პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა მზადაა მთავრობასთან ითანამშრომლოს
გიგი უგულავა მზადაა მთავრობასთან ითანამშრომლოს

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, თბი­ლი­სე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გიგი უგუ­ლა­ვამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია:

"ჩვენ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მხრი­დან თბი­ლი­სი­სა და თბი­ლი­სე­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ თბი­ლი­სის დას­ჯას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ცენ­ტრა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ გა­ა­ჩე­რა პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლი შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზა, ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა და უამ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ასე­ვე, შე­უმ­ცი­რა თბი­ლისს ბი­უ­ჯე­ტი, რი­თაც საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა თბი­ლი­სის ტრან­სპორ­ტის, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის, და­სუფ­თა­ვე­ბის და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა. საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა, ასე­ვე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ღირ­სე­უ­ლად ჩა­ა­ტა­როს ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ­სე­ბი­თად წი­ნა­მორ­ბე­დის საქ­მის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მავ­ნე პრაქ­ტი­კა გა­და­ი­ხე­დე­ბა.

მე რო­გორც თბი­ლი­სის მერი, მზად ვარ თბი­ლი­სე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლო იმი­სათ­ვის, რომ დავძლი­ოთ თბი­ლის­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის, ტრან­სპორ­ტის, და­სუფ­თა­ვე­ბის, თბი­ლი­სის კე­თილ­მო­წყო­ბი­სა და უბ­რა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბი",-ნათ­ქვა­მია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გიგი უგულავა მზადაა მთავრობასთან ითანამშრომლოს

გიგი უგულავა მზადაა მთავრობასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი გიგი უგულავა მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისელების ინტერესების სასარგებლოდ ცენტრალურ მთავრობასთან ითანამშრომლოს.

ამასთან დაკავშირებით გიგი უგულავამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია:

"ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ცენტრალური მთავრობის მხრიდან თბილისისა და თბილისელების უგულებელყოფას და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ თბილისის დასჯას ემსახურებოდა. ცენტრალურმა მთავრობამ გააჩერა პრაქტიკულად დასრულებული შემოვლითი რკინიგზა, ახალი ხიდის მშენებლობა და უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აუცილებელია თბილისის განვითარებისთვის. ასევე, შეუმცირა თბილისს ბიუჯეტი, რითაც საფრთხის წინაშე დააყენა თბილისის ტრანსპორტის, საბავშვო ბაღების, დასუფთავების და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა. საფრთხის წინაშე დადგა, ასევე თბილისის საერთაშორისო ვალდებულება, ღირსეულად ჩაატაროს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი არსებითად წინამორბედის საქმის გამგრძელებელია, ვიმედოვნებ, რომ ცენტრალური მთავრობის ზემოაღნიშნული მავნე პრაქტიკა გადაიხედება.

მე როგორც თბილისის მერი, მზად ვარ თბილისელების ინტერესების სასარგებლოდ, ცენტრალურ მთავრობასთან ვითანამშრომლო იმისათვის, რომ დავძლიოთ თბილისში ეკონომიკური კრიზისი და კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საბავშვო ბაღების, ტრანსპორტის, დასუფთავების, თბილისის კეთილმოწყობისა და უბრანული განვითარების სერვისები",-ნათქვამია დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა