მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან
ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან

გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მან­ქა­ნას ცი­ხე­ში სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა, არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" სტუ­მა­რი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ის მარ­ტო არ გახ­ლავთ... და­ლოც­ვილ ქი­ზიყ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ვეწ­ვი­ეთ ბა­ტონ თა­მაზს, რო­მელ­მაც სახ­ლე­ულ­თან და მძა­ხალ­თან - ბა­ტონ ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მა­მას­თან ერ­თად გვი­მას­პინ­ძლა... ჩვე­ნი სა­გა­ზე­თო სა­უ­ბა­რი მი­ლოც­ვე­ბით და­ი­წყო...

- ბა­ტო­ნო ტა­რი­ელ, გი­ლო­ცავთ ვა­ჟიშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბას, 31 წლის ახალ­გაზ­რდის­თვის ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წინსვლაა კა­რი­ე­რა­ში...

- იცო­ცხლეთ, დიდი მად­ლო­ბა!...

- დაგ­ვი­ხა­სი­ა­თეთ თქვენ ვაჟი, რო­გო­რი კა­ცია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და რამ­დე­ნად გე­ი­მე­დე­ბათ ის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი?

- რო­გორც მა­მას, ჩემი შვი­ლი­სა მჯე­რა!.. ირაკ­ლი სკო­ლა­ში ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და, სულ "ხუ­თებ­ზე" და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში, სორ­ბო­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და...

- რო­გორც ვიცი, თქვენ არ გქონ­დათ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ბა­ტო­ნი ირაკ­ლი საფ­რან­გეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­გეშ­ვათ!..

- არა, ნამ­დვი­ლად არ მქონ­და, მე­გობ­რებ­მა შე­მიგ­რო­ვეს ფული, მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ!.. იქ უკვე ირაკ­ლი თვი­თონ ირ­ჩენ­და თავს და ჩვენც გვეხ­მა­რე­ბო­და აქეთ – მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

- ბა­ტო­ნო ტა­რი­ელ, ოდეს­მე წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ თქვე­ნი ვაჟი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­დე­ბო­და?

- არა, ამას ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი!..

- ბა­ტო­ნი თა­მა­ზის ქა­ლიშ­ვი­ლი - ქალ­ბა­ტო­ნი ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი რო­გო­რი რძა­ლია?

- ძა­ლი­ან კარ­გი რძა­ლია!.. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არი­ან, მძახ­ლებს ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ირაკ­ლი და ნუ­ნუ­კა როცა შე­უღლდნენ, ჩემ­მა რძალ­მა ნუ­ნუ­კამ მთხო­ვა – ტა­რი­ელ ძია, იქ­ნებ სი­გა­რე­ტი გა­და­აგ­დო­თო!.. - კი, ბა­ტო­ნო, ნუ­ნუ­კა, ახ­ლა­ვე-მეთ­ქი! ასე გა­და­მაგ­დე­ბი­ნა ჩემ­მა რძალ­მა სი­გა­რე­ტი (იცი­ნის). იმის შემ­დეგ ცხრა წელი გა­ვი­და და სი­გა­რე­ტი აღარ მო­მი­წე­ვია. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია...

- რას უსურ­ვებთ თქვენს ვაჟს?

- წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!.. ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბა ირაკ­ლის არ აკ­ლია, ღმერ­თი იყოს მისი შემ­წე!.. მე მჯე­რა ჩემი შვი­ლის, მჯე­რა, რომ ირაკ­ლი ქარ­თველ ხალ­ხს იმე­დებს გა­უ­მარ­თლებს!..

- დიდი მად­ლო­ბა!..

- მად­ლო­ბა თქვენ!..

პა­ტივ­ცე­მუ­ლო მკი­თხვე­ლო, ამით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მას­თან - ბა­ტონ ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან მორ­ჩა; რაც შე­ე­ხე­ბა გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს, ის, რო­გორც რე­ჟი­მის მიერ უსა­მარ­თლოდ გა­მე­ტე­ბუ­ლი და გამ­წა­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ტკბი­ლი სი­ტყვე­ბი­თა და მი­ლოც­ვე­ბით არ დაკ­მა­ყო­ფილ­და...

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, გი­ლო­ცავთ სი­ძის გაპ­რე­მი­ე­რე­ბას!.. ირაკ­ლი, რო­გორც მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, თქვენს იმე­დებს გა­ა­მარ­თლებს?

- დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის!.. ამ სი­ტუ­ცა­ი­ა­ში, ამ "ნა­ცებ­თან" და ამ თავ­ხედ ხალ­ხთან ძა­ლი­ან ძნე­ლია... მარ­თა­ლია, არა­ფე­რი ძალა მა­გათ არა აქვთ, მაგ­რამ ნერ­ვებს გიშ­ლი­ან - ჩა­აქვთ და­სავ­ლეთ­ში ცუდი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ზეც, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზეც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ირაკ­ლი თავს გა­არ­თმევს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­არ­თმევს თავს, რად­გან ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი, ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის კა­ცია, სამ­შობ­ლო უყ­ვარს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უყ­ვარს!.. ბო­ლოს და ბო­ლოს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გაზ­რდი­ლია და...

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, ხალ­ხი აღ­რე­ნი­ლია და ხში­რად გა­ი­გო­ნებ ასეთ რა­მეს - "თუ ესე­ნი არ და­ი­ჭე­რენ სა­ა­კაშ­ვილს, სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ჭერს ამათ!"

- რო­გორც პა­პა­ჩე­მი მიტო ვერ ად­გე­ბა, ისე სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ მობ­რუნ­დე­ბა და ვე­რა­ვის და­ი­ჭერს, ეგ გა­მო­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ, თუ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ მოხ­და, ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი სი­ტუ­ა­ცია არ იქ­ნე­ბა!..

- თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტი რომ იყოს, სა­ა­კაშ­ვილს და­ი­ჭერ­დით?

- ჩემი ნება რომ იყოს, მი­შას ახ­ლა­ვე და­ვი­ჭერ­დი, ერთ წამ­საც კი არ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, მაგ­რამ ისი­ნი სულ სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ... ნათ­ქვა­მია, "მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო!" მე ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ანა­ლი­ზის უნა­რი რომ მქონ­დეს და ეგე­თი სტრა­ტე­გი ვიყო, ვიქ­ნე­ბო­დი იქ და არა აქ...

- ირაკ­ლი რას ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ, თუ ამა­ზე თქვენ­თან არ ულა­პა­რა­კია?

- არა, ჩემ­თან არ უსა­უბ­რია... სა­ერ­თოდ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც და ირაკ­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე" და სა­ა­კაშ­ვილ­ზე მა­გა­რი გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ამ საქ­მეს გო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტა უნდა!.. აბა, ის იყო კარ­გი, აფხა­ზე­თის ომის დროს ჩვე­ნე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ აცხა­დებ­დნენ, ხუთი ტან­კით და 10 ათა­სი კა­ცით მოვ­დი­ვარ­თო და ჩაგ­ვი­საფ­რდე­ბოდ­ნენ და გვხო­ცავ­დნენ? მა­გას ხომ ვერ გა­მო­ა­ცხა­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი? ერთხელ თქვა ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ, ერო­პარ­ლა­მენ­ტი და და­სავ­ლე­თი ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას წყვეტ­და, არი­ქა, დე­მოკ­რა­ტებს იჭე­რე­ნო!.. ახა­ლა­ია და მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ და­ი­ჭი­რეს, ხომ გახ­სოვთ, რა ამ­ბა­ვი ატე­ხეს? ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აღ­დგე­ბა, სხვა ვა­რი­ან­ტი არ არ­სე­ბობს!..

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, თქვენ ხომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი იყა­ვით, ღვიძ­ლი უნ­დო­დათ და­ე­შა­ლათ, ცი­ხე­ში გი­პი­რებ­დნენ მოკ­ვლას. თქვენ­ზე არ მოქ­მე­დებს, ისევ "ნა­ცე­ბი" რომ ას­წავ­ლი­ან მთელ ქვე­ყა­ნას ჭკუ­ას და თითს გვიქ­ნე­ვენ?

- ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს!... მოქ­მე­დებს კი არა, რა­ღა­ცე­ბი მე­მარ­თე­ბა... ისე­თი სუ­ლე­ლე­ბი არი­ან, ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­ჩუმ­დნენ, კი­დევ აქეთ ყა­ყა­ნე­ბენ და ხალ­ხს აღი­ზი­ა­ნე­ბენ!.. ესე­ნი სა­ზი­ზღა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან!..

- უკა­ნას­კნე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წი­ნათ შევ­ხვდით ჩვენ ერ­თმა­ნეთს და თუ გახ­სოვთ, პრი­ვა­ტულ სა­უ­ბარ­ში გი­თხა­რით – სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აუ­ცი­ლებ­ლად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი!..

- კი, სწო­რი ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თეთ და მე აღ­ვნიშ­ნე კი­დეც - დი­ტომ თქვა, აუ­ცი­ლებ­ლად თქვე­ნი სიძე იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიო!.. მე მა­შინ გა­მიკ­ვირ­და ეგ ამ­ბა­ვი, შე­იძ­ლე­ბა, ირაკ­ლი მაგ პოსტზე მო­ი­აზ­რე­ბო­და, მაგ­რამ არ მე­გო­ნა... თქვენ გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სწო­რი ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თეთ!.. ეგ თქვენს გო­ნი­ე­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს!..

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, ირაკ­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს იმას, რომ პრე­მი­ე­რო­ბა მის­თვის უდი­დე­სი ტვირ­თია?

- კი, აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­გორ არ აც­ნო­ბი­ე­რებს!.. მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ტვირ­თია ახალ­გაზ­რდა კა­ცის­თვის, მაგ­რამ ერთი კია - ირაკ­ლი ისევ ისე­თი­ვე ირაკ­ლი იქ­ნე­ბა!.. ჩვე­ნი ოჯა­ხი, ჩემი ბავ­შვე­ბი სუყ­ვე­ლა­ნი ეგე­თე­ბი არი­ან - მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სიც ვი­ყა­ვი, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სიც, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ზე­მო­დან არა­ვის­თვის გა­დაგ­ვი­ხე­დავს!.. ირაკ­ლიც ასე­თია, ასე­თი­ვე ოჯა­ხი აქვს და ასე­თი­ვე დედ-მამა ჰყავს!.. მე­ზო­ბე­ლი ჩვენ­თვის ისევ ის მე­ზო­ბე­ლია, ცი­ხის მე­გო­ბა­რი ისევ ის ცი­ხის მე­გო­ბა­რია და ა.შ. რა­ღა­ცას რომ მი­აღ­წე­ვენ და თვა­ლე­ბი და­უმ­ძიმ­დე­ბათ ხოლ­მე, ასე­თი რამ ჩვენ­ში არ არ­სე­ბობს, გა­მო­რი­ცხუ­ლია!..

- ირაკ­ლის თუ დახ­მა­რე­ბი­ხართ?

- რაში?

- სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში!..

- ახლა ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორ, თბი­ლის­ში ჩემ­თან ცხოვ­რობ­დნენ ხუთი წელი, მა­შინ ირაკ­ლის და ნუ­ნუ­კას თბი­ლის­ში ბინა არ ჰქონ­დათ. მერე ირაკ­ლი ბი­ძი­ნას­თან რომ გა­და­ვი­და, ძა­ლი­ან კარ­გი ხელ­ფა­სი ჰქონ­და, კრე­დი­ტი გა­მო­ი­ტა­ნა და რა­ღაც­ნა­ი­რად ბინა შე­ი­ძი­ნეს!..

- თქვენ თუ გი­თხო­ვი­ათ ამ ბოლო დროს სი­ძის­თვის დახ­მა­რე­ბა? სიძე ვა­ლებს არ გიბ­რუ­ნებთ?

- (იცი­ნის) არა, არა­ვი­თა­რი მა­გის­თა­ნა... არა­ნა­ი­რი ჩემი ვალი მა­გას არა აქვს!.. ირაკ­ლი არის ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი, ოჯა­ხის მოყ­ვა­რუ­ლი ბიჭი!..

- ქე­ი­ფი უყ­ვარს?

- რო­გორც ყვე­ლა ქარ­თველ კაცს, უყ­ვარს სტუ­მა­რი, უყ­ვარს ქე­ი­ფი, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად!..

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, თქვენ კარ­გად სვამთ... სიძე და სი­მამ­რი ღვი­ნის სმა­ში თუ გას­ჯიბ­რე­ბი­ხართ ერ­თმა­ნეთს?

- არა, არა, არ გავ­ჯიბ­რე­ბი­ვართ იმი­ტომ, რომ ირაკ­ლი სვამ­და სამ-ოთხ ჭი­ქას, რად­გან სულ გარ­ბო­და და სულ სამ­სა­ხურ­ში მი­იჩ­ქა­რო­და. რომ ვე­ტყო­დი, ცოტა ხნით და­ი­ცა­დე-მეთ­ქი, არა, სამ­სა­ხურ­ში მეჩ­ქა­რე­ბაო, ამ­ბობ­და...

- რაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­სა­ხელ­და, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რას გრძნობთ, ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს მი­მართ ისევ ასე­თია თუ რამე შე­იც­ვა­ლა?

- ყვე­ლა დაგ­ვდევს და ვინც გა­გა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლი" იყო, ისი­ნიც კი გვე­უბ­ნე­ბი­ან, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ვი­ყა­ვი­თო!.. ხომ იცით, მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გო­რე­ბი არი­ან, ცდი­ლო­ბენ, კონ­ტაქ­ტში შე­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, მე მაქვს იმის ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტი და იმის ხედ­ვა, გა­დავ­წყვი­ტო, ვინ მი­ვი­ღო და ვინ - არა!.. ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ირაკ­ლის ნამ­დვი­ლად ვერ ვე­ტყვი, აბა, ესა და ეს კაცი აქ და­ნიშ­ნე-მეთ­ქი!... ისე­დაც გა­ი­ძა­ხი­ან ეს უსინ­დი­სო­ე­ბი ჩემ­ზე, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ში ერე­ვაო. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია!.. ამას არც ჩემს თავს ვა­კად­რებ და არც ირაკ­ლის!.. თუ რა­ი­მეს მკი­თხავს რო­მე­ლი­მე ზონ­დე­რის შე­სა­ხებ, არ და­ვუ­მა­ლავ და ვე­ტყვი - ზონ­დე­რია, ოხე­რია და მა­მა­ძაღ­ლი-მეთ­ქი! სულ ეგ არის...

- თქვენ რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყოთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ვის და­ნიშ­ნავ­დით?

- მე რომ ვიყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მა­მა­ჩე­მი ცო­ცხა­ლი იყოს, მა­მა­ჩემს დავ­ნიშ­ნავ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად, რად­გან მა­გა­რი "ოპე­რის" ტვი­ნი ჰქონ­და მა­მა­ჩემს (იცი­ნის). ამას ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ, რად­გან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მე ვერ ვიქ­ნე­ბო­დი!..

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, თქვენ გე­ნე­რა­ლი კაცი ხართ, ჯერ ისევ ახალ­გაზ­რდა და არ გაქვთ სურ­ვი­ლი, პო­ლი­ცი­ას და­უბ­რუნ­დეთ?

- ეს ახალ­გაზ­რდე­ბი მშვე­ნივ­რად მუ­შა­ო­ბენ და არ მაქვს სურ­ვი­ლი, მანდ ჩა­ვე­რიო... თუ რა­მეს შე­მე­კი­თხე­ბი­ან, მე გე­ნე­რა­ლი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემს აზრს გა­მოვ­თქვამ. ადრე ჩვენ მუ­შა­ო­ბის სხვა ტემ­პი გვქონ­და, ახლა უკვე სხვა ტემ­პია. ნა­ძი­რა­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და გან­სა­კუთ­რე­ბით ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი რომ გა­ი­ძა­ხის ჩემ­ზე – იმა­ში ერე­ვა და ამა­ში ერე­ვაო, ნა­დი­რაშ­ვი­ლი კა­ხე­ლია, ჩვენ ვიც­ნობთ მა­გის ნა­თე­სა­ვებს და ვი­ცით, რას წარ­მო­ად­გენ­და და ადრე რა ჰქონ­და... ან კი­დევ ის ქალ­ბა­ტო­ნი - გე­გე­ლია, ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მიერ დას­მულ კი­თხვებს რომ ატ­რი­ა­ლებს, იმას რა­ტომ არ კი­თხუ­ლობს, ჩემს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ კლი­პე­ბი ვინ შექ­მნა და უდა­ნა­შა­უ­ლოდ რა­ტომ და­მა­პა­ტიმ­რეს?

- თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ და­ა­პა­ტიმ­რეს, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს?

- ეგ მო­მავ­ლის თე­მაა... ჩემი აზ­რით, ეგ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე!.. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ჭი­რონ და მაგ ნა­ძი­რა­ლამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­ი­გოს, რომ ქარ­თველ ხალ­ხთან აქვს საქ­მე!.. სა­ა­კაშ­ვილს უნ­დო­და ქარ­თვე­ლი კა­ცის გა­და­კე­თე­ბა, მაგ­რამ მაგ ნა­ძი­რა­ლამ კი არა, სხვა უფრო დიდ­მა ნა­ძირ­ლებ­მა ვერ გა­და­ა­კე­თეს ქარ­თვე­ლი კაცი იმი­ტომ, რომ სის­ხლში გვაქვს ვაჟ­კა­ცო­ბა და ტრა­დი­ცია!.. ჩემს გვარს სა­ერ­თოდ რო­გორ ახ­სე­ნებს ეგ ნა­ძი­რა­ლა? პა­პა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი - ვასო თა­მა­ზაშ­ვი­ლი უდი­დე­სი ვაჟ­კა­ცი იყო... სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ერო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დროს, ხოლო როცა წით­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, ია­რა­ღი აის­ხა და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის წევ­რი გახ­და. სამი თვე ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ვასო პა­პას სახ­ლში იმა­ლე­ბო­და ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში. ის სახ­ლი დღე­საც არ­სე­ბობს... თურ­ქეთ­ში ვერ გა­და­ვი­და, ცოლ-შვი­ლი და­უ­ჭი­რეს და სულ ბო­ლოს სოფ­ლის საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ში დახ­ვრი­ტეს. ამ ნა­ძი­რა­ლას - სა­ა­კაშ­ვილს რა უფ­ლე­ბა აქვს, ჩემი გვა­რი ახ­სე­ნოს? მე არა­ფერს ვმარ­თავ, ვინც მარ­თავს, ძა­ლი­ან კარ­გად მარ­თავს და ის შენი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" რო­გორც მარ­თავ­დნენ ქვე­ყა­ნას, ნა­ძი­რა­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლო, ყვე­ლამ ვნა­ხეთ!... ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნეთ, ამ­დე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი დაგ­ვა­კარ­გვი­ნეთ, ხალ­ხს ცო­ლე­ბი გა­უ­ბა­ხეთ, ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­სა­მარ­თლდეთ, თქვე ნა­ძი­რა­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბო, წიკ­ლა­უ­რე­ბო, კან­დე­ლა­კე­ბო და მა­ლაშ­ხი­ე­ბო!..

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, ბედ­ნი­ე­რი კაცი ხართ?

- მე ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ იმი­ტომ, რომ შვი­ლე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად აღვზარ­დე, ჩემი შვი­ლე­ბი არ შე­შინ­დნენ, ჩემი პა­ტა­რა მა­რი­ა­მიც კი არ შე­შინ­და... არ შე­შინ­დნენ ჩემი დები, არც ჩემი დის­შვი­ლე­ბი და არც ჩემი სა­ნა­თე­სა­ვო!.. სა­ნა­თე­სა­ვო­ში იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­შინ­დნენ და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არც მაქვს!.. იყ­ვნენ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ღა­ლა­ტეს, რომ­ლე­ბიც შე­შინ­დნენ: და იმათ­თა­ნაც არ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა! ოც­და­ათ ვერ­ცხლად კი არა, სამ ვერ­ცხლად გა­ი­ყიდ­დნენ... ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ, რომ ჩემი მძახ­ლე­ბი არ შე­შინ­დნენ!..

- ცი­ხე­ში, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოდეს­მე იფიქ­რებ­დით, რომ სი­ტუ­ა­ცია ასე შე­იძ­ლე­ბო­და შე­მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო?

- ვი­ცო­დი, რომ "ოც­ნე­ბა" გა­ი­მარ­ჯვებ­და და გე­ტყვით, რა­ტომ!.. 400 ათა­სამ­დე პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი, 30 ათა­სამ­დე პა­ტი­მა­რი... ერთი თა­თა­რი აგენ­ტი იჯდა ჩემ­თან ერ­თად, რომ გა­მო­ვა, მერე შე­გახ­ვედ­რებ, აი, მე და იმან რომ გა­დავ­თვა­ლეთ ამ გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თით­ქმის 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ვი­ან­გა­რი­შეთ სულ­ში ჩა­ფურ­თხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­თი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე ვი­ცო­დი, რომ ამა­თი საქ­მე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო!.. ეს გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი მა­გათ კი ჰპირ­დე­ბო­და, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ხმას ჩვენ მოგ­ვცემ­და!.. მე ეგ მჯე­რო­და!

დიტო ჩუ­ბი­ნი­ძე

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან

ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან

გენერალი თამაზ თამაზაშვილი - საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, რომელიც სააკაშვილის სიკვდილის მანქანას ციხეში სასწაულებრივად გადაურჩა, არაერთხელ ყოფილა "ასავალ-დასავალის" სტუმარი, მაგრამ ამჯერად ის მარტო არ გახლავთ... დალოცვილ ქიზიყში, დედოფლისწყაროში ვეწვიეთ ბატონ თამაზს, რომელმაც სახლეულთან და მძახალთან - ბატონ ტარიელ ღარიბაშვილთან - ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან ერთად გვიმასპინძლა... ჩვენი საგაზეთო საუბარი მილოცვებით დაიწყო...

- ბატონო ტარიელ, გილოცავთ ვაჟიშვილის გაპრემიერებას, 31 წლის ახალგაზრდისთვის ეს წარმოუდგენელი წინსვლაა კარიერაში...

- იცოცხლეთ, დიდი მადლობა!...

- დაგვიხასიათეთ თქვენ ვაჟი, როგორი კაცია ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენად გეიმედებათ ის, როგორც საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი?

- როგორც მამას, ჩემი შვილისა მჯერა!.. ირაკლი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, სულ "ხუთებზე" დაამთავრა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა, შემდეგ საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში სწავლობდა...

- როგორც ვიცი, თქვენ არ გქონდათ იმის საშუალება, რომ ბატონი ირაკლი საფრანგეთში სასწავლებლად გაგეშვათ!..

- არა, ნამდვილად არ მქონდა, მეგობრებმა შემიგროვეს ფული, მეგობრები დამეხმარნენ!.. იქ უკვე ირაკლი თვითონ ირჩენდა თავს და ჩვენც გვეხმარებოდა აქეთ – მიმტანად მუშაობდა.

- ბატონო ტარიელ, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ თქვენი ვაჟი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა?

- არა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი!..

- ბატონი თამაზის ქალიშვილი - ქალბატონი ნუნუკა თამაზაშვილი როგორი რძალია?

- ძალიან კარგი რძალია!.. ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, მძახლებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა გვაქვს. ირაკლი და ნუნუკა როცა შეუღლდნენ, ჩემმა რძალმა ნუნუკამ მთხოვა – ტარიელ ძია, იქნებ სიგარეტი გადააგდოთო!.. - კი, ბატონო, ნუნუკა, ახლავე-მეთქი! ასე გადამაგდებინა ჩემმა რძალმა სიგარეტი (იცინის). იმის შემდეგ ცხრა წელი გავიდა და სიგარეტი აღარ მომიწევია. ძალიან კარგი შვილია, ძალიან კარგი ადამიანია...

- რას უსურვებთ თქვენს ვაჟს?

- წარმატებას ვუსურვებ!.. ქვეყნის სიყვარული და განათლება ირაკლის არ აკლია, ღმერთი იყოს მისი შემწე!.. მე მჯერა ჩემი შვილის, მჯერა, რომ ირაკლი ქართველ ხალხს იმედებს გაუმართლებს!..

- დიდი მადლობა!..

- მადლობა თქვენ!..

პატივცემულო მკითხველო, ამით მოკრძალებული ინტერვიუ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის მამასთან - ბატონ ტარიელ ღარიბაშვილთან მორჩა; რაც შეეხება გენერალ თამაზ თამაზაშვილს, ის, როგორც რეჟიმის მიერ უსამართლოდ გამეტებული და გამწარებული, მხოლოდ ტკბილი სიტყვებითა და მილოცვებით არ დაკმაყოფილდა...

- ბატონო თამაზ, გილოცავთ სიძის გაპრემიერებას!.. ირაკლი, როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი, თქვენს იმედებს გაამართლებს?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის!.. ამ სიტუცაიაში, ამ "ნაცებთან" და ამ თავხედ ხალხთან ძალიან ძნელია... მართალია, არაფერი ძალა მაგათ არა აქვთ, მაგრამ ნერვებს გიშლიან - ჩააქვთ დასავლეთში ცუდი ინფორმაციები ქვეყანაზეც, კონკრეტულ ადამიანებზეც. მიუხედავად ამისა, ირაკლი თავს გაართმევს, აუცილებლად გაართმევს თავს, რადგან ტრადიციულ ქართულ ოჯახშია გაზრდილი, ქართული აზროვნების კაცია, სამშობლო უყვარს, ქართველი ხალხი უყვარს!.. ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის გაზრდილია და...

- ბატონო თამაზ, ხალხი აღრენილია და ხშირად გაიგონებ ასეთ რამეს - "თუ ესენი არ დაიჭერენ სააკაშვილს, სააკაშვილი დაიჭერს ამათ!"

- როგორც პაპაჩემი მიტო ვერ ადგება, ისე სააკაშვილი ვერ მობრუნდება და ვერავის დაიჭერს, ეგ გამორიცხულია, მაგრამ, თუ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა, ქვეყანაში კარგი სიტუაცია არ იქნება!..

- თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს დაიჭერდით?

- ჩემი ნება რომ იყოს, მიშას ახლავე დავიჭერდი, ერთ წამსაც კი არ დავფიქრდებოდი, მაგრამ ისინი სულ სხვანაირად აზროვნებენ... ნათქვამია, "მოჩქარეს მოუგვიანდესო!" მე ახლა ივანიშვილისნაირი ანალიზის უნარი რომ მქონდეს და ეგეთი სტრატეგი ვიყო, ვიქნებოდი იქ და არა აქ...

- ირაკლი რას ამბობს სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრების შესახებ, თუ ამაზე თქვენთან არ ულაპარაკია?

- არა, ჩემთან არ უსაუბრია... საერთოდ, ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლიც "ნაციონალებზე" და სააკაშვილზე მაგარი გამწარებულები არიან, მაგრამ ამ საქმეს გონიერი გადაწყვეტა უნდა!.. აბა, ის იყო კარგი, აფხაზეთის ომის დროს ჩვენები ტელევიზიით რომ აცხადებდნენ, ხუთი ტანკით და 10 ათასი კაცით მოვდივართო და ჩაგვისაფრდებოდნენ და გვხოცავდნენ? მაგას ხომ ვერ გამოაცხადებს ბიძინა ივანიშვილი? ერთხელ თქვა ბატონმა ბიძინამ, ეროპარლამენტი და დასავლეთი ჩვენთან ურთიერთობას წყვეტდა, არიქა, დემოკრატებს იჭერენო!.. ახალაია და მერაბიშვილი რომ დაიჭირეს, ხომ გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს? ნელ-ნელა ყველაფერი იქნება და სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, სხვა ვარიანტი არ არსებობს!..

- ბატონო თამაზ, თქვენ ხომ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყავით, ღვიძლი უნდოდათ დაეშალათ, ციხეში გიპირებდნენ მოკვლას. თქვენზე არ მოქმედებს, ისევ "ნაცები" რომ ასწავლიან მთელ ქვეყანას ჭკუას და თითს გვიქნევენ?

- ძალიან მოქმედებს!... მოქმედებს კი არა, რაღაცები მემართება... ისეთი სულელები არიან, ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, კიდევ აქეთ ყაყანებენ და ხალხს აღიზიანებენ!.. ესენი საზიზღარი ადამიანები არიან!..

- უკანასკნელად დაახლოებით ორი თვის წინათ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და თუ გახსოვთ, პრივატულ საუბარში გითხარით – საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი აუცილებლად ირაკლი ღარიბაშვილი იქნება-მეთქი!..

- კი, სწორი ანალიზი გააკეთეთ და მე აღვნიშნე კიდეც - დიტომ თქვა, აუცილებლად თქვენი სიძე იქნება პრემიერ-მინისტრიო!.. მე მაშინ გამიკვირდა ეგ ამბავი, შეიძლება, ირაკლი მაგ პოსტზე მოიაზრებოდა, მაგრამ არ მეგონა... თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და როგორც აღმოჩნდა, სწორი ანალიზი გააკეთეთ!.. ეგ თქვენს გონიერებაზე მეტყველებს!..

- ბატონო თამაზ, ირაკლი აცნობიერებს იმას, რომ პრემიერობა მისთვის უდიდესი ტვირთია?

- კი, აცნობიერებს, როგორ არ აცნობიერებს!.. მართლაც ძალიან დიდი ტვირთია ახალგაზრდა კაცისთვის, მაგრამ ერთი კია - ირაკლი ისევ ისეთივე ირაკლი იქნება!.. ჩვენი ოჯახი, ჩემი ბავშვები სუყველანი ეგეთები არიან - მილიციის უფროსიც ვიყავი, სამმართველოს უფროსიც, მაგრამ ჩემი შვილები ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, ზემოდან არავისთვის გადაგვიხედავს!.. ირაკლიც ასეთია, ასეთივე ოჯახი აქვს და ასეთივე დედ-მამა ჰყავს!.. მეზობელი ჩვენთვის ისევ ის მეზობელია, ციხის მეგობარი ისევ ის ციხის მეგობარია და ა.შ. რაღაცას რომ მიაღწევენ და თვალები დაუმძიმდებათ ხოლმე, ასეთი რამ ჩვენში არ არსებობს, გამორიცხულია!..

- ირაკლის თუ დახმარებიხართ?

- რაში?

- საერთოდ, ცხოვრებაში!..

- ახლა ცხოვრებაში როგორ, თბილისში ჩემთან ცხოვრობდნენ ხუთი წელი, მაშინ ირაკლის და ნუნუკას თბილისში ბინა არ ჰქონდათ. მერე ირაკლი ბიძინასთან რომ გადავიდა, ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა, კრედიტი გამოიტანა და რაღაცნაირად ბინა შეიძინეს!..

- თქვენ თუ გითხოვიათ ამ ბოლო დროს სიძისთვის დახმარება? სიძე ვალებს არ გიბრუნებთ?

- (იცინის) არა, არავითარი მაგისთანა... არანაირი ჩემი ვალი მაგას არა აქვს!.. ირაკლი არის ძალიან ერთგული, ოჯახის მოყვარული ბიჭი!..

- ქეიფი უყვარს?

- როგორც ყველა ქართველ კაცს, უყვარს სტუმარი, უყვარს ქეიფი, მაგრამ ზომიერად!..

- ბატონო თამაზ, თქვენ კარგად სვამთ... სიძე და სიმამრი ღვინის სმაში თუ გასჯიბრებიხართ ერთმანეთს?

- არა, არა, არ გავჯიბრებივართ იმიტომ, რომ ირაკლი სვამდა სამ-ოთხ ჭიქას, რადგან სულ გარბოდა და სულ სამსახურში მიიჩქაროდა. რომ ვეტყოდი, ცოტა ხნით დაიცადე-მეთქი, არა, სამსახურში მეჩქარებაო, ამბობდა...

- რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დასახელდა, ხალხთან ურთიერთობაში რას გრძნობთ, ადამიანების დამოკიდებულება თქვენს მიმართ ისევ ასეთია თუ რამე შეიცვალა?

- ყველა დაგვდევს და ვინც გაგანია "ნაციონალი" იყო, ისინიც კი გვეუბნებიან, "ქართულ ოცნებაში" ვიყავითო!.. ხომ იცით, მედროვე ადამიანები როგორები არიან, ცდილობენ, კონტაქტში შემოვიდნენ, მაგრამ, ღმერთის წყალობით, მე მაქვს იმის შინაგანი ინტელექტი და იმის ხედვა, გადავწყვიტო, ვინ მივიღო და ვინ - არა!.. ადამიანების დახმარება შემიძლია, მაგრამ ირაკლის ნამდვილად ვერ ვეტყვი, აბა, ესა და ეს კაცი აქ დანიშნე-მეთქი!... ისედაც გაიძახიან ეს უსინდისოები ჩემზე, თამაზ თამაზაშვილი კადრების შერჩევაში ერევაო. ეს გამორიცხულია!.. ამას არც ჩემს თავს ვაკადრებ და არც ირაკლის!.. თუ რაიმეს მკითხავს რომელიმე ზონდერის შესახებ, არ დავუმალავ და ვეტყვი - ზონდერია, ოხერია და მამაძაღლი-მეთქი! სულ ეგ არის...

- თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი იყოთ, შინაგან საქმეთა მინისტრად ვის დანიშნავდით?

- მე რომ ვიყო პრემიერ-მინისტრი და მამაჩემი ცოცხალი იყოს, მამაჩემს დავნიშნავდი შინაგან საქმეთა მინისტრად, რადგან მაგარი "ოპერის" ტვინი ჰქონდა მამაჩემს (იცინის). ამას ხუმრობით ვამბობ, რადგან პრემიერ-მინისტრი მე ვერ ვიქნებოდი!..

- ბატონო თამაზ, თქვენ გენერალი კაცი ხართ, ჯერ ისევ ახალგაზრდა და არ გაქვთ სურვილი, პოლიციას დაუბრუნდეთ?

- ეს ახალგაზრდები მშვენივრად მუშაობენ და არ მაქვს სურვილი, მანდ ჩავერიო... თუ რამეს შემეკითხებიან, მე გენერალი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემს აზრს გამოვთქვამ. ადრე ჩვენ მუშაობის სხვა ტემპი გვქონდა, ახლა უკვე სხვა ტემპია. ნაძირალა "ნაციონალები" და განსაკუთრებით ირმა ნადირაშვილი რომ გაიძახის ჩემზე – იმაში ერევა და ამაში ერევაო, ნადირაშვილი კახელია, ჩვენ ვიცნობთ მაგის ნათესავებს და ვიცით, რას წარმოადგენდა და ადრე რა ჰქონდა... ან კიდევ ის ქალბატონი - გეგელია, ამ "ნაციონალების" მიერ დასმულ კითხვებს რომ ატრიალებს, იმას რატომ არ კითხულობს, ჩემს საწინააღმდეგოდ კლიპები ვინ შექმნა და უდანაშაულოდ რატომ დამაპატიმრეს?

- თუ სააკაშვილი არ დააპატიმრეს, რა შეიძლება მოხდეს?

- ეგ მომავლის თემაა... ჩემი აზრით, ეგ აუცილებლად მოხვდება საბრალდებო სკამზე!.. დიდი სურვილი მაქვს, რომ სააკაშვილი დაიჭირონ და მაგ ნაძირალამ, ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, რომ ქართველ ხალხთან აქვს საქმე!.. სააკაშვილს უნდოდა ქართველი კაცის გადაკეთება, მაგრამ მაგ ნაძირალამ კი არა, სხვა უფრო დიდმა ნაძირლებმა ვერ გადააკეთეს ქართველი კაცი იმიტომ, რომ სისხლში გვაქვს ვაჟკაცობა და ტრადიცია!.. ჩემს გვარს საერთოდ როგორ ახსენებს ეგ ნაძირალა? პაპაჩემის ბიძაშვილი - ვასო თამაზაშვილი უდიდესი ვაჟკაცი იყო... სრულიად ახალგაზრდა ერობის თავმჯდომარე გახდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ხოლო როცა წითლები შემოვიდნენ, იარაღი აისხა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა. სამი თვე ქაქუცა ჩოლოყაშვილი ვასო პაპას სახლში იმალებოდა ქვემო მაჩხაანში. ის სახლი დღესაც არსებობს... თურქეთში ვერ გადავიდა, ცოლ-შვილი დაუჭირეს და სულ ბოლოს სოფლის საბჭოს შენობაში დახვრიტეს. ამ ნაძირალას - სააკაშვილს რა უფლება აქვს, ჩემი გვარი ახსენოს? მე არაფერს ვმართავ, ვინც მართავს, ძალიან კარგად მართავს და ის შენი "ნაციონალები" როგორც მართავდნენ ქვეყანას, ნაძირალა სააკაშვილო, ყველამ ვნახეთ!... ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანეთ, ამდენი ტერიტორიები დაგვაკარგვინეთ, ხალხს ცოლები გაუბახეთ, ამიტომაც აუცილებლად უნდა გასამართლდეთ, თქვე ნაძირალა სააკაშვილებო, წიკლაურებო, კანდელაკებო და მალაშხიებო!..

- ბატონო თამაზ, ბედნიერი კაცი ხართ?

- მე ბედნიერი კაცი ვარ იმიტომ, რომ შვილები ტრადიციულად აღვზარდე, ჩემი შვილები არ შეშინდნენ, ჩემი პატარა მარიამიც კი არ შეშინდა... არ შეშინდნენ ჩემი დები, არც ჩემი დისშვილები და არც ჩემი სანათესავო!.. სანათესავოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეშინდნენ და მათთან ურთიერთობა არც მაქვს!.. იყვნენ მეგობრები, რომლებმაც მიღალატეს, რომლებიც შეშინდნენ: და იმათთანაც არ მაქვს ურთიერთობა! ოცდაათ ვერცხლად კი არა, სამ ვერცხლად გაიყიდდნენ... ბედნიერი კაცი ვარ, რომ ჩემი მძახლები არ შეშინდნენ!..

- ციხეში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოდესმე იფიქრებდით, რომ სიტუაცია ასე შეიძლებოდა შემოტრიალებულიყო?

- ვიცოდი, რომ "ოცნება" გაიმარჯვებდა და გეტყვით, რატომ!.. 400 ათასამდე პრობაციონერი, 30 ათასამდე პატიმარი... ერთი თათარი აგენტი იჯდა ჩემთან ერთად, რომ გამოვა, მერე შეგახვედრებ, აი, მე და იმან რომ გადავთვალეთ ამ გამწარებული ხალხის ოჯახის წევრები, თითქმის 2 მილიონამდე ვიანგარიშეთ სულში ჩაფურთხებული ადამიანები, რომლებიც ამათი წინააღმდეგი იყვნენ! აქედან გამომდინარე, უკვე ვიცოდი, რომ ამათი საქმე დამთავრებული იყო!.. ეს გამწარებული ხალხი მაგათ კი ჰპირდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ხმას ჩვენ მოგვცემდა!.. მე ეგ მჯეროდა!

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა