არის სი­გა­რე­ტი და ალ­კოჰო­ლი. ასე­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ თუ ტკი­ვი­ლის კუ­პი­რე­ბა უნდა პა­ცი­ენტს მოკ­ლე ხან­ში უნდა მი­ი­ღოს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი.

ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე:

მე­სა­მე წე­ლია რაც კომ­პი­უ­ტერ­თან ვმუ­შა­ობ.(ოპე­რა­ტო­რი ვარ), დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 - 8 სა­ათს ვა­ტა­რებ კომ­პი­უ­ტერ­თან. ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ტკი­ვი­ლე­ბი ზურ­გი­სა და კის­რის არე­ში. გა­და­ვი­ღე რენტგე­ნი და მაქვს ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი და ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა. და­მი­ნიშ­ნეს ლო­ქ­სი­დო­ლი, მაგ­რამ შე­დე­გი არ მაქვს. თქვენ რას მირ­ჩევთ?

-მე­დი­კა­მენ­ტი ეს არის ტკი­ვი­ლის გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, თუ პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლი არის რომ გა­ი­ყუ­ჩოს ტკი­ვი­ლი მა­შინ შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი მე­დი­კა­მენ­ტი. ნი­ნოს ვე­ტყვი, რომ მე­დი­კა­მენ­ტით პრობ­ლე­მა ვერ გა­და­იჭ­რე­ბა, აქ მხო­ლოდ ტკი­ვი­ლი ყუჩ­დე­ბა. კომ­პი­უ­ტე­რის პოზა ეს არის კა­ტას­ტრო­ფა ხერ­ხემ­ლის­თვის, თუმ­ცა ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რომ სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლოს და არ იმუ­შა­ვოს, ამი­ტომ მე ნი­ნოს ვურ­ჩევ რომ 1 სა­ა­თი ჯდო­მის შემ­დეგ 5-10 წუთი გა­ი­ა­როს, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა. ნი­ნომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ნა­ხოს დრო ვარ­ჯი­შის­თვის და ცურ­ვის­თვის.

ნელი შა­გაშ­ვი­ლი:

ჩემი 32 წლის შვი­ლი, პრო­ფე­სი­ით მძღო­ლია, აწუ­ხებს თა­ვის, გუ­ლის არე­ში ტკი­ვი­ლე­ბი, მო­მენ­ტა­ლუ­რად გო­ნე­ბა ეთი­შე­ბა. აქვს ჭარ­ბი წონა, შარ­შან გა­და­ი­ღო ტო­მოგ­რა­ფია თა­ვის და კის­რის არე­ში, და­უდ­გი­ნეს თავ­ში კის­ტა და კი­სერ­ში მა­რი­ლე­ბი, ზურ­გის მარ­ცხე­ნა მხა­რეს აქვს სი­ლურ­ჯე, და­ნიშ­ნულ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, ექი­მი გვე­უბ­ნე­ბა,რომ ეს სა­ში­ში არ არის, მაგ­რამ ტკი­ვი­ლე­ბი და თავ­ბრუს­ხვე­ვა მა­ინც აქვს, ავად­მყო­ფი სუ­ლი­ე­რად გა­და­ი­ღა­ლა ამ­დე­ნი უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბით. გთხოვთ, მირ­ჩი­ოთ სად და რო­მელ ექიმ­თან მი­ვიყ­ვა­ნო, იქ­ნებ კონ­კრე­ტუ­ლად მი­მი­თი­თოთ, რომ ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი და მკურ­ნა­ლო­ბა და­ე­ნიშ­ნოს.

-გუ­ლის წას­ვლა და თავ­ბრუს­ხვე­ვა ნამ­დვი­ლად მი­სა­ხე­დია. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მა­ტით ესე­თი რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ცე­მა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ასე­ვე თვი­თონ კის­ტა­ზე ნათ­ქვა­მია ცოტა გა­უ­გებ­რად , ამი­ტომ წინა შე­კი­თხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით აქ პა­სუ­ხის გა­ცე­მა მი­ჭირს. მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს: ნე­ი­რო­ქი­რურგს ან ნევ­რო­პა­თო­ლოგს.

გელა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი:

ასა­კი­ა­ნი ვარ. ეზო­ში წა­ვი­ქე­ცი. ვი­ყა­ვი ექიმ­თან, რო­მელ­მაც მი­თხრა ერთი მალა გა­ტე­ხი­ლი­აო. ტკი­ვი­ლე­ბი არ მა­წუ­ხებს. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, გა­ტე­ხი­ლი მა­ლის პი­რო­ბებ­ში ტკი­ვი­ლი არ იყოს?

-რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა ტკი­ვი­ლი არ იყოს. გა­ტე­ხი­ლი მა­ლის პი­რო­ბებ­ში ტკი­ვი­ლი, ეს არ არის მა­ლის ტკი­ვი­ლი, ეს არის და­ბე­ჟი­ლო­ბა მა­ლას ირ­გვლივ, ასე რომ შე­იძ­ლე­ბა არ გტკი­ო­დეს და იყოს გა­ტე­ხი­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლისტს ეჩ­ვე­ნოს და თუ დი­აგ­ნო­ზი და­დას­ტურ­და, პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა სპე­ცი­ფი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კორ­სე­ტი­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში, კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბით, მა­სა­ჟით და ვარ­ჯი­შით. თუ მო­ტე­ხი­ლო­ბა არის მწვა­ვე და ახა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა კორ­სე­ტი.

რუსა მგე­ლა­ძე:

ვარ სკო­ლის მოს­წავ­ლე. მა­ღა­ლი აღ­ნა­გო­ბის, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა..(არ მაქვს

დრო და­მა­ტე­ბით ვარ­ჯი­შის­თვის) იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ, და რა­ი­მე ისე­თი მას­წავ­ლოთ, რაც და­მეხ­მა­რე­ბა ჩემი პრობ­ლე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დიდი დროს ხარ­ჯვის გა­რე­შე.. (დი­ლის ან სა­ღა­მოს ვარ­ჯი­ში).

-სა­ინ­ტე­რე­სოა რას გუ­ლის­ხმობს პრობ­ლე­მებ­ში. თუ ეს არის სქო­ლი­ო­ზი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­ხე­დოს ამ საქ­მეს. ამას დას­ჭირ­დე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად რენდგე­ნე­რო­გი­უ­ლი კვლე­ვა, იმი­ტომ რომ 18 წლამ­დე პროგ­რე­სი­რე­ბის რის­კი არ­სე­ბობს. რენტგე­ნი 6 თვე­ში ერთხელ უნდა გა­კეთ­დეს, რომ გა­უ­ა­რე­სე­ბა არ გა­მოგ­ვე­პა­როს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პრობ­ლე­მებს თუ ტკი­ვი­ლე­ბი აქვს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­სა­ჟი, ვარ­ჯი­ში და ცურ­ვა. შე­უძ­ლია 10-10 წუთი გა­მო­ნა­ხოს 6-ჯერ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში გა­მო­ვა სა­ა­თი. მე ვფიქ­რობ აქ ნამ­დვი­ლად არ არის სა­ჭი­რო დიდი დრო უბ­რა­ლოდ სა­ჭი­როა დღის გა­და­ნა­წი­ლე­ბა სწო­რად.

ინგა ქენ­ქა­ძე:

მაქვს კის­რი­სა და ხერ­ხემ­ლის სა­ზღვარ­ზე ე.წ. მა­რი­ლე­ბი. მარ­ჯვე­ნა ხე­ლი­სა და ბე­ჭის მხა­რეს

ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი. აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­მის­ვეს წე­ლის ლორ­დო­ზის, ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი­სა და სა­ვა­რა­უ­დოდ, დის­კო­ზის დი­აგ­ნო­ზი. მირ­ჩი­ეთ ვის მივ­მარ­თო? გარ­და ამი­სა მაქვს ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა. ვარ 40 წლის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ არა კორ­სე­ტის ტა­რე­ბამ კუ­ზი­სა­გან რომ გა­და­მარ­ჩი­ნოს?

-რაც შე­ე­ხე­ბა კუზს, ამ ასაკ­ში არ გან­ვი­თარ­დე­ბა. კორ­სე­ტის და­ნიშნ­ვას თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბი აქვს, მას აქვს ერთი დიდი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა, ის კუნთს ადუ­ნებს, ასე რომ მისი და­ნიშ­ვნა ასე ხე­ლა­ღე­ბით არ შე­იძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­მოთ­ვლილ დი­აგ­ნო­ზებს, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა რო­გო­რი­ცაა წე­ლის მი­და­მოს მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა. ეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს ზუს­ტად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა. რაც შე­ე­ხე­ბა კორ­სე­ტის ტა­რე­ბას იმის­თვის, რომ კუზი არ გან­ვი­თარ­დეს, პა­ცი­ენტს და­ვამ­შვი­დებ, რომ ამ ასაკ­ში კუზი არ ვი­თარ­დე­ბა.

თი­ნა­თინ ივა­ნიშ­ვი­ლი:

ვარ 27 წლის. მა­წუ­ხებს ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა. მაქვს ხერ­ხე­მა­ლი გამ­რუ­დე­ბუ­ლი, რას მირ­ჩევთ?

-ამ ასაკ­ში დე­ფორ­მა­ცია არ გა­ნიც­დის პროგ­რე­სი­რე­ბას, რაც კარ­გი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­მა­ტებს ტკი­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვის მი­ხედ­ვა, ეს არის ორი რამ: შემ­ცირ­დეს ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და გა­მაგრდეს კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მა. პა­ცი­ენ­ტი უნდა მო­ე­რი­დოს ჭარბ წო­ნას, სიმ­ძი­მის აწე­ვას და მუდ­მი­ვად უნდა იყოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მიმ­დე­ვა­რი.

ბეგ­ლარ და­დი­ა­ნი:

მაქვს ხერ­ხემ­ლის ძვლის გა­დახ­რა და მარ­ჯვე­ნა ფეხ­ში ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი. რო­გორ ვიმ­კურ­ნა­ლო?

-აქ პა­ცი­ენ­ტი ალ­ბათ გუ­ლის­ხმობს ხერ­ხემ­ლის გა­დახ­რას. არ­სე­ბობს ესე­თი ან­ტალ­გი­უ­რი სქო­ლი­ო­ზი, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვი არის ტკი­ვი­ლი. ანუ ხერ­ხე­მა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს გამ­რუ­დე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის გამო. აქ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რა არის ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზი. თუ ტკი­ვი­ლე­ბი გა­ხან­გრძლივ­და და მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად არ მო­იხ­სნა აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვა, რო­გო­რი­ცაა მა­გი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა.

ნი­ნუ­ცა:

თით­ქმის 2 წე­ლია მა­წუ­ხებს მხრის (მარ­ჯვე­ნა - მარ­ცხე­ნა) და ზურ­გის არე­ში ტკი­ვი­ლე­ბი. რა­დი­კუ­ლი­ტის გამო, რამ­დენ­ჯერ­მე ვერც გა­ვი­მარ­თე. სამ­სა­ხურ­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­რე­ბა გვაქვს, რო­მე­ლიც ზუს­ტად ჩემს თავ­ზეა მო­თავ­სე­ბუ­ლი, რა­საც შე­მო­აქვს ჰა­ე­რი გა­რე­დან ცივი ან ცხე­ლი და + კონ­დი­ცი­ო­ნე­რიც. ექიმ­მა გა­და­მი­ღო რენტგე­ნი (არა­ფე­რი გჭირ­სო). და­მი­ნიშ­ნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და მა­ლა­მო. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში გაქვს, იმოძ­რა­ვეთ, უმოძ­რა­ო­ბამ იცი­სო, მაგ­რამ ვცეკ­ვავ, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ ფიტ­ნე­სით, ახლა უკვე იო­გას ვი­წყებ. პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც მე­ორ­დე­ბა ტკი­ვი­ლე­ბი. რა შე­იძ­ლე­ბა მეშ­ვე­ლოს?

-ზო­გა­დად ეს პა­თო­ლო­გია ვერ იტანს კონ­დინ­ცი­რე­ბას და ჰა­ე­რის ნა­კადს. ნი­ნუ­ცას ვურ­ჩევ რომ ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლოს. ის რაც მან ჩა­მოთ­ვა­ლა რომ არის და­კა­ვე­ბუ­ლი ცურ­ვით და ფიტ­ნე­სით, ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა. პე­რი­ო­დუ­ლად მას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი. მო­ე­რი­დოს ხან­გრძლი­ვად ჯდო­მას . ერთი სა­ა­თი ჯდო­მის შემ­დეგ რა­მო­დე­ნი­მე წუთი გა­ი­ა­როს. მო­ე­რი­დოს სიმ­ძი­მე­ებს, მა­ღალ ქუს­ლებს, ჭარბ წო­ნას და სიმ­ძი­მის აწე­ვას. თუ რენდგე­რო­ნო­გი­უ­ლად არა­ფე­რი პა­თო­ლო­გია არ არის, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოს­წორ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დალი
0

გავიკეთე მრტ, მაქვს პროტრუზია და მეორე და და მესამე მალის ჩამკეტი ფირფიტების მოყეხილობა. მაქვს ტკივილები. განკურნებადია თუ არა ჩემი დაავადება?

როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის პრობლემებს

როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის პრობლემებს

დღეს ბავშვებში და უფროსებში ხერხემლის პრობლემა ყველაზე აქტუალური თემაა. ხერხემლის ტკივილი სხვა ორგანოთა ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე საგრძნობ გავლენას ახდენს. როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებებს, რომელი მეთოდები გამოიყენება ამჟამად მათ სამკურნალოდ, თქვენს კითხვებს ორთოპედი, ზაზა აზმაიფარაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ლელა ცინცაძე:

მაქვს სქოლიოზი და საშინელი ტკივილები წელის, მარჯვენა გვერდისა და მუცლის არეში. დიაგნოზია ოსტეოქონდროზი M42. რა უნდა გავაკეთო ყოველდღიური ვარჯიშების გარდა, რომ ტკივილი შევიმსუბუქო?

-ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა ძნელია, რადგან ჩვენ პაციენტის ასაკი არ ვიცით. 20 წლის შემდეგ სქოლიოზის დეფორმაცია აღარ უარესდება, მაგრამ უარესდება ტკივილი. ასიმეტრიული ხერხემალი ზოგადად მტკივნეული ხერხემალია, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშია. ვარჯიშის დროს კუნთოვანი სისტემა მაგრდება და დატვირთვა ხერხემლიდან გადადის კუნთზე. აუცილებელია რომ ფიზიკური დატვირთვები შეიზღუდოს. ასევე აუცილებელია ჭარბი წონა შემცირდეს, პაციენტმა აუცილებლად უნდა შეამციროს ჯდომითი ხანგრძლივობაც. სიმძიმის აწევა იკრძალება და ასევე მავნე ჩვევებზე უნდა თქვას უარი, როგორიც არის სიგარეტი და ალკოჰოლი. ასევე დავამატებ, რომ თუ ტკივილის კუპირება უნდა პაციენტს მოკლე ხანში უნდა მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი.

ნინო სიხარულიძე:

მესამე წელია რაც კომპიუტერთან ვმუშაობ.(ოპერატორი ვარ), დღეში დაახლოებით 7 - 8 საათს ვატარებ კომპიუტერთან. ძალიან მაწუხებს ტკივილები ზურგისა და კისრის არეში. გადავიღე რენტგენი და მაქვს ოსტეოქონდროზი და ხერხემლის გამრუდება.  დამინიშნეს ლოქსიდოლი, მაგრამ შედეგი არ მაქვს. თქვენ რას მირჩევთ?

-მედიკამენტი ეს არის ტკივილის გამაყუჩებელი, თუ პაციენტის სურვილი არის რომ გაიყუჩოს ტკივილი მაშინ შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი მედიკამენტი. ნინოს ვეტყვი, რომ მედიკამენტით პრობლემა ვერ გადაიჭრება, აქ მხოლოდ ტკივილი ყუჩდება. კომპიუტერის პოზა ეს არის კატასტროფა ხერხემლისთვის, თუმცა ძნელი სათქმელია, რომ სამსახური შეიცვალოს და არ იმუშავოს, ამიტომ მე ნინოს ვურჩევ რომ 1 საათი ჯდომის შემდეგ 5-10 წუთი გაიაროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მკაცრი რეკომენდაციაა. ნინომ აუცილებლად უნდა გამონახოს დრო ვარჯიშისთვის და ცურვისთვის.

ნელი შაგაშვილი:

ჩემი 32 წლის შვილი, პროფესიით მძღოლია, აწუხებს თავის, გულის არეში ტკივილები, მომენტალურად გონება ეთიშება. აქვს ჭარბი წონა, შარშან გადაიღო ტომოგრაფია თავის და კისრის არეში, დაუდგინეს თავში კისტა და კისერში მარილები, ზურგის მარცხენა მხარეს აქვს სილურჯე, დანიშნულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ექიმი გვეუბნება,რომ ეს საშიში არ არის, მაგრამ ტკივილები და თავბრუსხვევა მაინც აქვს, ავადმყოფი სულიერად გადაიღალა ამდენი უშედეგო მკურნალობით. გთხოვთ, მირჩიოთ სად და რომელ ექიმთან მივიყვანო, იქნებ კონკრეტულად მიმითითოთ, რომ ზუსტი დიაგნოზი და მკურნალობა დაენიშნოს.

-გულის წასვლა და თავბრუსხვევა ნამდვილად მისახედია. სატელევიზიო ფორმატით ესეთი რეკომენდაციის მიცემა ძალიან ძნელია. ასევე თვითონ კისტაზე ნათქვამია ცოტა გაუგებრად , ამიტომ წინა შეკითხვებისგან განსხვავებით აქ პასუხის გაცემა მიჭირს. მან აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს: ნეიროქირურგს ან ნევროპათოლოგს.

გელა ბერძენიშვილი:

ასაკიანი ვარ. ეზოში წავიქეცი. ვიყავი ექიმთან, რომელმაც მითხრა ერთი მალა გატეხილიაო. ტკივილები არ მაწუხებს. შეიძლება თუ არა, გატეხილი მალის პირობებში ტკივილი არ იყოს?

-რა თქმა უნდა, შეიძლება ტკივილი არ იყოს. გატეხილი მალის პირობებში ტკივილი, ეს არ არის მალის ტკივილი, ეს არის დაბეჟილობა მალას ირგვლივ, ასე რომ შეიძლება არ გტკიოდეს და იყოს გატეხილი. აუცილებლად სპეციალისტს ეჩვენოს და თუ დიაგნოზი დადასტურდა, პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება სპეციფიური მკურნალობა, რომელიც გამოიხატება კორსეტითი მობილიზაციაში, კალციუმის პრეპარატებით, მასაჟით და ვარჯიშით. თუ მოტეხილობა არის მწვავე და ახალი აუცილებლად დასჭირდება კორსეტი.

რუსა მგელაძე:

ვარ სკოლის მოსწავლე. მაღალი აღნაგობის, ძალიან მაწუხებს ხერხემლის პრობლემა..(არ მაქვს

დრო დამატებით ვარჯიშისთვის) იქნებ დამეხმაროთ, და რაიმე ისეთი მასწავლოთ, რაც დამეხმარება ჩემი პრობლემის გაუმჯობესებაში დიდი დროს ხარჯვის გარეშე.. (დილის ან საღამოს ვარჯიში).

-საინტერესოა რას გულისხმობს პრობლემებში. თუ ეს არის სქოლიოზი აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ საქმეს. ამას დასჭირდება პერიოდულად რენდგენეროგიული კვლევა, იმიტომ რომ 18 წლამდე პროგრესირების რისკი არსებობს. რენტგენი 6 თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს, რომ გაუარესება არ გამოგვეპაროს. რაც შეეხება სხვა პრობლემებს თუ ტკივილები აქვს, აუცილებელია მასაჟი, ვარჯიში და ცურვა. შეუძლია 10-10 წუთი გამონახოს 6-ჯერ დღის განმავლობაში, ჯამში გამოვა საათი. მე ვფიქრობ აქ ნამდვილად არ არის საჭირო დიდი დრო უბრალოდ საჭიროა დღის გადანაწილება სწორად.

ინგა ქენქაძე:

მაქვს კისრისა და ხერხემლის საზღვარზე ე.წ. მარილები. მარჯვენა ხელისა და ბეჭის მხარეს

ძლიერი ტკივილი. აუტანელი ტკივილი წელის არეში. რამდენიმე წლის წინ დამისვეს წელის ლორდოზის, ოსტეოქონდროზისა და სავარაუდოდ, დისკოზის დიაგნოზი. მირჩიეთ ვის მივმართო? გარდა ამისა მაქვს ხერხემლის გამრუდება. ვარ 40 წლის. შესაძლებელია, თუ არა კორსეტის ტარებამ კუზისაგან რომ გადამარჩინოს?

-რაც შეეხება კუზს, ამ ასაკში არ განვითარდება. კორსეტის დანიშნვას თავისი ჩვენებები აქვს, მას აქვს ერთი დიდი უარყოფითი თვისება, ის კუნთს ადუნებს, ასე რომ მისი დანიშვნა ასე ხელაღებით არ შეიძლება. რაც შეეხება ჩამოთვლილ დიაგნოზებს, სასურველი იქნება ისეთი გამოკვლევის ჩატარება როგორიცაა წელის მიდამოს მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა. ეს გამოკვლევები საშუალებას მოგვცემს ზუსტად ჩამოვაყალიბოთ მკურნალობის ტაქტიკა. რაც შეეხება კორსეტის ტარებას იმისთვის, რომ კუზი არ განვითარდეს, პაციენტს დავამშვიდებ, რომ ამ ასაკში კუზი არ ვითარდება.

თინათინ ივანიშვილი:

ვარ 27 წლის. მაწუხებს ხერხემლის პრობლემა. მაქვს ხერხემალი გამრუდებული, რას მირჩევთ?

-ამ ასაკში დეფორმაცია არ განიცდის პროგრესირებას, რაც კარგი ამბავია, მაგრამ აუცილებლად მოიმატებს ტკივილი. რაც შეეხება თავის მიხედვა, ეს არის ორი რამ: შემცირდეს ფიზიკური დატვირთვა და გამაგრდეს კუნთოვანი სისტემა. პაციენტი უნდა მოერიდოს ჭარბ წონას, სიმძიმის აწევას და მუდმივად უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი.

ბეგლარ დადიანი:

მაქვს ხერხემლის ძვლის გადახრა და მარჯვენა ფეხში ძლიერი ტკივილი. როგორ ვიმკურნალო?

-აქ პაციენტი ალბათ გულისხმობს ხერხემლის გადახრას. არსებობს ესეთი ანტალგიური სქოლიოზი, რომლის გამომწვევი არის ტკივილი. ანუ ხერხემალი შეიძლება იყოს გამრუდებული ტკივილის გამო. აქ აუცილებელია დამატებითი გამოკვლევები, რა არის ტკივილის მიზეზი. თუ ტკივილები გახანგრძლივდა და მკურნალობის შედეგად არ მოიხსნა აუცილებლად დასჭირდება დამატებითი კვლევა, როგორიცაა მაგიტორეზონანსული გამოკვლევა.

ნინუცა:

თითქმის 2 წელია მაწუხებს მხრის (მარჯვენა - მარცხენა) და ზურგის არეში ტკივილები. რადიკულიტის გამო, რამდენჯერმე ვერც გავიმართე. სამსახურში ცენტრალიზებული კონდიცირება გვაქვს, რომელიც ზუსტად ჩემს თავზეა მოთავსებული, რასაც შემოაქვს ჰაერი გარედან ცივი ან ცხელი და + კონდიციონერიც. ექიმმა გადამიღო რენტგენი (არაფერი გჭირსო).  დამინიშნა ანტიბიოტიკები და მალამო. ყველაფერი ნორმაში გაქვს, იმოძრავეთ, უმოძრაობამ იცისო, მაგრამ ვცეკვავ, დაკავებული ვარ ფიტნესით, ახლა უკვე იოგას ვიწყებ. პერიოდულად მაინც მეორდება ტკივილები. რა შეიძლება მეშველოს?

-ზოგადად ეს პათოლოგია ვერ იტანს კონდინცირებას და ჰაერის ნაკადს. ნინუცას ვურჩევ რომ ადგილი შეიცვალოს. ის რაც მან ჩამოთვალა რომ არის დაკავებული ცურვით და ფიტნესით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. პერიოდულად მას შეუძლია მიიღოს ტკივილგამაყუჩებლები. მოერიდოს ხანგრძლივად ჯდომას . ერთი საათი ჯდომის შემდეგ რამოდენიმე წუთი გაიაროს. მოერიდოს სიმძიმეებს, მაღალ ქუსლებს, ჭარბ წონას და სიმძიმის აწევას. თუ რენდგერონოგიულად არაფერი პათოლოგია არ არის, მისი მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება.

იხილეთ ვიდეო