მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბი­ლი­სის ფილ­ტვებს" გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა?!
"თბი­ლი­სის ფილ­ტვებს" გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა?!

ბავ­შვთა ქა­ლაქ "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს (და­ახ­ლო­ე­ბით 59.000 კვად­რა­ტულ მეტრს) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის სტა­ტუ­სი მო­უხ­სნა. მოჰ­ყვე­ბა თუ არა ამას ბავ­შვთა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს გა­რე­მო­ზე? - ამ კითხ­ვით ასო­ცი­ა­ცია "უ­საფ­რთხო სივ­რცის" იუ­რისტს ნა­ნა რა­მიშ­ვილ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" ხელ­მძღვა­ნელ ნა­ტა ფე­რა­ძეს მივ­მარ­თეთ.

ნანა რა­მიშ­ვი­ლი: ახ­ლა იქ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გა­ჩა­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ­თვის ისიც ცნო­ბი­ლი­ა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­კუთ­რე­ებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თეს მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის მოთხ­ოვ­ნით, რაც ზო­ნა­ლურ­მა საბ­ჭომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რად­გან კა­ნო­ნით ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ახ­ლა კი სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და არა­ვინ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი.

ნა­ტა ფე­რა­ძე: "მზი­უ­რი" თბი­ლი­სის ფილ­ტვე­ბი­ა, ერ­თ-ერ­თი კო­რი­დო­რი, სა­ი­და­ნაც ჰა­ე­რი შე­მო­დის. ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა მწვა­ვე­ა, იმა­ტა ონ­კო­ლო­გი­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლი­ა, მა­ღა­ლი კორ­პუ­სე­ბი ჰა­ე­რის ნა­კადს აკა­ვებს, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა კო­რი­დორ­სა და გო­რა­ზე კორ­პუ­სი შენ­დე­ბო­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის საზღ­ვრე­ბი თა­ვი­დან უნ­და დად­გინ­დეს და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იყოს. "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გზის მშე­ნებ­ლო­ბი­სას არა­ერ­თი შეც­დო­მა და­უშ­ვეს - დარ­გეს პა­ტა­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ე­ბი, რო­მე­ლიც ჰა­ერს ვერ წმენ­დს, ახ­ლა კი მე­რი­ის გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი კვლავ ჭად­რე­ბის დარ­გვას აპი­რებს, იმ ჭად­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა და რუს­თა­ველ­ზე მოჭ­რეს და მავ­ნე მცე­ნა­რე­დაც გა­მო­აცხ­ა­დეს.

პ.ს. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურს მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარს თა­ვი აა­რი­და.

ესა­უბ­რა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"თბი­ლი­სის ფილ­ტვებს" გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა?!

"თბი­ლი­სის ფილ­ტვებს" გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა?!

ბავ­შვთა ქა­ლაქ "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს (და­ახ­ლო­ე­ბით 59.000 კვად­რა­ტულ მეტრს) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის სტა­ტუ­სი მო­უხ­სნა. მოჰ­ყვე­ბა თუ არა ამას ბავ­შვთა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს გა­რე­მო­ზე? - ამ კითხ­ვით ასო­ცი­ა­ცია "უ­საფ­რთხო სივ­რცის" იუ­რისტს ნა­ნა რა­მიშ­ვილ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" ხელ­მძღვა­ნელ ნა­ტა ფე­რა­ძეს მივ­მარ­თეთ.

ნანა რამიშვილი: ახ­ლა იქ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გა­ჩა­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ­თვის ისიც ცნო­ბი­ლი­ა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­კუთ­რე­ებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თეს მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის მოთხ­ოვ­ნით, რაც ზო­ნა­ლურ­მა საბ­ჭომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რად­გან კა­ნო­ნით ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ახ­ლა კი სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და არა­ვინ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი.

ნა­ტა ფე­რა­ძე: "მზი­უ­რი" თბი­ლი­სის ფილ­ტვე­ბი­ა, ერ­თ-ერ­თი კო­რი­დო­რი, სა­ი­და­ნაც ჰა­ე­რი შე­მო­დის. ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა მწვა­ვე­ა, იმა­ტა ონ­კო­ლო­გი­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლი­ა, მა­ღა­ლი კორ­პუ­სე­ბი ჰა­ე­რის ნა­კადს აკა­ვებს, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა კო­რი­დორ­სა და გო­რა­ზე კორ­პუ­სი შენ­დე­ბო­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის საზღ­ვრე­ბი თა­ვი­დან უნ­და დად­გინ­დეს და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იყოს. "მზიურის" ტერიტორიაზე გზის მშე­ნებ­ლო­ბი­სას არა­ერ­თი შეც­დო­მა და­უშ­ვეს - დარ­გეს პა­ტა­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ე­ბი, რო­მე­ლიც ჰა­ერს ვერ წმენდს, ახ­ლა კი მე­რი­ის გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი კვლავ ჭად­რე­ბის დარ­გვას აპი­რებს, იმ ჭად­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა და რუს­თა­ველ­ზე მოჭ­რეს და მავ­ნე მცე­ნა­რე­დაც გა­მო­აცხ­ა­დეს.

პ.ს. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურს მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარს თა­ვი აა­რი­და.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია