მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლი­კა ლა­ბა­ძის და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი
ლი­კა ლა­ბა­ძის და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მო­ცეკ­ვა­ვე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლი­კა ლა­ბა­ძე­ა. რა­ტომ ხდე­ბა ლი­კა მუდ­მი­ვად ჭო­რე­ბის ობი­ექ­ტი, ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში? შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ვერ ვიც­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის, რად­გან სულ ვმუ­შა­ობ. შეყ­ვა­რე­ბული არ ვარ, მაგ­რამ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ.

- გე­ნო მა­ლა­ზო­ნიაა ეს ადა­მი­ა­ნი?

- არ არის გე­ნო მა­ლა­ზო­ნი­ა. ყვე­ლა ჭორს აქვს რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლი. ალ­ბათ ერ­თად დაგ­ვი­ნა­ხეს მე და გე­ნო და ასე ამი­ტომ თქვეს, ამ ბო­ლო დროს კი ვრცელ­დე­ბა ჭო­რი, თით­ქოს პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, არც ესაა სი­მარ­თლე.

- კი­დევ იმას ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გათხ­ო­ვი­ლი იყა­ვი და ამას მა­ლავ...

- ეს ჭო­რი სა­ი­დან წა­მო­ვი­და, არ ვი­ცი... ალ­ბათ იქი­დან, რომ გათხ­ო­ვე­ბას მარ­თლა ვა­პი­რებ­დი, თუმ­ცა ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ ეს უაზ­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო.

- ვინ იყო შე­ნი საქ­მრო?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოხ­და. მა­შინ ცო­ტა მძი­მე პე­რი­ო­დი მქონ­და. ვხვდე­ბო­დი, რომ ბა­ლე­ტი აღარ მინ­დო­და, სხვა საქ­მე­ში კი, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მცდე­ლო­ბი­სა, არ მი­მარ­თლებ­და, თით­ქოს არც სიყ­ვა­რუ­ლი ჩან­და და ამ დროს ჩემს ნაც­ნობ­თან გა­ვი­ცა­ნი ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბი­ჭი, არ მინ­და სა­ხე­ლი­სა და გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბა. ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვე­წო­ნა, თა­ნაც იმ თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რა­საც მე მა­მა­კაც­ში ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მე­გო­ნა, რომ ეს ჩე­მი ბე­დი იყო და უნ­და გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. უერ­თმა­ნე­თოდ გვი­ჭირ­და, თან მან­ძი­ლი გვა­შო­რებ­და და ან უნ­და გაგ­ვეწყ­ვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა, ან მე უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი ამე­რი­კა­ში, რად­გან ის 10 წლი­დან იქ ცხოვ­რობ­და, მუ­შა­ობ­და. გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა­ფე­რი - პრო­ფე­სი­ა, მიზ­ნე­ბი, დე­და, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და მას­თან ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ რა­ღა­ცის­გან გაქ­ცე­ვა მინ­დო­და და თავს ვა­ჯე­რებ­დი, რომ მიყ­ვარ­და, აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე მოკ­ლე დრო­ში ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო? ჩვე­ნი ამ­ბა­ვი უკ­ვე ყვე­ლამ იცო­და, და წე­სით და რი­გით, ბო­ლო სე­ზო­ნი უნ­და მქო­ნო­და თე­ატ­რში, მა­ნამ­დე 2-თვი­ან გას­ტროლ­ზე წა­ვე­დი ია­პო­ნი­ა­ში და იქ სა­ში­ნე­ლე­ბა და­მე­მარ­თა: სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სას ფე­ხი მო­ვი­ტე­ხე, ტერ­ფი სამ ად­გი­ლას ჩა­მიტყ­და... 7 კვი­რა თა­ბა­შირ­დადე­ბუ­ლი ვი­წე­ქი, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ია­პო­ნი­ა­ში იყო, ახ­ლობ­ლე­ბი - სამ­სა­ხურ­ში, სულ მარ­ტო ვი­ყა­ვი, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, დე­და სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ლე მო­სუ­ლი­ყო, იმ სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და.

- შე­ნი რჩე­უ­ლი სად იყო ამ მძი­მე დღე­ებ­ში?

- ის ამე­რი­კა­ში იყო, დღე-­ღა­მის ცვლი­ლე­ბი­სა და მი­სი გრა­ფი­კის გა­მო იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ­დით სა­უ­ბარს. სწო­რედ მა­შინ აგ­ვე­რია ურ­თი­ერ­თო­ბა.

დღემ­დე მახ­სოვს ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რა. და­სი რომ ჩა­მო­ვი­და ია­პო­ნი­ი­დან, მა­ლე­ვე იყო ამე­რი­კის გას­ტრო­ლი, ძა­ლი­ან მინ­დო­და წას­ვლა, თუმ­ცა ჩე­მი მო­ტე­ხი­ლი ფე­ხის გა­მო შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ასე მა­ლე მე­ცეკ­ვა... მაგ­რამ ადა­მი­ანს თუ უნ­და, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებს. მოს­კო­ვის ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ჩე­მი რენ­ტგე­ნის სუ­რა­თი რომ ნა­ხეს, ასე­თი ტრავ­მით ასე მა­ლე ვე­რა­ვინ იცეკ­ვებ­სო, თქვა ექიმ­მა, თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი­ა­ო, - დას­ძი­ნა. ასე რომ, თა­ბა­ში­რის მოხ­სნის შემ­დეგ, 3 დღე­ში ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე და 3 კვი­რა­ში თვით­მფრი­ნავ­ში ვი­ჯე­ქი სხვა ბა­ლე­რი­ნებ­თან ერ­თად, აი, რას არ გა­გა­კე­თე­ბი­ნებს სიყ­ვა­რუ­ლი...

- შეხ­ვდით ამე­რი­კა­ში?

- დი­ახ... გა­მომ­გზავ­რე­ბის დღეს კი ერ­თმა­ნეთს გა­და­ვეხ­ვი­ეთ და რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნად და უსი­ტყ­ვოდ ჩავ­ხე­დეთ ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში, შემ­დეგ ის მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და, ღრმად ამო­ი­სუნ­თქა და დი­დი სის­წრა­ფით და­იძ­რა. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და იმ წამს გა­ვი­ფიქ­რე, რომ ეს ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რა იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქორ­წი­ლი გვქონ­და და­გეგ­მი­ლი...

- რა მოხ­და შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ და­შო­რე­ბა?

- არ ვი­ცი, ნელ­-ნე­ლა გა­ცივ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ თავს ვატყ­უ­ებ­დი, თით­ქოს მიყ­ვარ­და, თუმ­ცა მა­შინ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია და­მეწყ­ო, ად­გილს ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი, ყვე­ლა­ზე ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი ის იყო, რომ გვერ­დში ის ადა­მი­ა­ნი აღარ მყავ­და, ვის­თა­ნაც ვა­პი­რებ­დი ცხოვ­რე­ბა და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა...

- მას შემ­დეგ აღა­რა­ვინ შეგ­ყვა­რე­ბი­ა?

- რო­გორ არა, შემ­ყვა­რე­ბია და უფ­რო ძლი­ე­რა­დაც, ამ სიყ­ვა­რულ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბი ერ­თხელ, თუმ­ცა ახ­ლა არა... ხში­რად მე­კითხ­ე­ბი­ან მეც და თურ­მე ჩემს მე­გობ­რებ­საც, რა­ტომ არ ვთხოვ­დე­ბი. არ მეს­მის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი გათხ­ო­ვე­ბა. ერ­თი ის ვი­ცი, რომ გათხ­ო­ვე­ბას ძნე­ლად გა­დავ­წყვეტ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ლი­კა ლა­ბა­ძის და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

ლი­კა ლა­ბა­ძის და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მო­ცეკ­ვა­ვე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლი­კა ლა­ბა­ძე­ა. რატომ ხდე­ბა ლი­კა მუდ­მი­ვად ჭო­რე­ბის ობი­ექ­ტი, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში? შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ვერ ვიც­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის, რად­გან სულ ვმუ­შა­ობ. შეყ­ვა­რე­ბული არ ვარ, მაგ­რამ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ.

- გე­ნო მა­ლა­ზო­ნიაა ეს ადა­მი­ა­ნი?

- არ არის გე­ნო მა­ლა­ზო­ნი­ა. ყვე­ლა ჭორს აქვს რაღაც სა­ფუძ­ვე­ლი. ალ­ბათ ერ­თად დაგ­ვი­ნა­ხეს მე და გე­ნო და ასე ამიტომ თქვეს, ამ ბო­ლო დროს კი ვრცელ­დე­ბა ჭო­რი, თით­ქოს პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, არც ესაა სი­მარ­თლე.

- კიდევ იმას ამბობენ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გათხ­ო­ვი­ლი იყა­ვი და ამას მა­ლავ...

- ეს ჭო­რი სა­ი­დან წა­მო­ვი­და, არ ვი­ცი... ალ­ბათ იქი­დან, რომ გათხ­ო­ვე­ბას მარ­თლა ვა­პი­რებ­დი, თუმ­ცა ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ ეს უაზ­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო.

- ვინ იყო შე­ნი საქ­მრო?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოხ­და. მა­შინ ცო­ტა მძი­მე პე­რი­ო­დი მქონ­და. ვხვდე­ბო­დი, რომ ბა­ლე­ტი აღარ მინ­დო­და, სხვა საქ­მე­ში კი, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მცდე­ლო­ბი­სა, არ მი­მარ­თლებ­და, თით­ქოს არც სიყ­ვა­რუ­ლი ჩან­და და ამ დროს ჩემს ნაც­ნობ­თან გა­ვი­ცა­ნი ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბი­ჭი, არ მინ­და სა­ხე­ლი­სა და გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბა. ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვე­წო­ნა, თა­ნაც იმ თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რა­საც მე მა­მა­კაც­ში ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მე­გო­ნა, რომ ეს ჩე­მი ბე­დი იყო და უნ­და გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. უერ­თმა­ნე­თოდ გვი­ჭირ­და, თან მან­ძი­ლი გვა­შო­რებ­და და ან უნ­და გაგ­ვეწყ­ვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა, ან მე უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი ამე­რი­კა­ში, რად­გან ის 10 წლი­დან იქ ცხოვ­რობ­და, მუ­შა­ობ­და. გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა­ფე­რი - პრო­ფე­სი­ა, მიზ­ნე­ბი, დე­და, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და მას­თან ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ რა­ღა­ცის­გან გაქ­ცე­ვა მინ­დო­და და თავს ვა­ჯე­რებ­დი, რომ მიყ­ვარ­და, აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე მოკ­ლე დრო­ში ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო? ჩვე­ნი ამ­ბა­ვი უკ­ვე ყვე­ლამ იცო­და, და წე­სით და რი­გით, ბო­ლო სე­ზო­ნი უნ­და მქო­ნო­და თე­ატ­რში, მა­ნამ­დე 2-თვი­ან გას­ტროლ­ზე წა­ვე­დი ია­პო­ნი­ა­ში და იქ სა­ში­ნე­ლე­ბა და­მე­მარ­თა: სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სას ფე­ხი მო­ვი­ტე­ხე, ტერ­ფი სამ ად­გი­ლას ჩა­მიტყ­და... 7 კვი­რა თა­ბა­შირ­დადე­ბუ­ლი ვი­წე­ქი, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ია­პო­ნი­ა­ში იყო, ახ­ლობ­ლე­ბი - სამ­სა­ხურ­ში, სულ მარ­ტო ვი­ყა­ვი, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, დე­და სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ლე მო­სუ­ლი­ყო, იმ სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბის გახ­სე­ნებაც არ მინ­და.

- შე­ნი რჩე­უ­ლი სად იყო ამ მძი­მე დღე­ებ­ში?

- ის ამე­რი­კა­ში იყო, დღე-­ღა­მის ცვლი­ლე­ბი­სა და მი­სი გრა­ფი­კის გა­მო იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ­დით სა­უ­ბარს. სწო­რედ მა­შინ აგ­ვე­რია ურ­თი­ერ­თო­ბა.

დღემ­დე მახ­სოვს ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რა. და­სი რომ ჩა­მო­ვი­და ია­პო­ნი­ი­დან, მა­ლე­ვე იყო ამე­რი­კის გას­ტრო­ლი, ძა­ლი­ან მინ­დო­და წას­ვლა, თუმ­ცა ჩე­მი მო­ტე­ხი­ლი ფე­ხის გა­მო შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ასე მა­ლე მე­ცეკ­ვა... მაგ­რამ ადა­მი­ანს თუ უნ­და, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებს. მოს­კო­ვის ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ჩე­მი რენ­ტგე­ნის სუ­რა­თი რომ ნა­ხეს, ასე­თი ტრავ­მით ასე მა­ლე ვე­რა­ვინ იცეკ­ვებ­სო, თქვა ექიმ­მა, თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი­ა­ო, - დას­ძი­ნა. ასე რომ, თა­ბა­ში­რის მოხ­სნის შემ­დეგ, 3 დღე­ში ვარ­ჯი­ში და­ვიწყე და 3 კვი­რა­ში თვით­მფრი­ნავ­ში ვი­ჯე­ქი სხვა ბა­ლე­რი­ნებ­თან ერ­თად, აი, რას არ გა­გა­კე­თე­ბი­ნებს სიყ­ვა­რუ­ლი...

- შეხ­ვდით ამე­რი­კა­ში?

- დი­ახ... გა­მომგზავრების დღეს კი ერ­თმა­ნეთს გა­და­ვეხ­ვი­ეთ და რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნად და უსიტყ­ვოდ ჩავ­ხე­დეთ ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში, შემ­დეგ ის მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და, ღრმად ამო­ი­სუნ­თქა და დი­დი სის­წრა­ფით და­იძ­რა. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და იმ წამს გა­ვი­ფიქ­რე, რომ ეს ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რა იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქორ­წი­ლი გვქონ­და და­გეგ­მი­ლი...

- რა მოხ­და შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ და­შო­რე­ბა?

- არ ვი­ცი, ნელ­-ნე­ლა გა­ცივ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ თავს ვატყ­უ­ებ­დი, თით­ქოს მიყ­ვარ­და, თუმ­ცა მა­შინ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია და­მეწყ­ო, ად­გილს ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი, ყვე­ლა­ზე ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი ის იყო, რომ გვერ­დში ის ადა­მი­ა­ნი აღარ მყავ­და, ვის­თა­ნაც ვა­პი­რებ­დი ცხოვ­რე­ბა და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა...

- მას შემ­დეგ აღარავინ შეგ­ყვა­რე­ბი­ა?

- რო­გორ არა, შემ­ყვა­რე­ბია და უფ­რო ძლი­ე­რა­დაც, ამ სიყ­ვა­რულ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბი ერ­თხელ, თუმ­ცა ახ­ლა არა... ხში­რად მე­კითხ­ე­ბი­ან მეც და თურ­მე ჩემს მე­გობ­რებ­საც, რა­ტომ არ ვთხოვ­დე­ბი. არ მეს­მის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი გათხ­ო­ვე­ბა. ერ­თი ის ვი­ცი, რომ გათხ­ო­ვე­ბას ძნე­ლად გა­დავ­წყვეტ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება