საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლ რიმპლი - ძვირფასო მიშა, მომენატრები
პოლ რიმპლი - ძვირფასო მიშა, მომენატრები

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ერა დას­რულ­და, მაგ­რამ მო­ე­ნატ­რე­ბათ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა The Moscow Times პოლ რიმპლის წე­რილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ხა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბით, თუმ­ცა რთუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მის გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნა.

"ძვირ­ფა­სო მიშა, მო­მე­ნატ­რე­ბი. ცუ­დად არ გა­მი­გო - მი­ხა­რია, რომ შენი ერა დას­რულ­და. უბ­რა­ლოდ რთუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს შენს გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნა", - წერს პოლ რიმპლი.

ავ­ტო­რი ასე­ვე იხ­სე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2001 წელს ჩა­მო­ვი­და და ბნე­ლი წლე­ბის მი­წუ­რულს მო­ეს­წრო, რო­დე­საც უთან­ხმო­ე­ბა ნელ-ნელა გა­და­ი­ზარ­და ერ­თი­ან შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში და ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მოძ­რა­ო­ბა­ში.

"მახ­სოვს, როცა ბარ­ში შე­მოხ­ვე­დი და ხალ­ხმა თი­თე­ბის გა­მოშ­ვე­რა და­ი­წყო შენ­სკენ, სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ხი­ლით - შენ გამ­ბე­და­ვი, ცე­ცხლი­ვით მგზნე­ბა­რე იყა­ვი და ისე­თი ეგო გქონ­და, მწვერ­ვალ­ზე რომ აგიყ­ვან­და", - იხ­სე­ნებს პოლ რიმპლი.

ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ ის აკ­ვირ­დე­ბო­და 2003 წლის 2 ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნებს, რო­მელ­მაც ორი­ვე მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. მი­სი­ვე თქმით, კო­რუფ­ცია ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის ერთ-ერთი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი იყო, სა­ნამ თა­ვად გახ­დე­ბო­დი ხალ­ხის ხმე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის მოწ­მე.

"აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. იმ დღეს მეც ქარ­თვე­ლი გავ­ხდი. გახ­სოვს, ის უზარ­მა­ზა­რი დრო­შა, კან­ცე­ლა­რი­ას­თან რომ აფ­რი­ალ­და მა­შინ, როცა შენ იე­რი­შით აიღე პარ­ლა­მენ­ტი? ეს მე ვი­ყა­ვი, ძმაო. მხარს გი­ჭერ­დი. ნუთუ, ეს მარ­თლა ხდე­ბა? - გა­ვი­ფიქ­რე. სრუ­ლი­ად ერი იმა­ვე ეი­ფო­რულ აღ­მაფ­რე­ნას გა­ნიც­დი­და, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ მა­სი­ურ პიკს მი­აღ­წია, თით­ქოს­და, 12-წლი­ა­ნი წყვდი­ა­დის შემ­დეგ ყვე­ლას ერ­თი­ა­ნად გა­უ­ნათ­და გო­ნე­ბაო. შემ­დგო­მი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მზად ვი­ყა­ვი ხარ­ვე­ზე­ბი მე­პა­ტი­ე­ბი­ნა შენ­თვის. მაგ­რამ 2006 წლის ერთ დღეს, მთავ­რო­ბის იდი­ოტ­თა ხრო­ვის შავი "ლენდ კრუ­ი­ზე­რი" წინ გა­და­უდ­გა ტაქ­სის, რო­მელ­მაც არ და­უთ­მო გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე. ისი­ნი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვიდ­ნენ და მო­ხუც მძღოლს სცე­მეს. ქუ­ჩის მე­ო­რე მხა­რეს მდგა­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კი სი­გა­რეტს აბო­ლებ­დნენ. ის გუ­ლი­სამ­რე­ვი ღა­ლა­ტის შეგ­რძნე­ბა და­მიბ­რუნ­და, თით­ქოს წიხ­ლი ჩა­მარ­ტყეს.

მეს­მის, ისე­თი ქვეყ­ნის მარ­თვა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, 4,5 მი­ლი­ო­ნი კა­ტის მწყემსვის ტოლ­ფა­სია. მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ უფრო მე­ტად სცემ­დი პა­ტივს ხალ­ხს, რო­მელ­თაც 2003 წლის იმ ცივ და ჟინ­ჟღ­ლი­ან დღე­ებ­ში მხა­რი და­გი­ჭი­რა და შემ­დე­გი წლის იან­ვარ­ში შენ და შენს ხედ­ვას მის­ცა ხმას. შენი და­ცე­მა, მიშა, იმან გა­მო­იწ­ვია, რომ შენ და შენი შიდა წრე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მომ­წამ­ვლელ ვა­კუ­უმ­ში ცხოვ­რობ­დით, რე­ა­ლო­ბას სრუ­ლად მოკ­ლე­ბულ­ნი. გახ­სოვს, რო­გორ გან­რის­ხდი, როცა ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა?

სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­შიც 2001 წელს ჩა­მო­ვე­დი, შენი და ყვე­ლა შენი ამომ­რჩევ­ლის წყა­ლო­ბით ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. შენი წას­ვლა სა­უ­კე­თე­სო რამ არის, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­და მას შემ­დეგ, რაც შენ გახ­დი მისი ლი­დე­რი. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბა, რომ ვე­ღარ და­გი­ნა­ხავ", - წერს პოლ რიმპლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Moscow Times-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

პოლ რიმპლი - ძვირფასო მიშა, მომენატრები

პოლ რიმპლი - ძვირფასო მიშა, მომენატრები

"სააკაშვილის ერა დასრულდა, მაგრამ მოენატრებათ", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Moscow Times პოლ რიმპლის წერილს მიხეილ სააკაშვილისადმი. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მოხარულია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ეპოქის დასრულებით, თუმცა რთულია, საქართველოს მის გარეშე წარმოდგენა.

"ძვირფასო  მიშა, მომენატრები. ცუდად არ გამიგო - მიხარია, რომ შენი ერა დასრულდა. უბრალოდ რთულია, საქართველოს შენს გარეშე წარმოდგენა", - წერს პოლ რიმპლი.

ავტორი ასევე იხსენებს, რომ საქართველოში პირველად 2001 წელს ჩამოვიდა და ბნელი წლების მიწურულს მოესწრო, როდესაც უთანხმოება ნელ-ნელა გადაიზარდა ერთიან შეთქმულებაში და ანტისამთავრობო მოძრაობაში.

"მახსოვს, როცა ბარში შემოხვედი და ხალხმა თითების გამოშვერა დაიწყო შენსკენ, სააკაშვილი, სააკაშვილის ძახილით - შენ გამბედავი, ცეცხლივით მგზნებარე იყავი და ისეთი ეგო გქონდა, მწვერვალზე რომ აგიყვანდა", - იხსენებს პოლ რიმპლი.

ავტორი ასევე წერს, რომ ის აკვირდებოდა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებს, რომელმაც ორივე მათგანის ცხოვრება შეცვალა. მისივე თქმით, კორუფცია ქართული ხასიათის ერთ-ერთი ეგზოტიკური ნაწილი იყო, სანამ თავად გახდებოდი ხალხის ხმების ტოტალური გაყალბების მოწმე.

"აღშფოთებული ვიყავი. იმ დღეს მეც ქართველი გავხდი. გახსოვს, ის უზარმაზარი დროშა, კანცელარიასთან რომ აფრიალდა მაშინ, როცა შენ იერიშით აიღე პარლამენტი? ეს მე ვიყავი, ძმაო. მხარს გიჭერდი. ნუთუ, ეს მართლა ხდება? - გავიფიქრე. სრულიად ერი იმავე ეიფორულ აღმაფრენას განიცდიდა, რომელმაც საბოლოოდ მასიურ პიკს მიაღწია, თითქოსდა, 12-წლიანი წყვდიადის შემდეგ ყველას ერთიანად გაუნათდა გონებაო. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში, მზად ვიყავი ხარვეზები მეპატიებინა შენთვის. მაგრამ 2006 წლის ერთ დღეს, მთავრობის იდიოტთა ხროვის შავი "ლენდ კრუიზერი" წინ გადაუდგა ტაქსის, რომელმაც არ დაუთმო გზა თავისუფლების მოედანზე. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და მოხუც მძღოლს სცემეს. ქუჩის მეორე მხარეს მდგარი პოლიციელები კი სიგარეტს აბოლებდნენ. ის გულისამრევი ღალატის შეგრძნება დამიბრუნდა, თითქოს წიხლი ჩამარტყეს.

მესმის, ისეთი ქვეყნის მართვა, როგორიც საქართველოა, 4,5 მილიონი კატის მწყემსვის ტოლფასია. მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ უფრო მეტად სცემდი პატივს ხალხს, რომელთაც 2003 წლის იმ ცივ და ჟინჟღლიან დღეებში მხარი დაგიჭირა და შემდეგი წლის იანვარში შენ და შენს ხედვას მისცა ხმას. შენი დაცემა, მიშა, იმან გამოიწვია, რომ შენ და შენი შიდა წრე თვითმმართველობის მომწამვლელ ვაკუუმში ცხოვრობდით, რეალობას სრულად მოკლებულნი. გახსოვს, როგორ განრისხდი, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ საქართველო გაღატაკებული ქვეყანაა?

საქართველო, რომელშიც 2001 წელს ჩამოვედი, შენი და ყველა შენი ამომრჩევლის წყალობით ისტორიის ნაწილია. შენი წასვლა საუკეთესო რამ არის, რაც ამ ქვეყანაში მოხდა მას შემდეგ, რაც შენ გახდი მისი ლიდერი. თუმცა, მეორე მხრივ, უცნაური იქნება, რომ ვეღარ დაგინახავ", - წერს პოლ რიმპლი.

მომზადებულია The Moscow Times-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა