საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი გაჩეჩილაძე გიორგი ვარდოსანიძის შესახებ...
გიგი გაჩეჩილაძე გიორგი ვარდოსანიძის შესახებ...

მო­ცეკ­ვა­ვე გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძი­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას და­შო­რე­ბა ბევ­რს გა­უკ­ვირ­და. წყვილს ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უყ­ვარ­და. გიგი და სა­ლო­მე ცეკ­ვამ შე­ახ­ვედ­რა და სამ­წუ­ხა­როდ, ცეკ­ვამ და­ა­შო­რა ერ­თმა­ნეთს. დღეს ორი­ვეს თა­ვი­ან­თი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს და თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ. წარ­სულს გი­გის მხარ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სვი­რინ­გი - "სა­ლო­მე" ახ­სე­ნებს. ამ სა­ხე­ლის წაშ­ლას გიგი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს.

რა­ტომ კა­მა­თობს მშობ­ლებ­თან

- პირ­ველ ფო­ტო­ზე მშობ­ლებ­თან თენ­გიზ და ლა­რი­სა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებ­თან ერ­თად ხარ. შენს მშობ­ლებს ყვე­ლა იც­ნობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბი არი­ან.

- მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემ­თვის ბევ­რი რამ აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, ალ­ბათ, ისე, რო­გორც ყვე­ლა მშო­ბელს. იყო პე­რი­ო­დი, როცა მათ­თან შე­ხე­ბა არ მქონ­და. ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ­დი 13 წლი­დან თვრა­მეტ წლამ­დე. ორი­ვე ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და და მათი ნახ­ვა ძა­ლი­ან მინ­დო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს იყო. ხში­რად ვკა­მა­თობთ, საქ­მე­ში ერ­თმა­ნეთს ვერ ვუ­გებთ. რა თქმა უნდა, სახ­ლში არ ვკა­მა­თობთ იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ცეკ­ვის გამო კი ბევ­რჯერ გვი­კა­მა­თია. ასა­კით ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით, ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა.

- რო­მელს უფრო ჰგავ­ხარ?

- ხა­სი­ა­თით ძა­ლი­ან ვგა­ვარ მა­მას, გა­რეგ­ნუ­ლად კი - დე­დას. ბავ­შვო­ბა­ში ეს შე­კი­თხვა და­მის­ვეს და ვუ­პა­სუ­ხე, მა­მას ალ­ბათ მხო­ლოდ ყუ­რე­ბით ვგა­ვარ-მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა, დე­და­საც ვგა­ვარ ხა­სი­ა­თით, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ჩნევ.

- ცეკ­ვის სტი­ლით რო­მელს უფ­რო გამ­სგავ­სე­ბენ?

- მათი ცეკ­ვა, სამ­წუ­ხა­როდ, არ მი­ნა­ხავს, მეც და ჩემი ძმაც მშობ­ლე­ბის დიდ ასაკ­ში შე­ძე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი ვართ. ცეკ­ვის სტი­ლით ალ­ბათ ორი­ვეს ვგა­ვარ, რად­გან ორი­ვემ შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი ჩემს მო­ცეკ­ვა­ვედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

- ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავს, უფ­რო­სი და, შო­რე­ნა და უმ­ცრო­სი ძმა, რატი. მომ­დევ­ნო ფოტო რა­ტის­თან ერ­თად გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ერ­თობ­ლი­ვი ფოტო დედ­მა­მიშ­ვი­ლებს რა­ტომ არ გაქვთ?

- ყვე­ლამ ერ­თად შეხ­ვედ­რა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. იყო პე­რი­ო­დი, როცა მე შო­რე­ნას­თან ვცხოვ­რობ­დი. შო­რე­ნა თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვი­და, რატი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და.

- რად­გან რატი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა, და-ძმა ყვე­ლა­ფერს უთ­მობთ და პა­ტი­ობთ?

- ისე­თი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა ჩვენ შო­რის, რომ დათ­მო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი აღა­რაა. შო­რე­ნა ჩემ­ზე ოცი წლით უფ­რო­სია, მე კი რა­ტი­ზე ოთხწე­ლი­წად-ნა­ხევ­რით ვარ დიდი. ჩემი დის­შვი­ლი ლე­ვა­ნი ჩემ­ზე ერთი წლი­თაა უმ­ცრო­სი. შო­რე­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის დის და დე­დის როლს თა­მა­შობ­და. მომ­დევ­ნო სუ­რა­თი შო­რე­ნას­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი. ჩვენს დიდ ოჯახ­ში მხო­ლოდ ლე­ვა­ნი არ ცეკ­ვავს.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე შო­რე­ნა და ლე­ვა­ნი არი­ან. ლე­ვანს რა­ტომ არ გა­უჩ­ნდა ცეკ­ვის სურ­ვი­ლი?

- ამით არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. ჩვენ ოჯახ­ში ყვე­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ. ლე­ვანს ფსი­ქო­ლო­გო­ბა უნდა.

- შენს სი­ძეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მკაც­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი იმი­ჯი აქვს. რო­გო­რია გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი ოჯახ­ში?

- ზუს­ტად ასე­თი­ვეა. შო­რე­ნა კი მას­ზე მკაც­რი და სა­მარ­თლი­ა­ნია. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ამე­რი­კა­ში რომ ჩა­ვე­დი, მთე­ლი კლა­სი წა­ვიყ­ვა­ნე შა­ტა­ლო­ზე და იმის მერე მივ­ხვდი, რომ ასე­თი რამე აღარ უნდა ჩა­მე­დი­ნა.

- რო­გორ და­ი­სა­ჯე?

- რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი ასეთ და­ნა­შა­ულს სჩა­დის, მიჰ­ყავთ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, მერე მშობ­ლებს ურე­კა­ვენ და ბავ­შვი მიჰ­ყავთ სახ­ლში. მე რომ გო­ჩას და­ვუ­რე­კე, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ მო­ვი­და და მთე­ლი ღამე მა­ყურ­ყუ­ტა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში.

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ღამე?

- ბავ­შვი ვი­ყა­ვი. "კა­პე­ზე­ში" არა­ვინ ჩამ­სვამ­და. ვი­ჯე­ქი იქ, სა­დაც ბეჭ­დავ­დნენ რა­ღა­ცებს, მაგ­რამ იმ შე­ნო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ღამე მა­ინც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

"მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამე­რი­კამ გა­მა­ფუ­ჭა"

- ჯერ თბი­ლი­სის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დი, მერე ამე­რი­კა­ში წახ­ვე­დი, ეს ცვლი­ლე­ბა რო­გორ აი­სა­ხა შენს გა­ნათ­ლე­ბა­ზე?

- თბი­ლის­ში მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე კლა­სამ­დე, ისე, რო­გორც ჩემი თა­ო­ბის ყვე­ლა ბიჭი, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. მერე მე­ცხრე კლა­სამ­დე ძა­ლი­ან ცუ­დად ვსწავ­ლობ­დი. მავ­ნე ბავ­შვი გახ­ლდით და სულ მარ­ტო ვი­ყა­ვი. არც ერთ "სას­ტავ­ში" არ ვჩერ­დე­ბო­დი ბო­ლომ­დე. ბუნ­ტის­თა­ვი ვი­ყა­ვი. ბავ­შვებს "შა­ტა­ლო­ზე" წას­ვლის­კენ მო­ვუ­წო­დებ­დი. ბო­ლოს კარი რომ ჩაგ­ვი­კე­ტეს, ბავ­შვებს მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დაძ­რო­მა ვას­წავ­ლე. ამე­რი­კა­ში ჩა­ვე­დი თუ არა, და­ლა­სის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­მიყ­ვა­ნეს. სუ­რა­თი სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ინ­გლი­სუ­რი მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ ვი­ცო­დი და სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. ჩემს კლას­ში ბევ­რი ბავ­შვი სწავ­ლობ­და. რო­გორც მო­გი­ყე­ვით, ყვე­ლა შა­ტა­ლო­ზე წა­ვიყ­ვა­ნე. ერთ-ერთ პარკში წა­ვე­დით. ჩვე­ნი ჭკუ­ით, ვერ­თო­ბო­დით და რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან შე­სამ­ჩნე­ვე­ბი ვი­ყა­ვით. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და აგ­ვიყ­ვა­ნეს. ამის მერე მივ­ხვდი, რომ არას­წო­რად ვიქ­ცე­ო­დი და კარ­გად და­ვი­წყე სწავ­ლა. გა­და­ვე­დი კერ­ძო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო სკო­ლე­ბის ათე­ულ­ში შე­დის. მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა თბი­ლის­ში არ მინ­დო­და, და­ლას­ში რომ ჩა­ვე­დი, მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე. სამ­წუ­ხა­როდ, მერე მა­თე­მა­ტი­კა ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე ისე, რო­გორც შე­მეძ­ლო. სკო­ლა­ში მხო­ლოდ ეს­პა­ნურ­ში მო­ვი­კოჭ­ლებ­დი.

- არ მოგ­წონ­და ეს­პა­ნუ­რი ენა?

- მომ­წონ­და, მაგ­რამ ჩემ­თვის ცოტა რთუ­ლი იყო, არ დამ­ვი­წყე­ბო­და ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, მეს­წავ­ლა ინ­გლი­სუ­რიც და ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ეს­პა­ნუ­რიც. სკო­ლა კარ­გად და­ვამ­თავ­რე. მერე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია. ოთხწ­ლი­ა­ნი კურ­სი იყო და მე ორ წე­ლი­წად­ში და­ვამ­თავ­რე. რა­საც მე ამე­რი­კა­ში მერ­ვე კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, თბი­ლის­ში მე­ო­რე კურ­სზე გა­ვი­ა­რე. სოსო ცინ­ცა­ძის სას­წავ­ლე­ბე­ლი ოთხი წლის წინ და­ვამ­თავ­რე. ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ამე­რი­კა­ში წას­ვლამ. სწავ­ლა თბი­ლის­ში რომ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, სულ სხვა ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი და სულ სხვა­ნა­ი­რად ვი­აზ­როვ­ნებ­დი. ჩემი აზ­რით, ბევ­რად უფრო და­ბა­ლი დო­ნის ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი, ვიდ­რე ახლა ვარ. ხომ შე­მიძ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით გავ­თვა­ლო, რო­გორ მივ­დი­ო­დი და სად წა­მიყ­ვა­ნა ამე­რი­კამ. ჩემს მშობ­ლებს რომ ჰკი­თხოთ, შე­იძ­ლე­ბა, არ და­მე­თან­ხმონ და ჩემ­ზე თქვან, ამე­რი­კამ გა­ა­ფუ­ჭაო. ჩემ­თვის კი ძა­ლი­ან დიდი პლუ­სი იყო და მი­ხა­რია, რომ ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ­დი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიგი გაჩეჩილაძე გიორგი ვარდოსანიძის შესახებ...

გიგი გაჩეჩილაძე გიორგი ვარდოსანიძის შესახებ...

მოცეკვავე გიორგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას დაშორება ბევრს გაუკვირდა. წყვილს ერთმანეთი წლების განმავლობაში უყვარდა. გიგი და სალომე ცეკვამ შეახვედრა და სამწუხაროდ, ცეკვამ დააშორა ერთმანეთს. დღეს ორივეს თავიანთი პირადი ცხოვრება აქვს და თავს ბედნიერად გრძნობენ. წარსულს გიგის მხარზე გაკეთებული სვირინგი - "სალომე" ახსენებს. ამ სახელის წაშლას გიგი უახლოეს მომავალში გეგმავს.

რატომ კამათობს მშობლებთან

- პირველ ფოტოზე მშობლებთან თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებთან ერთად ხარ. შენს მშობლებს ყველა იცნობს. საქართველოში სამეჯლისო ცეკ­ვების ფუძემდებლები არიან.

- მშობლები ძალიან მიყვარს. ჩემთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული, ალბათ, ისე, როგორც ყველა მშობელს. იყო პერიოდი, როცა მათთან შეხება არ მქონდა. ამერიკაში ვცხოვრობდი 13 წლიდან თვრამეტ წლამდე. ორივე ძალიან მენატრებოდა და მათი ნახვა ძალიან მინდოდა. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ხშირად ვკამათობთ, საქმეში ერთმანეთს ვერ ვუგებთ. რა თქმა უნდა, სახლში არ ვკამათობთ იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ცეკვის გამო კი ბევრჯერ გვიკამათია. ასაკით ძალიან განვსხვავდებით, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა.

- რომელს უფრო ჰგავხარ?

- ხასიათით ძალიან ვგავარ მამას, გარეგნულად კი - დედას. ბავშვობაში ეს შეკითხვა დამისვეს და ვუპასუხე, მამას ალბათ მხოლოდ ყურებით ვგავარ-მეთქი. შეიძლება, დედასაც ვგავარ ხასიათით, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ.

- ცეკვის სტი­ლით რომელს უფ­რო გამსგავსებენ?

- მათი ცეკვა, სამწუხაროდ, არ მი­ნახავს, მეც და ჩემი ძმაც მშობლების დიდ ასაკში შეძენილი ბავშვები ვართ. ცეკვის სტილით ალბათ ორივეს ვგავარ, რადგან ორივემ შეიტანა წვლილი ჩემს მოცეკვავედ ჩამოყალიბებაში.

- ორი დედმამიშვილი გყავს, უფროსი და, შორენა და უმცროსი ძმა, რატი. მომდევნო ფოტო რატისთან ერთად გაქვს გადაღებული. ერთობლივი ფოტო დედმამიშვილებს რატომ არ გაქვთ?

- ყველამ ერთად შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. იყო პერიოდი, როცა მე შორენასთან ვცხოვრობდი. შორენა თბილისში რომ ჩამოვიდა, რატი ამერიკაში ცხოვრობდა.

- რადგან რატი ყველაზე პატარაა, და-ძმა ყველაფერს უთმობთ და პატიობთ?

- ისეთი ასაკობრივი სხვაობაა ჩვენ შორის, რომ დათმობაზე ლაპარაკი აღარაა. შორენა ჩემზე ოცი წლით უფროსია, მე კი რატიზე ოთხწელიწად-ნახევრით ვარ დიდი. ჩემი დისშვილი ლევანი ჩემზე ერთი წლითაა უმცროსი. შორენა ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის დის და დედის როლს თამაშობდა. მომდევნო სურათი შორენასთან ერთად მაქვს გადაღებული, როცა ამერიკაში წავედი. ჩვენს დიდ ოჯახში მხოლოდ ლევანი არ ცეკვავს.

- მომდევნო ფოტოზე შორენა და ლევანი არიან. ლევანს რატომ არ გაუჩნდა ცეკვის სურვილი?

- ამით არ დავინტერესებულვარ. ჩვენ ოჯახში ყველას თავისუფლებას ვაძლევთ. ლევანს ფსიქოლოგობა უნდა.

- შენს სიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მკაცრი და სამართლიანი იმიჯი აქვს. როგორია გოჩა ჩერტკოევი ოჯახში?

- ზუსტად ასეთივეა. შორენა კი მასზე მკაცრი და სამართლიანია. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამერიკაში რომ ჩავედი, მთელი კლასი წავიყვანე შატალოზე და იმის მერე მივხვდი, რომ ასეთი რამე აღარ უნდა ჩამედინა.

- როგორ დაისაჯე?

- როდესაც არასრულწლოვანი ასეთ დანაშაულს სჩადის, მიჰყავთ პოლიციის შენობაში, მერე მშობლებს ურეკავენ და ბავშვი მიჰყავთ სახლში. მე რომ გოჩას დავურეკე, სპეციალურად არ მოვიდა და მთელი ღამე მაყურყუტა პოლიციის შენობაში.

- როგორ გახსენდება პოლიციის შენობაში გატარებული ღამე?

- ბავშვი ვიყავი. "კაპეზეში" არავინ ჩამსვამდა. ვიჯექი იქ, სადაც ბეჭდავდნენ რაღაცებს, მაგრამ იმ შენობაში გატარებული ღამე მაინც არასასიამოვნო იყო.

"მშობლები ფიქრობენ, რომ ამერიკამ გამაფუჭა"

- ჯერ თბილისის სკოლაში სწავლობდი, მერე ამერიკაში წახვედი, ეს ცვლილება როგორ აისახა შენს განათლებაზე?

- თბილისში მეხუთე, მეექვსე კლასამდე, ისე, როგორც ჩემი თაობის ყველა ბიჭი, კარგად ვსწავლობდი. მერე მეცხრე კლასამდე ძალიან ცუდად ვსწავლობდი. მავნე ბავშვი გახლდით და სულ მარტო ვიყავი. არც ერთ "სასტავში" არ ვჩერდებოდი ბოლომდე. ბუნტისთავი ვიყავი. ბავშვებს "შატალოზე" წასვლისკენ მოვუწოდებდი. ბოლოს კარი რომ ჩაგვიკეტეს, ბავშვებს მეორე სართულიდან გადაძრომა ვასწავლე. ამერიკაში ჩავედი თუ არა, დალასის ერთ-ერთ საუკეთესო საჯარო სკოლაში მიმიყვანეს. სურათი სწორედ იმ პერიოდში მაქვს გადაღებული. ინგლისური მაინცდამაინც კარგად არ ვიცოდი და საშუალო სკოლაში გადამიყვანეს. ჩემს კლასში ბევრი ბავშვი სწავლობდა. როგორც მოგიყევით, ყველა შატალოზე წავიყვანე. ერთ-ერთ პარკში წა­ვედით. ჩვენი ჭკუით, ვერთობოდით და როგორც ჩანს, ძალიან შესამჩნევები ვიყავით. პოლიციელები მოვიდნენ და აგვიყვანეს. ამის მერე მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი და კარგად დავიწყე სწავლა. გადავედი კერძო სკოლაში, რომელიც ამერიკის საუკეთესო სკოლების ათეულში შედის. მათემატიკის სწავლა თბილისში არ მინდოდა, დალასში რომ ჩავედი, მათემატიკის სწავლა აქტიურად დავიწყე. სამწუხაროდ, მერე მათემატიკა ვერ გამოვიყენე ისე, როგორც შემეძლო. სკოლაში მხოლოდ ესპანურში მოვიკოჭლებდი.

- არ მოგწონდა ესპანური ენა?

- მომწონდა, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთული იყო, არ დამვიწყებოდა ქართული, რუსული, მესწავლა ინგლისურიც და ამ ყველაფერთან ერთად ესპანურიც. სკოლა კარგად დავამთავრე. მერე თბილისში ჩამოვედი და წითელ დიპლომზე დავამთავრე საქართველოს დიპლომატიური აკადემია. ოთხწლიანი კურსი იყო და მე ორ წელიწადში დავამთავრე. რასაც მე ამერიკაში მერვე კლასში ვსწავლობდი, თბილისში მეორე კურსზე გავიარე. სოსო ცინცაძის სასწავლებელი ოთხი წლის წინ დავამთავრე. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ამერიკაში წასვლამ. სწავლა თბილისში რომ გამეგრძელებინა, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი და სულ სხვანაირად ვიაზროვნებდი. ჩემი აზრით, ბევრად უფრო დაბალი დონის ადამიანი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. ხომ შემიძლია, დაახლოებით გავთვალო, როგორ მივდიოდი და სად წამიყვანა ამერიკამ. ჩემს მშობლებს რომ ჰკითხოთ, შეიძლება, არ დამეთანხმონ და ჩემზე თქვან, ამერიკამ გააფუჭაო. ჩემთვის კი ძალიან დიდი პლუსი იყო და მიხარია, რომ ამერიკაში ვცხოვრობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება